ღია წერილი პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ,

გამარჯობა, მე 21 წლის სტუდენტი გწერთ. ავტორიტეტები არ მყავს, არც დედამიწაზე ქრისტეს ნაცვალების მჯერა, არც უცდომელი – ადამიანების. მიჩვეული კი ბრძანდებით, თუმცა ფარისევლურ ხოტბასაც ვერ გაკადრებთ, ხმაზე მონადირე რაინდებივით და პოლიტიკოსებივით.

ბევრს საუბრობენ თქვენს დამსახურებაზე, 70-იან წლებთან შედარებით ეკლესიების რიცხვიც გაიზარდა, ეპარქიებისაც (ამ უკანასკნელთა რიცხვი ბოლო ხანებში განსაკუთრებით საეჭვოდ იზრდება.) მღვდლებიც მოგვიმრავლდნენ, – ბერ-მონაზვნებიც.
რთულ დროში მოგიხდათ პატრიარქობის გზის შედგომა. როგორც მშობლიურ იმერეთში იტყვიან, ”გაგანია კომუნისტების დროს.” ეგ ის დრო იყო, ცეკას და კა-გე-ბეს გარეშე არაფერი რომ არ წყდებოდა, ჩემზე კარგად გეხსომებათ. მე საბედნიეროოდ 21-ივე წელია დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობ.

ჩემი კითხვები შეგიძლიათ ახალგაზრდულ სითამამეს ან თავხედობას მიაწეროთ, თქვენი გულშემატკივარნი ალბათ ნორჩ სოროსელად, ენჯეოშნიკად, გრანტებით მოსყიდულად და რად აღარ მომნათლავენ. ღმერთია მოწამე, ემიგრანტად გადახვეწილი დედაჩემის გარდა არავინ მაფინანსებს. დედაჩემი ევროპაში მუშაობს, აი, თქვენ რომ სამკურნალოდ მიემგზავრებით ხოლმე, იქ. დედაჩემის გარდა ბევრნი არიან ქართველები იქაც, საბედნიეროდ ჯერ არავის გამოუყრია იქედან. იტალიელებსაც არ გაუმართავთ მანიფესტაციები ეგ ემიგრანტები გააგდეთო, იტალიელობას გვართმევენო, პეტრეს თუ პავლეს წილხვედრ მიწაზე გვეცილებიანო.

დღეს მიშას ლანძღავენ, ეკლესიას ანგრევდაო. არადა მახსოვს, დედაჩემის ემიგრაციაში წასვლამდე ერთი თვით ადრე, მიშას ბაგრატში ინაუგურაციის დროს წირვა რომ საზეიმოდ აღავლინეთ. შვიდი ნოემბრიდან 2 თვეში იყო ეგ ამბავი. ბარემ აქვე გკითხავთ უწმინდესო, ბაგრატი ბეტონებით რომ დაამახინჯეს და ლიფტი მიუშენეს, მაგაზე რა აზრის ბრძანდებით? მაშინაც და ახლაც არ მომისმენია თქვენი მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე.

მიშას ინაუგურაცია იქეთ იყოს და მაქამდე 10 წლით ადრე ედუარდს იუბილეზე მრავალჟამიერი მოღვაწეობა უსურვეთ. საბედნიეროდ, თქვენი სიტყვები არ აგვიხდა მაშინ. დღემდე ვერ მივმხვდარვარ იმასაც, 9 აპრილის სასაკლაოს ადგილას სსრკ ფუნქციონერს რატომ დაუჩოქეს ან თქვენ რატომ მიეცით შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურობაზე კურთხევა იმხანად? თუ ფიქრობთ, რომ ამით ხელი შეუწყვეთ კანონიერი ხელისუფლების დამხობასა და პირველი პრეზიდენტის გაძევებას სამშობლოდან, რომელსაც მან სიცოცხლე შესწირა?

რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის კანონპროექტი გააკრიტიკეთ. მივესალმები, უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე დისკუსიას დაუდეთ სათავე. თუმცა, მაინც გკითხავთ, რა დაინახეთ კონკრეტულად ქვეყნის დამშლელი ამ პროექტში? ან ავტონომიის საფრთხეს სად და რატომ ხედავთ? ან ავტონომიების თუ ასე გვეშინია და არ მოგვწონს (მეც მეშინია, ვაღიარებ), საქართველოში ავტონომიების შემოქმედი სტალინის გარდაცვალებაზე ტირილი რაღა იყო? ან ქვეყნის მეხუთედის წამგლეჯ პუტინს რატომღა უწოდებდით ბრძენს? ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ, უწმინდესო.

კათალიკოს ამბროსის გენუის კონფერენციისადმი მიმართვას თუ გაცნობიხართ, უწმინდესო? ვის უნდა უფრთხოდეს დღეს ქართული სახელმწიფო – ბრძენ პუტინს თუ ევროპელებს? მე სოციალური მეცნიერებების სტუდენტი ვარ, მაპატიეთ თქვენც და მრევლმაც, თუ იმის მჯერა, რომ 5 წლის წინ ევროპელ-ამერიკელთა შეშფოთებებმა უფრო გადაგვარჩინეს ბრძენი პუტინის დაპყრობისგან, ვიდრე – ლოცვებმა თუ დაუჯდომლებმა.

უკრაინაში მღვდლები პრო-ევროპელი თანამოქალაქეების გვერდი-გვერდ დგანან მანიფესტაციებზე. იმ ეკლესიის მღვდლები, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, დიაკვნები თუ ქორეპისკოპოსები კი, რომლის საჭეც აგერ მესამედი საუკუნეა გიპყრიათ, ევროპის ლანძღვა დისკრედიტაციის და მით დაშინების მეტს არაფერს აკეთებენ. ფსიქოლოგიურ ტერორში მრევლის ჩაგდება რამდენად ქრისტიანულია, უწმინდესო? ან ტყუილი და ცილისწიმება რამდენად თავსებადია ქრისტეს რწმენასთან? თქვენ ხშირად იმყოფებით ევროპაში, აგერ ახლახანს ქორეპისკოპოსიც ყოფილა სამკურნალოდ ‘უწმინდურ’ კონტინენტზე. ნუთუ მხოლოდ ცუდი შენიშნეთ აქ და მისაბაძი არ გინახავთ?

ქრისტემ ”გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო” – რამდენად უყვარდათ მოყვასი რუსთაველზე მაისში თანამოქალაქეთა ჩასახოცად გამოდევნებულ ვაი-ქრისტიანებს? ტაბურეტკით გამომდევნებელ მოძღვარს თუ მისცა შენიშვნა მაინც ვინმემ ეკლესიაში? ვგონებ, მასეთები წინაურდებიან კიდეც. მავთულხლართები რომ გაუვლეს გორელ გლეხებს ბაღებში, ”ბრძენი” პუტინის არმიელებმა, მაინცდამაინც ბევრი მღვდელი არ მინახავს საოკუპაციო ხაზთან. არადა გეცოდინებათ, 50 ჰომოსექსუალის დასარბევად 40000 კაცი შეჰყარა ეკლესიამ, უწმინდესო.

რატომ მომძლავრდა ეთნო-ნაციონალიზმი, სექსიზმი, განსხვავებული ადამიანების ზიზღი, მუსლიმ-ქართველთა-ფობია, ჰომოფობია, ანტისემიტიზმი, სეკულარიზმის ფეხქვეშ გათელვის ტენდენცია ეკლესიაში? ხომ არ უქადის 90 წლების გამეორებას ჩვენს ქვეყანას მღვდელთა და მრევლის მხრიდან მსგავსი ისტერიული გამოხდომები? თუ გიფიქრიათ, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და თავადვე ეკლესიას ეკლესიის პოლიტიკაში გაუთავებელმა ჩარევებმა?

იქნებ ერთხელ მაინც გექადაგათ, განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, იმაზე, რომ თუ ვინმე ეკლესიას გააკრიტიკებდა ბოლო სიტყვებით არ ეგინებინათ ან მუშტები დაეშინათ – თქვენ ხომ ამდენი ადამიანი გისმენთ და გენდობათ.

კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი, თუმცა ვფიქრობ, ამითაც თავი შეგაწყინეთ. ძველებს უთქვამთ, ”ნათქვამი გაფრინდება , დაწერილი რჩებაო” – იმედია, ეს წერილიც ოდესმე მოაწევს თქვენთან, ყოველგვარი მცდარი ინტერპრეტაციების და აზრის გადაბრუნებების გარეშე.

ჯანის სიმრთელეს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ,

პატივისცემით,

ოთო კობახიძე,
თსუ-ს სტუდენტი.

Advertisements

286 thoughts on “ღია წერილი პატრიარქს

      • იქნებ ერთხელ მაინც გექადაგათ, განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, იმაზე, რომ თუ ვინმე ეკლესიას გააკრიტიკებდა ბოლო სიტყვებით არ ეგინებინათ ან მუშტები დაეშინათ – თქვენ ხომ ამდენი ადამიანი გისმენთ და გენდობათ. – oto,ratom ar ggonia rom uqadagia es. da ratom gvgonia qartvelebs rom iseti qristianebi vart rogor qristianobasac qriste qadagebda?

      • საქმეც ისაა, რომ ქრისტე რა ქრისტიანობას ქადაგებდა, ეგ არც არავინ იცის დანამდვილებით. ჩვენში კი ყველაზე ცუდ ინტერპრეტაციას უკეთებენ ქრისტიანობას.

      • მითუმეტეს, თუ უქადაგია, ალბათ ეჭვი შემეპარებოდა გულწრფელობაში, რადგან მსგავსი ვერაფერი მოვისმინე ვთქვათ თუნდაც მაისში. არც არავინ მინახავს ეკლესიის შიგნით დასჯილი გინებისთვის, ტაბურეტკებით დევნისთვის და ა.შ. ამაზეა აქ საუბარი.

      • ოთო იმედია ეული არ ხარ ამ საკითხში და შენი თანატოლებიც ეგრე ფიქრობენ, ეს წერილი კი ფლაგმანი ყოფილიყოს მომავალი თაობის აზრზე მოსასვლელად, კიდევ თუ გამოუწერ წამლად “უწმინდესს” მსგავს წერილს ცუდი არ იქნებოდა. ისე ერთი უსტარი მის შორენასაც მიწერე, ქალია მაინც:) გელოდებით:)

      • შორენა რუხი კარდინალივითაა და არ ჩანს, ამდენად, საერთოდ არ ვიცნობ მას სამწუხაროდ. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი თანატოლი და არამარტო ისინი არიან რიგი საკითხების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ამდენად, უკეთესი მომავლის იმედი ნამდვილად მაქვს. მადლობა გამოხმაურებისათვის!

      • წარმატებები, ცოდნის გაღრმავებას და გრუზინულ წყვდიად მენტალიტეტში დამაბრბავებელი მზის სხივის შეჭრას გისურვებ, შენ ეს გამოგივა. იმრავლეთ და ბევრი შენისთანა პირდაპირი ახალგაზრდა ამ უკუნ, მაგრამ პერსპექტიულ ქვეყანას.

      • მადლობა! ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს შევძლებთ, თქვენთან ერთად. 🙂 უკეთესობის ნამდვილად მჯერა.

      • რა საჭიროა ცინიზმი და ირონია? FREE SPEECH NOT HATE SPEECH! ავტორს ვურჩევდი უფრო მეტი წაიკითხოს და ისწავლოს იმ მოვლენების შესახებ, რაც ნახსენები აქვს ამ წერილში.

    • ამერიკელი სამხედრო მეთაურის კრიტიკული სტატია ობამას ადმინისტრაციის რადიკალური ფემინისტური პოლიტიკის წინააღმდეგ რომლის თანახმადაც რადიკალი ფემინისტები აპირებენ ხელჩართულ ბრძოლებში ქალების გამოყენების აკრძალვის გაუქმებას და ქალების გაშვებას ისეეთი სახის ბრძოლებში რომლებიც მოიცავს თავის გახეთქვას, ჭიდაობით მოკვლა და სხვა. თუ რამდენად ეწინააღმდეგება ეს ქვეყნის და თითოეული ოჯახის ინტერესებს სტატიაშ “ლაჩრები ქალებს აგზავნიან ომში”
      http://www.wnd.com/2013/12/commander-cowards-pushing-women-into-combat/

      • გეთანხმეით, სრული კატასტროფაა სირიაში როგორც მუსულმანებისთვის, ისე ქრისტიანებისთვის, მთელი ქვეყნისთვის, მუსულმანებს თავი რომ დავანებოთ, არც ქრისტიანებისთვის ყურადღების მიქცევა და დახმარება გახსენებია ვინმეს. ვფიქრობ, რაღაც მცირედი მაინც უნდა გაკეთდეს.

        რაც შეეხება ამ ღია წერილს, სრულიად ვუჭერ მხარს ამ ახალგაზრდას და ძალიან მიხარია, რომ ასეთიახალგაზრდები არსებობენ. ყოჩაღ!

  1. ყოჩაღი ხარ ოთო. ყოველგვარი აგრესიისა და ცინიზმის გარეშე შესძელი გაწონასწორებული კითხვების დასმა. დარწმუნებული ვარ ეგ წერილი მივა ადრესატამდე. ბრავო!!!

      • ოთო, იქნებ ისიც შეახსენორთ ახალმა თაობამ პატრიარქს რომ ძალიან უხერხულია 50-60-70 ათასიანი ჯიპებით მეუფეების, ეკლესიის სხვა მსახურების სიარული. დღეს როცა უამრავი ბავშვი ნახევრად შიმშილობს

      • თქვენც შეახსენეთ ხოლმე, თორემ ჩვენს ახალგაზრდულობას მიაწერენ ხოლმე კითხვები რომ გვაქვს. ვითომ მერე ეს კიტხვები აღარ შეგვაწუხებს, ხანში რომ შევალთ.

      • გამარჯობა otius. მინდა იქიდან დავიწყო, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვის – ჩემთვის მისაღებ თუ მიუღებელ აზრს. გაკრიტიკებას არ დავიწყებ, რადგან საამისოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა რიგ საკითხებში არ გეთანხმები. რისი თქმაც მინდოდა ყველაფერი giorgi saralidze-მ თქვა და დიდი სურვილი მაქვს თუ უპასუხებ ამ ადამიანს. ამის შემდეგ, სანამ ღია წერილს გამოაქვეყნებდე კარგად გაეცანი ისტორიას :)) პატივისცემით გურამ ხაჩიძე .

  2. ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო–ანდაზა გამახსენდა თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით.

    • გამარჯობა otius. მინდა იქიდან დავიწყო, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვის – ჩემთვის მისაღებ თუ მიუღებელ აზრს. გაკრიტიკებას არ დავიწყებ, რადგან საამისოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა რიგ საკითხებში არ გეთანხმები. რისი თქმაც მინდოდა ყველაფერი giorgi saralidze-მ თქვა და დიდი სურვილი მაქვს თუ უპასუხებ ამ ადამიანს. ამის შემდეგ, სანამ ღია წერილს გამოაქვეყნებდე კარგად გაეცანი ისტორიას :)) პატივისცემით გურამ ხაჩიძე .

      • ძვირფასო მემატიანევ, ისტორიას გაცნობას რომ ურჩევ, აგერ ვარ ისტორია. და დამელაპარაკე გინდა აქ გინდა ფბ ზე. მე ისტორია ვარ და ამ ბიჭის ნებისმიერ მოყვანილ ფაქტს ვადასტურებ. რომელი ფაქტი იწვევს შენს პროტესტს დაჯედ წერად წერილისა და მომწერე ფეისბუკზე

  3. აბსოლუტურად სამართლიანი კითხვები დაგებადა და სამწუხაროა რომ ძალიან ცოტა ადამიანს უჩნდება ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ..

  4. ყველა სიტყვაში,კითხვასა თუ წუხილში გეთანხმები,უბრალოდ,ალბათ,დიდხანს არ მეყოფა გამბედაობა,ამგვარი მიმართვა დავწერო. ) ისე კი,მემგონი,ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს და “სოროსელის” დასაძახებელიც არაფერი დაგიწერია,პირიქით,შესაშურად თავშეკავებული პოსტია.წარმატებები.

  5. გამოხმაურება: ოთო კობახიძე: ღია წერილი პატრიარქს | იდენტობა

  6. მშურს შენი თავშეკავებულობის და გაწონასწორებულობის. სარკაზმიც იყო, მრავლად იყო, მაგრამ იყო ისე, როგორც შეშვენის სარკაზმს – დაფარვით და არაგამაღიზიანებლად :))) ყოჩაღ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ.

  7. ბედნიერი ვარ, გამაბედნიერა ამ წერილმა. ბიჭი, 21 წლის, სწორად წერს სიტყვა გამოხდომას, რომ არაფერი ვთქვა წერილში გამოთქმულ თითოეულ აზრზე. ჭკვიანი, საღად მოაზროვნე თაობა მოდის. თავისუფალი ადამიანების თაობა. ყოჩაღ!

      • ამ წერილში გამოთქმულ რამდენიმე შეხედულებაზე კამათი ნამდვილად შეიძლება, მაგრამ იმდენად მომეწონა, რომ არ ვთვლი საჭიროდ დებატს)

      • კამათი სულ შეიძლება, მივესალმები თუ შენიშვნებიც იქნება. ვისაც კამათი არ უნდა და აშინებს, პირველ რიგში მაგ ხალხის უნდა გვეშინოდეს.

  8. ოთო, ვამაყობ, რომ ასეთი ახალგაზრდები არიან საქართველოში.ბრწყინვალე წერილია! ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყავი, ჩემო კარგო.

  9. ოთო , იხარეთ და იმრავლეთ ! სულმოუთქმელად ჩავიკითხე თქვენი წერილი და … ღრმად ამოვისუნთქე , აღარ მეშინია , საქართველო გადარჩება !

  10. ოთო ჯერ 21 წლის ხარ და თუ სწორად გაგრძელდა შენი ცხოვრება, (განათლება და აზროვნება) საკითარ შეკითხვებზე პასუხებს თავადაც მოიპოვებ.
    ცოტა გლობალურად შეხედე სიტუაციას – გნებავს განყენებულ/მეცნიერულად, გნებავს მშვიდ/ოლიმპიურად, მაგრამ არა განაწყენებულ/გაბუტული ან გაღიზიანებულ/გაწიწმატებული პოზიციიდან.
    თუ იმ განცდებს მოიშორებ რაც ამ კითხვების დასმის დროს გაწუხებს და ამდენად ტენდენციურობისკენ გიბიძგებს,
    თუ შეკითხვები რიტორიკული არ არის და წინასწარვე მტკიცების ფორმას არ ატარებს და თუ უბრალოდ გაინტერესებს რა და რატომ ხდება და არა განსჯა-განკითხვისთვის,

    მაშინ ამ კითხვებზე პასუხებს უსათუოდ მოიპოვებ და სიბნელეში არ დარჩები.
    იმას წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვი, “სინათლეზე გასულს” რამდენად მოგეწონება რასაც იქ ნახავ, მაგრამ …
    მაგრამ – მაგრამ :))

    • !!! უდავოდ!!!!!! ზოგადად მივესალმები ჯანსაღ კითხვებს დ პასუხებს, მაგრამ არა სარკაზმით და ცინიზმით.

      • kitxva gichdeba imaze rac gacuxebs da sheizleba gtkiva kidec da amis gadaxarshva gadmocemas kvela taviseburad axerxebs, da sarkazmi da cinizmic gamoxatulebis erterti promaa. sasaciloa martla chveni mdgomareoba dgevandeli satirali rom ar ikos da miachnia piradad ro otom zalian scorad zomierad gamoxata tavisi azri, azri romelsac vimedovneb rom tanamoazreebi bevri kavs da saertod am cerilma gamamtkica rcmenashi rom saqartvelos momavali aqvs. gaixare oto da carmatebebi

  11. ოთარ მაგარი კაცი ხარ. მაგარი გაბედე, მაგრამ ალბად ისიც გააზრებული გაქვს რომ ზომბებს მოგიქსევენ კაგებეშნიკი თხაწვერები. ფრთხილად იყავი ჯიგარო, არაფერი მოგწიონ.

  12. ამერიკელი სამხედრო მეთაურის კრიტიკული სტატია ობამას ადმინისტრაციის რადიკალური ფემინისტური პოლიტიკის წინააღმდეგ რომლის თანახმადაც რადიკალი ფემინისტები აპირებენ ხელჩართულ ბრძოლებში ქალების გამოყენების აკრძალვის გაუქმებას და ქალების გაშვებას ისეეთი სახის ბრძოლებში რომლებიც მოიცავს თავის გახეთქვას, ჭიდაობით მოკვლა და ა.შ. თუ რამდენად ეწინააღმდეგება ეს ქვეყნის და თითოეული ოჯახის ინტერესებს სტატიაშ “ლაჩრები ქალებს აგზავნიან ომში”
    http://www.wnd.com/2013/12/commander-cowards-pushing-women-into-combat/

  13. “50 ჰომოსუქსუალი”… სინამდვილეში კი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობია” სხვა არასამთავრობოებთან და გულშემატკივრებთან ერთდ აღნიშნავდნენ, მსოფლიო საერთაშორისო დღეს, ჰომოფობიის წინააღმდეგ! და ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ისე კი ბრავო!

    • ამ დღეს ბევრი აღნიშნავს გიორგი, მაგრამ ამას არსად არავისი სახელმწიფოებრიობა არ დაუქცევია.
      იდენტობაშიც ადამიანები არიან ისე. 🙂

  14. ძალიან საყვარელი ხარ შვილო, ვგიჟდები გონიერ ახალგაზრდებზე. 4 წლის წინ შეიძლება სხვანაირად აღმექვა ამგვარი წერილის შინაარსი, მაგრამ ახლა ზუსტად ისეთი აღქმა მაქვს, როგორიც ჩემს ვაჟკაცს ექნებოდა. ადრე ხშირად ვკამათობდით რელიგიურ და სხვა თემებზე მე და მიშო. მას შემდეგ კი ზუსტად ისევე ვაზროვნებ,როგორც ის. ღმერთმა გაგვიმრავლოს შენნაირი გონიერი ახალგაზრდობა. საშინელებაა და დამღუპველია ქვეყნისთვის გაუნათლებელი ახალგაზრდობა. დარწმუნებული ვარ, რწმენისა და ღმერთის არსი შენნაირებმა ბევრად უკეთესად იციან, ვიდრე მათ ვინც შენსადმი რისხვას გამოხატავს ამ მართალი წერილის გამო.
    სიყვარულით- მიშოს დედა.

  15. bevr sakiktxshi getanxmebi oto ogond etyoba bagratis tadzarze ar xar namyopi iq aranairi lipti ar arsebobs.da tu im betonebis mishenebas is dangreulio daqvrivebuli tadzari gerchivna chemi azrit arfaswori xar.iq am wutebshic wirva agevlineba da iq mcxovrebi mposaxleoba eklesiashi dadis manamde ki atasi sibindzuris bude iko

    • ის არ იყო დანგრეული ბაგრატი, ის იყო ხელოვნების ნიმუში და წარსულის ასახვა. ის ბაგრატი იწვევდა ჩემშ ემოციას, აი, ახალს დიდი წუხილით ვუყურებ, როცა ქუთაისში ვარ. ჩემთვის იმ რესტავრაციამ ბაგრატი ბრწინვალე კათედრალიდან რიგით ეკლესიამდე დაიყვანა.

  16. ყველას სათქმელი თქვი.იმედი მომეცა, რომ ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს უნივერსიტეტსაც ეშველება რამე. ყველგან დავალაიქე, სადაც შეიძლება. ეს ყველამ უნდა ნახოს!

      • OTIUS ras nishnavs da shen mis qmedebebshi mxolod amqveyniur gadawyvetilebebze usmev xazs xolo mis sulierebas mis politikas ver afaseb ar miyvars rodesac vinmes agmerteben tundac patriarqs magram faqtia is sul sxva sulis patronia

      • vfiqrob ar xar eklesiis wiagshi fizikurad, ra tqma unda, yvela adamiani eklesiis wevria mistiurad, magram ar xar mrevli da shoridan saubari advilia, ai roca gaxdebi eklesiis wevri mere shegidzlia mosazreba gamotqva gaakritiko kidec da nebismieri gancxadeba gaaketo. exla ki shoridan saubari martivia

  17. ძალიან მომეწონა, მშვენივრად ჩამოაყალიბე სათქმელი, არანაირი აგრესია კითხვები რომელზეც პასუხის მიღება ალბათ ბევრ ცვენგანს სურს.

  18. მაგარი ადამიანი ხარ ოთარ, იმედი მაქვს ერთ დღეს მთელ ქვეყანასაც დავანახებთ სიმართლეს

  19. ირონიანარევი თავაზიანობის გარეშე იქნებ უფრო მისაღები ყოფილიყო ეს წერილი. ქრისტესმიერი კრძალვა აკლია აქაურობას. ეკლესიური ცნობიერებისაგან განყენებულადაა დაწერილი ეს გზავნილი.

  20. მე მეტყვიან ხოლმე კარგად წერო და ამ წერილის შემდეგ ეგ როგორღა უნდა მითხრა….
    ადამიანმა ზუსტად გადმოსცა ბევრი ჩვენთაგანის წუხილი )))
    იმედი მაქვს,რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მაინც ასევე ფიქრობს და თუ გინდა მაისის მოვლენებში მონაწილე ადამიანებზე მეტნი ვართ )))

  21. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს. ჩემი სტუდენტების (ილიაუნი) უმრავლესობაც ასე ფიქრობს. სწორედ თქვენნაირი კაცები და ქალები გადააქცევენ ამ “დასახლებულ ტერიტორიას” ნამდვილ სახელმწიფოდ. წარმატებები!

    • მადლობა ვასო! ჩემი თაობის იმედი მეც მაქვს. და ნამდვილ სახელმწიფომდე კიდევ ძალიან შორი გზაა სამწუხაროდ. ((

  22. ჩვენი თავის უფლები ჩვენვე ვართ, რაც იმას ნიშნავს რაც გვემართება მხოლოდ ჩვენ თვითონვე ვართ დამნაშავენი და პასუხისმგებელნი,, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიხაროდეს ერთმანეთშ კარგი, ბოღმით და შურით ნუ ვიქნებით ყველას მიმართ, კრიტიკა ყოველთვის მისაღებია ზომეიერი, თუნდაც აი ესეთი. ღ
    მერთმა დაგლოცოთ

  23. ვიზიარებ შენს წუხილს და არა მარტო შენს, მაგრამ მე ასეთI გამბედაობა არ მაქვს უწმინდესს მივმართო ყოჩაღ :))

    • შენც გადმოეცი, მკაცრად და ნაკლებად რბილად, საშიში არაფერია. :)))

      მადლობა გამოხმაურებისთვის

  24. გავბედავ და გამოვხატავ ჩემს აზრს, რადგან ძალიან დამაინტერესა ამ წერილმა. მართლაც უამრავი ლოგიკური კითხვა გიჩნდება, თუმცა, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ავტორიტეტი არ გყავს(როგორც თავად აღნიშნავ დასაწყისში), ასე პირდაპირ გადმოგაქვს ეს ყველაფერი ფურცელზე. ბერვ რამეში შემიძლია დაგეთანხმო, თუმცა აქ , პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ უწმინდესი მარტო არ დგას და კიდევ ისიც, რომ ისიც ადამიანია და მხოლოდ იმას ვერ იტყვის, რაც ჩვენ ანუ ერს გვინდა რომ მოვისმინოთ მისგან. დავფიქრდეთ, ეკლესია რა სახის ინსტიტუტია და უძველესი დროიდან რისთვის იყო შექმნილი, მიკვირს დღეს , 21-ე საუკუნეში, და ჩვენს ქვეყანაში, ყველა ზემოთქმული რომ გაკვირვებს. არ უნდა მოვთხოვოთ ამ ადამიანს (პატრიარქს) იმაზე მეტი, ვიდრე მას ამ მოცემულობაში შეუძლია გააკეთოს. ნუთუ მართლა გვგონია, რომ პატრიარქს დღეს ,,კარგი” სამღვდელოება ახვევია გარს და მათ გავლენა არ აქვთ მის ქმდებებზე ?გეტყობა ხშირად არ მოგისმენიათ უწმინდესის ქადაგებაც, ასე ცალსახად რომ იცნობთ მის პოზციებს.ისიც გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული სხვადასხვა მიზეზის გამო, გაგიკვირდებათ და 🙂 თუმცა, იქნებ იმაზეც იფიქროთ რა და რამდნჯერ გააკეთა ამ ადამიანმა ჩვენი სულიერი და არა მარტო სულიერი გადარჩენისთვის და ,,იმ ათწლიანი რეჟიმის” პირობებში როგორ ვიქნებოდით, რომ არ გვყოლოდა ილია მეორე. კიდევ ერთხელ, გეტყვი, რომ მართლა გულთან ახლოს მოვიდა შენი პასუხგაუცემელი კითხვები, მაგრამ მხოლოდ შავ ფერში გაქვს დახატული ყველაფერი, სხვა ფერებზე მგონი არც გიფიქრია 🙂

    • ბალანსსა და შავში სხვა ფერების გარევაზე არც მიფიქრია. მადლობა დაინტერესებისათვის. არც მე ვთვლი, რომ გარს წმინდანთა დასი ახვევია პატრიარქს, მაგრამ რა კეთდება იმისთვის, რომ უკეთესი ადამიანები მივიდნენ ეკლესიაში ან რატომ არ ხდება გაკიცხვა იმ ადამიანების, რომლებიც მის გარშემო არიან?

    • არავინ ითხოვს იმაზე მეტს., ვიდრე შეუძლია. უბედურება ისაა, რომ დამახინჯებული ფორმა აქვს ყველაფერს და ამიტომაც გაჩნდა კითხვები და დაიწერა ეს წერილი. რომელი პუნქტია გაზვიადებული და გამუქებული?
      მე ვიტყოდი საკმაოდ თავშეკავებულია ამის ავტორი. უფრო მწვავეც შეიძლებოდა ყოფილიყო .
      პატრიარქი იმის პატრიარქია, რომ გავლენა იქონიოს და რასაც აკეთებს, ცოტა „სხვაგვარად” გააკეთოს, ძლიერთა ამა ქვეყნისა და მათ ხელს შემყურე ბნელი სამღვდელოების საამებლად კი არა!

      • მესმის თქვენი გულის ტკვილი, რომ არ მესმოდეს აქ ასოები წერაში დროს ნამდვილად არ დავკარგავდი. შავ ფერებში მოვლენების აღქმაში კი იმას ვგულისხმობ, რომ არ შეილება ამ ადამიანს ცუდთან ერთად სიკეთეც არ დავუნახოთ, ჩემი აზრით. ახლა პატრიარქს ვინც გარს ახვევია ჯერჯერობით მხოლოდ გავლენა აქვს მის ქმედებებზე. დაფიქრდით, რა იქნება სწორედ ამ ადამიანთაგან რომელიმე რომ დაიკავებს პატრიარქის ადგილს. მერე ნახეთ თქვენ გულისტკივილი და წერილები. იმის თქმა მსურს, რომ მოცემულობა საგანგაშოა, თუმცა ჯერ ,,მეორედ მოსვლამდე” არაა საქმე მისული, ეგ წინ გვაქვს , სამწუხაროდ 😐 ისე მიხარია შენნაირი ადამიანების არსებობა, ხმას ახლა აღარავინ იღებს. იმ დღეს ქალი მომვარდა, ეკლესიში შევდიოდი. რატომ იყიდე სანთელი გარეთ, ეკლესია კრძალავსო. ვკითხე, რა შავდება იმით, რომ გაჭირვებულს დავეხმარე და მისგან ვიყიდე სანთელიმეთქი, პასუხად კი მივიღე : ,,ასე წერია ეკლესიაში გამოკრულ განცხადებაშიო”. არავის ეცოდინება ჩემს და ღმერთის გარფდამეთქი, ვუთხარი, და დაფიქრდა უცებ. ზოგი ვერ აზროვნებს, ზოგს კი გონს მოგება სჭირდება, თუმცა, არამგონია, ამისთვის ეკლესიისა და რელიგიისთვის ზურგშექცევა გამოსავალი იყოს .

    • “ვინ მოთვლის, რამდენი სიძნელის გადატანა მოუწია პატრიარქის .
      მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენი სიმძიმისა და ტკივილის დათმენა მოუხდა მამამთავარს, რომ ადამიანებს გადარჩენის იმედი დაბრუნებოდა, რასაც უნდა მოყოლოდა ერის ხვთისკენ მობრუნება.
      ამ ბრძოლებსა და ქარცეცხლში განვლო მძიმე წლები და წინამძღოლი დღესაც ისევე მხნედ მიუყვება თავის უმძიმეს გზას.,ჭეშმარიტად უდიდეს ტვირთს ეზიდება კათოლიკოს პატრიარქი ილია.ჩვენ უმეტესად ვხედავთ მისი ცხოვრებისა და მოღვასეობის ხილულ მხარეს, მამამთავრის ქვეყნიურ პატივვსა და დიდებას. მაგრამ ვერ დაგვინახია მისი ცხოვრების დაფარული მხარე -უდიდესი მოთმინება, ტკივილები და მწუხარება, ვერ ვხედავთ მას მუხლმოყრილს, ცრემლიანსა და მონანულს, ხალხის ურწმუნოებისა და უკეთურობისათვის რომ ითმენს მდაბლად.
      დიახ, ჩვენ ვხედავთ დიდების გვირგვინით შემკულ პატრიარქს, მაგრამ არ გვინდა დანახვა ეკლიანი გვირგვინისა, ჩვენი სულების საცხოვნებლად რომ ასევე ადგას მას.
      ამიტომ მამამთავრის მოღვაწეობის სეფასებისას მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს ყველას.”

  25. მივესალმები ამ ადამიანის გამბედაობას და აზრის გამოხატვას ,ეს საქციელი არ არის გმირობა ეს არის საქციელი რომელიც ამ ადამიანს სულიერ თავისუფლებაზე მიგვითითებს .არ მიყარს წერა და ასეთი საკითხების სოციალურ ქსელში განხილვა .მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს რამდენად კრიტიკულია თავად ოთარი საკუთარი თავის მიმართ ან რატომ გამოიწვია მისმა წერილმა თქვენში ასეთი აღფრთოვანება ,რისი გეშინიათ ვინ დაგიშალათ საკუთარი აზრის ფურცელზე გადმოტანა და დაფიქსირება?
    მე ვფიქრობ დღეს ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და არამარტო დღეს .
    რაც შეეხება ოთარს მინდა გითხრა ,რომ კარგია როდესაც ადამიანი ასე ღიად გამოხატავს მის აზრებს ეს არ ნიშნავს იმას ,რომ შენი აზრი ყველასთვის მისაღები იქნება მაგრამ კარგია ,რომ ეს შეგიძლია .
    ერთს გეტყვიი წერილში გიწერია ,რომ 21 წელია დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობ აი აქ ყველაზე მეტად ცდები 21 წლის განმავლობაში სწორედ ,რომ ერთი დღე არ გიცხოვრია დამოუკიდებელ საქართველოში რა არის დამოუკიდებლობა ვინმემ კი იცის ჩვენს ქვეყანაში ?
    რაც შეეხება იმ ფაქტს ,რომ შენ გსურს შენი წერილი მივიდეს ადრესატამდე ზედმეტი ცვლილების გარეშე ამის სხვა საშვალებაც არსებობს და შეგიზლია სხვაგანაც მოახდინო შენი აზრის ასე სააშკარევოზე დაფიქსირება .
    მე ვფიქრობ ეს შენი ახალგაზრდული გამოძახილია ,უბრალოდ გინდა ,რომ რამე გააკეთო.
    ჭკვიანურად აარჩიე თემა და სწორედ იქ დაარტყი ერს სადაც საჭირო იყო.თუ გავითვალისწინებთ იმ აზრს ,რომ ბევრს აწუხებს დღეს კიტხვები რომლის თქმაც ეშინიათ .
    მე კიდევ ერთხელ მივესალმები შენს სითამამეს .
    ჩემი აზრი და შეხედულება შესაძლებელია არ ემთხვევა შენსას მაგრამ ეს არნიშნავს იმას .რომ ვინმემ ტალახი უნდა გესროლოს .

    • თემო, მადლობა კარგი კომენატრისთვის.
      სხვათა შორის, კი ვფიქრობდი, როცა ვწერდი, რომ 21 წელი ვიცხოვრე დამოუკიდებელ ქვეყანაში, ამას სკეპტიკურად შეხედავდა ბევრი და მეც ბლომდე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ბოლომდე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. თუმცა ოფიციალურად მაინც ხომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და საერთშორისო სამართლის სუბიექტადაც ვითვლებით.
      არც მე ვთვლი, რომ გმირობა იყო ამ წერილის დაწერა. რაც შეეხება კრიტიკას, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ მაქვს კითხვები და მოთხოვნები, თუმცა თქვენ პირადად არ მიცნობთ და არ გეცოდინებათ. და ის, რომ ბევრს ეშინია მსგავსი წერილის დაწერა, ეს უდავოდ დამაფიქრებელია.

      პ.ს. გისურვებთ დამოუკიდებელ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას)

      • გაიხარე ,მე პირადად გისურვებ წარმატებებს ,მე მიხარია როდესაც ვხედავ ადამიანებს რომელთაც აქვთ იმის ამბიცია და შესაძლებლობა რომ იყვნენ ძლიერები განათლებულები. მეც პირადად ბევრი რამ მაქვს სათქმელი და თავს ვიკავებ არა იმიტომ ,რომ მეშიანია უბრალოდ არ მიყვარს ვირთხებთან საუბარი საკუთარ ქვეყანას ნებისმიერ ფასად ,რომ ყიდიან რაც შეეხება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სწორედ ეგ არის სამწუხარო ,რომ მხოლოდ საბუთით ვართ დამოუკიდებლები .
        ვინც რა არუნდათქვას შინაგანი კომპლექსი ძალიან ბევრს აწუხებს ,კრიტიკა ერთმანეთის ზიზღი აი ეს არის ის რაც ჩვენ გვღუპავს.
        რაც შეეხება ჩემს გამოხმაურებას შენ წერილთან გულახდილად გითხრა მომინდა უბრალოდ გამოვხმაურებოდი იმ აზრს ,რომ შენ ვინმე მოგნათლავდა ,სოროსის თუ სხვა მზგავსი სისულელების თანამონაწილედ არა ეს არის მართლაც უბედურება ,რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ უყვართ .
        ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პირფერ ,გამყიდველ და კაცთმოძულეებს სცემენ პატივს .
        გაიხარე ,წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს წარმატებული ადამიანი იქნებსი თუ ასე გულითგიყვარს ქვეყანა რა წუხილიც შენს წერილში იგრდძნობა .

      • მადლობა! უკეტეს მომავალ არ აქვს ალტერნატივა. და ერთმანეთის ზიზღის გარეშე აუცილებლად გვეშველება.

        წარმატებებს გისურვებ ყველა კეთილ საქმეში.

  26. მიხარია, რომ შენნაირი ახალგაზრდები არსებობენ, გამრავლოთ და გაგახაროთ წუთისოფელმა!

  27. patriarqi eris sulieri mamaa da misi xedva bevrad agemateba chevn xedavs. daujdomlebis da locvis zalis rom ar gjeravt,
    aqedan gamomdinarea rom geadebat mzgavsi shekitxvebi, tumca kovle subieqts aqvs ufleba gamoxatos tavisi azri shekitxvis saxit iqneba es tu sxva. rac sheexeba evropas da italias, oto mec aq vimkopebi da italielebi ratom ar krian emigrantebs getkvi rom mxolod piradi inderesebistvis (da chveni saemigracio kanonit monichebuli, uflebebis dargvevis fonze) da ara mokvasis sikvarulistvis. ase rom xsna evropashi ki ara sakutar tavshi unda vezebot.

    • პირადი ინტერესები ყველას აქვს. თუმცა წარმოიდგინეთ, იტალიაში რომ ადამიანები ასე შიშით და ზიზღით იყვნენ განწყობილები შავკანიანების, არაბების ანდაც ქართველების მიმართ, ვერანაირი პირადი ინტერესები უშველიდა მათ არ გამოყრას.

  28. ყოჩაღ ოთო,ნამდვილად საამაყო შვილიხარ ბედკრული საქართველოსი..ვიმედოვნებ რომ,ამ წერილის შემდეგ მაინც გონზე მოვა ჩვენი სამღვდელოება….

  29. “იხარე, იმრავლე, აბა შენ იცი, საქართველო გადარჩება, ბრწყინვალეა, ვამაყობ, ეგ რა გაბედე, ყოჩაღ ყოჩაღ არაფერიო მოიწიო ჯიგარო ” _ WTF ? ))

    • ver vxvdebi ra aris aq gaubedavi, patriarqi buaa tu ra, chveulebrivi mokvdavia da nebismier sakitxze sheidzleba mastan saubari garkveul charchoebshi. an ra unda moiwios ra aris aq sashishi ver vxvdebi?

  30. კარგია!! საერთოდ კი ვისურვებდი, რომ ზოგადად კითხვის დასმის (ნებისმიერ თემაზე) პანიკური შიში აღარ არსებობდეს საქართველოში..

  31. მინდა დავუწერო ბევრი რამ ამ სტატიის ავტორს და ვუთხრა ბევრი რამ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კარგი მინდა ვუთხრა და დიდი მადლობა გამბედაობისთვის, რადგან ბევრს ეშინია ამის ლაპარაკი. კი, არის რაღაც მცირე დეტალები რაშიც შეიძლება არ დავეთანხმო, მაგრამ იმისტვის გვქვია ადამიანები რომ ჩვენი აზრი გვაქვს ყველას. სტატია და რია წერილი შესანიშნავია. ესე გააგრძელე ჩემო ახალგაზრდა მეგობარო.

  32. საინტერესო წერილია და გამოხმაურება კიდევ უფრო საინტერესო; უფრო სწორად ცოტა მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ადამიანი რომელსაც გმირად უნდა მიიჩნევდნენ ასეთი კრიტიკის მსხვერპლი გახდა. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ეკლესია ამ ბოლო წლის განმავლობაში ბევრჯერ ძალიან მახინჯად ჩაერია პოლიტიკურ თუ სოციოლოგიურ სიტუაცებში და ალბათ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულებაც ამ ჩარევების გადმონაშთია. იმაშიც გეთანხმები რომ შეკითხვები ლოგიკურია, მაგრამ როგორც ზემოთ უკვე აღნიშნეს შენ ამ შეკითხვებს იმიტომ არ სვამდი, რომ პასუხი მოგესმინა, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ შენი პოზიცია დაგეფიქსირებინა, რომელიც მე ზედმეტად სკეპტიკურადაც კი მეჩვენა. არ მინდა, რომ აგრესიულ დიალოგში შემოვიდე არც შენთან და არც რომელიმე ადამიანთან, რომელმაც აქ მოლოცვითი კომენტარი მოგწერა, მაგრამ მაინც მინდა, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმავ ეს ჩემი აზრია:

    ჩვენმა პატრიარქმა საქართველოს აღუდგინა ავტოკეფალია და რამოდენიმე ათეული ურწმუნო წლის შემდეგ დაუბრუნა ქართველებს რწმენა. იმის მიუხედავად გჯერა თუ არა ღმერთის, როგორც სოციოლოგი (ან მომავალი სოციოლოგი) დამეთანხმები რო რწმენა გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენმა პატრიარქმა დაგვიბრუნა, გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც საუკენეების განმავლობაში გვაძლებინებდა და მოგვიყვანა 21-ე საუკუნემდე. სამწუხაროა ის ფაკტი, რომ მისი ეს მიღწევები ფარისეველი მამაოების ცუდი ქცევების გამო იფარცხება, ჩვენ კიდე ქართველი ერი ვერ ვაფასებთ ადამინს რომელიც მთელი თავისი არსებით საქართველოსთვის იბრძვის. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შეუცდომელია. ყველა მოკვდავი უშვებს შეცდომას და ყველა მოკვდავი ცდება, მათ შორის პარიარქებიც. თვით დავით აღმაშენებელიც ცდებოდა თურმე იმის მიუხედავად, რომ ის წმინდანია.აქედან გამომდინარე შეცდომების და სხვა ადამიანების ფარისევლობის გამო, ჩვენ პატრიარქს არ უნდა დავაბრალოთ არც კაგებეშნიკობა და არც ფარისევლობა.

    და ადამიანები ვინც სამშობლოზე ზრუნავენ, იმაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ “ზომბების” და “არა-ზომბების” ერთმანეთთან ასეთი ფიცხი დატაკება უფრო მეტ განხეთქილებას გამოიწვევს და ჩვენი მტრების წისქვილზე დაასხავს წყალს.

    • გამარჯობა გიორგი, მადლობა პირველ რიგში კონსტრუქციული კომენტარისთვის.

      ავტოკეფალია ორმოციან წლებში აღგვიდგა, სტალინის დახმარებით. ასე რომ, პატრიარქი ავტოკეფალიური ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა 70-იანებში.
      ვახსენე კიდეც, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ეკლესია ამოქმედდა და ა.შ. სწორედ იმიტომაც, რომ ის სისტემა იყო საშინელი და რეპრესიული და პირველ რიგში თავად ეკლესიისთვისაც, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა გქონდეს სენტიმენტები სტალინისადმი, ან რატომ უნდა ეძახდე კაცს ბრძენს, რომელმაც შენს ქვეყანას ბომბები აყარა თავს ხუთი წლის წინ?
      ის რომ ფარისეველი მღვდლები არიან ბევრნი, ეს სამარადჟამო პრობლემაა, დასავლეთში ქრისტეს სახელით კოცონზე წვავდნენ ადამიანებს და ჩვენთან, თითქოს 500 წლის დაგვიანებით შემოდის ეს ტენდენცია, რომ ლამის ჯვარს ვაცვათ ყველა ადამიანი, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც უმრავლესობა. ან ვინ არის უმრავლესობა და რამდენად უმრავლესობაა, ეგეც საკითხავია.
      ამ ეკლესიამ წმინდანად შერაცხა აღმაშენებელი და დღეს, მარგველაშვილის ხანუქაზე მისვლა უკვირთ. ეს ან უნიჭობა არ არის ან ფარისევლობა? ან რა დავარქვათ ამას?

      შერიგების გზას უნდა დავადგეთ ყველა და პირველ რიგში, ეკლესია, მაგრამ ეს გზა ტაბურეტკებზე ნამდვილად არ გადის. ამ გზას სიყვარული სჭირდება და არა ზიზღი ან გაუტანლობა.

      • ოთო ავტოკეფალია 1917 წელს აღადგინეს, მაგრამ ეს იყო უფრო ფორმალური და ეს სტალინს არ გაუკეთებია. ჩვენმა პატრიარქმა შეძლო ქართული ეკლესიის დამოუკიდებელობის მოპოვება. ყველაზე მთავარი კიდე ისაა, რომ შენი არგუმენტები შეიცავს ბევრ სკეპტიკურ მომენტს რაც ძალიან ცუდია. მესმის გამბედაობა კარგია, მაგრამ რატო უნდა გამოუცხადო ომი იმას რაც კარგია. მარტო პატრიარქის ქმედებებში ხედავ ცუდს როგორც სოციოლოგი? იმ 40000 კაციდან რომელიც აპროტესტებდა გეი პარადს მაისში უმეტესობა ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ. 2008 წელსაც, როცა ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ ნახევარი საქართველო გარბოდა და დღეს ამ ხალხზე ამბობენ, რომ ფულის გამო მიდიან ავღანეთში თურმე, არადა რეალურად მე და შენი თავისუფლებისთვის შეწირეს თავი სამშობლოს. დასვი კითხვები, მაგრამ არ იყო სკეპტიკური იმ ადამიანების მიმართ ვინც საქართველოსთვის ქმნის მომავალს. ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ სანამ ვინმეს გავნსჯით. პრობლემა არ არის რამოდენიმე ადამიანში, პრობლემა ერშია, რომელსაც სამშობლო მარტო სუფრაზე უყვარს ისე კიდე რა დალიოს და რა ჭამოს იმაზე ფიქრობს. 2 წლის წინ ქართველი პოლკოვნიკი დაიჭრა ავღანეთში, ორივე ფეხი დაკარგა და ამერიკაში მკურნალობდა. ის კაცი გმირია, იმიტომ რომ თავის სამშობლოსთვის იბრძოდა. დღეს მისი სახელი ერთეულებმა იციან, უფრო მეტიც მისი სახელი ამერიკაში უფრო მეტმა იცის ვიდრე საქართველოში. ამიტომ, დასვი შეკითხვები, იბრძოლე ცვლილებისთვის, მაგრამ ნუ ებრძვი იმას რაც კარგია, თუნდაც ხარვეზები ქონდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. რაც შეეხება სენტიმენტებს მტრების მიმართ კიდე, ეს გარკვეული პოლიტიკაა, რომელიც რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ემსახურება. ამის სისწორეზე ან არასწორობაზე კამათი შეიძლება. და ბოლოს, რაც შეეხება უმცირესობების პატივის ცემას, ეს ჩვენი ერის განათლებასთან და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებასთან ერთად მოვა.

    • არაფერ ფსევდოს არ აქვს მომავალი, მითუმეტეს, ფსევდო ქრისტიანობას და ფსევდო პატრიოტებს. და არც მმკ-ს არ აქვს მომავალი, თუ სხვების ჩაგვრით აპირებენ მოღვაწეობის გაგრძელებას. დროის და განათლების ამბავია მსგავსი ობსკურანტიზმის დამარცხება.

  33. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, მერე ამოსაბეჭდი და “მრევლისთვის”, ისე, დასაფიქრებლად, დასარიგებელი :)))

  34. “ოთიუს მიყვარხაარ” “გამაცანით ეს ბიჭი” “ოთოო რა მაგარი ხაარ” “ოთო როგორ ლამაზად გადმოეცი ქართველი ხალხის სათქმელი” “ოთო მაგარი კაცი ხარ” “ოთო ვაიმეე ” “ოთთთ” : ))))))))))))))) სასაცილოა ეს ყველაფერი.. ხალხი რა დღეშია, სულ გაგიჟდით ხალხნო? სულ დაბრმავდით ? რეებს ბოდიალობთ ან საიდან მოიტანეთ ასეთი უაზრო დასკვნები ? უბრალოდ ვფიქრდები და ვერ ვხდებიი .. მაგარი დაბრმავებულია ერი დღესდღეობით.. ნათლად და ემოციების გარეშე კი არა, მაგარი დაგრუზული იყო უეჭველი ამის წერისას და მაგარი ნერვებმოშლილი თავის ცხოვრებაზე.. ცინიზმი უფრო მეტია ამ პოსტში ვიდრე რეალობა .. ამხელა კაცი თუ ვერ ხვდები იმას თუ რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია მეჩეთების აშენებას, ვერ ხვდები იმას თუ რატომ მოუწოდებდა “იმ საშინელ დღეს” პატრიარქი რუსთაველზე შეკრებილ ხალხს დაშლისაკენ, ვერ იგნებ იმას თუ რატომ ეჭირა “პიჟონების” აქციაზე იმ ბერს ტაბურეტკა(იცი რამე იმ ბერზე? იცი რამე მის შესახებ? იცი რამე მისი ცხოვრების შესახებ? არიცი !! არიცი და მოდი ბევრს ნუ ვილაპარაკებთ რაც არ ვიცით იმაზე შენ შემოგევლე რა 🙂 მაინცდამაინც ეხლა დამავიწყდა იმ ბერის სახელი.. მოკლედ გეტყვი თუგინდა, ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მაგარი პატრიოტი, ძალიან ძლიერი ბერი, ძალიან პატივსაცემი და თბილი ადამიანი, მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი ჩემი ნაცნობი იცნობს და ბევრი მსმენია მის შესახებ “იმ” ამბების შემდეგ.. ამხელა კაცი ხარ და იმის მაგივრად რომ უაზრო პროტესტს გამოთქვამდე ჯობს ჯერ ყველაფერი გაარკვიო და მერე გამოთქვა აზრი)… შენი(და დღევანდელი ახალგაზრდომის უმეტესი ნაწილის) პრობლემა იცი რა არის ? რწმენა აკლია ერს, უფლის რწმენა, ამხელა ხალხი იძახით საბჭოთა კავშირის მეთაურობის ნებით დაინიშნაო პატრიარქი.. რაის საბჭოთა კავშირი ხალხნო ხომ არ გაგიჟდით თქვენ ? საქართველოა ეს საქართველოო, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა !! აქ ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ყველაფერი, მათშორიც ჭირიც და ლხინიც !!! ნუ უსმენთ ამ 21-ე საუკუნის სიბინძურეებს და ურწმუნოებს .. ან პატრიარქის მკურნალობაზე, რომ ლაპარაკობ.. ყველაფერზე მიკიბვ-მოკიბვით წერ და არა პირდაპირ .. უეჭველი ვიცი მაგ ფაქტზეც რა აზრი გაქვს .. შენი აზრით არ უნდა დადიოდეს პატრიარქი საზღვარგარეთ სამკურნალოდ : )))))))) .. ან ამხელა კაცი ,მართლმადიდებელი, რომ ამბობ აგვისტოს ომში ლოცვებმა კი არა ამერიკელებმა გადაგვარჩინესო, რა გულით და სინდისით ამბობ ამას ? სენაკელი ვარ და ჩემ თვალწინ ცვიოდა ბომბები იმ ღამით, 3 საათი მაკანკალებდა ისე ვიყავი, ვერ ვინძრეოდი, მე და ბევრი ჩემნაირი ვინც თავად გადაიტანა ის საშინელი დღეები ვლოცულობდით და ღმერთს ვთხოვდით რომ გადავერჩინეთ და გადმოგვხედა კიდეც.. და შენ რა უფლებით იძახი ღმერთმა კი არა ამერიკელებმა გადამარჩინესო .. ან იმას თუ ვერ ხვდები რატომ ლოცავს ახლად დანიშნულ პრეზიდენტს პატრიარქი და რატომ უსურვებს წარმატებულ და ხანგრძლივ წლებს პოლიტიკაში, რავი ძმაო … მართლა ცუდ დღეში ჩავარდება საქართველო თუ “ასე” მოაზროვნე ხალხი ძაან მომრავლდა 🙂 ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს 😉

    ბოლოს ერთი რაღაც უნდა ვთქვა … თქვენ/ჩვენ რა უფლება გვაქვს პატრიარქზე რომ რაიმე 1 სიტყვა მოგვიბრუნდეს პირში ? ყველაფერი რო დაივიწყო და სულ რო დაბრმავდე, მამა გაბრიელმა წმინდანი უწოდა თავის დროზე ილია მეორეს !!!! იკითხეთ ხალხნო იკითხეთ !! უცოდინრობის და გაუნათლებლობის ბრალია დღევანდელი ეს სიტუაცია .. დარწმუნებული ვარ შენ რომ ბევრი რამ იცოდე პატრიარქზე, წმინდანების ცხოვრებაზე, წმინდანების წინაასწარმეტყველობააზე, ზოგადად მართლმადიდებლობაზე და თუნდაც კონკრეტულად ილია მეორეზე, ასეთი უაზრო კითხვები და პრეტენზიები არ გექნებოდა 🙂 აბა თქვენ იცით და უფალმა გაგვინათოს გონება ყველა ქართველს 🙂

  35. kargia, maxarebs es yvelaferi, chven tu ertad davdgebit ase ver gadagvivlis, es yvelaze upasuxismgeblo taoba, taoba romelic jer rusetshi gualobda ,shemdeg axla gulaobs da shesashuri agtyinebit epotineba yovelive prorusuls, chven momavalma taobam unda shvezlot ise rac ver shezlo wina taobam, ar unda mivcet amat amdenis ufleba, zalian gadauares ukve yvelafers.

  36. მოკლედ, დღეს როგორ ყველა საოცრად პატრიოტია ამ ქვეყნის, ყველამ საოცრად იცის საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო და საშინაო პოლიტიკა და პლიუს თეოლოგია :))) გეიუბნევი რაა, პროფესორები ვართ ეს ქართველები … ეჰ…

  37. ოთო გენაცვალე, ძალიან მომხიბლა თქვენმა წერილმა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მკაცრი მომეჩვენა, მაინც მსურს განსაკუთრებული მადლობა გითხრა ასეთი ნიჭიერი რომ ხართ. როგორ მინდა გაგიცნოთ და გესაუბროთ. 593 395 115

  38. ამ ქვეყნის ჭირ–ვარამში ძალიან ჩახედულად კი მოგაქვს თავი, მაგრამ არ გიფიქრია,რომ ამისთვის ცოტა პატარახარ? რომ შენ ჯერ ვერ აცნობიერებ საკუთარ პიროვნებას და ჯერ მაინც სხვების ზეგავლენა იგრძნობა შენს სიტყვებში? ( მაგალითად ამასწინათაც იყო “ღია წერილი პატრიარქს” და უცებ მეგონა იგივე ადამიანის დაწერილი) მე გირჩევდი მოერიდო პატრიარქის და ეკლესიის წინაშე მსგავს გამოსვლებს და თუ რაიმე გაინტერესებს მიმართე, თუნდაც პირდაპირ პატრიარქს,ან ნებისმიერ მოძგვარს და მიიღებ პასუხს. თუ რათქმაუნდა ამ საჯაროობით ქულებს არ იწერ დაბრმავებულ,ბოღმიან და ცინიკურ საზოგადოებაში….

    • მხოლოდ გუშინ ვნახე ის წერილი, რომელზეც ამბობთ. ბევრ საჭირ-ვარამოს თავად შევესწარი და კითხვებს ასაკი ნამდვილად არ სჭირდება, რომ დაისვას. მადლობა გამოხმაურებისთვის.

    • ierarqiuli sistemit xmis amogebis uflebis minicheba, dromochmulia სსრ sxdomaze ar vart 🙂
      konstituciit srulclovan adamins aqvs azris gamoxatvis tavisupleba raoden mtkivneuli mosasmeni da agsaqmelic ar unda ikos zogiertebistvis
      mixaria tavisupali sagi azris arseboba saqartveloshi da visurvebdi rom am adamians marto virtualurad ki ara realuradac davuchirot mxari da shevqmnat saxelmcipo romelshic visurvebdit cxovrebas

  39. ამ ბიჭს მინდა სიყვარული საჯაროდ ავუხსნა,და მადლობა ვუთხრა,რომ ჩემი სათქმელი და გულისტკივილი თქვა,უბრალოდ მე ასეთი თავშეკავებული ვერ ვიქნებოდი,ეს წერილი მე რომ დამეწერა აგრესია წალეკავდა,უბრალოდ აგრესიას ვერ ვიკავებ,როცა ამ საკითხებზე ვფიქრობ.ყოჩაღ რა ოთო ❤

      • არა,რბილად ვერ ვილაპაპრაკებ,ტაკ შტო გავჩუმდები,და შენ მიაწექი მაგარი კაცი ხარ 😉 (უფალმა დაგლოცოს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს)ამ ფრაზებით არ შეგამკობ აქ ზოგი დამკომენტებელივით 🙂 მეც არაეკლესიური ვარ შენსავით და მაგიტო.მოკლედ ისევე ჯიგრულად მიგეღწიოს წარმატებებისთვის,როგორი ჯიგრული წერილიც ესაა :*

  40. ღმერთო დაიფარე საქართველო.წერილი წავიკითხე და ვიფიქრე ერთი წერს ამას და ერთის უაზრო ნააზრევი არაფერს ნიშნავს მეთქი,მაგრამ კომენტარებს,რომ ჩამოვყევი მივხვდი,რომ მეორედ მოსვლა კარზე მოგვდგომია,ამდენი სტუდენტიდან ნუტუ არავის გაგიჩნდათ პროტესტი?ნუთუ არავის გეშინიატ უფლის?ამ იდიოტიზმს კვერს რომ უკრავთ?

    • 50 კაცი რაღაცას ფიქრობს ახლა, მეორედ მოსვლა რა შუაშია. გულდასაწყვეტი ნამდვილად არის მაგრამ რა ვუყოთ, ყველას აქვს უფლება იფიქროს ის რაც უნდა. რამდენად სწორად ფიქრობენ ეგ უკვე სხვა თემაა

    • სალომე, თქვენ თუ სიტყვის და აზრის თავისუფლებას მეორედ მოსვლას უწოდებთ, აი მაშინ მოგვდგომია კარს მეორედ მოსვლა :)))))))

  41. ოთო გულზე ხელის დადებით გვითხარი, შენ რამდენად ხარ ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში?

  42. მიხარია რომ კიდევ არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები. იმ მძიმე არითმეტიკული დაპირისპირების შემდეგ, მეგონა თმების შეჭრა ფარულ სალონებში მოგვიწევდა 🙂 , ალბათ გადავრჩებით 🙂 . სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბების მაგივრად, იქნებ დროა ეკლესია დაკავდეს თავისი მრევლის, არამარტო დამოძღვრით, არამედ ქრისტიანული თანადგომით? იქნებ ეს უკიდეგანო მიწები სამღვდელოებამ იმ მრევლს ჩააბაროს დასამუშავებლად ბავშვები შიმშილით რომ ეხოცებათ და კიდევ რამდენი იქნებ არსებობს ამ საკითხების ირგვლივ…………………

  43. მათეს სახარების მეათე თავის მე-18-ე მუხლში უფალი ამბობს: და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას…იმას რაც ღირებულია და ღმერთის აშენებულია ჯოჯოხეთის ბჭენიც კი ვერ დაანგრევს,ხოლო ის რაც რუსმა ეგზარხოსებმა და შემდგომ KGB ააშენა 70 წლის მანძილზე,აუცილებლად თავზე უნდა დაგემხოთ და დაგემხობათ კიდეც

  44. არ ვიცნობ იმას ვინც ეს დაწერა, მარგამ ყოჩაღ, რომ ყველაფერი ასე სწორად და კარგად ჩამოაყალიბე. ისე, რომ ვერავინ შემოგედავება. ძალიან კარგი იყო და იმედია, მზად ხარ შემდგომი ,,ლანძღვა-გინებისთვის” :))

  45. ყოჩაღ ოთო გაიხარე, ვისაც თვალები აქვს და სიმართლე უყვარს გაიგებს,არაჩვეულებრივად გადმოსცემ იმას რისი თქმაც გინდა.მადლობთ

  46. ეჭვი მაქვს, პატრიარქის ქადაგება არასდროსარ მოგისმენია…. და მე პირადად ძალიან მაშფოთებს ეს ტენდენცია, ეკლესიის ლანძღვა მოდაში რომ შემოვიდა…. რაც უფრო მწვავედ გააკრიტიკებთ, მით უფრო ჭკვიანები და პროგრესულები რომ გამოჩნდებით??? კომკავშირელებს ემსგავსებით 😦

  47. Qristes naqadagebi qristianoba rom aravin icodes qristianoba arc iqneboda dges. sworad unda vebrdzolot araswr interpretacias da usamartlobas,magram aq titqos ise gaqvs titqos mxlod patriarqs braldeba eg “taburetkebic” da “qristianis”(qrisitans ver vuwodeb imas vinc sxvanairi azristvis vinmes mokvlas lamobs) an vinme sxvis(sxva paruli tu ashkara zraxvebit moqmedis) mier datrialebuli ambebi sa-17-etod. winamdzgolis pasuxismgebloba didia,magram cinikuri mititeba da “sxvisis” gadabralebac xom ar iyo? :))

  48. მიკვირს, რატომ არის საქართველოში პატრიარქის კულტი შექმნილი და მოღალატე რატომაა ის ვინც მას გააკრიტიკებს? ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია, თუ ის რამის გამოსწწორებისკენ, დადებითად შეცვლიკენაა მიმართული.. მე კი ამ წერილში ვერაფერს ვხედადვ ცუდს და შეურაწხმყოფელს..სექსიზმე გამახსენდა პატრიარქის სიტყვები: ოჯახი არის ერთი მექანიზმი, ერთ მექანიზმს სჩირდება ერთი თავი და ეს არის კაცი..და მეორე: ქალი მორჩილი უნდა იყოს კაცის, ასე იქმნება ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახი. ასეთი უამრავი სექსისტური განცხადებით გამოირჩევა უწმინდესი.. ოთო, ძალიან მაგარი წერილია, უბრალოდ თუ დაეწევა ადრესატის ექსკორტს და მიაღწევს მის ხელებამდე, უკეთესია.. შეიძლება ამ წერილის გამო ფესვდო პატრიოტი და პატრიარქზე ბრმად შეყვარებული ქართველების კრიტიკა დაიმსახურო, მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ. ერთი სიტყვებით გაგამხნევებ, რომელიც ძალიან მიყვარს:მაჰათმა განდი:
    “ბევრ ადამინს განსაკუთრებით უვიც ადამიანებს, სურთ დაგსაჯონ იმისთვის, რომ ამბობ სიმართლეს. რომ ხარ მართალი, რომ ხარ ისეთი როგორიც ხარ.
    არასდროს მოიხადო ბოდიში, შენი სიმართლისთვის, ან იმისთვის რომ უსწორებ დროს.
    თუ შენ მართალი ხარ და ეს შენ იცი, გამოხატე შენი აზრი, მაშინაც კი როდესაც უმცირესობაში ხარ, რადგან სიმართლე მაინც რჩება სიმართლედ.”

  49. ბევრს საუბრობენ თქვენს დამსახურებაზე, 70-იან წლებთან შედარებით ეკლესიების რიცხვიც გაიზარდა, ეპარქიებისაც (ამ უკანასკნელთა რიცხვი ბოლო ხანებში განსაკუთრებით საეჭვოდ იზრდება.) მღვდლებიც მოგვიმრავლდნენ, – ბერ-მონაზვნებიც.
    ერთი კითხვა მაქვს ავტორთან თუ ეპარქიები ის იმას ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყანა მართმადიდებლურია და ჩვენი პატრიარქი ზრუნავს ჩვენს რელიგიაზე, უბრალოდ მაინტერესებს საეჭვო რატომ არის? ფულის გასაკეთებელი ადგილი არ არის ეკლესია და არც არასოდეს იქნება ჩვენს ქვეყანაში

  50. იქნებ გექდადაგაო რომ სთხოვ პატრიარქს რომ გდომებოდა აუცილებლად მოისმენდი მაგ ქადაგებებს და ისე წერ თითქოს არც ერთი ქადაგება არ გაქვს გამოტოვებული :))) ,უბრალოდ ამ ბოლოს სამწუხაროდ “მოდად” იქცა პატრიარქის განკითხვა. ამით ცდილობს ძალიან ბევრი ყურადღების მიქცევას. მე არ ვცდილობ არავის “გაპრავებას” . ზოგიერთი ჯიპიანი და ღიპიანი მამაო მეც მაღიზიანებს მაგრამ რაც შეეხება პატრიარქს მას მართლა დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე და მისი აზრი ნებისმიერ შემთხვევში გათვალისწინებული უნდა იქნეს. შენ კი სხვა დროს თუ მსგავსი კითხვები გაგიჩნდება მოუსმინე პატრიარქის ქადაგებებს (თუ რა თქმა უნდა მართლა გაინტერესებს პასუხები და შენც უბრალოდ პოპულარობის მოსაპოვებლად არ წერ ) და აუცილებლად მიიღებ პასუხებს მაგ კითხვებზე დამიჯერე :))

    • miva es xval universitetshi da tavis daqal-dzmakacebi xotbas sheasxamen.. aii zeeg, ukve gmerts dausvams eset ritorikul shekitxvebs, yvela winadadebis boloshi “ufalo”-ti an rame amdagvarit ))

  51. getanxmebi albat 80 % … uamravi kitxvaa romelsac unda gaeces pasuxi, magram im evropelebis “sheshpoteba” ramac 2008-is agvistoshi ufro didi agresiisagan gvixsna.. me mwams, rom swored im dedebis, debis da chveni titoeuli mamulishvilis locvisa da vedrebis shedegi iyo. chveni sarwmunoebis siwminde da dzala kitxvis nishnis qvesh ar unda dgebodes “mgvdelkruizerebit” modzravi mamaoebis saqcielisa da qmedebebis gamo… me ar ganvikitxav mat.. miuxedavad imisa rom dzalian rtulia da ukve mravlad arian asetebi.. eklesias amofarebuli vai sasuliero pirebi.. chventvis chemi azrit es kidev ufro didi gamocdaaa ramdenad dzlieri viqnebit da ar shegveryeva rwmena… mat moekitxebat!

      • xalxno tqven tavs tqven tviton mainc tu usment da tu xvdebit rom iribad agiarebt rom es normlauri ar aris roogrc xdeba da gantevebis vacebs ezebt, rom patriarqi cmindania ubralod borot garemocvashia sackali msxverpli, camskda cremlebi… patriarqi ro eris sulieri mama tu tviton tavis garemocvas ver akontrolebs da cmends mashin droa gauntavisuplos gza imas visac shescevs zala moishoros sisxlis mcoveli farisevlebi romlebmac tavi eklesias sheafares….martmadideblobaze ro debt tavs caikitxet mainc biblia risi gjerat da gcamt sad ceria gansxvavebuli azris da orientaciis adamians taburetkebit gamoekideto?! kargit ra tqvent tavtan modixart cinaagmdegobashi da ar gindat siamrtlis danaxvai imitom ro sheizleba sakrdeni dakargot tqveni cxovrebashi da magas siraqlemis pozicia girchevniat. tu agaiareb ar shegizliat dumilit mainc dagvdet pativi

  52. მიხარია ჯანსაღი წერილების კითხვა და მითუმეტეს თუ წერლი სრულიად მშვიდი და არაშეურაცხმყოფელი რიტორიკითაა დაწერილი.
    კითხვები იმდენად სწორადაა შერჩეული, რომ ვიფიქრე ეს საქართველოს მაცხოვრებელთა დიდმა ნაწილმა ერთად შეთხზა და თავისი საერთო ტკივილი გამოამზეურა დიდი მსჯელობის შემდეგ-თქო, თუმცა ნათლად იქრძნობა ალალი ბიჭის ალალი ხელწერა წერილიდან.
    გული მტკივა, როცა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს უფალს და უფლის ეკლესიას მიაწერენ, რადგან უფალი ნამდვილად არაა ასეთი და არც უფლის ეკლესია, რადგან უფლის ეკლესია თვით ცოცხალი უფლის ცოცხალი სხეულია! ამას ამბობს ბიბლია და მტკიცედ მწამს იქ დაწერილი ყოველი სიტყვის. თუმცა მის ხატს (აქ ვგულისხმობ უფლის ხატებას და მსგავსებას)ამოფარებული მრავალი “მორწმუნე” მშვენივრად ირგებს თავისი კეთილდღეობისათვის ღვთისმსახურებას და ყველაფერზე მიდიან ოღონდ კი სარგებელი არ დაკარგონ თავიანთი მმართველობის კვერთხის ბრახუნის ჩათვლით, რაც ძალიან სამწუხაროცაა და მტკივნეულიც.

    წერილის ავტორს კი მადლობას გადავუხდი ამ წერილისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომი საღი აზრის რეალიზაციაში 😉

  53. ჩემო ოთო, ან როგორც ჩვენს იმერეთში იტყვიან-ოთო ძამია, ჭკვიანი კაცი ჩანხარ შენ და გეხსომება: „ბრძნადმეტყუელებაი ვერცხლია კეთილი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული-ო“, გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომ წერია… იქნება ვერცხლი ერიოს შენ სიტყვებში, ანდა ოქროც გამოარჩიოს ვინმემ, არ გეწინააღმდეგები და არც გაკრიტიკებ იმ წერილის გამო რომელიც პატრიარქს მიწერე, თანაც ღიად… უბრალოდ მინდა მე, თსუ-ს სტუდენტმა, მომავალმა იურისტმა მცირეოდენი პასუხები გავცე თქვენს შეკითხვებს და დავაკმაყოფილო თქვენი ჩემებრ ახალგაზრდული ცნობისმოყვარეობა…
    იქიდან დავიწყებ, რომ არც რომელიმე მმკ-ელი გახლავართ, არც ახალგაზრდა ფანატიკოსი, რომელიც დიდი ქრიასტიანული ცხოვრების წესით გამოირჩევა, მაგრამ მაინც წამს, რომ ამ ცხოვრებაში რაღაცის მაინც უნდა წამდეს ადამიანს და მეც ის რელიგია ავირჩიე, რომელიც სიყვარულს უქადაგებს ხალხს…
    აქვე მინდა მცირედ შეგახსენო მართლმადიდებლური ეკლესიის როლი საქართველოს უსისხლიანესი ისტორიის მანძილზე. მეოთხე საუკუნიდან დააშენა უფალმა თავის ეკლესია ჩვენს მთა-ველებზე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი დღესაც ვერ ერევიან მას, უფლის წყალობით და ქართველი ერის გაუტეხლობით…
    არ ყოფილა საქართველოსთვის არცერთი მძიმე წამი დედაეკლესია რომ არ მდგარიყო ბურჯად ერისა. თუ გახსოვს, ჩემო ძმაო, საქართვველოს გაერთიანება დიდი აშოტ კურაპალატისა და ბერი გრიგოლის ერთობლივმა მოღვაწეობამ დაიწყო სწორედ. მანამდეც და მას აქეთაც არაერთი ღირსი მამა აღესრულა ქვეყნის სადარაჯოზე და ჩემმა სიტყვებმა თუ ვერ დაგარწმუნოთ არაერთ ისტორიულ წყაროს მიმართოთ იქნება…
    ფარისევლური ხოტბა ახსენე ჩემო ძამია შენს წერილში და გულწრფელად მინდა გითხრა, ის ადამიანი ვისაც ერთხელ მაინც უნახავს პატრიარქი 3 მეტრის სიახლოვეს და მითუმეტეს ბედნიერება ჰქონია მის მარჯვენას მთხვეოდა, ნამდვილად ვერ იკეკლუცებს მისი უწმინდესობის წინაშე, თუ რა თქმა უნდა ადამიანად მიიჩნევს თავს და სინდისი სრულად არ დაუკარგავს, ჩვენი ავადსახსენებელი ვაი პატრიოტების და ძალათი მოტირალი ყოფილი პოლიტ-სუბიექტების მსგავსად…
    წინა პრეზიდენტს სამართლიანად ლანძღავდნენ ეკლესიათ მოძულეობისათვის, ამის დასტურად გლდანის ეკლესიის დარბევაც კმარა ანდა თუნდაც ქვეყნის პირველი პირისთვის სრულად შეუფერებელი და ხალხის შეურაცმყოფელი საქციელი მახათას მთაზე, სადაც სულში ჩააფურთხა პირველმა პირმა მის ქვეყანას…
    იმ სახელმწიფოში სადაც სრული განუკითხაობა და ტერორი სუფევს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და სათავეშიც ყველაფერზე წამსვლელი ნაძირალა გყავს აბსოლუტური ძალაუფლებით, ქვეყანაზე მზრუნველმა პატრიარქმა ნამდვილად არ უნდა მოუწოდო ხალხს ამბოხისაკენ… მითუმეტეს ქრიასტიანული რელიგია არა რევოლუციური არამედ ევოლუციურია… მომიტევე ოთო ძამია, მაგრამ იმ წლებში არამგონია რომელიმე მაღალჩინოსანს ყურად ეღო პატრიარქის რჩევები ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, იმ წლებში და იმ სახელმწიფოში, სადაც ჩვენზე ბევრად უმცროს პატიმრებს აუპატიურებდნენ…
    შევარდნაძეს რაც შეეხება ან მიშას ან პუტინს და მათ მიმართებაში პატრიარქის პოზიციას ერთ რამეს გეტყვი, თსუს სოც-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტი ხარ და სიტყვა დიპლომატია გაგებული უნდა გქონდეს წესით… დიპლომატია შიზოიდ მიშასებური ლანძღვა-გინება კი არაა, არამედ მოთმენა, ღიმილი და კეთილგანწყობა… სამწუხაროდ აღარ მახსოვს ვინ, ერთ-ერთი დიპლომატი ამბობდა: ადამიანს ენა იმისთვის აქვს, რომ საკუთარი აზრები დამალოსო… დამალოსო და არა აქეთ-იქით აფრქვიოსო… რა მოგვიტანა პუტინის გამალებულმა ლანძღვამ? გეტყვით, ის რომ რუსი ოკუპანტები(რომელთაც ვერ ვიტან, თორემ დოსტოევკი, პუშკინი, ტოლსტოი ან ჩეხოვი როგორ უნდა შეიძულო არ ვიცი) თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან და ის რომ გორელ გლეხებს მავთულხლართები გაუბეს პატრიარქთან არაფერ შუაში არაა…
    ევროპა-ევროპაო რომ გავიძახით, ევროპა ჩვენ მარტო ტაშფანდურა და „გულაობა“ ხომ არ გვგონია? ევროკავშირში შესვლას უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი და სხვა რესურსი სჭირდება… მომიტევეთ თუ ყველა ლიბერალისა და ძალათ ევროპელის საწინააღმდეგო აზრს ვამბობ, მაგრამ ჭირსაც წაუღია ევროპა, თუ მასში შესული ქართველი აღარ ვიქნები… თუ წამართმევენ უძვველეს ენას, პაპაჩემის ოდას ჰოტელს თუ შეარქმევენ, ტკბილქართული შეყვარებულის ნაცვლად გერლფრენდს თუ შემომტენიან და რავიცი კიდევ რას… ეს ევროპა ისე შემოვაგდეთ ჩვენს ცნობიერებაში არც კი ვაკვირდებით რაა საერთოდ.. ჩვენ ის ძველი „ბებერი კონტინენტი“ გვიზიდავს პროგრესის, კულტურის და ჰუმანურობის სიმბოლო, ხოლო გვავიწყდება რომ ძველი მსოფლიოდან არაფერი დარჩა გარდა ადამიანთა რასისა, რომელიც პოლიტიკის, ბინძური ბიზნესისა და სიძულვილის მორევშია ჩაძირული… ნატოს კარი ღიააო რაც მიშა მახსოვს სულ ამას გაიძახის დასავლეთი და რომელი სქელტანიანი სახელმწიფო ჩვენ ვართ, ან რა ვიწრო კარი აქ ასეთი ამხელა ორგანიზაციას 20% ანექსირებული საქართველო რომ ვერ ეტევა შიგნით? არა ბიძიკო, კაციშვილი არაა ჩვენი დამხმარე საკუთარი თავის მეტი და ამ ევროპა-დასავლეთისგანაც ნუ მოველით აყვავებას…
    რაც შეეხება ამ ყბადაღებულ ლგბტ პირებს… არც მე არ მომწონს მაგათზე ტაბურეტკით გაწევა, მაგრამ ტიპური სამხრეთული ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც გონებაზე მეტად საკუთარ სისხლს და სინდისს უსმენს, მსგავსი აქციები ნამდვილად უდიდესი პროვოკაციაა, რომელიც ჩვენს წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. არა მაქვს ბატონო მათი საწინააღმდეგო არაფერი, არ შევვარდნივარ მათ სახლში და არ დამილეწია მათი ფანჯრები და მაშინ, როცა მსოფლიოს მშვიდობას შეწირული ქართველი ვაჟკაცები ასვენია სიონში, ან თუნდაც წინა დღით ესვენენ და უამრავი ქართველი პატივს მიაგებდა მათ სულებს, ასეთი ამორალური და ქართველობის ჩარჩოდან ამოვარდნილი სუბიექტების უპასუხისმგებლო ქცევა ქართული დემოკრატიის იმიჯს აზიანებს… ეგ თქვენი 17 მაისი პროვოკაცია იყო და დაიმახსოვროს ყველა ლიბერალმა და ძმანმა მათმა, რომ ქართველი არ დაუშვებს სიონის წინ მამათმავლური ისტერიების გამართვას…
    ეს ისე ჩემო ოთო, შენს აზრს მივაბი ჩემი აზრი… არც გამიკრიტიკებიხარ და განსხვავებულ შეხედულებას ვეცი პატივი… პატრირქსაც აქვს იგივე ნათქვამი, ცოტა უფრო ყურადღებით უსმინე ხოლმე მის ქადაგებებს და იქნებ არ გამოგრჩეს…

    პატივისცემით, გიორგი სარალიძე
    თსუ-ს საერთაშორისო სამართლის პირველი კურსის სტუდენტი…

    • რა იყო 17 მაიის ამორალური მითხარი? რა დაინახე შენ ლგბტ პირების საქციელში მსგავსი? ამორალური ის მღვდლები იყვნენ, ხალხს ძალადობისკენ რომ მოუწოდებდენ და მშვიდობიან აქციის მონაწიილეებს მოსდევდნენ.. ესაა ქრისტიანული საქართველო და ქართველი კაცის ღირსება რაზეც შენს საუბრობ? თუ ესაა ქართველობა, ნამდვილა ევროპა, მისი ჰოტელები და თუნდაც ბოიფრენდ გელფრენდობა მირჩევნია.. რაც და ვინც აზიანებს ქართული დემოკრატიის იმიჯს უკვე გასაგებია.. ქრისტიანობის და ეკლესიის უდიდეს როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზაზე, არავინ უგულებელყოფს, მეც გეთანხმები რომ სწორედ სარწმუნიებამ მოგვიყვანა დღემდე, ის აერთიანებდა საზოგადოებას და აძლებინებდა ქართველს. მაგრამ დღევანდელი სასულიერო პირები ითავსებენ კი მსგავს ფუნქციებს? ამ კითხავს თავად ვუპასუხებ რომ არა, მგონი პირიქით ძალადობისკენ, ქსენობოიისკენ და საერთოდ უმიცრესობის უფლებებსი შელახვისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ეს არაა მარტო ქართული ეკლესიის პრობლემა, რატომღაც ფულის სიყვარულით იუდას მახსენებს უამრავი სასულიერო პირი((ყველას არ შევეხები)) ნუთუ შეიძლება ქვეყანაში სადაც ნახევარი ქართველობა შმიშილობს, ხალხი საზღვარგარეთაა წასული რაგაც რომ გამოუგზავნოს ოჯახს და აქ ესენი შიმშილით არ დაიხოცნონ, სასულიერო პირები ფუფუნებაში ცხოვრობდენ? ახლა არ დაიწყო ცდებიო, უამრავი შემთხვევა რომ არ ვიცოდე ამას არ დავწერდი.. ნუთუ ამას ვერ ხედასვ უწმინდესი თუ ამ კორუფციის მთვარი შემოქმედი თვითონაა? ეკლესია რომ დღეს ყველაზე შორსაა იმ პრინიცპებისგან რასაც ქრისტე გადაგებდა შენ ვერ ხედავ? ეკლესია რომ ბიზნესის წყაროდაა ქცეული ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არ მწამს ეკლესიის, მართალი ვთქვა არწ პატრიარქის უწმინდესობის, რომელმაც 9 აპრილს შეკრებილი ხალხი და ამით ქართველობა მიატოვა. რაღაც მედროევ ადამიანის საქციელს მაგონებს მისი ცხოვრება. ვერ ხედავ დაპირისპირებას პატირარქის აზრებს შორის? სტალინი რომ იყო თურმე კარგი((რომელიც ეკლესიებს ანგრევდა და ნამდვილად ისეთი დღე ათია ქრისტიანობას, შაჰ აბასს რომ შეშურდებოდა)).. ესეიგი სტალინი თუ კარგია, რაც გააკეთა უმეტესობა კარგია. ესაა პატრიარქის ფილოსოფია, კაცი რომელიც გუშინწინ შევარდნაძის გვერდით იდგა და მას ხოტბას ასხამდა, სგუშინ სააკაშვილს ჯვარი დაჰკიდა კისერზე 7 ნოემბრის მერე და 3როცა სააკშვილმა ძალაუფლება დაკარგა, პარლამენტის სხდომაზე ბიძინას ამოუჯდა გვერდით. არ მჯერა არც ასეთი ქრისტიანობა და არც ასეთი პატიროტიზმი

      • 17 მაისის აქციაში რა იყო ამორალური??? გეტყვი ჩემო კარგო… მორალი ადამიანის შინაგანი ხმაა, სინდისის გამოძახილი, რომელიც ძაღლი არაა ძეხვი რომ ჩამოიკიდო და შემოგახტეს. მორალი ადამინობაა, მის ყველა ჩარჩოში… ისე რომ იცოდე ევროპული რელიგიაც მიიჩნევს მამათმავლობას როგორც ადამიანის გაუკუღმართებულ ქცევას. ამორალური კი არა პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ იმ მოედანზე, სადაც იუნკერები ესვენენ, სადაც 9 აპრილს დაღუპული გმირების სისხლი დაიღვარა (ამ საკითხს ქვემოთაც განვავრცობ) და ავღანეთში დაცემულ ბიჭებს ვეცით პატივი იმართება ისეთი უსახო აქცია,რომლის დანიშნულების აზრსაც ვერ ვხვდები…
        რაში სჭირდებოდათ ამ უმცირესობას აქციის გამართვა? ვინ ლახავდა მანამდე მათ უფლებებს? ამ დღემდე სად გაგეგოტ, რომ მასობრივად ხდებოდა ამ ადამიანების შეურაცხყოფა? მე არსად არ მსმენოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ჩართული ვარ ჩემი სამშობლოს თანამედროვე ცხოვრებაში. მე მწეველი ვარ, ჩემდა საუბედუროდ, მაგრამ როცა არამწეველთა საზოგადოებაში ვხვდები ისინი ერთ რამეს მთხოვე, მოწიე მაგრამ ჩვენ მუ შემოგვაბოლებო და მეც ვასრულებ მათ თხოვნას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ადამიანებს რა თქმა უნდა აქვთ არსებობის უფლება, ეს დაავადებაა მაგრამ ნუ გამართავენ აქციებს,ნუ დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ გაუკუღმართებულ ცხოვრებას და არავიან შეაწუსხებს მათ თავიანთ სივრცეში…
        ბოლოს და ბოლოს სულ უმცირესობის უფლებებზე რომ ვსაუბრობთ, უმრავლესობა რა უუფლებოა? მაგ თქვენს საყვარელ ევროპაში(რომელიც მეც ძალიან მიყვარს, უბრალოდ ევროპული ნაგავის ჩემს ქვეყანაში შემოტენვას ვებრძვი, ნაგავი არც აქ გვაკლია სამწუხაროდ), საფრანგეთში, თანამედროვე აზროვნების მექაში შეუშალეს ხელი, ლგბტ პირების პროპაგანდირებას და ამ ჩემს ერთ ხხელისგაწვდენა საქართველოში რატომ გიკვირთ მსგავსი პროტესტის გამოხატვა?
        რაც შეეხება სასულიერო პირებს… გეთანხმებით, რომ ამ მხრივ პრობლემურია სიტუაცია, მაგრამ მათ გვერდით პატრიარქის ხსენება ცოტა არაკორექტულია ჩემი აზრით. კარგი, ვთქვათ, თითქოს პატრიარქი კაგებეს აგენტია, მაგრამ საქართველოში ორი სოდელი ან კუდელი მომიყვანეთ, რომელმაც ამ “კაგებელზე” მეტი თუ არა მეასედი მაინც გაუკეთა საქართველოს და არ შემოგედავებით არაფერში…
        9 აპრილი, 9 აპრილი… რამდენი უნდა იქაქანოს ქართველმა ხალხმა ამ სისხლიან დღეზე? სად დაინახეთ აქ პატრიარქის მოღალატეობრივი საქციელი? პატრირქი აქაც უდიდესი პოლიტიკური გამჭრიახობის სათავე გახლდათ… მას სურდა თავისი სულიერი შვილების სისხლი აეცილებინა თავიდან… ქრისტემაც კი თხოვა უფალს, თუ შესაძლებელია ეს მწარე სასმისი ამაცილეო და პატრიარქს ადამიანებზე ზრუნვას უთვლით დანაშაულად? სიონში ლოცვა იმ ჯალათების დამარცხება თავისთავად იქნებოდა, იმ ჯალათებისა რომლებიც ღმერთს ებრძოდნენ…
        რაც შეეხება პუტინს, სააკაშვილს და შევარდნაძეს ამაზ ეუკვე ვისაუბრე ზემოთ და ყურადღებით რომ წაგეკითხათ ჩემი კომენტარი აღარ დამისვამდით იგივე შეკითხვას… სტალინი კი ცალკე თემაა… გირჩევთ მის ბიოგრაფიას კარგად ჩაუკვირდეთ და შემდეგ ესროლოთ ტალახი…
        მოდით ყველამ ერთად ჯერ ჩვენი ქვეყანა ვაღიაროთ ჩვენი ცხოვრების უალტერნატივო მიზნად და შემდეგ ვიკამათოთ სხვა რამეებზე… საქართველო კი იმდენად ღრმა, იმდენად მრავლისმეტყველი და ყოვლისმომცველი ქვეყანაა ყველა კითხვას თავად გასცემს პასუახს… :)))))
        უდიდესი პატივისცემით

        გიორგი სარალიძე

    • შენ გაიხარეე!!! დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველის სათქმელი თქვი .მართლაც,რომ წერილზე ბევრად მაღლა დგას ეს პასუხი.!!!!!!!!

  54. tqvenistana nichieri da ,,kactmoyvare” studentebi da sazogadoeba rom hyavs saqartvelos imitoa chveni qveyana win da win rom miiwevs. shen am werils rom aqveyneb saertod rame gagiketebia saqartvelostvis? or wigns waikitxaven da tavi profesorebad moaqvt. amazrzeni werilia fuf

  55. gamarjoba oto,
    ver getyvi rom gmirobaa sheni mxridan am werilis gasajaroveba,mitumetes roca masshi sakmao xarvezebsac vawydebit,faqtebis gadaumowmebloba, “cxovrebiseuli gamoucdeloba”(sheni asakidan gamomdinare,cudad ar vgulisxmob) da a.sh.,magram saerto azri da gulistkivili gasagebi da misagebia.am kitxvebis umravlesoba da masze pasuxi bevr axalgazrdas ainteresebs,uprosi taobisgan gansxvavebit,matti umravlesobistvis samwuxarod damaechvebeli kitxvis tavshi gavlebac ki “codvaa” 🙂 (matacshemidzlia gavugo,ase agzardes)
    mivesalmebi adamianebs,romlebic ar eridebian tamamd kitxvebis dasmas,mitumetes rom ar arsebobs suleluri kitxva,yvelapers aqvs pasuxi da tu ragac gaintesebs umjobesia ikitxo,vidre echvebi grgnides….upro metic, eklesia rom upro xshirad shesabamis ganmartebebs aketebdes chventvis bundovan sakitxebze,amdeni kitxvac ar gachndeboda da rwmenac shesabamisad upro ddidi iqneboda,magram….albat upro mnishvnelovani sakitxebi aqvt gadasachreli…..
    visurvebdi rom werilma adresatamde miagwios da pasuxebic miigo shen mier dasmul kitxvebze,tumca ai aq ukve ver viqnebi optimisti da ver getyvi rom me amis mjera…:///

  56. kuzians samare gaaqscorebs :))) ise erti shekitxva maqvs xalxebo am damoukidebel saqartveloshi amdeni rameebi moxda da erti mogalate saxalxod ar moukliat. chveno mameobo da cina taobav 1975 clamde dabadebulebo iqneb erti ori mogalate migesikvdilebinat haaa, midit xom xart patriotebi aba momaval taobas rom shemogvtenet dakarguli teritoriebis dabruneba chven ki davibruneb magas magram tqven mosagonars ar avcevt ….

  57. ეს ტენდენცია ახალი არ არის საქართველოს ისტორიაში, უბრალოდ მაშინ თქვენნაირ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს კომკავშჲრელები ერქვათ

  58. Bagrat Egriselashvili otoooo!!! shen jer patara xar da es amodena xalxi ki gaqezebs. eg yvelaferi rac dawere, yvelam dzalian kargad icis. getyoba kargad nakitxi ga friad ganswavluli bichi xar, magram am werilit, sheidzleba itqvas, rom arc shen itvaliscineb sxvis azrs. dzalian mainteresebs shen rogor moiqceodi am gardatexis periodshi patriarqis adgilze? gaitvaliswine, rom eg moxuci kaci aris adamiani da ara cit movlenili angelozi. amitom isedac datvirtuls uaresad nugar davrtgunavt. neta geyos gambedaoba da egre miuvarde im politikosebs da vachrukanebs, romlebic martla tavgzas ubneven chvens glexobasac da inteligenciasac. shen ise mogdis ra, cxens veraferi uyo da unagirs waushinao!

    • სამწუხაროდ, უდიდეს ნაწილს იგი მართლაც,რომ ციდან მოვლენილი ანგელოზი ჰგონია და სწორედ მაგაშია პრობლემა..მის ყველა ნათქვამს ბრმად იზიარებენ, რადგან იგი ღმერთზე მაღლაც კი დგას მრავალ ქართველ “ქრისტიანში”.

    • თუ ეგეთი უმწეო, დაღლილი და დატვირთულია, ნუ იღებს საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას:) არავინ არ თხოვს:)

  59. ჭკვიანი კაცი ხარ ოთო. მადლობა ესეთი ჩამოყალიბებული და კარგად გადმოცემული აზრისთვის.

  60. მოდი მე შენ გეტყვი, როდესაც ასეთი შინაარსის წერილს წერ, ჯერ უნდა გაერკვიო, რა ხდება საერთოდ. შენ წირვას ესწრები? ან მოსმენილი გაქვს რომელიმე მღვდლის ქადაგება?(ნამდვილი მღვდლის ქადაგება) მე ვფიქრობ, რომ გაგებაშიც არ ხარ, დღეს ეკლესიებში რა ხდება. ვფიქრობ, მოძღვარიც არ გეყოლება, რომელიც დაგარიგებს და რჩევას მოგცემს ასეთ თემებში. მართალია ბევრი ფარისეველია დღეს ეკლესიაში, მაგრამ ეს პატრიარქის ბრალი არაა… გული დამეწვა, როცა ეს წერილი წავიკითხე, გულწრფელად დამეწვა. ძალიან კარგია, რომ ეს კითხვები დაგებადა, მაგრამ როდესაც ასეთი სახის კითხვა გებადება, ჯერ უნდა მიმართო მოძღვარს, შემდეგ მისი დარიგება და შენი მოსაზრება უნდა გააანალიზო და აი მაშინაც თუ გექნება იგივე კითხვები, ნუ მერე ალბათ ასე უნდა მოიქცე… მაგრამ ამ წერილს გააანალიზებულის არაფერი ეტყობა.

  61. სანამ რამეს იტყოდე ოთო კარგად უნდა აწონ დაწონო და გაანალიზო რას ამბობ.
    გულრწფელად გირჩევ მოძღვარი აიყვანო და მას კითხო დარწმუნებული ვარ ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემს.

    ” საძოვარს გადაგებული ერი ვართ” ჩვენი მოვალეობაა ვჭამოთ, ვსვათ და ვიარსებოთ. მხოლოდ ერთი რამ დავინახე წერილშიც და კომენტარების უმრავლესობაში, ვცდილობთ უფალი,ეკლესია, მღვდელი ჩვენს გემოზე მოვირგოთ,ვფიქრობ ამით თავებს ვიგუპავთ სულიერად და გვიან ვისწავლით ტეთრი და შავის გარჩევას

  62. შთაბეჭდილება მრჩება რომ საეკლესიო თემებით ახალგაზრდები (და არამარტო ახალგაზრდები) ცდილობენ რაღაც პოპულარიზაციის მაგვარს ანუ თავის თავს წარმოაჩენენ, ფაქტია რომ ამ წერილის ავტორი არ უნდა იყოს საღ აზრს მოკლებული, თუმცა რაღაცეები გადამეტებული აქვს, თითქმის ყველა კომენტარი ავტორს ხოტბას ასხამს, ერთხელ მაინც გიცდიათ დაელაპარაკოთ ან პატრიარქს ან იმ ქორეპისკოპოსს ვიზეც ამხელა აგრესიით საუბრობთ, გასაკრიტიკებელი ცოტაა? (თუმცა ვეთანხმები იმას რომ ყველა საჯარო პირი ექვემდებარება კრიტიკას) ვინც მართლა საქართველოს სერიოზულ ზიანს აყენებს თავისი ვითომ დემოკრატობით, მაგრამ მათგან ხშირ შემთხვევაში ხორციელ საშველს ელოდება ბევრი და რათქმაუნდა მათზე ზედმეტს არავინ იტყვის, ეკრანს მიღმა კიარ უნდა იყოთ მიმალულები უნდა გამოხვიდეთ და რეალურად აკეთოთ საქართველოსთვის სასიკეთო საკეთებელი მაგრამ სამწუხაროდ თქვენ იმას ხდით ვინც გაცმევთ და თან ეს გგონით თავისუფლება.

  63. ძალიან კარგი წერილია, დიდი მადლობა! პატრიარქი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მიუვა შენი წერილი ოდესმე. ამ ხალხმა კიდევ იქნებ რამენაირად გაიხსენოს, რომ ღმერთს ილია არ ქვია. უსახელო კომენტატორებო, ფაქტების გადაუმოწმებლობას რომ უჩივით, ველოდები გადამოწმებულ ფაქტებს.დამიმტკიცეთ რომ ეს ბიჭი არასწორია! სასწრაფოდ:)

  64. Mariko Dabrundashvili რა უნდა აარტყა, ქალბატონო მარიკო, ვის უნდა აარტყა?! ჯერ ის გაიკითხეთ მრევლი ვის ქვია? საერთოდაც ამ ბიჭსაც ვურჩევ და თქვენც, ქრისტე გაიცანით, კარგად გაიცანით, და ისე იმსჯელეთ ქრისტიანობაზე……ჩვენი ქვეყანა ალბათ თქვენმა სისინმა მოიყვანა აქამდე და არა ბერმონაზვნების და განსაკუთრებით უწმინდესის ლოცვამ და ცრემლთა მდინარეებმა…თქვენს საცხოვნებლად რამდენი უძილო ღამე უნდა გაათიოს ჩვენმა უწმინდესმა მუხლმოდრეკით ლოცვით და ცრემლის ზღვა უნდა დააყენოს თავის სენაკში გიფიქრიათ ამაზე?! თქვენი დახუჭული და ურწმუნო თვალები მარტო ჯიპებს ხედავს და უფლის მცნებების აღმსრულებელი ბერ-მონაზვნების დანახვაც კი არ უნდათ…სირცხვილმა მაინც შეგაწუხოთ ამდენი უმადურობის და სისინის მფრქვეველებს……ყველაზე დიდი ცოდვა ადამიანი უმადურობაა..კარგად ჩაიხედეთ საკუთარ სინდისში და მადლიერები იყავით უფლის …უფალი ეძებეთ, ჯიპებიან მამაოებს კი ნუ ეძებთ..მაგრამ რასაც ეძებთ, იმასვე პოულობთ…

    • როგორც იქნა ❤ საღად მოაზროვნე ადამიანი 🙂 გაფასებ ნანა : ))

      რა დონემდე მივიდა ერი, კომენტარებს ვკითხულობ და გული მიწუხდება, მართლმადიდებელ კაცს ურწმუნობა უხარია 😐 ოჯახში როგორ გიყურებენ პატრიარქზე რომ ასე ლაპარაკობბთ უბრალოდ არმესმის :|:|:|

  65. შესაშური სითამამე და შესაშურად მწყობრი წერილი-ო ერთმა ჩემმა მეგობარმა და მეც იგივეს გამეორება მომინდა როცა წავიკითხე, ძალიან კარგია მიხარია საღად მოაზროვნე თანატოლების და თანამოაზრეების არსებობდა. დღევანდელ საქართველოში.

  66. ამ “ბავშვის” გულის ტკივილი ჯერ კიდევ როდის უღღრნიდა გულს საქართველოსათვის გულდამწვარ შვილებს. ორად ორი ქართველის ამოძახილი სავსებით საკმარისი იქნება ამის გასაცნობიერებლად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ “ორად ორ ქართველს” მთელი საქართველოს ფასი აქვს…

    პირველი წუხდა, რომ:
    “ცუდს თუ ცუდი არ ვუწოდე, კარგს სახელად რ დავარქო”?…

    ხოლო მეორე კი:
    “ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
    ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
    ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
    ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია! ”

    როგორ შეიძლება, რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ იყოს “უწმინდესი და უნეტარესი” ვინაიდან მას ეს წოდება მიანიჭეს… “უწმინდესობა” და “უნეტარესობა”, როგორც ბევრი სხვა თვისება ადამიანისა ალბათ აწონად-შეფასებითია და თუ ეს ასეა, მაშინ ნუთუ ეს ადამიანიც უწმენდასი და უნეტარესი იყო და ის ადამიანებიც, რომლებიც არ იკლებენ არც პერიოდულად ჩეხეთში “მოსვენებას” და არც მრავალათასიან მანქანებში თავიანთი პატივცემული სხეულისა და “უწმინდეს-უნეტარესი სულის” განთავსებას…

    http://stringer-news.com/publication.mhtml?Part=37&PubID=23327

    http://www.pravoslavie.ru/smi/57224.htm

    ეს ადამიანი ნამდვილად იყო “უწმინდესიც და უნეტარესიც”, არა იმიტომ, რომ პატრიარქი იყო, არამედ იმიტომ, რომ არსებობდა ისე, როგორც ეს ღმერთმა სთხოვა (უფრო სწორედ მოსთხოვა) თავიანთ მსახურთ… ღმერთმა გაანათლოს მისი სული და ღმერთმა დააყენოს თამდაბლობისა და უბრალოების გზაზე ნებისმიერი მოკვდავი, პატრიარქი იქნება ის თუ უბრალოდ დამლაგებელი…

    ამ “ბლოგის” ავტორს კი ვუსურვებ გამძლეობას და რაც მთავარია იმას, რომ შეძლოს თავის ქვეყანას რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს, მას ხომ მთელი ცხოვრება წინა აქვს. ცხოვრება, რომელიც იმედია დოგმებისა და ცრუ აკრძალვების გარეშე ექნებათ ჩვენ შვილებს მაინც….

  67. მიუხდავად ჩემი ასაკისა, რომელიც მხოლოდ 17 წელს მოიცავს, ჩართული ვარ ასე თუ ისე დღეს განვითარებულ მოვლენებში და ყველა იმ მოვლენაში მეტწილად გათვიცნობიერებული რაც აქ იყო ნახსენები. გამომდინარე აქედან მივცემ თავს უფლებას გავაკეთო კომენტარი, შენი ეს წერილი სრულიად შემთხვევით ვნახე “fb” ზე. სიმართლე გითხრა გამიხარდა, რადგან მანამ სანამ ამ წერილს წავიკითხავდი რაღაცეების აღიარების მეშინოდა ჩემს თავთან (ვერ გეტყვი რომ ახლაც სრულიად გახსნილი ვარ) მაგრამ მადლობა, რომ ჩემს თავთან რეალობის აღქმაში თუნდაც ამ წერილით დამეხმარე ! კარგია რომ 21-ე საუკუნისათვის დამახასიათებელ რელიგიურ ფანატიზმში არ ხარ გადავარდნილი.

  68. icit am werils ro vkitxulobdi am adamianis cxovrebac , tkivilic da ras ganicdida davinaxe da vigrdzeni. ar vici ratom magram albat ragac ragaceebs ese vfiqrob. ramdeni kitxva mqonia sul da am kitxvebze wamebshi gavige pasuxi . ucodveli aravin araa da wmindani vinc dedamiwaze dadis me ase vfiqrob, mikvirs adamianebi sxvis azrebs rom etayvanebian , da mati azri ar gaachniat. arc araferi gveshveleba chvenve tviton gavitxrit ormos ise grmad rom amosvlasac ver movaxerxebt. me adamianebs pativs vcem mati saqcielebidan gamomdinare.

  69. შესანიშნავი წერილია და კარგია რომ დისკუსია ამ თემაზე დაიწყო..
    .
    სამწუხაროდ, ბოლო დროს ქართული ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები, სხვდადასხვა უმცირესობების მიმართ შუღლის გაღვივების და სიძულვილის ქადაგებით არიან დაკავებული, ხოლო ღირსეული და კაცთმოყვარე სასულიერო პირები, რომლებიც ასევე არსებობენ ეკლესიის წიაღში, ან უმცირესობაში არიან, ან მათი ხმა ვიწრო წრეებს და სოციალურ ქსელებს არ სცილდება, ფართო მასებს კი ისაკაძისნაირი მოფაშისტო მამების ღვარძლიანი სისინი მიეწოდება….
    ეს პროცესი პირველ რიგში საპატრიარქოს ურტყამს იმიჯზე, მაგრამ ასევე ქვეყნის სიმშვიდეს და საზოგადოების ერთიანობას უთხრის ძირს..

    ხშირად მესმის ლაპარაკი ეკლესიის უდიდეს როლზე ქართული სახელწმიფოებრიობის და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში საუკუნეების მანძილზე, რასაც ნაწილობრივ ვიზიარებ. უბრალოდ არ მემის რატომ უნდა მოდიოდეს ეს წინააღდმეგობაში იმ პრობლემებთან რაც დღეს არსებობს ამ ორგანიზაციაში – ქართულ ეკლესიას არც წარსულში უთამაშია მუდამ დადებითო როლი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე, მის წიაღშიც ბევრი უღირსი ადამიანი აღმოჩენილა…
    იგივე საქართველოს დაქუცმაცებაში, საერო ხელისუფლებასთან ერთად, ეკელსიასაც მიუძღვის საკუთარი წილი პასუხისმგებლობის..
    წარსული დიდება, არც საერო ხელისუფლების ინდულგენციად უნდა იქცეს და არც სასულიერო!
    ორივეგენ ადამიანები მართავენ პროცესებს, ადამიანებისთვის დამახასიათებელი სისუსტეებით და მანკიერი თვისებებით გაჯერებული, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო იერარქიისადმი მეტი მოწიწება გვმართებს, კრიტიკა უღირს ქმედებებზე და პროცესებზე მუდამ უნდა ისმოდეს, შესაბამისი ეტიკეტის ფარგლებში რა თქმა უნდა…

  70. არც ერთი ზედმეტი სიტყვა არ არის. ამ წერილის ავტორი მოაზროვნე ადამიანია. დიდი მადლობა შვილო. გაეზარდე საქართველოს.

  71. ბევრი უზუსტობაა, როცა ასეთ შენიღბულად ამბიციურ წერილს წერ, და თბილ ტონს მხოლოდ იმიტომ ირჩევ, რომ მერე თქვან, აი ზღვარი არ გადალახაო, მაშინ ფატები ზუსტად უნდა იყოს მოყვანილი. კომუნისტური ეპოქაზე განსაკუთრებით, საჯაიას გამოხდომების არ იყოს, ყველა ოჯახი სხვადასხვანაირად უყვება შვილებს, ამიტომ ზუსტი წყაროებია საჭირო და არა მიკიბ-მოკიბული ლაპარაკები.

  72. vapaseb rom tavisuplad ambob rasac piqrob, me bevr sakitxshi shemizlia dagetanxmo, magram bevri iseti gecera shegatkve rom kargad ar xar ragac sakitxebshi garkveuli, sjobs mainc auchqareblad imoqmedo, tundac erts getkvi, omis dros ras aketebda politikosebi da ras aketebda eklesia chemi tvalit maqvs nanaxi, mxolod ekranebidan cignebidan da jurnalebidan migebuli inpormaciit tavs nu daitvirtav damijere zmuri rchevaa. aq rtulia magram ise ki sainteresoa shentan saubari.

  73. თითქოს ჩემი გულიდან ამოსულ სიტყვებს იძახი, იმედია ბევრია საქართველოში შენნაირი საღი აზრის მქნე ადამიანი.

  74. QRISTES gzas icnobs is vinc misi gzit midis.es aris pirovnebis da GMERTIS saidumlo.ar eqvemdebareba gansajaroebas,reklamirebas. ertaderti rac xdeba am gzaze mokrzalebuli qadagebaa titqmis erti ertze.
    cotaodeni logikac ki dagvexmareba rom gavigot ra vilaparakot da ra ara, da mitumetes ra vcerot da ra ara.

  75. ისე, ყოჩაღ, მგონი იპოვე ოქროს შუალედი, მე ძირითადად მკრეხელად მრაცხავენხოლმე როცა მსგავსი პოზიციის გამოხატვას ვიწყებ, ამის გამოისობით ათეისტის სახელი გამივარდა და ეხლა იმედის თვალით შევყურებ ვინმე მართლმადიდებელ მამათაგანი როდის მიბაძავს რომის პაპს და სამოთხის კარს გაგვიღებს

  76. კითხვა პასუხით და ერთმანეთთან კამათით ქვეყანა არ აშენდება, ერთი რაგაც გავითვალისწინოთ, ყველანი ერთმანეთზე ცოდვილები ვართ, არავის არ გვაქვს უფლება სხვაზე ვილაპარაკოთ ან სხვის საქმის სისწორეში ეჭვი შეგვეპაროს, ყველამ თავის თავს მივხედოთ, ერთმანეთის სიყვარული, პატიება და სათნოება ვისწავლოთ, ადამიანი არ დაბადებულა რომ ქრისტეს სჯული ბოლომდე ამოეცნო და ჩვენ ვინ ვართ რომ მის განხილვას ვცდილობთ? ეს ძალიან საშიშია მეგობრებო. მე მოკლედ მინდა გითხრათ თქვენს გულებს როგორც შეუძლია ისე იწამეთ იმ სიმართლით და იმ სიყვარულით, გაზედმეტება მაინც არაფერში გვარგია პირიქით, წერილის ავტორს მინდა გამოვეხმაურო, ძალიან კარგი აზრონების ადამიანი ჩანხარ თუმცაღა ძალიან ძნელია სწორი გზის პოვნა რომელსაც შენს აზროვნებას და გამჭრიახობას მოარგებ, პატრიარქს ყველამ ფეხები უნდა დაუკოცნოთ მარტო იმისათვის რომ ამდენი წელია საქრთველოს და მის უმძიმეს ჯვარს ატარებს, შეცდომები ყველას აქვს რათქმაუნდა ყველა ცოდვილები გავჩნდით ამ მზისქვეშეთში. ღმერთმა სიბრძნე, სულიერი სიმშვიდე და ერთმანეთის სიყვარული არ მოგვაკლოს, ამინ.

  77. ოთო, მომწონს, რომ შენი დამოუკიდებელი აზრი გაგაჩნია და პოზიციონირებას უკეთებ შენს თავს და საკუთარ შეხედულებებს. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი…

    მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს საშინელი შემთხვევების და შეცდომების გამო, ქრისტეს სახელი და სწავლება იგმობა. და ბევრი ფარისეველი ქრისტიანის გამო დღეს ჩემს თანატოლ ახალგაზრდებს ქრისტესი არ სწამს. მაგრამ, იცოდეთ, არიან და ყოველთვის იქნებიან ნამდვილი ქრისტიანები, რომლებიც მართლაც იესოს მიყვებიან და მის მოძღვრებაში რჩებიან და ნუ გააკრიტიკებთ მთლიანად ქრისტიანობას ცალკეული პიროვნებების გამო (თუნდაც ისინი სასულიერო პირები იყვნენ).

    ქრისტე ცოცხალია და მისი ნამდვილი მორწმუნენიც არსებობენ. უბრალოდ ცოტა დადის სიცოცხლის გზებზე იესოსთან ერთად.

    იმედია, დროთა განმავლობაში შენში და შენს თანამოაზროვნეებში სიძულვილი და აგრესია არ იფეთქებს (სამწუხაროდ დღეს მთელ მსოფლიოში მატულობს ქრისტიანობის მოწინააღმდეგეების გასაოცარი ბოროტებისა და ზიზღის გამოხატვის შემთხვევები). ჯანსაღი აზროვნება და საკუთარი აზრის დაფიქსირება კი ყოველთვის კარგია.

    აი, ამას უყურე თუ სურვილი გექნება: http://jesus.ge/?p=2637 კათოლიკე არ ვარ, პროტესტანტი ქრისტიანი ვარ, მაგრამ უფალს ყველგან ყავს თავისი ჭეშმარიტი შვილები.

  78. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ, ამ წერილის ავტორი გონზე არ არის რა არის ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა.. მეტი არაფერი.

  79. დაუნიზმია იტალიისა და საქართველოს შედარება. ყველაზე ყ*ეური ფრაზა როდესაც აქ ჩამოთესლებულ უცხოელებზე ლაპარაკობ: “ქართველები რომ არიან იტალიაში(ან სხვა ქვეყანაში)?” ხრთფუი. იტალიას და საქართველოს თუ ვერ ანსხვავებთ. საფრანგეთის მაგალითზე ისწავლიდა ჭკვიანი კაცი მაგრამ მერე ვინ იყოს ლიბერასტი. თუ მოგწონთ სულ რომ გადაშავდა ყველაფერი და ზანგი იძახის ფრანგი ვარო? შეიძლება ზანგი ფრანგი არსებობდეს? . უი უი უი რა ცუდი ვარ როცა სიმართლეს ვამბობ. მართალია ეს არ იყო ამ წერილის დედა აზრი მაგრამ შემაშფოთა მსგავსმა ,ს*რობამ

    • რასაც თქვენ ბრძანებთ, წმინდა წყლის რასიზმია.
      ურიგო არ იქნებოდა გაცნობოდით იმ სტატისტიკას, რამდენი ქართველია საზღვარგარეთ. ადამიანების მიმოსვლა, მიგრაცია, ქვეყანათა შორის ყოველთვის იყო და განსაკუთრებით აჩქარდა ბოლო ათწლეულებში. მეც ახლა რამდენიმე სხვა ქართველთან ერთად ვცხოვრობ სლოვაკეთში. ამის გამო, ვინმემ უნდა გამომაგდოს? თუ რახან თეთრი ვარ, მე მეპატიება სხვაგან ყოფნა? )
      ვყოფილვარ იტალიაშიც, საფრანგეთშიც. ბევრი ფერადკანიანი ვნახე, განსაკუთრებით პარიზში, ძალიან ბევრი. თუმცა იქ ნაკლებად უჩნდებათ მსგავსი ძალადობის სურვილი იმიგრანტებზე. თუმცა, საფრანგეთშიცაა ულტრა-მემარჯვენე ქსენოფობიური გავლენიანი პარტია.
      ჩემ ფრანგ მეგობრებს , თეთრკანიან ფრანგებს, არავითარი პრეტენზია და წინააღმდეგობა არ აქვთ იმაზე, შავკანიან ფრანგებს ფრანგები თუ ერქმევათ. სასაცილოდაც არ ეყოფათ საკითხის ასე დასმა. თქვენ საინტერესოა, ასე როგორ გაღელვებთ ფრანგი ერის ”გაშავება” – ფრანგზე მეტ ფრანგობას ნუ დაიჩემებთ.

      მადლობა გამოხმაურებისთვის. 🙂

  80. არ დამეზარა და ყველა კომენტარს გადავავლე თვალი მაინტერესებდა ვინემ რაიმე საზიზღრობას თუ გეტყოდა და გამართლდებოდა თუ არა შენი სიტყვები: “ჩემი კითხვები შეგიძლიათ ახალგაზრდულ სითამამეს ან თავხედობას მიაწეროთ, თქვენი გულშემატკივარნი ალბათ ნორჩ სოროსელად, ენჯეოშნიკად, გრანტებით მოსყიდულად და რად აღარ მომნათლავენ.” და მიხარია, რომ არ გამართლდა. მიხარია, რომ ყველა თავისი აზრის და შეხედულების მიუხედადვად იყო კორექტული და შეძლებისდაგვარად გაწონაწორებული. ამაში კიდევ გამოჩნდა ის რომ თურმე ჩვენი პატრიარქის და მოძღვრების ქადაგებას ისმენენ და არ ადამიანები და ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს ვსწავლობთ. ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ეს ბევრმა თქვა და მეც განვმეორდები, ეტყობა არ მოგისმენია პატრიარქის ქადაგებები, ან მოგისმენი, მაგრამ მარტო ის გაგიგია რაც გინდოდა გაგეგონა, ასე რომ არ ყოფილიყო კონკრეტულად ამ სიტყვებს: “იქნებ ერთხელ მაინც გექადაგათ, განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, იმაზე, რომ თუ ვინმე ეკლესიას გააკრიტიკებდა ბოლო სიტყვებით არ ეგინებინათ ან მუშტები დაეშინათ – თქვენ ხომ ამდენი ადამიანი გისმენთ და გენდობათ.” არ იტყოდი.
    იცი მეც გამჩენია რამდენი ის კითხვა რომელიც შენ დასვი აქ და როცა დავფიქრებულვარ და ჩავღრმავებივარ მივხვდარვარ ასე რატომ უთქვამს და ასე რატომ მოქცეულა. ალაბთ არც თვალყური გიდევნებია პატრიარქის ქმედებებისთვის წინააგმდეგ შემთხვევაში გეცოდინებოდა, რომ პატრიარქმა როედესაც გაიგო ბაგრატის ტაძრის დამახინჯებაზე, ითხოვა, რომ შეეჩერებინათ მისი მშენენებლო(თუმცა მისი თხოვნა იმ ჟამინდელმა მთვარობამ არ გაითვალისწინა),(თქვენი წერილიდან: “ბარემ აქვე გკითხავთ უწმინდესო, ბაგრატი ბეტონებით რომ დაამახინჯეს და ლიფტი მიუშენეს, მაგაზე რა აზრის ბრძანდებით?”).
    თქვენი სიტყვები: “ქრისტემ ”გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო” – რამდენად უყვარდათ მოყვასი რუსთაველზე მაისში თანამოქალაქეთა ჩასახოცად გამოდევნებულ ვაი-ქრისტიანებს? ტაბურეტკით გამომდევნებელ მოძღვარს თუ მისცა შენიშვნა მაინც ვინმემ ეკლესიაში?”, პატრიარქმა სწორედ ამ პროტესტის თავიდან ასაცილებლად მისწერა წერილი ამ “50 ჰომოსექსუალის” და თხოვა არ ჩაეტარებინათ რუსთაველზე ეს აქცია, მაგრამ არ გაითვალისწინეს პატრიარქის თხოვნა. სიტყვებზე “ვგონებ, მასეთები წინაურდებიან კიდეც.” ეს საიდან იცით? მიხვედით და კითხეთ პატრიარქს?დააწინაურეტ თუ არაო? რომ წერსთ: “მავთულხლართები რომ გაუვლეს გორელ გლეხებს ბაღებში, ”ბრძენი” პუტინის არმიელებმა, მაინცდამაინც ბევრი მღვდელი არ მინახავს საოკუპაციო ხაზთან. არადა გეცოდინებათ, 50 ჰომოსექსუალის დასარბევად 40000 კაცი შეჰყარა ეკლესიამ, უწმინდესო.” საიდან იცით იქ ვინ იყო და ავინ არა? თქვენიქ იყავით და მოძღვრები ვერ დაინახეთ? 2008 წლის ომის დორს იქ მამაობმა რა გააჯკეთეს ამის შესახებ იცით ოთო? რამდენი სიცოცხლე გადაარჩინეს თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, რამდენი გმირობა ჩაიდინეს იცით? თუ იცით მაშინ ამის დაწერაზე ხელები როგორ გემორჩილებათ და თუ არ იცით რა უფლებით სწამებთ ცილს(მაშინ როცა სხვისგან ითხოვთ ქრისტეს მიერ სიყვარულის გამოვლინებას და სხვას სწამებთ არასამართლიანობას და არაქრისტიანულ საქციელს(თქვენი სიტყვები:” ან ტყუილი და ცილისწიმება რამდენად თავსებადია ქრისტეს რწმენასთან?”), რა გამოდის რომ თქვენც ისეთივე ხართ ან უარესი ვისაც აკრიტიკებთ?(ეს წმინდა ლოგიკაა,ჩემი მხრიდან და არავითარი ცინიზმი))?
    განათლებული ბიჭი ჩანხართ და გეცოდინებათ საქართველოს ისტორია ჩემზე კარგად ამას რომ წერთ: “თუ გიფიქრიათ, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და თავადვე ეკლესიას ეკლესიის პოლიტიკაში გაუთავებელმა ჩარევებმა?”, თქვენ თუ გიფიქრიათ, რომ ყველა დიდ მეფეს(დღეს ბევრი მათგანი წმინდანია მეფე დავითი, თამარი,გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე,ალექსანდრე მეორე…) გვერდით ყოველთვის ედგათ პატრიარქი საქართველოსი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღების დროს.ტყვეობაში გაგზავნილ სამეფო ოჯახი სმემკვიდრეებს გზად სასულიერო პირები მიყვებოდნენ და მანთან ერთად თავს წირავდენ, პატრიარქი და მამაოები ლოცავდენ და აკურთხევდენ ქართველ ვაჟკაცებს ბროძოლაში გასვლის წინ, და სულაც ანაფორას იხდიდენ და მათ მხარდამხარ იბრძოდენ.ამ ყველაფრის მერე დღეს აღარ უნდა ჩაერიოს პატრიარქი?რატომ?
    რომ ამბობ:” იმ ეკლესიის მღვდლები, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, დიაკვნები თუ ქორეპისკოპოსები კი, რომლის საჭეც აგერ მესამედი საუკუნეა გიპყრიათ, ევროპის ლანძღვა დისკრედიტაციის და მით დაშინების მეტს არაფერს აკეთებენ. ფსიქოლოგიურ ტერორში მრევლის ჩაგდება რამდენად ქრისტიანულია, უწმინდესო?” ალაბთ გამოგრჩა პატრიარქის ქადაგებიდან, რომ ის ყოველთვის ამბობს რაც კარგი აქვთ სხვებს ჩევნც უნდა გადმოვიღოთო ევროპელებისგანაცო და ამერეკელებისგანაცო,ძალიან შირად მოყავსხოლმე კენედის სიტყვები პატრიარქს მაგაილითდ(იმაზა კი არ უნდა ვიფიქროთ ამერიკამ რა გაგვიკეთოსო? არამედ იმაზე თუ ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ ამერიკასო) და მოგვიწოდებს ჩევნც, რომ ჩვენც ასევე უნდა ვფიქრობდეთო.
    მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო აქ კომენტარებში ეწერა:”Tamara on December 8, 2013 at 4:50 pm said:
    Me miyvars qriste, magram ara qristianebi, radgan isini saertodac ar gvanan qristes.. (Mahatma Gandi)
    Gveamayebi tsuelebs!” თუ არ გიყვარს ქრისტიანი,მაჰმადიანი,ბუდისტი და სხვა ნებისმიერი რელიგიის, რასის, სქესის, მიმდევარი კეთილი თუ ბოროტი,როგორ უნდა გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე? სწორედ ყველას და ყველაფრის შეყვარებით უნდა მოიპოვო ის დიდ ნეტარება რასაც უფლის სიყვარული ქვია,ქრისტეს სიყვარული თავისთავად ნიშნავს ყველას და ყველაფრის სიყვარულს.
    და კიდევ მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა “giorgi saralidze” ამ ადამიანის კომენტარები.
    ბევრს აღარ გავაგრძელებ, ერთსღა დავამატებ: სხვა დროს დაფიქრდეთ კარგად სანამ რამეს ვიტყვით, ყველა ამბავს ორი მხარე და ორი სიმართლე აქვს.ყველამ ჩვენჩვენ თავში უნდა ვეძიოთ უფალი და ჩვენ თავს მოვთხოვოთ პასუხები და სამართლიანობა არ განვიკითხოთ სხვებიდა გვიყვარდეს ერთმანეთი .აი მერე იქნება ყვალაფერი კარგად და არ გვექნება ამხელა აგრესია, რიტორიკა თუ ცინიზმი რთმანეთის მიმართ.(თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ძნელი განსახოციელებელი და ამიტომაც ვუშვებთ ამდენ შეცდომას).პართლა რომ ვუსმენდეთ პატრიარქს და ვითვალისწინედეთ მის აზრს ყველაფერი კარგად გვექნებოდა, იმიტომ რომ ის სიყვარულის და სიკეთის მეტს არაფერს ქადაგებს.
    პატივისცემით, მარიამ არჩვაძე

  81. 17 მაისის შემდეგ ერთ–ერთი, რაც სხვა საკითხებთან ერთად მაწუხებდა, იყო ის, რომ სწორედ 21 წლის და დაახლოებით ამ ასაკის ადამიანებიც იბრძოდნენ გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. მათ შორის ალბათ ბევრი მომავალი იურისტი იყო, რომლებმაც ზეპირად იციან საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ მხოლოდ თეორიულად.

    თუმცა, ამავე ასაკში არიან ადამიანებიც, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილი, ეზიზღებათ ეკლესია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთგარი მოდაა. პრინციპში, ეგ არაფერი ისეთი, დიდ ზიანს არ აყენებს საზოგადოებას. მაგრამ სწორედ ამ რადიკალიზმს მოაქვს ის, რომ იქმენება ორი დაპირისპირებული მხარე და ორივე მზადაა ერთმანეთის მიმართ ძალადობისთვის.

    ხოდა, მე შენი პოსტი ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა. სხვა ყველაფერთან ერთად, ამის მიზეზი არის ისიც, რომ წერ არგუმენტირებულად, მყარად დგახარ და იცი რასაც ამბობ, სიძულვილს არ ქადაგებ – არც განსხვავებულის და არც ეკლესიის. მე ვფიქრობ რომ სწორედ ეს გვაკლია დღეს – ჯანსაღი აზრი. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს, ვინც აკრიტიკებს ეკლესიას, არ ესმის, რომ არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად თვითონაც უნდა იშრომოს და ძალადობას ძალადობით არ უპასუხოს.

    მადლობა შენ ამ პოსტისთვის.

  82. shen ici rom mag amebbze razec tavi eserigad gamogidia sheni 21 wliani ,, dakvirveba ” ar yofnis? mesmis rom sakitxi gagonili gaqvs, magram darwmunebuli var mxolod gaigone da eci kalams ro vinmestvis gemcnooo? 🙂 eeee. vicit es yvelaferi magram kargad rom shen icode bevrs unda kitxoooo, qartuls nurafers emasxrebi. trivialurad ar unda daamkvidro sxvisi azri. ise kargia rom cdilob

  83. dedasheni italiashi ratom aris casuli patriarqma aidzula ? tu iqedan gamogzvnili pulebit aq tavisi gauzrdeli shvili archinos ? shenistana axalgazrdebi arcxvenen am qveyanas ! shen patriarqs rogor ekitxebi rames she uzrdelo adamiano? 4 prezidenti gamoicvala am qveyanam da maseti ragaca imat ar ukitxiat shen ar uplebit kitxulob she gauzrdelo ! vinc kide mxars uchers am gauzrdels yvela dzveli mishti xart uechveli da ge cerili marto sheni dacerili ar aris da vinc gexmareboda isec dzalian gaunatlebelia etyoba !!!

    • გაუნათლებლობის კვალი შენს კომენტარს ასდის.

      წერილი ჩემი დაწერილია, ეგ ერთი.
      მეორე, დედაჩემის ემიგრაცია პატრიარქის დამსახურებაა თქო არ მითქვამს და წაკითხულის გააზრებასთან თუ გაქვს პრობლემა, უნარებში იმეცადინე.
      მესამე, კითხვების დასმა გაუზრდელობა გგონია და რა გელაპარაკო?!
      და კიდევ, მიშისტს ნუ ეძახი ყველას, შენზე გამოცდილი ანტიმიშისტია აქ ბევრი.

    • “ქართველი” სულაც არ ვუჭერ მხარს ამ ახალგაზრდას და მის წერილს ბევრი აკლია მოსაწონამდე მარა აი შენ სიამოვნებით დაგანაყავდი ცხვირ პირს მაგ “არაქართული” და არაკაცური უზრდელობისთვის. თუ ასეთი მაგარი ტიპი ხარ და “ქართველი” ხარ არ უნდა მალავდე შენს სახელს!

  84. რა პატარა და საცოდავი ხარ წარმოდგენა არ გაქვს!!!! ღმერთმა დაიფაროს საქართველო შენნაირი “მოაზროვნეებისგან”!!!

  85. oto,
    ori rcheva minda mogce,
    pirveli – visac ar unda miscero gia cerili maqsimalurad koreqtuli ikavi, amas mxolod mashin shedzleb tu sheni kitxvebi martla kitxvebia da ara kitxvebi romlis pasuxic ggonia rom tavad dzalian kargad ici.
    meore – Chaikhede shen gulshi da qvecnobiershi, da tu agmoachen, rom siamovnebis jruanteli givlis rodesac cer, yurtan ki vigac chagchurchulebs OTO ra magari xar aset cerils saqartveloshi dzalian cota tu dacerda!!!!!!!! daanebe ceras tavi rametu seriozul xiblshi xar chavardnili da da rasac vitom ebrdzvi zustad imas anvitareb shenshi.
    aha dzmao gansxvavebuli azri romelic sheni cerilis tashismkvrelebis grialshi iqneb verc ki movides shenamde.
    gulcrfelad sheni ketilismsurveli amiran kodiashvili.
    p.s. kvelas vinc am komentars caikitkhavs patriarqis dacva arc mifiqria ubralo mizezis gamo chemgan ar chirdeba.

  86. მე მჯერა, რომ არავის შეურაცხყოფა და გაკრიტიკება, არც საკუთარი თავის “გაპიარება” არ გქონდა მიზნად.. 🙂
    შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი, ზედმეტად თამამი და/ან გამაღიზიანებელია ეს წერილი მაგრამ კარგია რომ დაწერე…

  87. საერთო ჯამში კარგი და საინტერესო წერილია, მიხარია რომ არიან მსგავსი ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ აზრებს და არ არიან იმის შიშში თუ რას იფიქრებს პუბლიკა. ასევე გამიხარდა ისიც, რომ ბევრი თქვენთაგანი ეთანხმება აღნიშნულ წერილში არსებულ საკითხებს, ნუ ნაწილობრივ მაინც. მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ ასევე ბევრი დოგმატურად უდგება თემებს და რაღაც უაზროდ დადგენილ ნორმების ქვეშ იმყოფებიან. ყველას აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლება, ჩვენ უბრალოდ რაღაცეებს ვიზიარებთ და რაღაცეებს არ ვეთანხმებით, მარტივია 🙂 ზოგს ასეთი შეხედულებები მეორედ მოსვლა გონია, ზოგი ბრაზდება, ზოგიც იმუქრება, კარგით რა, დრო მიდის და მართლა დადგა დრო, რომ რაღაცეებს გადავხედოთ და შევცვალოთ ბევრი რამ. სწორად გამიგეთ, მე არ ვამბობ იმას რომ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითები უნდა თავიდან ჩამოვაყალიბოთ, არც პატრიარქს განვსჯი (არ გვაქვს მართლმადიდებლური დოგმებიდან გამომდინარე არავის განსჯის უფლება) ან რამე მსგავსი, უბრალოდ საკითებს რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ ხოლმე და არა ისე რომ ,,მე ასე ვფიქრობ და სხივის აზრი არ მაინტერეს“ აი ესაა ცუდი. ისე კარგია რომ ბევრი ჩაერთო ამ წერილის განხილვაში, გავერთეთ ასე ვთქვათ . 🙂

  88. ragac ar gavs 21 wlis studentis dacerils ufro imas gavs rom dauceres daabechdies ra icis kgbs istoria 21 clis studentma?rac sheexeba 17 maisis darbevas mat marto erti saxeli pidarastbei viat da koveltvis davarbevt sakartveloshi da tu bevrs gabedaven cecxlzec davcvavt rom mati geni samudamod chakvdes vinc mat icavs isic matnairia al

  89. პრობლემა გაცილებით გლობალურია, ვიდრე გვეჩვენება. ერი, რომელმაც გამოიარა საბჭოთა კავშირი და თაობა რომელსაც ჩამოუყალიბდა მენტალიტეტი, არ შეუძლია აღზარდოს თაობა, რომელსაც ეროვნული( და არა ნაციონალური ) იდეა ჩჰამოუყალიბდება. ამას ღრმა საგანმანათლებლო რეფორმა სჭირდება. განათლებულ ადამიანს უფრო ფართო არჩევანი აქვს ფასეულობების თვალსაზრისით. წარსულში ეს ფუნქცია ეკლესიას ჰქონდა თავის თავზე აღებული და ერიც ქრისტიანულ ან ქრისტიანულთან მიახლოვებულ იდეოლოგიაზე იზრდებოდა. კაცობრიობა გაზარმაცებისაკენ დიდი ტემპით მიიწევს(საბჭოთა იდეოლოგია უზარმაზარი ნახტომი იყო ამ მიმართულებით.) სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს სახელმწიფოს ანდობს, სულიერ პრობლემებს ეკლესიას. ეროვნული იდეა არის ის წერტილი, რის გარშემოც შეიძლება ერი გაერთიანდეს(და არა ლიდერის გარშემო. ეგ იგივე სიზარმაცეა.)პატრიარქს ვერ მოსთხოვ ოჯახებში და საბავშვო ბაღებში ბავშვებს ჩაუნერგონ ეროვნული იდეა.(კომუნისტები ამას ახერხებდნენ, ოღონდ იდეა კომუნისტური იყო)განათლება, მედია, მეცნიერება, რელიგია. ეს ყველაფერი თუ გაერთიანდება ერთი ეროვნული დროშის ქვეშ, მაშინ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. უფრო სწორად, კითხვებიც აღარ გაჩნდება, მაგრამ ამას თაობების გამოცვლა უნდა და ამიტომ არის ეს პრობლემა გლობალური. ქართველებს ერთი უცნაური ანდაზა გვაქვს. ” ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო.” მე მგონი ეს აანდაზაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა.

  90. ყოჩაღ ოთო! ერთს გირჩევ შენი ასაკიდან გამომდინარე: თავიდანვე დიდი კოვზით შეჭიდებიხარ მაგ საქმეს. პატარით უნდა დაგეწყო. უკეთესად დააგემოვნებდი, მერე “ტრენინგები” რამე და ა.შ. ოდესმე მიხვდები. ალბათ..

  91. ეს ბიჭი გამაცანით რა :დ
    მალადეც გამბედაობისთვის 🙂 შენ უამრავი ახალგაზრდა მეამბოხე და სწორად მოაზროვნე ადამიანის სათქმელი თქვი .. მადლობთ ..

  92. ძალიან კარგი წასაკითხი წერილია, ვერაფერს იტყვი, ბევრმა შეგაქო და ბევრმაც გაგაკრიტიკა, რასაც ალბათ მოელოდი, მაგრამ არაინფორმირებულის შთაბეჭდილება დატოვე, დასკვნები მხოლოდ ჭორების საფუძველზე გაქვს გამოტანილი, უახლეს ისტორიაშიც ცოტა არ იყოს სუსტი ხარ და კარგი იქნება თუ ამხელა წერილის დაწერამდე და პრეტენზიების წაყენებამდე ყველა იმ საკითხში საფუძვლიანად გაერკვევი რასთან დაკავშირებითაც შეკითხვები დასვი და დასკვნები გამოიტანე… თუნდაც იმ ბერზე რომელიც ტაბურეტკით დარბოდა – თქვი რომ შენ არ გინახავს როგორ დატუქსეს ან დასაჯეს (თუ არ დააწინაურეს)!!! უნდა გენახაა??? არ იცი რა ბედი ეწია, იკითხე სადმე (გარდა სამეზობლოსი ან სამეგობროში) კომპეტენტურ ადგილას? თითქმის 100 %-ით ვარ დარწმუნებული რომ არა! თუ ასე ზრუნავ საზოგადოების ინფორმირებულობაზე მინიმუმ ჟურნალისტური გამოძიება მაინც უნდა ჩაატარო, დღეს არ არის ამის გაკეთება ძნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხალხი რომელიც ამ დისკუსაში ჩაერთო და ასე გიქებენ ნაწერს და სულისკვეთებას დარჩება ისევ ამ შეკითხვების ამარა, უმეტესობას კი თავისი პასუხი აქვს ამ ყველაფერზე და (შეიძლება არასწორად) უფრო გაუღვივდეთ არასწორი აზრი ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მასიურ აღშფოთებას იწვევს.
    ასე რომ, ჩემო მეგობარო სანამ თითს გავიშვერთ ვინმეს მიმართულებით, მოდი ჯერ გავარკვიოთ რაზე ვიშვერთ! და მეც დიდი სიამოვნებით დაგიდგები გვერდით!
    წარმატებებს გისურვებ და მხოლოდ გირჩევ მეტი წაიკითხო, და არა მხოლოდ დღევანდელი ჟურნალისტების ფეისბუქზე ნაწერი რომელიც მხოლოდ “სენსაციურობისთვის” არის შექმნილი.

  93. მართალი ხარ, მაგრამ 1 კითხვა მაქვს: შენ რომ პატრიარქის ადგილას იყო რას გააკეთებდი…? თუ იცი იქნებ ესეც დაგეწერა…. ბევრი რამეა ისეთი რაც არ ვიცით ამიტომ წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ…(ეს ისე უბრალოდ… გაითვალისწინე, რომ თუ მართალი არ აღმოჩნდი შერცხვენილი არ დარჩე)

  94. უწმინდესის მიმართ რა ბოღმასაც ანთხევ გავიგეთ და ამისთვის ღმერთმა მოგიტევოს, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, ლოცვებს რომ ასე აუგად იხსენიებ ესეც პატრიარქის ბრალი ხომ არ არის ნეტავ და საიდან ამხელა მკრეხელობა ასეთ ახალგაზრდა ბიჭს, იმედია დედას არ წააკითხებ ამ წერილს, ცოდოა, ინერვიულებს. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ და რაჭველებზეც ვაფანატებ, მაგრამ დიდი ცინიკოსი კი ბრძანდებით ბატონო თავხედო ახალგაზრდავ. და კიდევ ერთხელ, ღმერთმა მოგიტევოს, იმედს დავიტოვებ, რომ პოპულარიზაცია იყო ამ წერილის მიზანი.

    • მადლობა დედაჩემზე რომ ნერვიულობთ. წაიკითხა უკვე.

      ბოღმა და უკმეხად მომართვა თქვენს კომენტარში იყო და არა -ჩემს წერილში. მადლობა ყველა ‘კომპლიმენტისთვის.’

  95. ყოჩაღ, ოთო! ყველა კომენტარის წაკითხვა ფიზიკურად ვერ მოვახერხე, რამდენიმე წავიკითხე, რომლებიც ოთოს აკრიტიკებენ. დარწმუნებული ვარ ბევრი იქნება ასეთი უკაცრავად და ბნელი ხალხი. ასეთ საზოგადოებას კი მივმართავ რომ მორწმუნე ადამიანი ძალიან კარგია, თუმცა ეს მორწმუნეობა სიბნელეში და უგუნურობაში არ უნდა გადაიზარდოს. ჩვენი ეკლესიის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები უნდა ვაღიაროთ. ოთოსი არ იყოს, უცოდველი და შეუმცდარი კი არავინაა, მათ შორის არც სასულიერო პირები. ამიტომ როცა ადამიანი, ასე ვთქვათ, ჯანსაღად აკრიტიკებს სასულიერო პირებს , თქვენც არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია და არა ბნელი ფანატიზმით. თუნდაც ერთი მაგალითია საკმარისი ამისთვის. როდესაც სასულიერო პირები 100 000 იანი ჯიპებით დადიან და ამ დროს ხალხს პურის ფული არ აქვს და ზოგი ქუჩაში სიცივისგან იყინება, საერთოდ რაზეა ლაპარაკი? მიპასუხეთ აბა ამაზე. მე ნამდვილად მწამს ღმერთის, ვიმეორებ-ღმერთის და არა მღვდლების 😉

  96. მიკვირს, რატომ არის საქართველოში პატრიარქის კულტი შექმნილი და მოღალატე რატომაა ის ვინც მას გააკრიტიკებს? ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია, თუ ის რამის გამოსწწორებისკენ, დადებითად შეცვლიკენაა მიმართული.. მე კი ამ წერილში ვერაფერს ვხედადვ ცუდს და შეურაწხმყოფელს..სექსიზმე გამახსენდა პატრიარქის სიტყვები: ოჯახი არის ერთი მექანიზმი, ერთ მექანიზმს სჩირდება ერთი თავი და ეს არის კაცი..და მეორე: ქალი მორჩილი უნდა იყოს კაცის, ასე იქმნება ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახი. ასეთი უამრავი სექსისტური განცხადებით გამოირჩევა უწმინდესი.. ოთო, ძალიან მაგარი წერილია, უბრალოდ თუ დაეწევა ადრესატის ექსკორტს და მიაღწევს მის ხელებამდე, უკეთესია.. შეიძლება ამ წერილის გამო ფესვდო პატრიოტი და პატრიარქზე ბრმად შეყვარებული ქართველების კრიტიკა დაიმსახურო, მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ. ერთი სიტყვებით გაგამხნევებ, რომელიც ძალიან მიყვარს:მაჰათმა განდი:
    “ბევრ ადამინს განსაკუთრებით უვიც ადამიანებს, სურთ დაგსაჯონ იმისთვის, რომ ამბობ სიმართლეს. რომ ხარ მართალი, რომ ხარ ისეთი როგორიც ხარ.
    არასდროს მოიხადო ბოდიში, შენი სიმართლისთვის, ან იმისთვის რომ უსწორებ დროს.
    თუ შენ მართალი ხარ და ეს შენ იცი, გამოხატე შენი აზრი, მაშინაც კი როდესაც უმცირესობაში ხარ, რადგან სიმართლე მაინც რჩება სიმართლედ.”

  97. “norchi xar! jer, gaizrdebi shvilo!”-p.s. gambedaoba saqebari gaqvs, magram am sakitxze meti codna da rac mtavaria, rwmenac rom gqonoda, tavmdablobas archevdi da lomebis win xtomas ar moisurvebdi patara begura… p.s.s. sarkazmis gareshe… pativiscemit – n.sh.

  98. “norchi xar! jer, gaizrdebi shvilo!”-p.s. gambedaoba saqebari gaqvs, magram am sakitxze meti codna da rac mtavaria, rwmenac rom gqonoda, tavmdablobas archevdi da lomebis win xtomas ar moisurvebdi patara begura… p.s.s. sarkazmis gareshe… pativiscemit – l.m.

  99. გამოხმაურება: ლოცვა-კურთხევა ოკუპირებაზე | გიორგი დიასამიძის

  100. გამოხმაურება: ლოცვა-კურთხევა ოკუპირებაზე | გიორგი დიასამიძის

  101. გამოხმაურება: ლოცვა-კურთხევა ოკუპირებაზე «

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s