აი ის ქვეყანა..

აი ის ქვეყანა, ორ ზღვას შუა რომაა და სულს რომ ღაფავს..

აი ის ქვეყანა, 20 წელიწადში სამი მესია რომ გამოიცვალა და ახლა მეოთხე უცრუებს იმედებს..

აი ის ქვეყანა, ზამთარ–ზაფხულ ავტობუსში რომ არ შეიხედება..

აი ის ქვეყანა, ”ქალიშვილობის ინსტიტუტით” რომ მიისწრაფვის ევროკავშირისკენ..

აი ის ქვეყანა, გოგონებს პირველი ღამე 24 საათში რომ აქვთ მოსასწრები..

აი ის ქვეყანა, გადაბმული წარბები რომ მეინსტრიმია

აი ის ქვეყანა, შიგადაშიგ ირმის ნახტომის ფორმის წარბებიანი ბიჭები რომ შეგხვდებიან..

აი ის ქვეყანა, ოთხი ხელისუფლების მომყვან და წამყვან კაცს ყველაზე დიდი რეიტინგი რომ აქვს..

აი ის ქვეყანა, ყველაზე დიდი ტრადიცია სუფრაზე გამოლეშვა რომაა..

აი ის ქვეყანა, ტოპ–ლიბერალი ქალი პოლიციის მიერ ძალის გადამეტების კადრებს რომ ინატრებდა..

აი ის ქვეყანა, საყურიანი ბიჭი რომ ”პედერასტია.”

აი ის ქვეყანა, 80 000 კაცზე ერთი უნივერსიტეტი რომ მოდის,

აი ის ქვეყანა, სადაც ანარქისტი და სოციალ–დემოკრატი ერთი პონტი რომაა,

აი ის ქვეყანა, ტოლერანტობა მეიდნის არქიტექტურას რომ არ ცდება,

აი ის ქვეყანა, 25 წელია ნებისმიერი მიზნით/მიზეზით გამართულ მიტინგებზე ერთი და იგივე ლოზუნგები რომ ჟღერს,

აი ის ქვეყანა, 1/3–ს რომ ნორმალურად ვერ იკვებება და ყველა რესტორანი რომ სავსეა..

აი ის ქვეყანა, ბიძინას ზეობისას რომ აქციაზე დადგები და ხალხს აუცილებლად ”ნაცბანდის” წევრი რომ ჰგონიხარ..

აი ის ქვეყანა, ოცნებები რომ ოცნებებად რჩება..

აი ის ქვეყანა, რომლის დედაქალაქის ძველი უბნები ბეტონის და შუშის ცათამბჯენებს უჭირავს..

აი ის ქვეყანა, უნივერსიტეტს კენწეროში ეშმაკის ბორბალს რომ უშენებენ..

აი ის ქვეყანა, რომლის ყველა მეორე ქალაქი ნიცას, პარიზს ან ბარსელონას ჰგავს..

აი ის ქვეყანა, რაც მაგრები რომ არსებობენ, ეგენი რომ არიან..

აი ის ქვეყანა, ყველა რომ ზრდილობიანია და ”ზებრაზე” ქვეითს რომ გზას არავინ უთმობს..

აი ის ქვეყანა, ტროტუარიც რომ შავ ჯიპიანი ბიძიასი რომაა..

აი ის ქვეყანა, მოსახლეობა რომ ”ჩამოსულებად” და დედაქალაქელებად იყოფა..

აი ის ქვეყანა, ტყეებს რომ ჩეხავენ და მარტო ორი კაცი ყვირის..

აი ის ქვეყანა, მინისტრები რომ მიდიან და მოდიან და სისტემა რომ უცვლელი რჩება..

აი ის ქვეყანა, კატებს რომ აყეფებენ..

აი ის ქვეყანა, მანქანის დაზღვევის მაგივრობას რომ ბოლნური ჯვარი სწევს..

აი ის ქვეყანა, ტელევოზორში გამოჩენა რომ წარმატებულობის საზომია..

აი ის ქვეყანა, კაფეში სკამებზე ფეხის შელაგება რომ ”სვეცკობაა..”

აი ის ქვეყანა, კიდევ მრავალი ათეული წელი რომ არაფერი ეშველება…

Advertisements

25 thoughts on “აი ის ქვეყანა..

  1. აი ის ქვეყანა, სადაც ქართული სიტყვების ნაცვლად უცხოურ სიტყვებს იყენებენ – “მეინსტრიმი” და ა.შ. და ჯერ კიდევ იმ დონეზე არიან დარჩენილები რომ, სერიოზულ პრობლემებთან ერთად, ვიღაცების წარბის ფორმებს განიხილავენ…

    • ”მეინსტრიმი” დიდი ხანია დამკვიდრებულია, სამეცნიერო ლიტერატურაშიც შემხვედრია. უკეთესი ვარიანტი თუ გაქვს, სიამოვნებით გავიზიარებ 😉

      • ვისაც როგორ უნდა, ისე შეხედოს :))
        ისე, უცხო სიტყვებზე 2 წლის წინ დავწერე პოსტი და მეც მაწუხებს ეგ ამბავი. აი ”მეინსტრიმის” მსგავსი სიტყვების გამოყენებაზე კი ყველას შევედავები, ეგ სიტყვა კაი ხანია დამკვიდრებულია და გამოიყენება. მაგ: ”კულტურული მეინსტრიმი”

    • Ani Kasarelli “სერიოზული”, “პრობლემა”… ასევე უცხო სიტყვებია და ქართულში დამკვიდრებული. შენი ლოგიკით თუ უცხო სიტყვის დამკვიდრება მოხდა ადრე, მაშინ ეს მისაღებია, ხოლო თუ ხდება ახლა – მაშინ პრინციპულად მიუღებელია?

    • 100%. მთლიანობაში კარგი პოსტია, უბრალოდ ყველას არ უყვარს წარბების მოვლა, ვიღაცისთვის შეიძლება დიდი წარბები მიმზიდველია (?!).

    • რა მტკივა და რა –არა, ეგ მე ვიცი. ბედს არ ვუჩივი, აქ რომ დავიბადე, პირიქით 😉

  2. ეს არ არის სიმართლე :)….ეს არის LIKE – ისთვის დაწერილი ტექსტი…

  3. აი ის ქვექანა აბორტი, რომ ცოდვაა და კაზიოები, ბორდელები,ტოტალიზატორები და რესტორნები სავსე რომაა.

  4. თუ ღმერთი გწამთ, ქართულად ამიხსენით, რას ნიშნავს სიტყვა ,,მეინსტრიმი”. ხომ არ შეიძლება უცხოური სიტყვებით ყოყლოჩინობდეთ!

  5. აი ის ქვეყანა სადაც კამათს აზრი არ აქვს იმიტომ რომ ყველა ყოველთვის მართალია

  6. აი ის ქვეყანა სადაც ქალიშვილობის სპეციალური “ზმეიკის” გამომგანებელი მყისვე მილიონერი გახდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s