უ–MISS-ობის ერთი თვე

1 თვეა მარტო ვარ,

1 თვეა შენი წერილი არ მაღვიძებს,

1 თვეა  სიგიჟემდე მენატრები,

1 თვეა, არ მესალმები,

1 თვეა,  უიმედოდ მესიზმრები,

1 თვეა მარტოობას ვეგუები,

1 თვეა, დავკარგე სიმშვიდე,

1 თვეა, ვეღარ გეფერები,

1 თვეა, უხალისოდ ამოდის მზე,

1 თვეა გარშემო ყველაფერი სიცივეს გამოსცემს,

1 თვეა უღიმღამოდ ვიღვიძებ და ვიძინებ,

1 თვეა, დავცარიელდი,

1 თვეა, გაბმულად ვფიქრობ შენზე,

1 თვეა, შენს გაღიმებას ველოდები,

1 თვეა, იდიოტზე უფრო იდიოტივით ვიქცევი,

1 თვეა, შენი სუნთქვის მოსმენის იმედით ვიძინებ,

1 თვეა , უფროდაუფრო მეწურება შენი დავიწყების იმედი,

1 თვეა, ყველა დეტალს ვიხსენებ და ვწერ, ვწერ შენზე..

1 თვეა (ან უფრო მეტიც), გეჯავრები , არ ვიცი რატომ ან რისთვის, შესაძლოა მართალიც ხარ…

1 თვეა, პარალელურად მივდივართ, მაგრამ მაინც მჯერა, შენს სულს ერთხელაც გადავკვეთავ..

შენ ცრემლიანი შთაგონება ხარ ჩემი, – ჩემი გულის და კომპიუტერის ეკრანის ბინადარი. მოწყენილობის ხანს შენს სურათს ვხსნი, ხან ვაფერადებ, ხან ვამუქებ, ხან ვაღიავებ, ”ვკროპავ” და ასე უსასრულოდ, ისევე როგორც , მაშინ, იანვარში.

შენ ყველაზე დიდი სიგიჟე ხარ ჩემი, ჩემი ყველაზე დიდი ”ავადმყოფობა” ხარ.

107 დღის წინანდელივით, სიამოვნებით მოგიქცევდი მკლავებში, მოვუსმენდით ტომ ვეიტსს და ისევ გეტყოდი, ნოტრ–დამ–დე–ფლერის ფურცელზე მიწერილ ერთადერთ სიტყვას: ”მიყვარხარ!”

ახლა ვერც მეგობრების ნათქვამი მოარული ფრაზები მიშლის ხელს შენი მონატრება ინტენსიურად განვიცადო, ვერც – იმის გაცნობიერება, რომ ჩემში მფლობელის ინსტინქტი იღვიძებს.

”ადამიანები სურვილების წყალობით ვგრძნობთ თავს ცოცხალ არსებებად” – პარადოქსია, მე შენთან ყოფნის სურვილი მკლავს.
P.S. "http://www.youtube.com/watch?v=v1qxJPzjObI&list=PL11sTNNG03yPl8-3Phc_oTAH_3P8kkfl9"

Advertisements

2 thoughts on “უ–MISS-ობის ერთი თვე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s