მე და შენ – სიყვარული უმისამართოდ..

ვერ ვივიწყებ.. ტკივილი აუტანლად მებრძვის.. 

გნახე, უფრო სწორად, დაგინახე.. შენი თვალები აერიდნენ ჩემსას..

რაღაც საოცარი ვიგრძენი გუშინ, (ალბათ ამისთვისაც ღირდა ცხოვრება) – ჟრუანტელის დანახვა ვიგრძენი შენი დანახვისას. 

როგორი ტკბილი ხარ და ტკივილიანი.. ქედმაღლური, მე კი თავის დამამცირებელი უგუნოდ და უმისამართლოდ შეყვარებული იდიოტი..

დაგივიწყებდი –რომ შემეძლოს..

აღარ მეტკინებოდი– მაგრამ შენ ჩემი უახლესი ტკივილი ხარ..

აღარ მომენატრებოდი – შენი მონატრება რომ არ მაღვიძებდეს..

აღარ მოგწერდი – გაძლება რომ შემეძლოს უშენოდ..

შორიდან გაგონილი შენი ხმა, ალბათ ესმაკლდა ბოლო კვირებში.

უეცრად შემოიჭერი ჩემ ცხოვრებაში და უეცრადვე გადავწყვიტე წასვლა– არ ვიცი სად ან ვისთან..

ჩემი ტკბილი ნოემბერი იყავი და ცივი თებერვალი გახდი.. ჩემი მარტოსული გაზაფხული ხარ, მზემ რომ მიატოვა..

მშურს წვიმისაც, მშურს, შენ მხრებს თუ ულამაზეს თითებს რომ ეცემიან – მე რომ ასე გამინატრდა..

შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის –მე კი ყველაფრისგან დაცლილი, ცარიელი ადამიანი.. სიცარიელე გულსა თუ სულში– ყველგან, გარდა ტვინისა, რომელიც შენზე მოგონებებითაა დაკავებული..

მინდა ავკრძალო ყველა მოგონება, მაგრამ არ გამომდის, არ გამომდის შენზე ფიქრი ავუკრზალო ჩემ თავს, შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული გქვია..

წვიმს..უფრო სწორად youtube-ზე ჩართულ წვიმას ვუსმენ, ყველაფერზე შენ მახსენდები, წვიმაზეც.. იანვრის წვიმამ რომ დაგასველა და ჩემ მკლავებში რომ შეგიფარე და გაგათბე..

 

* * *

გეძახი –ჩუმად, უშენეგოდ,

გეძებ – ჩემში, სადღაც

გეფერები – სიზმრებში

მჭირდები – როგორც არასდროს…

 

მინდა, ბედნიერი იყო. არ მინდა გტანჯავდეს ფიქრი იმაზე,, რომ შენ გამო განვიცდი ტკივილს.. კაცმა რომ თქვას, არც არაფერია შენი ბრალი – არც არაგულწრფელობა, არც – ნაადრევად ნათქვამი ”მიყვარხარ”.. არ მინდა თავი იტანჯო ჩემ ტკივილზე ფიქრისას, ეს ურთიერთობის თუ ცხოვრების ბრალი უფროა, ვიდრე –შენი.

იცი რა ვგრძნობ? რომ ბედნიერი ვიყავი. ტკივილიც ბედნიერებას მოსდევს და ამას ახლავე უნდა შევაჩვიო თავი. შეუძლებელია, უბედურება გტკიოდეს ასე, ასე ადამიანებს მხოლოდ ბედნიერება და მისი დაკარგვა გვტკივა. 

მენატრები ტკივილის უკანასკნელ წერტილამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მენატრები, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ამ სიტყვის ყველაზე ტკივილიანი და ცრემლიანი გაგებით.. შენზე ვფიქრობ და ყველა მოგონებას და დეტალს ვეფერები – ხატვა, სიმღერა ან წერა რომ შემეძლოს, შედევრებს შევქმნიდი და შენ მოგიძღვნიდი.. მაგრამ მე უბრალო, მგრძნობიარე და სენზე უიმედოდ შეყვარებული სულელი ბიჭი ვარ!

 

P.S. უმისამართოდ მიყვარხარ!

Advertisements

10 thoughts on “მე და შენ – სიყვარული უმისამართოდ..

  1. “სულ ელი” თუ “სულელი” – არა მგონია, სიყვარულით სულელი დაიტანჯოს. სულელს არ ეყოფა იმდენი ვაჟკაცობა, რომ სიყვარულს თვალები გაუსწოროს. სულელს არ აქვს ტკივილის ატანის ძალა ის უბრალოდ სისულელეს ჩაიდენს და გააკეთებს იმას, რასაც ცხოვრების ბოლომდე ინანებს.
    ნაცნობი გრძნობაა-მეთქი ვერ ვიტყვი. თუმცა იმდენად კარგადაა გადმოცემული შენი გრძნობები, რომ ადვილად შეიძლება განიცადოს მკითხველმა.

    • არც ვიცი რა ვთქვა სხვა, ხანდახან მეც მიჭირს ეს ტკივილი ავიტანო და სისულელეებსაც ვშვრები..

      • ტკივილის გასამკვლავებლად, საუკეთესო გზა მისი გაზიარებაა, რასაც მშვენივრად ახერხებ. ყველაფერს აქვს გვერდითი მოვლენები, შენი ჩადენილი “სისულელეც” გვერდითი მოვლენაა და მეტი არაფერი, მთავარია სისტემატური ხასიათი არ მიიღოს 🙂

  2. ჯანდაბა, რა ცუდია :/ მასე ყოფნის მეშნია და ყველანაირად ვცდილობ არ შემიყვარდეს :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s