მაზოხისტური ფიქრები სიყვარულზე

”მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება” – ეს დღეები სულ ამ სიტყვებს ჩავაგონებ ჩემ თავს. არ მოვიტყუები თუ ვიტყვი, ამ ორ კვირიან ტანჯვაში ნეტარების მაგვარი ჯერ არაფერი მიპოვია.

გავცემდი 10 წლის სიცოცხლესაც, ოღონდ ახლა ჩემთან იყოს, მეტსაც გავცემდი ალბათ. ხმის ჩახლეჩამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მენატრება. მისი ხმის გაგონება მინდა, სიგიჟის ბოლო დონეზე, სიტყვა რომ ვერ ამოთქვამს, ისე მინდა მისი სიტყვა, მარტო ერთ სიტყვა გავიგო მისგან..

ძნელია, ახლა რაციონალურად ვამტკიცო რამე, ძნელია, მითუმეტეს მაშინ, როცა ხვდები, რომ ორი კირის წინ მიღებული ტკივილიანი შოკი დღემდე გრძელდება და მოკლების მაგიერ, პირიქით, იმატებს.

სუნთქვის შეკვამდე მინდა, მის თვალებს და ტუჩებს დავეწაფო ახლა, რომელთა მონატრებამ შესაძლოა ჭკუიდან გადამიყვანოს.

არც ვიცი რას ვგრძნობ. სასოწარკვეთას? ტკივილს? რამის იმედს? არ ვიცი! როგორც ხშირად, ახლაც გაორება მაქვს. მისი სიყვარული ერთადერთია, რის მიმართაც ერთგვარი, ცალსახა დამოკიდებულება მაქვს.

მენატრება მისი სუნთქვის ხმის გაგონება, მენატრება მისი თავი მკერდზე, მენატრება დრო, როცა შემეძლო ზურგით მივყრდნობოდი მას, ჩემს ერთადერთს და წარმოუდგენლად გამოუცნობ გულისსწორს.

ავკრძალავდი ყველა ოცნებას მასზე ოცნების გარდა, გადავკეტავდი ყველა შთაგონებას და მას დავტოვებდი ჩემს ერთდერთ შთაგონებად.

თვალები მეხუჭება, იმედია ამაღამაც არ დავარღვევ ორკვირიან ტრადიციას და დამესიზმრები, დამესიზმრები და მეტყვი, ჩემთვის ყველაზე ძვირფას სიტყვას.

ჩემს სულში ხარ, არ ვიცი წაიკითხავ ამას თუ არა, ზეადამიანური სიყვარულით მიყვარხარ, მაგრამ ამ სიყვარულს უკვე ცალმხრივი ჰქვია.

მე ახლა ამ სიყვარულით ვცოცხლობ, მე შთაგონებებით ვცხოვრობ, მიყვარხარ!

დიდია გრძნობა, რასაც შენდამი განვიცდი, შენ ჩემი მზის სხივი ხარ, დანახვის დროსაც რომ არ მესალმება. იმედია , ეს გრძელი ღამეც მალე გათენდება და მეც ისევ გავთბები მზის სხივებით.

Advertisements

8 thoughts on “მაზოხისტური ფიქრები სიყვარულზე

      • მთავარი გულწრფელობა ან გულწრფელობის ოსტატურად თამაშია (კომენტარის მეორე ნაწილი შენს პოსტს არ უკავშირდება 🙂 )

      • რეალურად არაა, მაგრამ ვერასდროს მიხვდები, ვიდრე არ შეწყვეტს თამაშს 😦 გულწრფელი მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან უნდა იყო, ითამაშო დანარჩენთან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s