სახარება ანდროსი

და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, გამოჩნდა სანდრო იგი, რომელ ჰრქუა ანდროსა მას, ნურარაი გეშინინ მოსლვად ფაკულტეტსა ამას სოც.პოლსა
ხოლო მოსლვაი ანდროსი ესრეთ იყო, ჰრქუა სანდრომან ნოდარს, რამეთუ დაეწერა განცხადება იგი გადადგომისა,
ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი პირითა წინაისწარმეტყუელებისაითა თქმული:
მოვიდა ანდრო და განიღვიძა ფაკულტეტმან ჩესტითა უწმიდესითა,
და შეკრიბნა ყოველნი პროფესორნი და სტუდენტნი ფაკულტეტისანი, ხარისხიანნი და უხარისხონი, და იკითხვიმდა მათგან: სადა უკუე კაბინეტად არს ანდრო?
ხოლო ვითარცა მოევლინა ფაკულტეტსა მას დეკანი იგი, მოვიდნენ სტუდენტნი და ლექტორნი ყოველი მხრით და თაყვანი სცეს მას
აჰა ვარსკვლავი, რომელი ვიხილეთ ჩვენ სამინისტროთგან, გაბრწყინდა ვარსკულავი ესე უნივერსიტეტისა თავსა ზედა,
და მოვიდა და დაეშენა ფაკულტეტსა ზედა, რომლის სახელი არს სოც.პოლ

მათ დღეთა შინა მოვიდა არჩევნები დეკანისანი,
მუნ განიხუნა შიში რეზომან, სცადა კანდიდატობა მის ფაკულტეტისა, რომლის დეკანნაცვალი ბრძანდებოდა წლებსა მას შინა,
ხოლო თამარა აყენებდა მას რეზოსა და ეტყოდა: შენ გიხმის მართვაი ჩემი, და შენ ჩემდა მოხუალა?
და ხმა იყო ზეცით მარიკასი და თქუა: ესე არს რეზო ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ.

მაშინ ანდრო აღმოიყვანა მეექვსეს ციტადელისგან გამოცდად საარჩევნოდ.
და იჩალიჩა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე დაიღალნა.
მოუხდა მას გამომცდელი იგი საბჭოსგან აკადემიურისაგან და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ კანდიდატი ფაკულტეტისაი, თქუ, რაითა ფურცელნი ესენი ხარისხად იქცნენ,
ხოლო ანდრომ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა ხარისხითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან მენეჯერისა.
ხოლო საბჭომან სტკიცა უარი , უჩინოსა მას, რამეთუ წარმოადგინა ბიუჯეტი იგი რეალური ჩომახიძესა თანა.

და განითქუა ამბავი მისი მთელ სოც.პოლსა ზედა,
შეიკრიბნენ პროფესორნი იგინი პროგრესულნი, რამეთუ ითხოვდნენ აღდგენასა მისსა კანდიდატად,
ხოლო თამრიკო, ლალი, და უფრორე ნანი, პროგრესულნი იგინი, იცავდნენ მას და იტყოდნენ:
ნეტარ იყვნენ დევნულნი დეკანობისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი მეექვსისა.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ რეგრესულნი იგინი, და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.

Advertisements

One thought on “სახარება ანდროსი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s