უნივერსიტეტელის დღიურები

24 ივნისი , 2012

ხვალ ისტ.პოლის გამოცდა მაქვს. დიდად არ ვნერვიულობ, კითხვები მოვა და ადვილად დავწერ. მეგობრებს ვეპატიჟები, ერთად ხვალინდელი გამოცდის მეცადინეობის მოტივით. მეცადინეობის გარდა ყველაფერს ვაკეთებთ. მე სამზარეულოში ‘ვტრიალებ’ , ღამის 11-ზე ვვახშმობთ, რადგან დაძინებას არცერთი ვაპირებთ. რაღაცას გადავხედე, თარიღებს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს სკოლიდან გამოყოლილი ისტორიის ცოდნის. ხვალ გამოცდა არ უნდა გამიჭირდეს. 

02:00-ზე ”ალადიკების” ცხობას ვიწყებ. გიორგი დიეტობს, მე და დათო კი გემრიელად შევექცევით ცხელ ბლინებს ნუსასთან ერთად. აშკარად ზედმეტი მოგვივიდა, ნუ მე – განსაკუთრებით. გამოციდს გარდა ყველაფერზე ვლაპარაკობთ, სიყვარულზე, სულზე და სხეულზე, უნივერსიტეტზე, სექსზე, აგნოსტიციზმზე და რაზე აღარ. დრო გაგვყავს, მეცადინეობის დაწყება არ გვინდა. 4 საათზე სინდისმა გვძლია და კითხვას შევუდექით. მალე მე და გიორგის ჩაგვეძინა, თუ იმას ძილი ერქვა, მარტო დათო აგრძელებს კითხვას. ძლის წინ გიომ პინკ ფლოიდის ლაივი ჩართო და ხმამაღლა ვუსმენთ. მეზობლებმა 4-ჯერ მოაკაკუნეს. 

 

25 ივნისი, 2012

საოცარი დღე იყო, ცუდი გაგებით საოცარი. 

ჯერ იყო დილით თავი ძლივს ავწიე, 1 საათსაც არ გვეძნა, ყურში მუსიკა და მეზობლების კაკუნის ხმა ჩამესმის. ავტობუსს გავყევით, მაგრამ რომ არ დაგვგვიანებოდა, ჩამოვედით და ტაქსით გავწიეთ დიადი მაღლივისკენ. თურმე ტყუილად, რადგან კიდევ დიდხანს გვალოდინეს ბიბლიოთეკის კიბეებზე, ტვინის ადუღებას ცოტა დააკლდა. უზარმაზარი რიგია, წინა დღეს სექტორების განთავსება არ დადებულა და ყველას საკუთარი სექტორი და რიგი აინტერესებს. ვიღაცას რიგში გადავუსწარი, თუ რიგი ერქვა იმ უზარმაზარ წრეს კომპიუტერიანი დეიდას გარშემო. გემრიელად მოვკალათდი სკამზე და ამასობაში არაბთა გაერთიანებული საემიროების მიწების სახელებს ვიმეორებ და ვიზეპირებ. საგამოცდო ბილეთის მოტანა და ღიმილი შემეყინა სახეზე. 40 კითხვის მაგიერ 8 თემა მოვიდა დასაწერი. დამკვირვებლები დაგვცინიან, 35-მა კაცმა დავტოვეთ გამოცდა და გადაბარებაზე ვაპირებთ გასვლას. პროტესტის გრძნობა გვიჩნდება, კითხვები, რომლებიც 3 წელია ტრიალებდა, თემებით შეიცვალა, თან ისე, სტილის ცვლილებაზე არავის გავუფრთხილებივართ. ფბ-ზე მიმართულების ჯგუფში ”მე მაინც ❤ ისტ.პოლი”-ს ვწერთ ყველანი, ერთგავრი ფლეშმობი გამოვიდა. მერე ყველაფერი გაირკვა, ვიღაც კურსელმა წინასწარნაცნობი კითხვები ლექტორს გაუგზავნა და საკითხებიც შეიცვალა. ყველანი იმ”იუდას” ძებნას ვიწყებთ.

თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მგონია.

 

26 ივნისი, 2012

დილით ლექტორს შევხვდით. შევთანხმდით, თემები წინასწარ გვეცოდინება საგამოცდოდ, რომ უკეთ მოვემზადოთ.  ოდნავ დავმშვიდდით. 25 ივლისს ველოდებით, გადაბარებისთვის. მერე სახლში ვისვენებ, სამართლის გამოცდას ვწერ შაბათს, მანამდე არფერი მაქვს.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

27 ივნისი, 2012

სამი დღეა თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მგონია. ღამის 22:45-ზე სამართლის ერთ-ერთმა ლექტორმა მოიწერა, რომ გამოცდაზე ხვალ უნდა მივიდეთ ყველანი და შაბათს მხოლოდ ისინი დაწერენ, რომლებსაც ხვალ გამოცდა აქვთ იმავე დროს. უმეტესობამ დროის სიმცირის გამო ვთხოვეთ გამოცდის გადადება, თუმცა  პასუხი 3 დღის დაგვიანებით, უარყოფითი მოგვივიდა, გამოცდამდე 9 საათით ადრე. 

ყველანი აღშფოთებულები, ევროკავშირის ლიდერებივით, ვბჭობთ რა ვქნათ. ისე რომ არა ფბ, მაგასაც ვერ გავიგებდი, რადგან საერთო მეილზე მე არ შევდივარ და საიდან უნდა გამეგო? მერე იქვე ჩემი ჯგუფელის კომენტარებს ვკითხულობ, როგორ უყვირა ლექტორის ქმარმა , იმის გამო, რომ ღამის პირველზე დავურეკეთ . მოკლედ, ოჯახური მყუდროება დავურღვიეთ სამართლის ლექტორს. წასვლას არ ვაპირებ ხვალ. ვნახოთ დილით რას გადავწყვეტ.

 

28 ივნისი, 2012 , ხუთშაბათი

უთენია გავიღვიძე, დილას სამართლის გამოცდაზე მივდივარ, ოღონდ დაწერას არ ვაპირებ. 9 კაცამდე შევიკრიბეთ და დაწერას სოლიდარულობისდა გამო, არავინ ვწერთ. მოკლედ, კომუნიკაციის პრობლემა გადავჭერით და მიხარია. გამოცდას შაბათს დავწერთ ყველანი. გამორიცხულია 9 საათში მომესწრო ალექსიძის წიგნის დამუშავება. დრო და ჟამის შესაფერად მილიონჯერ დასახიჩრებულ წიგნს თავს და ბოლოს მარტო მე კი არა, ბევრი ვერ ადგამს. სე მაგ წიგნის კითხვისას თავი საბჭოთა სტუდენტი მგონია, გაქსუებულ ბურჟუებზე და კოლონიზატორ დასავლეთელებზე გაბრაზებული და მგონია, რომ საცაა ”ვესტნიკი” ან ”ვრემია” უნდა დაიწყოს, ეგაა მხოლოდ, რომ ტელევიზორი არ მაქვს. გული არ გავიტეხე და ბრეჟნევის დაკრძალვას ვუყურე youtube-ზე. რაღა დაგიმალოთ და ბევრი ვიხალისე.

 

პარასკევი, 29 ივნისი.

ხვალ სამართლის გამოცდაა. ყველაფერი გადავიკითხე, იმედი მაქვს ადვილად დავწერ, თან წინა კურსელებისგან ვიცი, შენი საკუთარი მოსაზრებები უფრო აინტერესებთ ლექტორებს, ვიდრე – ფაქტების ზუთხვაო. ხვალ ახალი დღე გათენდება და მეორე გამოცდასაც მოვიშორებ.

 

30 ივნისი, შაბათი.

ასე ჯერ გამოცდა არ მიწერია, ჩემი მრავალჭირნახული მარჯვენა ხელი უაზროდ მიკანკალებდა გამოცდის წერისას. ლექტორმა ყველანი დაგვლანძღა, არასაპატიო მიზეზით მოთრეულები გვეძახა და ამის გასაპროტესტებლად შეპასუხებულ სტუდენტს უკმეხად მიმართა. მოკლედ, ასე გაცოფებული არავინ მინახავს. ”თქვენზე არცერთი გრამი პროფესიონალიზმი არ უნდა იხარჯებოდეს, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებასავით მოგეწოდებათო ჩვენი მხრიდანო” განგვიცხადა ჩვენმა სამართალმცოდნე ლექტორმა. ზოგადად ადამიანის უფლებათა დამცველები და სამართალმცოდნეები მგონი ყველაზე ხშირად არღვევენ სხვების უფლებებს, ნუ მე ასე მგონია და ვიცი, ვცდები. გამოცდიდა მე და რამდენიმემ გამოსვლა დავაპირეთ, მხარი ბევრმა არ აგვიბა, თან არც მინდოდა სხვების საქმე გაფუჭებულიყო, მაინც ქულები უწყვეტს ხალხს ყველაფერს, თორემ მე ჯანდაბას, ერთი საგანი ვის არ შეტენვია. სამაგიეროდ, ერთი პოზიტივი, ეს ლექტორი აწი ჩემ მიმართულებაზე არ იქნება და მიხარია. ჯგუფელების ნაწილი გამოცდის ქულის დადებას ელოდება, რომ მერე გასცენ საკადრისი პასუხი ჩვენ ტაქტიან ლექტორს 🙂

 

1 ივლისი , 2012

გენდერის შეფასებები დაიდო და აქტიურობის ქულებით შეშფოთებული ვარ. 1-ის მაგივრად 3 საათი ვესწრებოდი ლექცია-სემინარებს მიბმულად , როგორც იტყვიან, ენას არ ვაჩერებდი, მარა რა ხეირი? ლექტორს მეილზეც მივწერე, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ბედს შევურიგდი, თან ქულათმხვეჭავი არ ვარ და ალბათ მაგიტომ დიდხანს არ მიჯავრია მაგაზე.

 

4 ივლისი, 2012

გენდერის გამოცდა. მგონი ნორმალურად დავწერე. ოთახში სკამებზე და მერხებზე მეტი სტუდენტები ვიყავით და ძლივს დავეტიეთ. ტრადიციულად, ლამის მთელი გამოგენდერაღშფოთებული საზოგადოება იწერდა. მე საბედნიეროდ ადვილი საკითხები შემხვდა. მხოლოდ პროცენტებს გადავხედე ერთ-ერთ სტატიაში, ეგ იყო და ეგ. Imageგამოცდიდან გამოსულმა ბიოლის ფონდში წავედი. ფეხით გმირთა მოედნამდე ჩავედი. თავსხმა წვიმაში ძალიან გავილუმპე. Imageძლივს მოღწეულმა ავტობუსმა ძლივს ააღწია ვაჟამდე. საბედნიეროდ გადაიღო და მშვიდობით მივედი ბიოლში. მანდ ასვლამდე ჯგუფელმა სალომემ დამპატიჟა, ამიტომ ადრე გამოვედი დისკუსიიდან, ყაზბეგამდე ფეხითჩამოვედი, მეორეჯერ გავილუმპე და მესამეჯერ ”აჭარიდან” დოლიძემდე ასვლისას გავსველდი. მეგობრის ბინის კორპუსზე დიდ მემორიალურ დაფაზე გამოჭიმულია წარწერა  ”ამ სახლში ცხოვრობდა, პოეტი, მწერალი, პროფესორი , მხედირონის მეთაური და საზოგადო მოღვაწე, ჯაბა იოსელიანი”. ამაზე გადავბჟირდი. სახლში გვიან მოვედი, შუქი არ დამხვდა. წყლის ფულის გადახდა დამავიწყდა, მანამდე ორ ”ფეიბოქსზე” ვცადე და რომ არ მუშაობდა, თავი მივანებე და გადადებული საქმე ეშმაკისააო, ხომ იცით? 

 

7 ივლისი, შაბათი

დილით ინგლისურის გამოცდა დავწერე. უადვლესი კითხვები იყო, მალევე დავწერე. მერე სადმე გასეირნებას ვაპირებდით, ამიტომ მეგობრებისთვის უნდა მომეცადა. მანამდე დროის გასაყვანად პირველ კორპუსში გადავედი. მოგვიანებით წყნეთში ავედით , ბავშვობა გავიხსენეთ , საქანელები, კარუსელები… რაღაცები ვითამაშეთ . Image

 

8 ივლისი, 2012

გუდიაშვილზე ჩავედი, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იყო. 2 წიგნი ვიყიდე ფრანგულად, იმ იმედით, რომ 2 წელიწადში თავისუფლად წავიკითხავ. თან ბინის მოსაძებნად გავედი და რაღაც ვიპოვე და კმაყოფილმა თავს დასვენების უფლება მივეცი.

 

10 ივლისი, 2012

განსაკუთრებული არაააფერი ხდება, ველოდები საგამოცდო ქულებს, უფრორე სამართლის მაინტერესებს.

 

11 ივლისი , 2012

 

ველოდები სამართლის ქულებს. საღამოს მეგობრებს ვპატიჟებ, სალათას ვამზადებ, ბლინებს ვაცხობ და ჩემ კულინარიულ შესაძლებლობებს ”ვამარიაჟებ” 😀Image

 

12 ივლისი, 2012

ველოდები სამართლის საგამოცდო და წინასაგამოცდო ქულებს. 

 

Advertisements

One thought on “უნივერსიტეტელის დღიურები

  1. როგორ მაინტერესებს რა მიიღე სამართალში. გაღირსათ ლექტორმა ქულები?
    საძაგელი “იუდა” კარგი კიდე ჩემს დროს არ გამოჩნდა ესეთი “კეთილსინდისიერი”, თორემ ხომ შემეტენებოდა ისტ.პოლი.
    ოდესმე მოგვარდება თსუ-ში სიტუაცია, ალბათ ჩემი სტუდენტობისას არა.
    ერთი კია, აწ უკვე მესამე კურსელების ჯგუფი გარდა იმისა, რომ უფრო ნიჭიერები და ბეჯითები არიან, ვიდრე დანარჩენი წინამორბედი და შემდგომი, ამავდროულად უკომპრომისოები ხართ და კლასიკური რეალიზმის პრინციპებით ებრძვით ლექტორებს 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s