ერთადერთი ნახატი ჩემ უძვირფასეს კოლექციაში.

ის სიმღერაა. ყველაზე ტკბილი. ყოველდღე ვუსმენ. არაფერი ისე არ მსიამოვნებს, როგორც ძილის წინ მოსმენა მისი. არასდროს მბეზრდება ვუსმინო. მამშვიდებს. ხანდახან მაწყნარებს კიდეც. სულ მინდა ვუსმენდე. ყველაზე მაგარი მელოდია. მოკლედ, მე ვგიჟდები მასზე.

 

ის ნახატია. ძვირფასი და განუმეორებელი. ჩემ კოლექციაში ერთადერთი ნახატი. მანამდეც ვცდილობდი კოლექციონერობას. მერე მივხვდი, ეს ერთი ეყოფოდა მთელ კოლექციას. შეუფასებელია ჩემთვის. ალბათ სხვებისთვისაც.

 

ის წიგნია. სულ ვკითხულობ ხოლმე. რატომ სულ? რამდენჯერაც წავიკითხავ, ყოველთვის აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე. ჰოდა ხარბად ვეწაფები. არ მენანება თუნდაც თვეები დავკარგო მისთვის. სულ მინდა თან ვატარო, ხანდახან არ გამომდის.

 

ის ქანდაკებაა. ყველაზე ლამაზი ქანდაკება რაც მინახავს. საოცარი ნაკვთები. თვალებში თითქოს ეშმაკუნები დაურბიან. 

ის მზეა. მე იგი მათბობს, ამიტომაც არ მემეტება დავთმო. ჰო, გზასაც მინათებს ხოლმე.

ის ჩემი საყვარელი სიმღერაა, ის შეუფასებელი ნახატია ჩემი, ის წიგნია, ხარბად რომ ვეწაფები. მზეა, რომელიც დასათმობად არასდროს მემეტება. ის ერთადერთი ნახატია ჩემ უძვირფასეს კოლექციაში. ის ჩემი სიყვარულია და მე ვგიჟდები მასზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s