როგორ აქციეს უნივერსიტეტი ანგარიშსწორების ადგილად, როგორ ჩუმად ვართ ჩვენ…

უნივერსიტეტზე ილუზიები მაშინ გამიქარწყლდა, როცა შარშან აპრილში, ჩემი თხოვნით თარგმნეს პრეზენტაციაზე წამოსულ მეგობარს სცემეს, მერე ეს ამბავი კარგად დაგეგმილ პროვოკაციად მონათლეს და არც არაფერი გამოიძიეს. მაშინ გამოუძიებლობა კამერების არარსებობას დაბრალდა და ეს ამბავი მარტივად, უმტკივნეულოდ გადაყლაპა მთელმა უნივერსიტეტმა, რექტორიან-ლექტორიან- სტუდენტებიანად. თაფლობისთვე თვითმმართველობას არც ისე დიდხანს გაუგრძელდა, 4 თვის წინ ავადსახსენებელი მესამე კორპუსის ეზოში ისევ გაუსწორდნენ სტუდენტებს. მეორე დღეს მოვაწყვეთ აქცია, ვიყვირეთ, ვიკივლეთ, მერე რექტორი გამოვიდა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი დაპირებები გააკეთა. თუმცა აქამდე არც დამნაშავეები გვინახავს დასჯილი და არც სანდრო კვიტაშვილი თანამდებობიდან გადამდგარი. 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დღესაც , უკვე მერამდენედ არავინ იცის, ბექა გაბადაძეს კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. არც მეტი, არც ნაკლები, პირველი კორპუსის დერეფანში, უნივერსიტეტში, რომელიც ივანე ჯავახიშვილს განათლების და მეცნიერების კერად ესახებოდა. დღეს უნივერსიტეტი ტყუილში, უსამართლობასა და ”შავ გაგებაში” იხრჩობა. უნივერისტეტის პირველ კორპუსში, სადაც ბექა კანცელარიაში მიდიოდა, სასახელო საქმიანობაში არაერთხელ შემჩნეული პირები კვლავაც გაუსწორდნენ სტუდენტს. ცემის ამბავი ჟანა სირბილაძემ მაშინ შემატყობინა, როცა ფაკულტეტის თვითმმართველობის პირველ სხდომაზე ვიყავი. ჟანა საბედნიეროდ უნივერსიტეტში აღმოჩნდა მაშინ, როცა ბექას შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის გამოძახებაში სწორედ იგი დაეხმარა მას.. ალბათ იკითხავთ სად იყო დაცვა? ბექას მიმართვას დახმარებოდნენ, დაცვის თანამშრომელმა უპასუხა, რომ უნივერსიტეტში ღონისძება იმართებოდა და იქ უნდა წასულიყო. დღეს არათუ განათლების დაბალ ხარისხზე, არამედ იმაზეა საუბარი, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არა გვაქვს გარანტია ფიზიკური უსაფრთხოებისა. ეს ,რა თქმა უნდა, იმ სტუდენტებს, რომლებიც დეკორაციის ახალგაზრდები არ არიან და ჰალსტუხიანი სტუდენტების კატეგორიას არ განეკუთვნებიან. არც მე , ამ ბლოგის დაწერის შემდეგ, არ მაქვს გარანტია, რომ რომელიმე ლექციაზე ”თეთრ ტაძარში” შესულს არ გამისწორდებიან. მერე რა, ამას სტუდენტები ისევე ჩაყლაპავენ, როგორც რამდენიმე მსგავს შემთხვევას, თქვენ ხომ მორჩილებას მიგაჩვიეს. 

პატრულის თანამშრომელ ქალს, რომელსაც ბექა ჩემ თვალწინ უყვებოდა მომხდარს, ამაზე ირონიულად იცინებოდა. მე არ მესმის, რა უნდა პოლიციელად ადამიანს, როცა მას უბრალოდ ადამიანის , დაზარალებულის თანაგრძნობის უნარი აქვს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, როცა დაცვის უფროსები თუ პოლიციელები, კაცმა არ იცის სად რეკავდნენ, ვის რას უთანხმებდნენ, მათ შორის ადმინისტრაციის ‘ მაღალ’ თანამშრომლებს თუ თვითმმართველობის მარადმწვანე შეფებს. დაცვის წევრები, ადმინისტრაციის უფროსი და თვითმმართველები, ერთად ხალისობდნენ ვიდეოზე, რომელზეც (სხვათა შორის ამ ამბის ”გმირებმა”, ბექას თქმით, ტელეფონით გადაიღეს გინების ვიდეო) მომხდარი ამბის მონაკვეთი მაინც იყო გადაღებული. 

ასეა თუ ისე, დღევანდელი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირველი კორპუსის კამერებზეა აღბეჭდილი, თუ , რა თქმა უნდა, უკვე არ წაუშლიათ. 

მე არ ვიცი რა უნდა მოვთხოვო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც მოძალადეებთან არიან შეკრულნი, მაშინ როდესაც პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორი, თავის სტუდენტს საჯარო შეხვედრის დროს ”ძველი ბიჭის” ტონით მიმართავს. თუნდაც უკანასკნელი პროვოკატორი გელაპარაკებოდეს, რექტორმა თავს არ უნდა მისცეს უფლება, აგდებული ტონით ელაპარაკოს სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლა თავისი ცოდნით დაიმსახურა. თუ გაქვს უკმაყოფილება არსებული პრობლემების, უსამართლობის მიმართ, ”მაიმუნი”, ”პროვოკატორი” ან ”ოროსანი” ხარ. ” თუ არ მოგწონს , წადი” არის რექტორის სტრატეგია. გავიხსენებ მის სიტყვებს ბექას მიმართ  13 ივნისის შეხვედრაზე:  ” შენ ხომ გიყვარს გიგი თევზაძე და 15 წთ მასთან შეხვედრას ნატრობ, ხოდა წადი, მაგრამ ისეთი GPA გაქვს, არავინ მიგიღებს”.  ბატონო სანდრო, სამწუხაროდ ნახევარი უნივერსიტეტი გყავთ გასაყრელი თუ GPA-ზე საუბრობთ. 

ბ-ნ რექტორს, ლიბერალში გამოქვეყნებული სტატიები და მსგავსი ბლოგები მიაჩნია უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობად, მე კი უნივერსიტეტის დისკრედიტაცია ის განცხადებები მგონია, რომლებშიც რექტორი ”წადის” მეტს არაფერს ეუბნება სტუდენტებს, ხოლო პრორექტორი უკმაყოფილო სტუდენტს კამერების წინ მაიმუნს უწოდებს. ეგეც არ იყოს, არავის გაუხარდება ისწავლოს უნივერსიტეტში, სადაც დღისით, მზისით სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. 

სტუდენტებო, ვიცი ბევრს მარტივად, ფეხებზე გკიდიათ ეს ამბები, ახლა საგამოცდო ქულები უფრო გაღელვებთ, ვიდრე უსამართლობა, თქვენ ხომ ასე მიგაჩვიეს ძალადობას. თქვენ ხომ კარიერა ყველანაირ ფასეულობაზე მაღლა გიდგათ, მაგრამ საუბედუროდ იმდენად განათლების დეფიციტს განიცდით, არცერთი დამსაქმებელი დაგასაქმებთ. ნორმალურ დამსაქმებლებს ვგულისხმობ და არა ვაზელინების მაძიებლებს. თქვენ ხომ ასე ძაან გიყვართ, როცა თავს უხრით ყველაფერს. მთავარია ანაკლიის პლაჟები იყვნენ კარგად. მერე ვინღა წავა GIFSU-ზე და უცხოელებს ვინღა გააცნობს, როგორ ”გვიცავს” სტუდენტური თვითმმართველობა. მერე ვისღა დაეძინება აღთქმულ თანამდებობებსა და სკამებზე ტკბილი ძილით? ვინღა ივლის ჩვენი ფულებით საზღვარგერეთულ ვოიაჟებში? 

უნივერსიტეტში ელიტიზმი, აპართეიდი სუფევს. მონური ერთგულება უმაღლეს ფასეულობადაა ქცეული, თქვენს დიდი ნაწილს კი უნივერსიტეტი არა სამოქალაქო საზოგადოების ავანგარდად, არამედ ახალი ტანსაცმლის გამოსამზეურებელ ადგილად მიგაჩნიათ. 

Advertisements

3 thoughts on “როგორ აქციეს უნივერსიტეტი ანგარიშსწორების ადგილად, როგორ ჩუმად ვართ ჩვენ…

  1. ეჰ.. ვსახოთ რექტორთან ერთად პრობლემების მოგვარების გზები. ვიმსჯელოთ და წამოვაყენოთ ახალი იდეები.. უნივერსიტეტი თავის მრავალჟამიერს მღერის, აქ სტუდენტები ყველას ფეხზე ჰკიდია

  2. ,,სტუდენტებო, ვიცი ბევრს მარტივად, ფეხებზე გკიდიათ ეს ამბები, ახლა საგამოცდო ქულები უფრო გაღელვებთ, ვიდრე უსამართლობა, თქვენ ხომ ასე მიგაჩვიეს ძალადობას. ” << გულწრფელად ვამბობ, გული დამეწვა ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ როცა ასეთი პოსტის ბოლოს უიმედობის ნაპერწკალი ჩნდება იმის გამო, რომ ბევრს ფეხებზე ჰკიდია უნივერსიტეტი, არაფერს გვარგებს ჩვენ- ვისაც არ გვკიდია.. და კიდევ ერთი, ვისაც გამოცდის ქულები და GPA უფრო მეტად ადარდებს, უნივერსიტეტზე ზრუნვას კი არა, ამ პოსტის კითხვასაც არ დაიწყებს, სამწუხაროდ… თვითონ პოსტი ძალიან მომეწონა ! კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელია ისედაც გამოღვიძებულთათვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s