ახლა, როგორც მაშინ..

როგორც მაშინ, ზამთრისძალს, ახლაც ცივი ქარი ქრის გამაყრუებლად. როგორც მაშინ, მე ახლაც შენზე ვფიქრობ და ჩვენს შორის მოციმციმე კომპიუტერის დესკტოპია აღმართული. 

ახლაც, საყვარელ მელოდიას ვუსმენ , როგორც მაშინ, როცა ოცნება შენზე ჯერ კიდევ აუხდენელ და მიუღწეველ რამედ მესახებოდა. 

ახლაც , მე ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ, პირველ დღეს.

ახლაც, მე ვგრძნობ შენ სუნთქვას ჩემ მკერდზე.

ახლაც, მინდა ისე მოვიმწყვდიო ხელში შენი ხელისგული, როგორც მაშინ, პირველ დღეს. 

ახლაც, როგორც 7 თვის უკან, ყოველთვის ირევა ამინდი, როცა შენ გხედავ. ჰო, ჰო მართლა.

ახლა, როგორც მაშინ, მე ვწერ შენზე, თუმცა დიდი ხანია, რაც ჩაგეხუტე.

ახლაც, შენი თვალები, მწვანე და ღრმა, მარტივად ვთქვა, მაგიჟებენ.

ახლაც, ყურებში შენი სუნთქვა ჩამესმის.

ახლაც, შენზე ფიქრში მეკიდება თვალზე ძილი.

ახლაც, მე ვწერ შენზე, როგორც ნოემბრის ცივ დღეებში. მას მერე, იყავი და ხარ შენ და მე სურვილი დავკარგე, ბევრი დრო გამეტარებინა ვორდპრესის მარადცვალებად საიტზე.

ახლაც, როგორ მაშინ და აწი მუდამ, მე გეტყვი : ”I’m your man” , გიმღერებდი კიდეც კოენივით, რომ შემეძლოს.

ახლაც, როგორც მაშინ, ამ ყველაფერს მე ვწერ მხოლოდ შენთვის. 

ახლაც, როგორც მაშინ, გავმეათასდები : ”მე შენ მიყვარხარ! სიგიჟემდე, არანორმალურად მიყვარხარ!”

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s