მომავალი კანონპროექტი ”ცოლ-ქმრულ ურთიერთობათა შესახებ” .

დღევანდელი ქადაგების შემდეგ, რომელშიც პატრიარქმა ცხადად და დამაჯერებლად ისაუბრა ქალის მიერ მამაკაცისთვის მორჩილების აუცილებლობებზე, საქართველოს პარლამენტში სამშობლოს ბედზე და ბედკრული ივერიის ქრისტეს ეკლესიაზე დადარდიანებული გ.თ.-ის პარტია ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, ”კანონი ცოლ-ქმრული ურთიერთობების შესახებ.” კანონში აღნიშნულია, რომ:

მუხლი 1:

ცოლის მიერ ქმრის პატივისცემა

 

1) ცოლი ვალდებულია პატივი სცეს ქმარს, ემსახუროს მარს ჭირსა და ლხინში, სიცივესა და სიცხეში, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ.

2) ცოლი ვალდებულია, სახლიდან დაბრუნებულ ქმარს ნახევარი საათის ვადაში გახადოს ნასკები, გაუცხელოს წყალი და დაბანოს ფეხები.

3) ცოლს ეკისრება ქმრისთვის საჭმლის გამზადებული დახვედრება, გაღიმებულად ვახშმის შეთავაზება და მაღალი ტემპერატურის პირობებში, ქმრისთვის მარაოთი დაფრიალება. 

 

მუხლი 2

ქმრისთვის გარკვეულ საჭიროებათა და სურვილთა შესრულების შესახებ

 

1) ცოლი ვალდებულია ქმრის მიერ ფეხბურთის ყურებისას ხელი არ შეუშალოს ქმარს და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მას პულტი, ან მიუტანოს ქმარს მაცივრიდან სახელდახელოდ ჩაციებული ლუდი .

2) ქმრის მიერ ბანაობის დაპირების შემთხვევაში წყლის გაცხელება და ატმორის ჩართვა ევალება ცოლს.

3) ცოლი ვალდებულია ქმრის სურვილის შემთხვევაში გაუჩინოს კაცს გვარის გამგრძელებელი , საიდანაც უნდა.

4) ცოლი ვალდებულია შთააგონოს შვილებსაც, რომ ერთად თავი შესწირონ მის ქმარს.

 

მუხლი 3

 

განსაუთრებულ შენიშვნათა შესახებ

1) ცოლს ეკრძალება შიშველი ბანაობა

2) ცოლს ეკრძალება ნალექიანი ყავის დალევა ქმრის დაუკითხავად.

3) ცოლმა უნდა უზრუნველყოს შვილების სარწმუნოებრივ-პატრიოტული აღზრდა.

 

ესაა კანონპროექტის ნაწილი, რომელიც იბერიელს ხელთ ჩაუვარდა. კანონის მისაღებად საჭიროა ხმათა უბრალო უმრავლესობის მოპოვება. როგორც გ.თ-ის პარტიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტზე მუშაობისას ისინი აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან და და სხვა ზნეობაზე დადარდიანებულ სამოქალაქო ჯგუფებთან.

 

 

Advertisements

11 thoughts on “მომავალი კანონპროექტი ”ცოლ-ქმრულ ურთიერთობათა შესახებ” .

  1. 1) ცოლი ვალდებულია ქმრის მიერ ფეხბურთის ყურებისას ხელი არ შეუშალოს ქმარს და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მას პულტი, ან მიუტანოს ქმარს მაცივრიდან სახელდახელოდ ჩაციებული ლუდი .-chem shemtxvevashi es unda moxdes piriqit 😀 nu momavalshi 😀

  2. დღეს გავიგე ეს “რიაღაც” და გაკვირცვიფრებული დიავრჩი :დ მარა მაინც მგონია რომ ქმარი ლუდს არ მოატანინებს ცოლს, ლუდი ისეთი ამაღლებულია ქალის ხელი არ უნდა შეეხოს :დდ

  3. არა, რა! მორჩა! ახლა საეთოდაც აღარ გათხოვენიან ქალები და მერე იძახოს ეკლესიამ, ამდენი მამათმავალი მომრავლდა და სოდომური ცოდვა ცეცხლს უნდა მიეცესო :დ

  4. არა, რა! მორჩა! ახლა საეთოდაც აღარ გათხოვდებიან ქალები და მერე იძახოს ეკლესიამ, ამდენი მამათმავალი მომრავლდა და სოდომური ცოდვა ცეცხლს უნდა მიეცესო :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s