”ჰომოსექსუალობის პროპაგანდა”, ქართული ტელევიზიები და ახმაურებული პირწიგნაკი…

2 დღეა ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი ფეისბუკში განსაკუთრებულ მოდად იქცა. ლაპარაკობს ვისაც არ ეზარება, დიდი, პატარა, ქალი , კაცი, ჰომოფობი თუ ჰომოსექსუალი,მოკლედ ყველა, ვისაც გაუხარდება. შალვა რამიშვილის პოსტმა უცებ მეც შეცდომაში შემიყვანა, თუმცა თავიდანვე ამ პოსტზე მეტად იმ ადამიანების რეაქცია იყო საინტერესო, რომლებიც პასუხს სცემდნენ შალვას კითხვას. დღესაც, როცა რამდენიმე ბლოგს გავეცანი ამ თემაზე, ერის ზნეობაზე მოფიქრალნი , ჰუმანურობაზე რომ თავს დებენ, ამბობენ, დასჯა არა, მაგრამ ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” არ უნდა ხდებოდესო.

ვფიქრობ ახალს ვერაფერს ვიტყვი, არც იმაზე უფრო კომპეტენტურს, რაც უკვე უთქვამთ, მაგრამ მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ვითომ ჰუმანურ, სინამდვილეში ჰომოფობთა მასას.

მიმაჩნია და ამას დაკვირვებული თვალიც ადვილად შეატყობს, ქართულ ტელესივრცეში და ბეჭდური გამოცემების საგრძნობ ნაწილში, არათუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, არამედ ჰომოფობიის და სიძულვილის ენის გავრცელება ხდება. ნამდვილად მისასალმებელი იქნებოდა, თუ მაგალითად იმავე ჰომოსექსუალობაზე საზოგადოებას ქართული ტელეარხები სწორ და მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციას მიაწვდიდნენ და არა ”ყვითელ” ბოდვებს , რომლებიც ხალხში უფრო მეტ სიძულვილს და ჰომოფობიას ბადებს, რაც ბუნებრივია მძიმედ აისახება ლგბტ თემზე და არამხოლოდ. მახსოვს ერთი ვაი-ჟურნალისტის კითხვა რესპოდენტისადმი, ”არ გიფიქრია ნამდვილი მამაკაცი გამხდარიყავი?” , ან კიდევ: ”თუ გქონია სურვილი მოძღვართან მისულიყავი და გამოსწორების გზას დადგომოდი?” … ბუნებრივია, როცა ასეთი კითხვები ისმება, უბრალო მკითხველი თუ მაყურებელი შეცდომით, თუმცა მაინც ასკვნის, რომ ჰომოსექსუალობა ”გამოსწორებადია” და რომ გეი – არასრულფასოვანი მამაკაცი. არ ვიცი, მსგავსი ყვითელი გადაცემები ჰგონია საზოგადოების ნაწილს ჰომოსექსუალობის პროპაგანდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, ქართულ რეალობაში სიძულვილის პროპაგანდა უფრო მიმდინარეობს.

მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ თუნდაც ჩემი თანამოაზრეების ნაწილი, მზადაა ლამის ჩაქოლოს ყველა, ვისგანაც რაიმე ჰომოფობიურს მოისმენს. ბუნებრივია ჰომოფობია მიუღებელია, მაგრამ ჰომოფობ ინდივიდებთან ბრძოლა აგერიოს ჰომოფობიასთან ბრძოლაში, არანაკლებ მიუღებელიაჩემთვის. აქამდეც და ახლაც მჯერა, რომ ჰომოფობიის სათავე არა ცალკეულ ადამიანებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაშია. შესაბამისად კონკრეტულ ადამიანებს ამისდა გამო ბნელი ეძახო, არაა მიზანშეწონილი. უმჯობესია ჰომოფობს გააგებინო და აუხსნა, რომ სიძულვილი მისთვისვეა დამღუპველი, წინააღმდეგ შემთხვევაში ”ჰომოფობიასთან მებრძოლებიც” ასეთივე სიძულვილში ჩავარდებიან.

და მაინც, ვისურვებდი ჰომოსექსუალების დასჯა – არ დასჯასა და მსგავს აბსურდულ საკითხებზე მსჯელობის მაგივრად ჩვენი საზოგადოება უფრო ამაღლებულ თემებზე ფიქრით დაკავებულიყო და ამდენი დრო უაზრობებზე და ისედაც ცხად რამეებზე კამათში არ დაგვეკარგა.

Advertisements

8 thoughts on “”ჰომოსექსუალობის პროპაგანდა”, ქართული ტელევიზიები და ახმაურებული პირწიგნაკი…

  1. ზუსტად გადმოეცი ჩემი სათქმელი, მეც ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ, უბრალოდ, ხალხმა არ იცის რა არის პროპაგანდა ან სიძულვილის ენა, მოკლედ, ცნებები ერევათ ერთმანეთში და საკითხს არასწორად უდგებიან. რაც შეეხება ტელევიზიებს, თუნდაც ისეთ გადაცემებს, სადაც ვითომ ლოიალურად არიან განწყობილნი ლგბტ საზოგადოების მიმართ, იმ კუთხით სვამენ საკითხს, რომ მაყურებელში აყალიბებენ არასათანადო დამოკიდებულებას. მოძღვართან მიდი და გაოცებული ხმით: როგორ დადიხარ ქუჩებში, კომპლექსები არ გაწუხებს? თავის მოკვლა გიცდია? რას აკეთებ ამის გამოსასწორებლად და ა.შ. მარაზმი კითხვები, თითქოს რამე უცხო ცხოველი იყოს სტუდიში, ჰმ.

    • ჩვენთან ადამიანებს პირადი ცხოვრება არა აქვთ და ამიტომ სხვისაში იჩიჩქნებიან ხოლმე.

  2. “დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ იყო ქართველი სულაც არ ნიშნავს, იყო ევროპელი. ქართველობა სტატუსია, რომლის მიღებისთანავე, გალობას იწყებ. ეს თანდაყოლილი პროფესია წინაპრებისგან მოგვდევს. ეს ახალი განზომილებაა.” – ახლახან წავიკითხე ეს და მგონი ესეთ გამოვლინებებთან გვაქვს საქმე :დდ

    • ქართველობა რაღაც მადლია, რომელიც ყოველგვარ განსხვავებულს გამორიცხავს 😀

  3. ქართველობა არის სენი უკურნებელი, ვით ავი,
    როგორც ბადე შემოგეკვრის დაიხრჩვები, სად გვაქვს თავი…
    როცა ვითხოვთ საოცრებებს – ქალი უნდა იყოს “ქალი” –
    ჩავაქსოვთ ამ ერთ სიტყვაში ბორკილს ყმისთვის დასადარი.
    წეს-ჩვეულებებს ვუფრთხილდებით – მოსაპარად გვებრძვის სხვები?!
    რას ვგულისხმობთ, რატომ ვიცავთ არვინ უწყის, ვითარც მთები
    ბუმბერზი შემოეკვრის ქალაქს მტრისგან დასაცავად,
    ყველა ბრძენი, პატრიოტი, თუმცა გონით ყველა ავად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s