მე მრცხვენია!

დღეს 6 თებერვალია, ანუ სირცხვილის დღე. რამდენიმე დღის წინათ მორიგი ე.წ. თეგ-თამაში წამოიწყეს ბლოგერებმა. ვეცდები ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რისი მრცხვენია.

მე მრცხვენია, რომ ხშირად არ მაწუხებს სირცხვილის გრძნობა!
მე მრცხვენია, რომ პასიურ საზოგადოებაში ვცხოვრობ!
მე მრცხვენია, რომ მე თვითონ ვარ საზოგადოების პასიური წევრი!
მე მრცხვენია, რომ ვარ სულსწრაფი!
მე მრცხვენია, რომ ცილი დავწამე ადამიანებს!
მე მრცხვენია, რომ ბევრჯერ ვატკინე გული ადამიანებს, დედადან დაწყებული, ვიდრე ჩემთვის უმნიშვნელო არსებებამდე.
მე მრცხვენია, რომ ვერ ვიცავ მოყვასს!
მე მრცხვენია, რომ წიგნთან ჯდომის მაგიერ, უაზროდ პიირწიგნაკის ცისფერ გამოსახულებას მივჩერებოდი.
მე მრცხვენია, რომ ორ ზღაპარზე მეტის შინაარსი არ ვიცი და არ მახსოვს!
მე მრცხვენია, რომ კულტურულად მშიერია ჩემი ქვეყანა!
მე მრცხვენია, რომ შრომას ხშირად ვარჩიე უსაქმურობა!
მე მრცხვენია, რომ გულგრილი ვარ და ორი მოჩხუბარი ვერ შევარიგე!
მე მრცხვენია, რომ ბევრი არაფერი გამიკეთებია უკეთესი გამეხადა ჩემი უნივერსიტეტი!
მე მრცხვენია, რომ ვარ გაორებული და ამ დროს ერთისთვისაც ვერ ვარ ბოლომდე!
მე მრცხვენია, რომ ვარ კარიერისტი!
მე მრცხვენია, რომ ვერაფრით შევცვალე გარშემო ქსენოფობიური ადამიანები!
მე მრცხვენია, რომ სათანადოდ არ შევეცადე ისინი შემეცვალა!
მე მრცხვენია, რომ დავცინე!
მე მრცხვენია, რომ ‘გასამებული’ ვიყავი!
მე მრცხვენია, რომ ქუჩაში შოკოლადს ვჭამდი, როცა იქვე მჯდარ ადამიანს პური ენატრებოდა!
მე მრცხვენია, რომ ადვილად ვივიწყებ ადამიანებს, თუმცა ისინი ბოლომდე მახსოვს.
მე მრცხვენია, რომ მის გრძნობებს ვერ ვაფასებ!
მე მრცხვენია, რომ უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება!

მე შემრცხვა, როცა ეს პოსტი დავწერე, რაც ნიშნავს, რომ სირცხვილი ბოლომდე არ დამიკარგავს!

Advertisements

10 thoughts on “მე მრცხვენია!

  1. მეც ძალიან, ძალიან ბევრი რამის მრცხვენია. იმისიც, რომ აქ ვზივარ და იმისიც, რომ არაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ საკუთარ თავს ვუთხრა: გაპატიე, კიდევ კარგი გამოასწორე…

  2. ვა, კარგია, შენ პოსტში ნაკლებადაა საზოგადოებრივი ,,წუხილები” და, ძირითადად, საკუთარ სირცხვილზე წერ, მომეწონა 🙂

    • სირცხვილი უპირველესად იმის გამო, რა გავაკეთე ან ვერ გავაკეთე მე. საზოგადოების სირცხვილები საზოგადოებამვე უნდა გააცნობიეროს!

      • ჰო, რა თქმა უნდა, ვიცი, უბრალოდ, მსგავსი პოსტების ავტორების უმეტესობას საზოგადოების სირცხვილით რცხვენოდათ და 🙂

  3. “მე მრცხვენია, რომ ბევრჯერ ვატკინე გული ადამიანებს, დედადან დაწყებული, ვიდრე ჩემთვის უმნიშვნელო არსებებამდე.”- თუ უმნიშვნელოს თან არსებას უწოდებ, იმის შეგრძნება როგორღა გაქვს რომ გული ატკინე და ნანობ ან “უმნიშვნელო არსებას” რაღატომ უწოდებ? ცოტა დამაბნიე ხო იცი :დ

    • ის, რომ ვიღაცა ჩემთვის უმნიშვნელო არსებაა, არ ნიშნავს, რომ მისთვის გულის ტკენის უფლება მქონდა. ესაა და ეს.

  4. კარგიააა საკუთარი სირცხვილები თუ რაცაა ის,რომ დაწერე და არაა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზეე,რომელიც არც კი გეხებაა ^.^

    • ქვეყნის სირცხვილებიც მეხება ალბათ, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მაგრამ პირველ რიგში ჩემი ცუდის მრცხვენია.

  5. კარგია თუ გრცხვენიათ 🙂 მიხარია ,რომ სუფთა სინდისი მაქვს. ყველა უსირცხვილო,თუ სირცხვილის მქონე სინდისშეწუხებულს ვუსურვებ წარატებას გასინდისიერებაში. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s