კონფერენცია : ”ნაციონალიზმი და ეროვნული უსაფრთხოება”

დღეს სტუდენტური ორგანიზაციის ”ახალგაზრდული ხედვა -საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ”ნაციონალიზმი და ეროვნული უსაფრთხოება”. მონაწილეები წარმოდგენილი აბსტრაქტების საფუძველზე შეირჩა ჟიურის მიერ. კონფერენციაზე 10 თემა იყო წარმოდგენილი. მომხსენებლებმა 10–10 წუთი თავიანთ მოხსენებებს დაუთმეს, 10 წუთი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ შინაარსობრივი თემები განხილული იყო საინტერესო ჭრილში. ნაშრომები დაიწერა კოსოვოს და ინდოეთის სეცესიებზე, ”ეთნოკონფლიქტების გავლენაზე ეროვნულ უსაფრთხოებაზე”, მინი-ნაციონალიზმებზე თუ სხვ. ჩემი თემა შეეხებოდა ”ეროვნული უსაფრთხოების იდენტობის სუპრანაციონალიზაციას”, რომელიც ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა, თუმცა ერთის მხრივ რთულიც, თუ გავითვალისწინებთ საკვლევ საკითხს და ეროვნული უსაფრთხოების იდენტობის განსაზღვრის სირთულეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირზე, რომლის უსაფრთხოების იდენტობის შესწავლაც მეტად კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს.

ზოგადად ნაციონალიზმით ჩემი დაიტერესება 7 თვეს ითვლის. სწორედ ზაფხულში წავიკითხე სმითის ”ნაციონალური იდენტობა”, რამაც ნაციონალიზმის, როგორც მეცნიერების, ანა-ბანას მაზიარა. მას მერე იყო სალექციო კურსი ”ნაციონალიზმის ისტორია და თეორია” უნივერსიტეტში. ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება ძალზე საინტერესო ამოცანად მესახება და დღევანდელი გამარჯვებაც კონფერენციაზე სტიმულია მომავალი კვლევითი საქმიანობისკენ.

დღეს კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების მრავალეროვნებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რაოდენ კომპლექსურია ნაციონალიზმი და რამდენად ფართოა მისი კვლევის არეალი.

კონფერენციის მონაწილეთაგან რამდენიმესათვის ეს პირველი სერიოზული მცდელობა იყო ამ მხრივ, ჩემთვისაც, ეს პირველი სამეცნიერო კონფერენცია იყო, ამდენად ვფიქრობ, რომ პირველივე მცდელობაზე გამარჯვება ურიგო სტარტი არ უნდა იყოს.

გავმეორდები და ალბათ გავმეათასდები, თუმცა ამ გვერდზეც საორგანიზაციო ჯგუფს და კონფერენციის ყველა პარტნიორს გადავუხდი მადლობას, საინტერესო და გამოცდილების მომცემი ღონისძიებისათვის. კვლევის და ძიების გარეშე ვთვლი, რომ პროგრესი არ არსებობს, ამ მხრივაც კვლევების დეფიციტი აშკარად იგრნობა საქართველოში, ამიტომ ჩემს მეგობრებს, რომლებიც დღეს წარსდგნენ ჩემთან ერთად აუდიტორიის წინაშე, ვუსურვებ მოთმინებას და ნებისყოფას, (რა თქმა უნდა, წარმატებებს) მომავალი კვლევა-ძიების საქმეში, რადგანაც გააზრება იმისა, რაც ჩვენს გარშემოა, ძიება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, არის ნაბიჯი ამ პრობლემების გადაჭრისა და ახლებურად გააზრებისა.

ამ მხრივ ნამდვილად იმედისმომცემია თაობა, რომელსაც მე ვხედავ და რომელიც აღმოჩნდება იმ ცვლილებების ავანგარდში, რომლებიც უკეთეს საზოგადოებამდე მიგვიყვანს.

Advertisements

One thought on “კონფერენცია : ”ნაციონალიზმი და ეროვნული უსაფრთხოება”

  1. ოთიუს, ჩემი კვლევის ობიექტიც ნაციონალიზმია 🙂 და საინტერესოა, რომ დაემთხვა ჩვენი აზრები… ძალიან მიყვარს ეს თემა და სიამოვნებით ვიკვლევდი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s