ჩემეხუტე …

21 იანვარს ჩახუტების დღე თბილისშიც აღინიშნა. ორგანიზატორი ადო გახლდათ. ფილარმონიასთან 14:00 საათისთვის საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა შეიკრიბა. მოკლედ, ამაზე სხვაგანაც გაიგებდით, მე მხოლოდ ჩემი შეფასებებით შემოვიფარგლები.

ვფიქრობ , გუშინდელი დღე საკმაოდ თბილი და სასიამოვნო გამოვიდა. მგონი შევძელით ვიღაცები მაინც გაგვეხარებინა და გაგვემხიარულებინა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები გაცილებით დადებითად აღიქვამდნენ ამ ყველაფერს, ვიდრე – ახალგაზრდები. იყვნენ ისეთი გამვლელებიც, რომლებიც იმედებს უცრუებდნენ აქციის მონაწილეებს. ზოგიერთს კი სახეზე ეწერა ”ვაი ამათ პატრონს” გამომეტყველება 🙂

თბილი სიტყვებიც ბევრი ისმოდა, თუმცა გამვლელებმა მონაწილეების დაგესვლაზეც არ თქვეს უარი :  ” დღევანდელ გოგოებს ჩახუტება აკლიათ შვილო?”წადით და თქვენნაირებს ჩაეხუტეთ ” და ა.შ. ყველაზე დამამახსოვრებელი მაინც პუშკინის სკვერში ქალბატონის რეპლიკა დამამახსოვრდა , რომელიც ჩემ წინ მიმავალ ბიჭს მიაძახა :  ” ჩახუტებას ჯობია ის გაიგოთ ილია ჭავჭავაძე ვინ იყოო”, რაზეც მე და დეკემბერიუსმა ბევრი ვიცინეთ 🙂

უნდა ვთქვა ისიც, რა არ მომეწონა 🙂 რატომღაც ვიღაცას იდეა მოუვიდა გაეკეთებინა წარწერა ”FREE SEX” . სექსის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ აქციაზე ცოტა უადგილო იყო 🙂 სამწუხაროდ , აქციას დროზე ადრე გამოვაკლდი, თუმცა დღევანდელმა დღემ ბევრმა რამეში დამარწმუნა. საზოგადოების დიდ ნაწილს მართლა აქვს სიყვარულის, სითბოს დეფიციტი და ეს ნაწილი საზოგადოების, მცირერიცხოვანი ნამდვილად არაა. განსაკუთრებით ამას ახალგაზრდა თაობაზე ვიტყოდი. ჩვენ უსიყვარულო საზოგადოება გვაქვს. იმედია მოზარდი მერცხლები გაზაფხულს მოიყვანენ, ვინ იცის 🙂

მანამდე კი ეს ფოტოები თქვენ:   (მადლობა ამისთვის გურამ მურადოვს)

Advertisements

12 thoughts on “ჩემეხუტე …

  1. ფორთოხლის გოგონამ უკეთ გასცა პასუხი :დდ
    ნამდვილად, ზოგი ისე შემოგხედავდა, თითქოს რამე დაგეშავებინოს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s