”იეღოველი” იბერიელი და ”უპრობლემო” თსუ.

ამ პოსტში ორ პატარა ამბავზე მოგიყვებით. შეიძლება ითქვას, რომ ორივეს მონაწილე მე ვარ.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის , თითქმის ყოველდღე ჩემი განუყრელი ლეპტოპით დავდივარ. დღესაც ლეპტოპის ჩანთაში ლეპტოპის ნაცვლად ფრანგულის და ესპანურის წიგნები ჩავალაგე და N 3 ავტობუსით დიღმისკენ გავწიე. ავტობუსიდან ჩამოსვლისას ვიღაც მხარზე ხელს მირტყამს და რაღაცას მეკითხება. ყურსასმენები მიკეთია და ბუნებრივია არაფერი მესმის. მუსიკას ვუწევ და უცხო კაცს გაკვირვებული სახით ვეკითხები:
– რა გინდათ?
– შენა და იაღოველი ხარ?

ეს ის მომენტია, როცა კითხვაზე პასუხი იცი, მაგრამ გაოცებისგან ძლივს პასუხობ.

– არა, არ ვარ. და საიდან დაასკვენით?
– შავი ჩანთა გქონდა გადაკიდებული , ხოდა ვიფიქრე..

ამჯერად ხმამაღლა, გაბრაზებული ხმით ვეკითხები:

– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე იაღოველი ვარ თუ არა? ვინც მინდა ის ვიქნები!
– არა, არანაირი, მაგრამ მეგონა..

არ ვიცი უნდა მიკვირდეს თუ არა. მერე გამახსენდა ერთი მეგობრის ნათქვამი (მგონი ამ ბლოგზე) , ლეპტოპის ჩანთიანები იეღოველები ჰგონიათო. ერთია სტერეოტიპები, ჩანთიანი იეღოველი რომ ჰგონიათ და საყურიანი ბიჭი ”პედერასტი”, მეორე კიდევ ის, რომ ვინც არ უნდა გეგონოს, რატომ უნდა ჰკითხო ადამიანს, რას წარმოადგენს? როგორ ჩემი ფრანგულის მასწავლებელი იტყოდა: ”ოჰ ეს ბნელები” 🙂

მეორე ”ამბავი” კი უნივერსიტეტში მოხდა .

ჩემდა ჭირად, ოქტომბერში სოციალური მუშაობის შესავალზე ჩავეწერე, რომლის სემინარებზე თუ ლექციებზე განებივრებული ვარ სახალისო თუ უხალისო მომენტებით. სემინარის თემა ”განათლების სისტემა და ცვლილებები” იყო. ჩვეულებრივ, სემინარზე სტუდენტები პრეზენტაციებს აკეთებენ ხოლმე. ამჯერად ერთი პირველკურსელი გოგონა აკეთებდა ‘პრეზენტაციას’, ჰო პრეზენტაცია ბრჭყალებში, რადგან ეს ყველაფერი ერთ-ერთი საიტიდან ამოკოპირებული ინფორმაციის წაკითხვას მოიცავდა იმის შესახებ, თუ როგორ აშენდა საქართველოში ათობით სკოლა, როგორი გამჭვირვალე გახდა სკოლა ვაუჩერების სისტემის შემოღების შემდეგ, როგორ გადაჭრა პრობლემები სკოლაში სამეურვეო საბჭომ, რამდენი სკოლა გარემონტდა, რამდენით მოემატათ ხელფასები მასწავლებლებს და როგორი ღირსეული გახდა მათი ცხოვრება და ა.შ. ამ ყველაფრით შეწუხებული ლექტორი ეუბნება სტუდენტს:

– მეგონა თქვენს პრეზენტაციას კი არა, შაშკინის გამოსვლას ვუსმენდი…
– პრეზენტატორი სიცილით : აბა რა იქნებოდა, mes.gov.ge-დან დავაკოპირე (!)
– მე : … გავიგეთ, რომ აყვავდა განათლების სისტემა, არაჩვეულებრივ დღეშია სკოლები,მაგრამ ამ წამს შეგიძლიათ თსუ-ს ნებისმიერი 3 პრობლემა დაასახელოთ?
– პრეზენტატორი: არა, პრობლემები არ არსებობს. პირველკურსელი ვარ და არ ვიცი. ვერ ვხედავ პრობლემებს.

ამაზე , ბუნებრივია ზედმეტად ცუდი რეაქცია მქონდა და ლამის ყვირილით ვეკითხები:
– ის რომ ამ ლექციაზე 110 სტუდენტი ვართ, არ არის პრობლემა? ის რომ სემინარზე 50 კაციან აუდიტორიაში 60 კაცი ზის არ არის პრობლემა? ის რომ ბიუროკრატია ყვავის და ადმინისტრაცია ცხოვრებას გვირთულებს ლექტორებსაც და სტუდენტებსაც არ არის პრობლემა? არაკომპეტენტური ლექტორები რომ გვყავს არ არის პრობლემა? საგნები კარგად აირჩიე?

იმ გოგონას ადგილზე რომ წარმივიდგინე თავი, მართლა შემეცოდა. იმანაც დასრულება არ მაცალა, მერხისკენ გაიქცა. სემინარის დამთავრებისთანავე კი პირველი გავარდა კარიდან. ალბათ უფლება რომ მიეცათ, მცემდა, ისეთი თვალებით შემომხედა.

ერთი რამე მაინტერესებს, ნუთუ ასე ძნელია დაინახო ყველა ის პრობლემა, რომელიც უნივერსიტეტს აწუხებს? მეტყვით ალბათ რომელიმე, ” სხვა უნივერსიტეტში წადი თუ არ მოგწონსო,” მაგრამ აქ სწავლის უფლება საკუთარი ცოდნით მოვიპოვე და უკეთესი განათლება მინდა. აი თუ არ გინდა, ვერც პრობლემას დაინახავ და ვერც ვერასდროს ”გაფრინდები”.

Advertisements

8 thoughts on “”იეღოველი” იბერიელი და ”უპრობლემო” თსუ.

  1. მოკლედ, რა თქმა უნდა, თსუ-ს რაც შეეხება ცამდე მართალი ხარ, მაგრამ მე სხვა რამ გამახსენდა ეს რომ წავიკითხე
    მეც რომ პირველ კურსზე ვიყავი და უნივერსიტეტის ერთ-ერთ სადისკუსიო კლუბში რიგით საღამოს ვესწრებოდი რიგითი თსუ-ს ”სიკეთეებზე” განაწყენებული მეორე კურსელისგან საშინელი ლანძღვა და აგრესია წამოვიდა პირველ კურსელების მიმართ. გაოცებული ვუყურებდი იმ ბიჭს და თან ვფიქრობდი რას მერჩის მეთქი. ,,არაფერი გაინტერესებთ, მარტო სემინარის მაქსიმალური ქულები, არაფერი იცით. გსმენიათ საფრანგეთის სტუდენტობაზე რამე? თქვენ რამე გაგიგიათ?”-ეს იმ ბიჭის სიტყვებია. მაშინ ძალიან გავბრაზდი და ვიფიქრე ამას უნდა გაულამაზო ახლა ცხვირ-პირი ადამიანმა მეთქი.
    ჰოდა ნუ იზამ შენც მასე, პირველკურსელს არ ეკუთვნის ეგ აგრესია

    P.S ისე იმ, ახლა უკვე მესამე კურსელმა, იცოდე მაინც ჩემი წყალობით ორი ლექტორი რომ წავიდა ფაკულტეტიდან 🙂 ბოდიშს მომიხდიდა 🙂

  2. ოჰ ეს ბნელები კიარადა სტერეოტიპებით შეპყრობილ ხალხზე მეც ნერვები მეშლება. ხვალ ლეპტოპის ჩანთით უნდა წავიდე ^_^

  3. საინტერესოა რომ გეთქვა იაღოველი ვარო, როგორ გაგრძელდებოდა თქვენი საუბარი :დ
    რას არ შეხვდები ამ თსუ–ში, ყოველთვის ორიგინალურეეეეეე :))

  4. ბიჯო ოთო, იმედია იმ გოგოს მერე ბოდიში მოუხადე
    ლეპტოპის ჩანთას რაც შეეხება, ეგ მეც დავამუღამე და ეს იდიოტური მზერები რო ამეცილებინა რუგზაკით ტარება დავიწყე, მარა მერე მივხვდი რო მაგარ შეცდომას ვუშვებდი და ისევ იმ ჩანთას დავავლე ხელი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s