შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო – 2011

წლის ამ ბოლო პოსტში მოკლედ გადავავლებ თვალს 2011 წელს.

* * *

ტუნისის რევოლუცია – დაიწყო შარშან, დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მუჰამედ ბუაზიზიმ, ტუნისელმა მოქალაქემ თავი დაიწვა. 4 კვირიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის შედეგად, პრეზიდენტი ბენ ალი 2011 წლის 14 იანვარს გადადგა.

* * *
ეგვიპტის რევოლუცია – ტუნისის რევოლუციამ ბიძგი მისცა პროცესებს, რომელიც ”Arab Spring” სახელით გახდა ცნობილი. მასობრივმა გამოსვლებმა ტუნისში ეგვიპტეშიც ჰპოვა გამოძახილი. 25 იანვრიდან ტაჰრირის მოედანზე მოქალქეები იკრიბებოდნენ პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით. 11 თებერვალს მუბარაქი გადადგა. მიუხედავად მშვიდობიანი ხასიათისა, მოხდა არაერთი შეტაკება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, შედგეად 846 დაიღუპა, 6000-მდე კი დაშავდა.


* * *

იემენი – იემენის მოვლენებიც არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების გამოძახილია. უმუშევრობის, კორუფციის და ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები პრეზიდენტ აბდულა სალეჰის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა. მან რამდენჯერმე უარი გადაცხადა გადადგომაზე, თუმცა ნოემბერში მაინც დატოვა პოსტი.

* * *

სამოქალაქო ომი ლიბიაში – 2011 წელი კიდევ ერთ არაბულ ქვეყანაში გახლდათ ”ცხელი”. სამოქალაქო ომის შედეგად, გადაფის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა, თვითონ გადაფი კი მეამბოხეების მიერ იქნა მოკლული.


* * *
იაპონია – 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიაში, რომელმაც 16000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 6000-მდე დაშავდა და 3500-მდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 11 მარტს მომხდარი ეს მიწისძვრა, ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა იაპონიის ისტორიაში.


* * *

2011 წლის 2 მაისს , ამერიკელმა სამხედროებმა პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს ოსამა ბინ ლადენი

* * *

Occupy Wall Street – საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დაიწყო სექტემბერში ნიუ იორკში და რომელიც მიმართულია ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, სწრაფად მოედო მსოფლიოს სხვა ნაწილებსაც. ”დაიკავე უოლ სთრითის” მონაწილეების ლოზუნგია ”ჩვენ ვართ 99%”. ისინი ეწინააღმდეგებიან მზარდ უთანასწორობას, რომელიც უმდიდრეს 1%-სა და დანარჩენ 99%-ს არსებობს.


* * *

ჩილე – ჩილელი სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები. სხვა მოთხოვნებს შორის, რომლებიც განათლებისთვის დაფინანსების გაზრდას, სახელმწიფო უნივერსიტეტების რიცხვის ზრდას და უფასო განათლებას შეეხება, გვხვდება სოციალური უთანასწორობის საწინააღმდეგო ლოზუნგებიც. სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, კამილა ვალეხოა.



ვიცი ბევრი რამ გამომრჩა, თუმცა ამ მოვლენებმა მეტ-ნაკლებად მიიქციეს ჩემი ყურადღება .

გისურვებთ მშვიდობიან 2012 წელს!

იბერიელი

Advertisements

4 thoughts on “შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო – 2011

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s