მე შენ ”…”

ინტერნეტი ჭედავს, სიოც ქრის, მე კი შენზე წერის მუზა არ მასვენებს.
ამოდის მზე, ჩადის მთვარე და პირიქით. ოღონდ ამჯერად ორივე შენ ხარ.
უაზროდ ბევრი მაქვს წასაკითხი, მე კიდევ ღამის ბანალურ საუბრებს ვამჯობინებ შენთან.
დილით, როცა ლამპიონები ქრება, შენი თავი ჩემს გულზე დევს, ფიქრებში, რა თქმა უნდა..
ოცნებაც მიყვარდა, თუმცა შენზე ფიქრებმა ოცნებებსაც გადამაჩვიეს.
ჭკვიანის როლს ვთამაშობდი, ვიდრე შენ არ მაქციე გიჟად..
საკუთარ დრამაშიც ჭკვიანი მსახიობი ვიყავი, მერე გამოჩნდი შენ და სცენა რეალობად მექცა..
შენამდე აწმყოთი ვცხოვრობდი, ახლა აწმყოს მომავლად ქცევა მინდა..
აქამდე ზაფხული მიყვარდა, ახლა შენთვის საოცნებო თოვლის დადებას ვნატრობ..
გრამატიკული ”შენ” უკვე შენს ლიტერატურულ ფსევდონიმად გადაკეთდა..

მე გადავაკეთე…
მე ვნატრობ…
მე მინდა აწმყო მომავლად..
მე ვიქეცი გიჟად…
მე გადავეჩვიე ოცნებებს…
მე ვფიქრობ…
მე არ მასვენებს მუზა..
მე შენ მიყვარხარ!

Advertisements

4 thoughts on “მე შენ ”…”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s