სახელმწიფო, ანუ ძარცვა ყვითლად

ალბათ ყველა თბილისელს (მათ გარდა,რომლებსაც საკუთარი ავტო ჰყავთ) ენატრება დრო, როცა სასურველ ადგილაზე მისასვლელად 2 ან 3 ტრანსპორტს არ იცვლიდი. მახსოვს ნოემბრის ცივი დილა, უნივერსიტეტში მიმავალი ყვითელი ავტობუსი შუა გზაში რომ გაჩერდა. ჰო , ასე მარტივად, ვიღაც ბიძიებმა გადაწყვიტეს, რომ ბაგებში ამავალი ავტობუსი დიდუბეში გაჩერებულიყო. ღმერთისგანაც და კაცისგანაც მიტოვებული ჩემი უბნიდან (პირობითად ‘ჩემი’) დღემდე არ დადის ავტობუსი, რომელიც ”ცოდნის ტაძრამდე” (ეგეც პირობითად) მიმიყვანდა. ეგეც ბიძიებმა გადაწყვიტეს. სამაგიეროდ ორ ტრანსპორტს გამოიცვლი და ორჯერ მეტს გადაუხდი სახელმწიფოს. (მე მაპატიეთ, ბიძიებს).
ჰო, ვლაპარაკობ ავტობუსებზე, ხშირად 25 წუთში (საღამოს ”25” 55-ად იქცევა ხოლმე) ერთხელ რომ დადიან, ან მეტროზე, დილით 8 წუთში რომ ჩამოივლის მატარებელი და ხალხი რომ შესვლას ვერ ახერხებს. ამ დროს ის ბიძიები მახსენდებიან, მე რომ ორმაგს და სამმაგს მახარჯვინებენ. ხუმრობა ხომ არაა ”ამხელა” სახელმწიფოს შენახვა. პოლიციას შენახვა სჭირდება, ჯარსაც, მერე რომ ომები ”მოიგო”. (ისე საინტერესოა რამდენი თვლის, რომ მოვიგეთ?). ბოლოს და ბოლოს ლაზიკა გვაქვს ასაშენებელი. ჰო, არც მეტი , არც ნაკლები ნახევარმილიონიანი. ტრანსპორტის გაძვირება აწი ნახეთ თქვენ. შორს არაა ის დრო, ცხვირზეც მრიცხველებს დაგვიყენებენ, ჰაერიც ხომ სახელმწიფოს ეკუთვნის, როგორც 9 მეტრის სიღრმიდან ამოსული წყალი. ყველაფერი სახელმწიფოსია, წყალი, ჰაერი, მიწა, ყვითელი ავტობუსი, თქვენ წარმოიდგინეთ ისიც მისია, რაც მას არ ეკუთვნის, ჩემი ჯიბეც სახელწიფოსია, უბრალოდ მასში ერთი ხელი სახელმწიფოს აქვს ჩაყოფილი, მეორე -მე, განსხვავება ისაა, რომ ჩემი ხელიც სახელწიფოს უხდის.
ჰოდა ლაზიკაზე ვამბობდი, მერე რა, თუ დაბერებული ერი ვართ და 50 წელიწადში გავნახევრდებით, ქალაქი უნდა აშენდეს.. მერე რა, თუ 500 000-ზე მეტი ღატაკი გვყავს, მაინც აშენდება 500 000-იანი ქალაქი.. მერე რა, თუ უფრო მეტად გაიძარცვება ჩემი ჯიბე, მთავარია ქალაქი აშენდეს. ამ ქალაქსაც ავაშენებთ, როგორც რუსეთს მოვუგეთ ომი, ისე..
ჩვენ დროს ვამარცხებთ, ამხანაგებო! ყველაფერს დროის ეშინია, დროს ანაკლიის ხიდის! დრო უფრთხის ჩვენებურ ლაზიკასაც, ერთ დეკადაში რომ აბრწყინდება და აყვავდება ქართული ეკონომიკასავით. დროს ეშინია ქუთაისის ტრორუარების, თვეში რომ სამჯერ იყრებიან! დროს ეშინია საქართველოსი, 2008-ში რომ უნდა შესულიყო ნატო-ში. დროს ეშინია ბათუმის რედისონის წინ დადგმული ლაყე კვერცხების! დროს ჩვენი ეშინია ამხანაგებო!
ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სამგანზომილებიანს, ყველაზე მაგარს, ყველაზე ევროპულს, გამჭვირვალეს და შუშებიანს, აი თემქის პოლიციის შენობა რომაა, ისეთს. მერე რა, თუ ეს სახელმწიფო ამ შუშასავით მყიფეა, მაინც მაგრები ვართ ამხანაგებო!
ჩვენ, მხოლოდ ჩვენ გვყავს ყვითელი ავტობუსები, მხოლოდ ჩვენთან გძარცვავენ ფერად-ფერადად, ყვითლად , ავტობუსისფერად..
დააპატიმრეთ ეს სახელმწიფო, ის მე მძარცვავს, ის ჩვენ გვძარცვავს.. სასამართლოვ, შეუფარდე წინასწარი პატიმრობა ჩემს სახელმწიფოს.. ჰეჰეე, შენ თვითონ დაპატიმრებული ხარ ქართულო სამართალო…

Advertisements

3 thoughts on “სახელმწიფო, ანუ ძარცვა ყვითლად

  1. სუბიექტურად თუ ობიექტურად ვთვლი,რომ რაც ოდესმე შენს ბლოგზე წამიკითხავს ,ეს საუკეთესო პოსტია. აი,ისეთი პოსტია,რომ დაგამახსოვრდება და თუ მეორე ადამიანსაც აქვს წაკითხული,საუბრის წამოწყებაც რომ შეგიძლია. მარტო ადამაშვილის პოსტები მომწონს (ახლა უკვე მომწონდა) ასე. კარგია ოთო,კარგი.

  2. ხო, ოღონდ ამ ყველაფერს ერთ კათხა ლუდთანაც იტყოდი :დდ
    წერა რომ არ გეხერხება უნდა გაჩერდე :დდდდ

  3. ესაა მართლა ჩვენი გამარჯვება, და ამდენი ძარცვის მიუხედავად ქართული ბლეოგები რომ არ ჩამოიშალა ესაა მართლა ძაან მნიშვნელოვანი და მართლა ჩვენი სიამაყე ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s