უმისამართო ოცნებების საგა

ცივა.. არ გასდით ვადა პესიმისტურ დღეებს… თოვლი დნება. არ გაგიმართლა, შენ თოვლი გიყვარს, მე -მზე, თოვლს რომ ადნობს. მგონი შენი თოვლიც გაადნო ჩემმა მზემ.
საოცრად მეფერებოდა მზე, შუადღით გამოსული. არ ვაპირებ მზეზე შევჩერდე.
ალბათ ვერასოდეს გაიგებ ჩემს ირონიად ქცეულ დეპრესიას, ვერც რომანტიზმში შეზავებულ რეალობას აღუდგები წინ.
სამ საათში მეოცე შემოდგომას გავაცილებ. შენ ზამთარს შეეგებები, ცივს და ყინულიანს, როგორიც ამ ფანჯრის მინებია.
მეოცნებე ხარ, ჩემზე მეტადაც, ან იქნებ მიზანი დაისახე და ვერ უტყდები საკუთარ თავს.
იდეალი გამოძერწე და შენსავე ოცნებებზე გახდი შეყვარებული. არადა ყოველთვის მეშინოდა იდეალების და იდეალისტების.

ამ პესიმიზმსაც გადავიტან, სევდანარევ მოსვენებას რომ არ მაცლის. ნოემბერსაც გავისტუმრებ ერთწლიან შვებულებაში და მკაცრად დავსჯი, შენი თავი რომ მომივლინა.
ყვითელი ფოთლებით მოფენილ ქუჩაში თავდახრილი ვისეირნებ, ვიცი, აქაც არ დამტოვებენ მტარვალი ფიქრები.
საღამოს ყავას დავლევ, ტკბილსა და მაგარს, შენსავით, თან უნალექოს, ბოლოს რომ არაფერი დამრჩეს მოსაგონარი…

Advertisements

8 thoughts on “უმისამართო ოცნებების საგა

  1. ოთო, ძალიან ლამაზი სული ხარ, ძალიან მგრძნობიარე, დადებითი, თბილი… უნდა წერო, სულ, სულ უნდა წერო, რომ კიდევ ბევრჯერ შვიგრძნოთ შემოდგომის დამთავრება, ზამთრის მოლოდინი, თოვლი, სახლი, სიმყუდროვე, სიყვარული, შენი და საკუარი არეული ფიქრები… ძალიან ლაკონურად და ლამაზად წერ, ტკბილად, ისე, რომ ბუხარი მენატრება და ემოციებისაგან თვალები მეცრემლება…

    • ანა, ალბათ ძალიან ბანალური ვიქნები, ამ ლამაზი კომენტარის მერე მადლობა რომ გითხრა…
      ძალიან მახარებს შენი თითოეული სიტყვა..
      ეჰ , მეც მენატრება ბუხარი, თბილი და რომანტიკული : ) : (

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s