ნოემბრის თოვლი და ფიქრები შენზე…

მე ახლა ლეპტოპთან ვზივარ, გვერდით გამათბობელი დევს, რომელიც უაზროდ ხმაურობს, მაგრამ არ მესმის, ყურსასმენებში ბოლო ხმაზე ვუსმენ სიმღერას, რომელიც შენს თავს მახსენებს…
მარჯვნივ ფანჯარაში ვიხედები, აი ისე საყვარლად თოვს, შენ რომ ხარ…
ჰო, შენზე ვწერ.. შეიძლება ახლაც მწერ… ან ჩემს მონაწერს ელოდები..
სოციალური თვითმკვლელობის მერე, ერთი ძაფი გვაკავშერებს, მერე რა, ეგეც საკმარისია ალბათ…
შენ შოპენს მასმენინებ, ან რამე სისულელეს, მე – კლეპტონს..
შენ სულელი გგონივარ, არც მე მგონიხარ ბრძენი და ჭკვიანი…
ჰო, დღეს ჭადრის ფოთლებს ვტკეპნიდი, ქარი უმოწყალოდ ხრიდა ძირამდე ნაძვებს..,
ზამთრისძალი მოახლოვდა… მალე დაზამთრდება.. ისეთ თოვლს დადებს, შენ რომ გიყვარს..
დაღამდება, გათენდება და ისევ დაღამდება.. მე ისევ ვიფიქრებ შენზე…
ვიცი ვარ ბანალური, ან იქნებ რომანტიკულიც, არასდროს ვაქცევ თავს ჩარჩოებში, როცა ვინც მინდა, ის ვარ… ეს ალბათ იცი შენც…
შენ ტალღა ხარ… სალ კლდეს რომ ეჯახება…

Advertisements

4 thoughts on “ნოემბრის თოვლი და ფიქრები შენზე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s