ხვალიდან ისევ უნი…

ხვალ ახალი ეპოპეა იწყება. როგორც იქნა, 3-მა ოქტომბერმაც მოაღწია და ახალი სასწავლო წელიც იწყება. მოკლედ, გვეღირსა … ეღირსა რამდენიმე ათას აბიტურიენტსაც, რომლებიც მთელი წელიწადი ელოდებოდნენ თავიანთ წილ შედეგებს, რომელთა ლოდინშიც ლამის ნერვები დააწყვიტათ მეცნიერების სამინისტრომ და შეგეც-მა (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ) .

ამ წლის დაწყება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ აკადემიურმა რეგისტრაციამ მთელ სტუდენტობას და მათ შორის მეც გული შეგვიღონა. ეგ არაფერი, მალე ის დროც მოვა, აუდიტორიას რომ შევაღებ და ლექციაზე ჩემი დასაჯდომი ადგილი აღარ იქნება. ჩემმა სანაქებო უნივერსიტეტმა, ჩემსავე ფაკულტეტზე 200-ით (!) მეტი სტუდენტი მიიღო, ვიდრე შარშან. მერე რა, თუ ხარისხი დავარდება, სამაგიეროდ ფული ექნება ბევრი უნივერსიტეტს.

… ”წავიდა ჰეე, ის ცხოვრებაა აღარ არიი.. ” თუ როგორცაა ეგ 🙂

მოკლედ, ხვალიდან ისევ გულუბრყვილო იმედებით ვეგებები ახალ სასწავლო წელს, იმედით, რომ რამე შეიცვლება (ალბათ უარესობისკენ თუ შეიცვლება).
ველოდები ახალ ნაცნობებს და მეგობრებს, რომლებიც ვიცი, მრავლად იქნებიან.
ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე ცოტა უფრო განათლებული გავხდები.
მჯერა, რომ შევიცვლები , ცოტათი მაინც, რა თქმა უნდა, უკეთესობისაკენ.

სიმართლე ვთქვა, არანაირი შეგრძნება არ მაქვს წელს, განსხვავებით შარშანდელისაგან, ხვალ ერთი ჩვეულებრივი დღეა. უბრალოდ მინდა მჯეროდეს, რომ ეს დასაწყისის დასასრულია.

პ.ს. რჩევა პირველკურსელებს : გოგონები ერიდეთ მაღალქუსლიანებს, ისედაც შეგეტყობათ პირველკურსელობა.
ბიჭები კიდევ კოსტუმებს ნუ მიეძალებით. ნუ ეცდებით ყველაფერში უცებ გარკვევას, ყველაფერი კარგად იქნება 😉

Advertisements

22 thoughts on “ხვალიდან ისევ უნი…

  1. რაღაც გულუბრყვილოდ მჯერა, რომ წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ სადღაც მაინც ვიცი, რომ ისევ განმეორდება: ყოველდღიური რუტინა, მეცადინეობა, კოლოქვიუმების და გამოცდების წინ ნათევი რამეები, უძილობა, ნერვების შლა ახალი სემესტრის დასაწყისისას, გამოცდის ნიშნის გასაგებად საიტზე შესვლის წინ ბაზის “გაჭედვა”, პროტესტი, ხელოვნურად გამზაფრებული სტრესი… მოკლედ, ყველაზე ნაკლებად ხვალ სწავლის დაწყება მინდა. არც არავინ მომნატრებია, არც ვკვდები სიზარმაცით (ვინ ზარმაცობს), დიდად ვიმედოვნებდი, რომ არდადეგები ძალიან, ძალიან გვიან დამთავრდებოდა…
    და მაინც, გილოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებებს გისურვებ!
    შეიძლება წელს ყველაფერი სხვანაირად იყოს, უკეთესად…

    • მეც უკეთესობის იმედია მაქვს, რატომ არ ვიცი.
      მომენატრა ვიღაცები, ყველა – არა .
      მაგ რუტინასაც გავუძლებ, იმიტომ, რომ არდადეგებმაც დამღალა უკვე.
      ასევე წარმატებულ წელს გისურვებ 🙂
      პ.ს. რაზე სწავლობ?

  2. “გოგონები ერიდეთ მაღალქუსლიანებს, ისედაც შეგეტყობათ პირველკურსელობა.” 😀 😀 😀 😀

    ზუუუუუსტად 😀 😀 😀 პინგვინები : )

    • ეგ ბლენდერი მეც ჩამომიტანა. არ აკეთებს კარგ წვენებს :/
      აუუ მართლა ვიზა მომცეს, მივდივარ აფრიკაში :))

  3. წამეკითხა ეს პოსტი ცოტა ადრე და გავითვალისწინებდიი რჩევას ქუსლებთან დაკავშირებით :დ
    პირველკურსელის ეიფორია უნივერსიტეტთან დაკავშირებით ნელ-ნელა მიქრება, სამწუხაროდ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s