როგორ შევიცნოთ ჭეშმარიტი ”კონსერვატორი” ?

ფსევდო ლიბერალებზე დაწერილმა პოსტმა ბევრი უცნობ-ნაცნობის გულისწყრომა გამოიწვია, თუმცა ეს ნაკლებად მაჯავრებს. ამჯერად ფსევდო კონსერვატორებზე გაგაცნობთ ჩემ შეხედულებას და მათი შეცნობის ჩემეულ გზებს შემოგთავაზებთ.

ჭეშმარიტი ”პატრიოტი კონსერვატორის” აზრით , ყველაფერი ქართული კარგია, ყველა ქართველიც კარგია, ოღონდ იმათ გარდა, ვინც ამას არ ეთანხმება.

ჭეშმარიტი ”კონსერვატორისთვის” ლიბერალი=გეი=ათეისტი. იგი იგონებს ტერმინს ”ლიბერასტი” და ყველა განსხვავებულად მოაზროვნეს ამას უწოდებს.

”ჭეშმარიტი ქართველი კონსერვატორი” ამაყობს ჰომოფობობით და ლგბტ-ს ავადმყოფს უძახის. ამ დროს მას ავიწყდება, რომ ჰომოფობიაა ნამდვილი ავადმყოფობა.

”ჭეშმარიტი კონსერვატორი” ქალიშვილობის ინსტიტუტს ქადაგებს, მაგრამ ბირჟაზე ამაყობს, რომ თვითონ ბოზებში დადის.

”ჭეშმარიტ კონსერვატორს” არ ‘ევასება’ გეი, მაგრამ ლესბოსელზე ძალიანაც ინერწყვება ))

”კონსერვატორისთვის” პირსინგიანი კაცი ”პიდარასტია” , ქალი სიგარეტით – ბოზი

ჭეშმარიტი ქართველი კონსერვატორის დედა და სომეხის დედა ‘არათანაბარია’. ქართველი ქალი ხომ ქართული სუფრის ფენომენია.

”ჭეშმარიტი კონსერვატორი” , თუ მასავით კაცთმადიდებელი არ ხარ, ათეისტს, სექტანტს, სატანისტს, იაღოველს გეძახის და ამ დროს არც იცის, რა განსხვავებაა ამათ შორის.

”ჭეშმარიტ ქართველ კონსერვატორს” შესაძლოა არ უყვარდეს დედა, არ უყვარდეს მამა, არ მოსწონდეს სამშობლო, მაგრამ მას ვერ წარმოუდგენია, რომ არ უყვარდეს პატრიარქი.

”ჭეშმარიტი კონსერვატორი” მხარს უჭერს მონარქიის აღდგენას და ამ დროს, კონსერვატიულ ღირებულებებზე გელაპარაკება. მან არ იცის, რომ კონსერვატიზმი არსებულის შენარჩუნებაა და არა ძველის/დავიწყებულის დაბრუნება. უთხარით ასეთ ”კონსერვატორებს” რომ რექაციონერები არიან.

”ჭეშმარიტი კონსერვატორი” თავზე იმხობს სეკულარიზმს, მეტი რეიტინგულობისთვის კი თეოკრატიისკენ მიმავალ გზას გვიქადაგებს.

”ჭეშმარიტი კონსერვატორის” აზრით, იაპონია ღმერთმა დასაჯა, ამერიკა ჩაიძირება, წყალი წალეკავს ყველაფერს, მაგრამ საქართველო გადარჩება, მეორედ მოსვლა კი ქართულ ენაზე აღესრულება 🙂

”ჭეშმარიტად კონსერვატიული” სიტყვები : ”ღმერთი როგორ არ გწამთ , ჩემი დედას …..” ..მოკლედ, დედის ტრიალი ყველა ბრუნვაში ”კონსერვატიული” მოვლენაა.

დაბოლოს, ჭეშმარიტად ქართველი კონსერვატორი ამ პოსტის დამწერს დაუძახებს ლიბერასტს და ყველას, ვისი კომენტარიც არ მოეწონება.

პ.ს. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ფბ გვერდზე ამერიკელმა დემოკრატებმა ატვირთეს ფოტო : ”რესპუბლიკელის ტვინი”. ნახეთ ფოტო და დარწმუნდით, რომ იგი არაფრით განსხვავდება ქართული ფსევდო-კონსერვატიული ტვინისაგან.

P.P.S. ვინც თვლის, რომ ზერელე პოსტია და უაზრო, მინდა ვუთხრა, რომ იმის დასაწერად, რასაც ისედაც ყოველდღე ვხედავ, არგუმენტების მოყვანა ზედმეტად მიმაჩნია. ეგეც არ იყოს, ნამდვილ კონსერვატიზმზე შემიძლია საკმაოდ კარგად გესაუბროთ. ამ პოსტში კი მე ფსევდო-კონსერვატორებზე გაგესაუბრეთ.

Advertisements

12 thoughts on “როგორ შევიცნოთ ჭეშმარიტი ”კონსერვატორი” ?

  1. ”ჭეშმარიტ კონსერვატორს” არ ‘ევასება’ გეი, მაგრამ ლესბოსელზე ძალიანაც ინერწყვება ))
    ამაზე ბევრი ვიცინე :დ

  2. xo martalia aris zemoaghcerili kategoriis xalxi, “martlmadidebeli zveli bichebi” , shavrazmelebi, reaqcionerebi da sxva, tumca imisatvis rom namdvili da ara fsevdo konservatori, liberali an memarcxene iyo, da imisatvis rom sekularuli demokratia asheno (tundac memarcxene) sulac araa aucilebeli gzuldes yvelaferi qartuli, mat shoris eklesia, da iyo maindamainc abortebis, qalta uflebebis, seqsualur da religiur umciresobata damcvelebi, da aseve araa aucilebeli im pozitivebis zieba rasac mtavroba aketebs

    • ”სეკულარული დემოკრატია” სწორედაც გულისხმობს, რომ ყველა რელიგიურ უმცირესობას აქვს თავისი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.
      დიახ, ქალთა უფლებების დაცვაც საჭიროა, მხოლოდ მამაკაცები არ შეადგენენ საზოგადოებას. (ისე რანაირი ლიბერალი ხარ, ამაში თუ არ მეთანხმები)
      აბორტს არ ვემხრობი, თუმცა არც მისი აკრძალვა გამოირებს შედეგს.

      მთავრობის პოზიტივში რას გულისხმობთ, საინტერესოა, ან სად დაინახეთ აქ მთავრობის პოზიტივების ძიება საერთოდ?

      რაც შეეხება ამ სიტყვებს : ” liberali an memarcxene iyo,” გეტყვი, რომ მემარცხენე ლიბერალიზმიც არსებობს 😉

  3. ამათ უბრალოდ იდიოტებს ვეძახი 🙂 როგორც წესი, ასეთები კონსერვს, კონსერვატორიას და კონსერვატიზმს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ :))

    • ჰაჰა, ეგ მაგარი იყო 🙂 მე კიდევ კარგი მასეთები ნაკლებად მხვდებიან, უბრალოდ რაღაცებს შეგნებულად ამახინჯებენ 🙂

  4. თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ უბრალოდ დაბოღმილი ხარ კონსერვატორებზე (მე, ისე, “ლიბერასტი” ვარ). არგუმენტებიც დაურთე ამ ტექსტს რომ ხალხი დააინტერესო, მაგალითები პოლიტიკიდან… დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს წარმოდგენას “ნამდვილ კონსერვატორიზმზე”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s