რას ნიშნავს ჩემთვის ლიტერატურა?

ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ლიტერატურასთან , უფრო მართებულია, ვიდრე თანამდებობებით თუ სოციალური სტატუსებით საზოგადოებაში დიფერენციაცია.

ჩემი აზრით, ლიტერატურა უფრო ღრმად წვდება და აფაქიზებს ადამიანის გონებასა და სულს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ის ამდიდრებს ადამიანის ფანტაზიას , ცვლის მის შინაგან სამყაროს, ემოციურ ადამიანებს ვნებებს დაუოკებს და უემოციოსა და გულქვას ცხოვრების ნათელ გზებს უჩვენებს. გვიმდიდრებს რა აზროვნებას, უფრო მეტ გამოცდილებასაც გვძენს და იმაზე ნაკლებს არა, რასაც თვითონ ცხოვრება. ხანდახან წუთითაც რომ წარმოიდგინო, რა იქნებოდა ცხოვრება ლიტერატურა ”რომ არ ყოფილიყო”, ადამიანის ისედაც ფუქსავატური ყოველდღიურობით დატვირთული ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა, აზრს დაკარგავდა.

მაშინ , როდესაც კითხულობ, მთლიანად იძირები მთხრობელის სამყაროში და თითქოს აღარც გინდა იქიდან გამოხვიდე. არცერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ აღარ იქნები ისეთი, როგორიც წაკითხვამდე იყავი. შესაძლოა ერთმა, გონიერის მიერ, გონივრულად დაწერილმა წიგნმა მთელი შენი ფასეულობების და ღირებულებების სისტემა გადასინჯოს. რაოდენ ”მწარეც” არ უნდა იყოს წიგნი, იგი ყოველთვის სიმართლის პირდაპირ ან ირიბად თქმას ემსახურება, მაშინაც კი, როცა სხვა სფეროებში ამის შესაძლებლობა შესაძლოა არ არსებობდეს. მწერალთა და პოეტთა დამსახურება ქვეყნის წინაშე შეგვიძლია წარსულში ნიჭიერი მხედართმთავრის დიდ არმიას გავუტოლოთ. მწერლის კალამი უფრო ”მოქნილია”, ვიდრე ათასობით ხიშტი.

კარგი ლიტერატურა უსაზღვრო ნეტარების კუნძულია, საიდანაც საშველად არავის უხმობ…

ჩემი ჩანაწერი, მე-11 კლასი, 2008 წ. (სტილი დაცულია:)

Advertisements

21 thoughts on “რას ნიშნავს ჩემთვის ლიტერატურა?

  1. მე რომ ჩემს ძველ, სკოლის ჩანაწერებს ვკითხულობ მრცხვენია იმდენი შეცდომა მაქვს ხოლმე :/

  2. როგორც იტყოდა ჩვენი კეჟერაძე: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე ჭკვიანი, ვიდრე მის წაკითხვამდე იყავი” ანუ უკეთესი ხდები. მეც ასე ვყოფ ადამიანებს 🙂

  3. უიმეეე წიგნების კითხვის ნერვი სად მაქვს .. წიგნის კითხვა ტყვილა დროის კარგვაა . მაგას ჯობია იმ წიგნის მაგივრად იმ ფილმს უყურო .უფრო დაგამახსოვრდება და უფრო გაერთობი . ვიდრე საათობით გაუნძრევლად ეგდო მძორივით და წიგნი იკითხო .. მემგონი ცხოვრებაში მეტი რამეა საინტერესო .. ვიდრე გიჟივით დღე და ღამე იჯდე და წიგნი იკითხო ვითომც და მეტი არაფერი არ არსებობს სამყაროში მაგაზე საინტერესო

    • მძორივით თუ ეგდება ადამიანი წიგნთან, ვერ წაიკითხავს. წიგნს 5-ვე ის გრძნობა სჭირდება, რაც ადამიანებს გვაქვს ( წიგნის გემოში წიგნის ჭამას არ ვგულისხმობ, მიხვდები, ალბათ).

  4. ყველაფერში გეთანხმები, გარდა ერთისა: “ემოციურ ადამიანებს ვნებებს დაუოკებს”..
    შეიძლება ინდივიდუალურია, მაგრამ მე კარგი წიგნი უფრო ამაღელვებს ხოლმე, კითხვისას ძლივს ვზივარ ისედაც 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s