როგორ შევიცნოთ ”ჭეშმარიტი” ქართველი ‘ლიბერალი’?

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, 50-ე საიუბილეო პოსტად ისევ ყბადაღებულ და ყურებჩამოყრილ თემად ქცეულ ლიბერალიზმზე დაწერა ვარჩიე.

ქართული ლიბერალიზმი რომ უცნაური და მეტად საინტერესო მოვლენაა, არავისთვისაა უცხო. ფაქტია, თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის გაჩენაში არც კანტი ურევია, არც ლოკი, მონტესკიე თუ რუსო. ამასწინ პირწიგნაკში სტატუსად დაწერილ ”ქართული ლიბერალიზმი საკეისროთია დაბადებული”-ს მეგობარმა ასე უპასუხა, ”თანაც შვიდთვიანიაო.” ხუმრობა იქით იყოს და ჩვენებური ლიბერალიზმი თითქოს ნაძალადევია და მისთვის სიყალბე და ფარისევლობაა დამახასიათებელი.

როგორ შევიცნოთ ”ჭეშმარიტი” ქართველი ”ლიბერალი”?

ქართველი ‘ლიბერალი’ აუცილებლად უნდა ლანძღავდეს ეკლესიას, საპატრიარქოს , სასულიერო პირებს. ერთი პირის ნათქვამს მთელ ეკლესიაზე აზოგადებდეს და შემდეგ youtube-ზე ატვირთული ვიდეოებით ჭეშმარიტებას თავად ასწავლიდეს საზოგადოებას.

ქართველი ”ჭეშმარიტი ლიბერალი” გეტყვის, რომ აუცილებელია ‘რწმენის თავისუფლება” , მაგრამ ამავე დროს იგი აგინებს შენს რწმენას და ამისთვის ჩამორჩენილს გეძახის . (თქვენ არაფრით განსხვავდებით ”მეცნიერული ათეიზმის” მქადაგებელი კომუნისტებისგან)

ქართველი ”ჭეშმარიტი ლიბერალი” აუცილებლად უნდა ხმარობდეს სიტყვას ”ბნელი” ყველა კონტექსტში, ფანატიკურად თუ რაციონალურად მორწმუნე ადამიანის მიმართ, იმის მიმართ, ვინც პირჯვარს გადაიწერს ტაძრის წინ თუ კოლექტიურ მუხლისმოყრაში მიიღებს მონაწილეობას.

მხოლოდ ქართველი ”ჭეშმარიტი ლიბერალი” შეიძლება იყოს შეუწყნარებელი განსხვავებული აზრის მიმართ და ამ დროს ქადაგებდეს შემწყნარებლობას. ფსევდო-ლიბერალიზმი არის ჭეშმარიტების ერთადერთი აღიარებული ფორმა, ხოლო თვითონ ამ ფორმის ჭეშმარიტებაზე კამათი არის ”სიბნელე” და უმეცრება.

”ჭეშმარიტი ლიბერალი” აუცილებლად ხედავს ქართულ არმენოფობიას , მაგრამ იგი ვერ ხედავს სომხურ ქართველოფობიას. რადგან არმენოფობია ქსენოფობიაა, ხოლო ქართველოფობია – აზრის და გამოხატვის თავისუფლება.

”ჭეშმარიტი” ქართველი ”ლიბერალი” თუ იგი გეია, აუცილებლად უნდა ამაყობდეს მამაკაცების იმ რაოდენობით, რომელთანაც ღამე გაუტარებია.
”ჭეშმარიტ ლიბერალად” შეიძლება მიიჩნევდეს თავს ქართველი კომუნისტიც, იმიტომ რომ იგი გეია და ლგბტ ადამიანი კიდევ აუცილებლად ნიშნავს ლიბერალობას. მერე რა თუ ლენინისტია და რადიკალი-რევოლუციონერი, გეია ბოლოსდაბოლოს.

”ჭეშმარიტ ლიბერალს” იმაზე მეტი ზიზღი აქვს ჰომოფობისადმი, ვიდრე ჰომოფობს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანის მიმართ.

”ჭეშმარიტმა ლიბერალმა” პირწიგნაკის პროფილის ფოტოდ უეჭველად უნდა დაიყენოს ”მე სომეხი ვარ”. ჯერ ქართველობა ასწავლეთ ამ ”ლიბერალს” და უთხარით, რომ ფოტოების დაყენება არაა ლიბერალობა.

”ჭეშმარიტმა ლიბერალმა” აუცილებლად უნდა წაშალოს ”მეგობრების სიიდან” ყველა, ვინც რამეში არ ეთანხმება. გენაცვალეთ ვაი-ლიბერალიზმში!

პ.ს.

სულ ეს იყო , რისი თქმაც მინდოდა.

Advertisements

39 thoughts on “როგორ შევიცნოთ ”ჭეშმარიტი” ქართველი ‘ლიბერალი’?

  1. ქართველი ლიბერალი რწმენას კი არ შეურაცხყოფს და მაგის გამო კი არ გეძახით ჩამორჩენილს, არამედ იმ მიდგომების გამო რომელიც მასას აქვს 🙂 ცემა-ტყეპა, შეუმწყნარებლობა, ამპარტავნება (მე უპირატესი ვარ და სომეხს ვჯობივარ და ა.შ. საუბრები), ფარისევლობა, მორალისტობა – ხოლო როცა საპასუხოდ მიუთითებ რამეს და სახარებიდან ციტატას შეახსენებ გეტყვის: მე ეკლესიური არ ვარ ძმაო, ცოდვილი ვარ და რა ვქნა აბა? 🙂

    • საბა, ”გეძახით ჩამორჩენილსო” ჩემი მისამართით თქვი? 🙂 ფოტოს დააკვირდი 🙂

    • უჰ, მე მაპატიეთ, რაღაც არასწორად აღვიქვი კომენტარი 🙂 უბრალოდ ”გეძახითო” რომ გეწერა, მაგან შემაფიქრიანა 🙂

  2. momewona dzalian… ert-erti sauketeso postia rac ki raime blogze bolo 1 welshi wamikitxavs tu ar chavtvlit martmadidebluri fundamentalizmis shesaxeb “ucnaurze” dadebul posts… principshi “ucnauri” blogi arcaa 🙂
    rac sheexeba postidan gamomdinare komentars:
    bevrjer mitqvams da gavimeoreb, qartvelebi zedmetad skeptikosebi vart yvelapris mimart +amas, radikalebi vart yvelapershi… liberalizmi tavisi klasikuri gagebit jer saqartveloshi namdvilad ver gaidgams fesvebs, tu liberalebad chatvlis vinme dgesdgeisobit tavs es aw ukve naxsenebi (კანტი , ლოკი, მონტესკიე თუ რუსო) klasikosebis chamoyalibebuli da ganvrcobili ideologiisgan dzalian shors idgeba…

  3. ათეისტები ლანძღავენ ეკლესია, მაგრამ ისინი თავს ლიბერალებად არ მიიჩნევენ, უბრალოდ დანარჩენები აკრავენ ლიბერალობის იარლიყს – კომუნისტი, რომელსაც აღიზიანებს პირჯვარის გადაწერა ეკლესიის წინ და გამოხატავს ამას ღიად, მას ეგრევე იტყვიან: აი ნახე, ლიბერალობსო!
    როდესაც ეთნიკური უმრავლეოსბა ლანძღავს ეთნიკურ უმცირესობას და იძახის მათი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არისო, ამ შემთხვევაში, საქმე ფობიებთან და ფაშიზმთან გვაქვს, მაგრამ ეთნიკური უმცირესობა თუ გაბრაზებულია ეთნიკურ უმრავლესობაზე ეს მარტო მათი ბრალი არ არის, რა თქმა უნდა, სომხებს ეშინიათ კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვისა და ეგ ლოგიკურია, როგორც ქართველები უფრთხიან ქართველობის დაკარგვას ირანსა თუ თურქეთში.
    მე ვაკრიტიკებ ლიბერალებს, არ ვარ ჰომოფობი და არმენოფობი, მაგრამ არ ვთვლი რომ ყველა ლიბერალი აკრიტიკებს ეკლესიას. ლოგიკურია რომ ლიბერალმა ეკლესია აკრიტიკოს, ვინაიდან თავისუფლების ხარისხი მოიკოჭლებს.

    • სანდრო, არ ვიცი ვის რა იარლიყს აწებებენ ძალით, მაგრამ ბევრი ქართველი , თავს რომ ლიბერალს ეძახის, არის ათეისტი. ნუ ათეისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შენ თუ ღმერთი არ გწამს, ეგ არ ნიშნავს, რომ სხვის რწმენას შეეხო. ისე, უჩვეულო არაფერია იმაში ათეისტი ლიბერალი იყოს, ან პირიქით, უბრალოდ განსხვავებული აზრის მიღება უნდა შეეძლოს. ქართველოფობია თუ არმენოფობია არაა მხოლოდ ცალმხრივი პრობლემა, ეგ არც მარტო ჩვენი ბრალია და არც ჩვენი მეზობლების. მაგ ფობიას სათავე ისტორიაში აქვს. სასურველია გასაქანი არ მიეცეს არც ერთს და არც მეორეს, მაგრამ ცალსახად დაადანაშაულო ქართველი არმენოფობიაში, არასწორია ჩემი აზრით.

      წარმოიდგინე, შენს ეზოში მდგარ სახლზე კარის მეზობელი რომ გეჩემებოდეს, ჩემი აშენებულიაო, დარწმუნებული ვარ ცუდი რეაქცია გექნება. ეგრეა ის, ქართველს რომ უთხრა ”ალავერდი არაა შენი და მე მეკუთვნის”… პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან პრობლემის გადაწყვეტის გზებს არ ეძებენ და ამ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებენ, რატომღაც ყველას სჭირდება ემოციურად განწყობილი ხალხი, ფობიებით და მთელი უბედურებებით. მისი მართვა ასე უფრო ადვილია.
      არც მე მითქვამს, რომ ყველა ლიბერალი აკრიტიკებს ეკლესიას, თუმცა კრიტიკაც ზოგადად არაა ცუდი, თუნდაც ეკლესიის. მე ვამბობ, რომ ვიღაცები განგებ ცდილობენ მის დისკრედიტაციას და ლანძღავენ. დაუსაბუთებელი ლანძღვა კიდევ იწვევს ზუსტადაც ლიბერალიზმის მარგინალიზებას ხალხში. ანუ იცი როგორ გამოგვდის? იმ ტოტს ვჭრით, რომელზედაც ვსხედვართ.

      მეც უარყოფითად ვარ კლერიკალიზმის მიმართ განწყობილი, მაგრამ ლანძღვა არ მომწონს.

      • გეთანხმები, განსხვავებული აზრის მიღება უნდა შეგვეძლოს ამიტომაც საჭიროა მივცეთ გასაქანი ფობიებს და თავისუფლად ილაპარაკონ მათზე, მაგალითად, ამერიკაში, შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განწყობილ მოქალაქეებს არ აპატიმრებენ, პირიქით, მათ საშუალებას აძლევენ თავისუფლად გამოთქვან სახუთარი შეხედულებები, ამიტომ ვთვლი, რომ ვინმესთვის ეკლესიის ლანძღვის აკრძალვა, იმიტომ რომ ის წმინდაა და ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეეხება უაზრობაა – ამით არაფერი შეიცვლება და ისინიც საკუტთარ აზრს არ შეიცვლიან, ასევე რომელიმე ეთნიკური უმცირესობისა თუ უმრავლესობის სიძულვილის გამოთქმაც გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ამით ისინი არ იბოღმებიან იმიტომ რომ უკრძალავენ რაღაცას. ასეთი ადამიანები თავს ლიბერალს უწოდებს თუ ლიბერტარიანელს მათი საქმეა, მთავარია, არ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა და, განსაკუთრებით, არ დაიშვას ცენზურა. რაც შეეხება თვითცენზურას, ყველა ადამიანი საკუთარი მორალური პრინციპებით განსაზღვრავს მას, ხოლო მონოპოლია მირალსა და ჭეშმარიტებაზე, იგივეა რაც დიქტატურა და განსხვავებულის დაბლოკვა.
        რაც შეეხება პოსტს, მართლაც საინტერესოა, რეალობის აღწერაა, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, თითქოს ადამიანთა მხოლოდ ერთ ჯგუფზეა საუბარი. აუცილებლად მოველი შენგან პოსტს თუ როგორია “ჭეშმარიტი ქართველი კონსერვატორი”.

      • რაც შეეხება ფრაზას “ჩემი აშენებულია და ჩემია” ასეთ დროს უნდა უპასუხო: ჯვრის მინასტრის ასაშენებლად ქვები ვირებმა აზიდეს, რა გამოდის მათია. პრობლემა ქართველი ადამინაის ემოციურობაშია, მეტისმეტად გულთან მიაქვს ყველაფერი, უბრალოს, ეგონოთ მათ რომ მათია, სულელს, რაც არ უნდა, უმტკიცო სულელი ხარ მაინც არ დაიჯერებს. მეორეს მხვრივ, ქართველებიც ვიძახით ეს ჩვენი იყო და ჩვენიაო, მაგალითად ტაოზე, ან თუ გინდა სოჭზე, მაგრამ იმას არ ვითვალისწინებთ, რომ ეხლა ამ ტერიტორიებზე სხვები სახლობენ და მათია. ჩემთან მეზობელი რომ მოვიდეს და მითხრას ეს სახლი ჩემი აშენებულია და ჩემიაო, ვეტყვი, მადლობა რომ ააშენეთ, მაგრამ ახლა ჩემია. გავუღიმებ და კარს გავუხურავ ცხვირწინ.

  4. გიორგი, მადლობა კომენტარის პირველი აბზაცისთვის, განსაკუთრებულად დიდი. :* ❤

    მეორე ნაწილს რაც შეეხება, მართალი ხარ, რადიკალიზმი არის ჩვენთვის დამახასიათებელი და უკიდურესობები, თითქმის არაფერში გვაქვს ხოლმე შალედური პოზიცია. ერთია რომ ვერ გაიდგამს და მეორე ის, რომ ვიღაცებმა ისე დაირქვეს ეს სახელი, ამ სახელის იქით ბევრი რამე არ იციან და ეგაა ცუდი. არადა არ მინდა მე ფაშისტების ლიბერალიზმი და მომკალი, შემწყნარებელი და განსხვავებულის პატივისმცემელი ლიბერალიზმი მინდა!
    ეჰ (

    • ხო აი იცი როგორაა? შანელი რომ თავის დროზე გაირუჯა და ამდენი წლის მერე რომ ქართველი ხამები ლეღვის ნახარშით თავს იწვავენ, ეგრე გამოგვდის 🙂

  5. Kargi postia oto, dzalian kargi!.. mec ase vpiqrob. chemi azrit, dges saertod saqartveloshi dzalian cotam tu icis namdvili faseulobebi ra aris. dzalian bevri fsevdo liberali da fsevdo koservatoria da ase su fsevdoebi.. da ra tqma unda es radikalizmic.. shen tu liberali xar, morcha – aranairi kavshiri martlmadideblobastan an konservatorebtan, torem moikvetebi 😀 da piriqit.. tu qrisitanad mogaqvs tavi aba gabede da modzgvaris mier romelime sakitxis codnashi echvi sheitane – ateisti da garyvnili amerikeli xar. zogjer vpiqrob radikalizmic tavianti fsevdoobis dasafarad tu schirdeba am xalxs..
    kidev erti ram isaa, rom roca ar vicit faseulobebi vxdebit mishistebi, burdjanadzistebi, zviadistebi, shevardnadzistebi.. rodis unda gavcdet amas..

    • აი მართალი ხარ, რადიკალიზმი გვახასიათებს, ფსევდო – ფსევდოობაზეც რაღა დავამატო …

      წინა დღეებში ვინ არ ვიყავი, ათეისტი, სატანისტი, სექტანტი, ურწმუნო, ”ბნელი”, სამგზის საწყალობელი, სოროსისტი… მოკლედ, ყველანაირი ეპითეტი თუ სალანძღავი სიტყვა მომაკრეს, მხოლოდ იმის გამო, რომ რელიგიური უმცირესობებისთვის სსიპ სტატუსის მინიჭებას , იმ ყბადაღებულ კანონს ვემხრობოდი. არ შეიძლება ასე უბრალოდ, ეს ზედმეტი ფანატიზმის და გაუნათლებლობის ბრალია…

      კაცთმადიდებლები გავხდით და მოვიმკით კიდეც ალბათ მაგის შედეგებს.. ბელადისტები, ვიღაცისტები… არადა იდეები უნდა მოგვწონდეს უპირველესად და არა – ადამიანები…

      მადლობა კომენტარისთვის 🙂

      პ.ს. ალექს, გიცნობ? 🙂 კი არადა რომელი ხარ ? :დ

  6. რაღა დავამატო, ყველაფერი უთქვამთ 🙂
    ისე, რომ არ დაგიმალო, აგრესიულ თავდასხმებს ველოდი კომენტარებში. დავიცადოთ, აბა …

    • თამარა, თავდასხმებს ვისგან ელოდებოდი? 🙂

      მეც ვიცდი, ძაან მაინტერესებს, არ მიყვარს კომენტარებში ყველა ყველას რომ ეთანხმება 🙂 :X

      • ვისგან უნდა ველოდებოდე, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ პოსტში, იმათგან 🙂 🙂

    • ისე შენნაირ გამოცდილ და ჭკვიან ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს რამის დამატება 😉 🙂

      • გამოცდილისა და ჭკვიანის რა გითხრა, მაგრამ სულ იმას გავიძახი, არ გვინდა უკიდურესობები და ერთ ფაქტზე ყველაფრის განზოგადება-მეთქი… შუალედური პოზიცია გიჭირავს და გეუბნებიან – არც მწვადს წვავ და არც შამფურსო.
        ისე, კარგა ხანია, ამ თემაზე აღარავისთან მიკამათია 🙂

  7. პოსტი არის სრული უაზრობა.
    ასეთი ხალხი გამოდიან და იძახიან ლიბერალები ვართო?!
    საერთოდ ვერ გავიდე ზოგი პუნქტის ქვეშ მოწოდებები რატომ გიწერია და ზოგის ქვეშ არა. ან საერთოდაც რატომ გიწერია მოწოდებები.
    და ვინც გეია აუცილებლად ლიბერალია?? მითუმეტეს “ლენინისტი” ან საერთოდაც გინახავს შენ ლენინისტი, გეი ( :დ ) ვინც ლიბერალობას იბრალებს.
    საერთოდაც მყარი პოსტი არაა. არავითარი არგუმენტი, დარწმუნებით ლაპარაკობ თემაზე მაგრამ ვერავის არწმუნებ.

    • მადლობა კომენტარისთვის 🙂

      მოწოდებებს დიდ მნიშვნელობას რატომ აქცევ ვერ ხვდები, სადაც საჭიროდ ჩავთვალე იქ წერია.

      მე არ ვთვლი, რომ ვინც გეია ლიბერალია, რატომღაც ზოგიერთს გონია ეგრე ჩემ გარშემო და თუ დააკვირდები, პოსტშიც ეგაა ნათქვამი.

      კომუნისტი გეი, რომელიც ვითომ ლიბერალობას ”აწვება” მინახავს, ნუ იქნები დარწმუნებული იმაში, ვინ მინახავს და ვინ -არა .

      არგუმენტად სახელების ჩამოწერას არ ვაპირებ, ისიც საკმარისია, რომ ასეთი ნაძალადევი ლიბერალებიც არსებობენ.

  8. კარგი იყო, თუმცა სრული ანალიზისთვის კარგი იქნებოდა დაგემატებინათ ვის და რატომ უქიცინებენ კუდს ჩვენი ლიბერალები.

  9. პირადად დიდი მინდა გითხრა დიდი მადლობა.რომ როგორც იქნა ნათელი დავინახე ვიღაცის თავზე :))
    ეს მართლა რეალობაა და ის ხალხი დღეს ‘ფეისები” ანდაც რაციონალურად მოაზროვნეებად ითვლებიან .
    :*

  10. “”ჭეშმარიტი ლიბერალი” აუცილებლად ხედავს ქართულ არმენოფობიას , მაგრამ იგი ვერ ხედავს სომხურ ქართველოფობიას””
    სხვის ფობიებზეც ჩვენ ვიზრუნოთ? : )

    “ერთი პირის ნათქვამს მთელ ეკლესიაზე აზოგადებდეს”
    ეს პოსტიც მაგ სტილშია დაწერილი – არაფერი არაა ნახსენები “ნორმალურ” ქართველ ლიბერალებზე, ანუ ისე გამოდის რომ ყველა ქართველი ლიბერალი ფსევდოა.

    • თორნიკე, მე მგონი ბრჭყალების მნიშვნელობას უნდა ხვდებოდე. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ის, ვისზეც აქ მეწერა ლიბერალიზმის ბევრი რამე ესმის. შესაბამისად, არც ლიბერალებად მივიჩნევ მათ.

      არც ვაპირებდი ე.წ. ნორმალურ ლიბერალებზე დაწერას და მათ ლიბერალობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი და იმიტომ. ამ უკანასკნელთ მივაკუთვნებ მეც თავს.

      სხვის ფობიებს რაც შეეხება, შენ ვერც არმენოფობიაზე ”იზრუნებ” და ვერც ქართველოფობიაზე. ან ზრუნვაში რას გულისხმობ ეგეც საინტერესოა, მაქსიმუმ ეგ ფობია გააკრიტიკო… განათლების სისტემა კიდევ, რომელიც მომავალ თაობებში ფობიების დაძლევაზე უნდა მუშაობდეს, არ მგონია შენთვის ჩაებარებინათ 🙂

  11. კი ბატონო, შენ შეიძლება არ აპირებდი დაწერას, მაგრამ ეგ არ ცვლის იმას, რაც მე ამ პოსტის ხასიათზე აღვნიშნე. აი ეგ თუ პოსტს წინ შესავლად მიუწერე, სხვა ამბავი იქნება.

    “”ან ზრუნვაში რას გულისხმობ ეგეც საინტერესოა, მაქსიმუმ ეგ ფობია გააკრიტიკო””
    რას და ის ძალისხმევა, რაც სხვებში ქართველების მიმართ არსებულ ფობიაზე და ამ ერების ‘არანორმალურობაზე’ კამათებში იხარჯება, საკუთარი ერის ფობიებზე დისკუსიაში და გამოსწორებაში რომ ჯობია დაიხარჯოს.

  12. არ მგონია განმარტებები ჭირდებოდეს პოსტს, არაა მაგდენად ჩახლართული და გაუგებარი ))

    არ მგონია ეგ ფობიები კამათით აღმოიფხვრას. მაგის რეცეპტი ჩემი აზრით განათლება და კიდევ ერთხელ განათლებაა))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s