გასეირნება უფლისციხეში

ხეტიალი თუ ლაშქრობა ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ცხელა და სახლში არაფერი განსაკუთრებულის კეთება არ გიწევს. ორიოდე დღის წინ , როგორც იქნა, თბილისიდან გავაღწიე და მეგობრებთან ერთად უფლისციხეში ამოვყავი თავი. აქ პირველად 10 წლის წინ მოვხვდი, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა უფლისციხე როგორც მაშინ, ისე ახლაც, მშვენიერი მეჩვენა.

მცირეოდენი რამ ვთქვათ უფლისციხეზე და შემდეგ მის ფოტოებსაც შემოგთავაზებთ :

უფლისციხე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, გორიდან დაახლ. 10 კმ-ის მოშორებით. იგი კავკასიის ერთ-ერთი უძველესი საქალაქო ცენტრი იყო, რომლის ძირითადი ნაწილი ანტიკურ და ელინისტურ ეპოქებშია გამოკვეთილი. შედარებით დაცულია ქალაქის შიდა ნაწილი, აქ ნახავთ საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთებს, კედლებს. კლდეში გამოკვეთილი გვირაბით ქალაქი დაკავშირებულია მტკვართან. აქ შეხვდებით ულამაზეს დარბაზებს , რომელთაგანაც გამორჩეულია დიდი დარბაზი. გამოქვაბულების ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო ბაზილიკური ტიპის ეკლესია , ვარაუდობენ, რომ მე-9 – მე-10 საუკუნეებს მიეკუთვნება. ერთ-ერთი ცენტრალური დარბაზი , რომელიც სამხრეთისკენ ღიაა, ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, შიგნით კი გაფორმებულია რვაწახნაგა კესონებით. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ადგილი ”თეატრონი” იყო.

მეოთხე საუკუნიდან დაწყებული, უფლისციხე თანდათანობით კარგავს ქალაქის ფუნქციას, თუმცა საუკუნეების განმავლობაში იგი არაერთხელ გამხდარა დაპირისპირებული ძალების საიმედო დასაყრდენი. ვახუშტი ბატონიშვილი ასე ახასიათებს უფლისციხეს: ”არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი, პალატნი დიდ დიდნი. ქანდაკებული კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკვრამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს.”
















მოკლედ, საინტერესო ხეტიალს, ლაშქრობებს და თავგადასავლებს გისურვებთ ამ ცხელ ზაფხულს 🙂

უფლისციხეშიც შეიარეთ, არ ინანებთ 🙂

Advertisements

5 thoughts on “გასეირნება უფლისციხეში

  1. კიდევ ბევრ ექსკურსიას და ლაშქრობას გისურვეეებ 🙂 ძალიან კარგი ფოტოებიაა, შემშურდაააააა 🙂

  2. არასდროს არ ვყოფილვარ უფლისციხეში, სამაგიეროდ პირველად ვნახე ის ასე ახლოს შენი წყალობით. 🙂 აუცილებლად წავალ როდესმე.

    • წარმოიდგინე ერთის მეტი არ შემხვედრია, ისიც სადილად რომ ვისხედით მაშინ გადავაწყდი, თანაც უკვე მოკლული იყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s