მოუვლელი ვაკის პარკი

აქ ვაკის პარკის ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო. ნამდვილად არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში იყო პარკი ადრე, მაგრამ ფაქტია დღეს პარკის მხოლოდ ერთი ნაწილია მოვლილი, მეორე მხარეზე კი არც არავინ ზრუნავს. მემორიალისკენ ასასვლელ კიბეებზე მრავლად შეხვდებით ყველანაირ ნაგავს, ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებს, ლუდის ქილებს და ა.შ.
ქვემოთ ატვირთული ფოტოებიდან, კარგად დარწმუნდებით პარკის მოუვლელობაში:



კიბეებზე ნაგავი და სიმწვანე კონტრასტულადაა შერწყმული ერთმანეთში:

ზრდილობიან მოქალაქეებს ნაგავი ერთ დიდ ცელოფანში მოუთავსებიათ :



მაქვს იმედი, რომ პარკში მოსეირნეთა ზნეობასა და სისპეტაკეზე მზრუნველი ხალხი, დაინტერესდება და პარკების სისუფთავეზეც იზრუნებს. ვფიქრობ, პარკს ნაგავი უფრო აბინძურებს, ვიდრე კოცნა და სიყვარული 🙂

Advertisements

9 thoughts on “მოუვლელი ვაკის პარკი

  1. მოუვლელი ვაკის პარკი, თორე სხვა პარკები ბრჭყვიალებენ სისუფთავისგან 😀 ყველა პარკი ეგეთ დღშია, იმ რემდენიმეს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ქალაქის ცენტრში გზის პირასაა და კარგად ჩანს გზიდან.

    • გუშინ მანდ ვიყავი და მაგის ფოტოები მაქვს მარტო, თორემ სხვებზეც დავწერდი :დ

  2. ტყუილად გაისარჯე ოტიუს, გაყიდულია ეგ ადგილი უკვე და მალე ისე შეცვლიან– პარკი აღარც გაგახსენდება. ისე ჩვენი თანამოქალაქეების სისუფთავის მიმართ სიყვარულზე რომ გაგემახვილებინა ყურადრება ცუდი არ იქნებოდა. 🙂

    • არ ვფლობ ინფორმაციას რას უპირებენ, მაგრამ დასანანია ასეთი მოუვლელი რომაა. რა თქმა უნდა, ის ნაგავი ადამიანების დაყრილია, სხვისი არავისი…

  3. gaixare kargi adamiani xar tundac imitom, rom mase piqrob sheidzleba vinc mase vpiqrobt cotani vart, magram imedia ert degs yvela gavacnobierebt,rom sashnelebaa nagavshi cxovrreba patara taoba krgi ver gaizrdeba uprosma tu ar mica garki magaliti. ubralod me imas vityodi, rom rashia ici chemi azrit saqme mdzime socialur ponshi, ici ratom magaze kvlevac aris chatarebuli da dgigndeba sadac socialuri vitareba rtulia mdzimea iq nagavic metia. martivad vityvi gasagebi rom iyos. mshier, mwyurval adamians arc sheni sahdrevani axalisebs arc sheni mwvaen buneba arc samshoblos siyvaruli da bevri ram kidev. adamiani rodesac dasaqmebuli danayrebulia mere chndeba ragac sxva motxovnileba isti rogorica tetri, kino, tundac sisuptavi shegrdzneba mashin yalibdeba adamianshi, shroma admians aketilshobilebs es ar aris uazro litoni sityvebi, rodesac adamiani shromobs yvelapers sxvanairad apasebs, upro sastuti, prtxili da dakvirvebulia da tvinit pirqobs da ara trakit. xoda tundac ai is avigot exl ame am avtobusebze namdvilad ar vgijdebira nagavicaa yvelam kargad icis, magram rac gagachni imas manc nu daaziane, magram sakemebs chrian gupkebs aclian ver aanalizeben iamas rom shemdegshi isev rom amovlen im skamze sheidzleba mouwiot jdoma. mokled isedac bevri gamomivida da minda vtqva adamianma rame rom sheignos gaacnobieros unda sheuqmna garkveuli pirobebi, chventan ki milionze meti adamiani sigraibis zgvar qvemotaa sxvatashoris es xelisuplebis chataremuli statistikuri analizis shedegebia, ramdeni umushevrai, ltolvi, cxovrebaze gaborotebuli adamiania da imat kidiat sakutari tavi da vinc masea imas yvelaperi kidia mat shris sibindzurec.

  4. მოუვლელი რომ არის და ჯერ კიდევ საბჭოთა ატრაქციონები დგას, იმიტომ დადიან მანდ ბავშვებით. მოვლილ მთაწმინდის პარკს ჯიბე ვერ უძლებს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s