სტუდენტური გამოღვიძების დასაწყისი … (?!)

დღეს, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ მოეწყო სტუდენტების აქცია ”არა ძალადობას!”
რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა გააპროტესტა 26 მაისს მომხდარი აქციის დარბევა და მოითხოვა უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება.
აქცია 13:00 საათზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ თავიდან სტუდენტთა აქციაზე დაახლ.70 ადამიანი იყო შეკრებილი. ეს იყო აქცია, ყველანაირი პოლიტიკური ლიდერის გარეშე, მათი მოწოდებების გარეშე…
უმთავრესი რაც თვალში მოგხვდებოდათ, სტუდენტების სიმცირე გახლდათ. ქვეყანაში, სადაც რამდენიმე ათეული ათასი სტუდენტი სწავლობს, აქციაზე მხოლოდ 70 ადამიანი იყო შეკრებილი.
არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ქართველი სტუდენტობის უდიდესი ნაწილი კონფორმისტებადაა ქცეული, რომლებისთვისაც პირად პრობლემებზე ფიქრის გარდა არანაირი საფიქრალი არ არსებობს.
მესმის, ძნელია ვინმესთან ერთად დადგე აქციაზე, ან ფეისბუქის გვერდიდან მოწყობილ აქციას ”ენდო”, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიტიკური აქცია და აქ არ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, ეს აქცია, არ მოითხოვდა და ალბათ არც მოითხოვს ”რეჟიმ ჩეინჯ”-ს , რასაც ასე დაბეჯითებით ცდილობს ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. აქ უბრალოდ იციან, რომ ქუჩიდან ხელისუფლებები არ უნდა იცვლებოდეს.
”რო დაგარბიონ?” არ გეშინიათ?” – ასეთი ფრაზები მესმოდა ზოგიერთი სტუდენტისგან. არაფერია საშიში, თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიდის.
სახელმწიფო, ეს არის სოციალური კონტრაქტის შედეგი, მე ასე მწამს, ვისაც უკეთესი თეორიები გაქვთ, ნუ მოგერიდებათ, შეგიძლიათ თამამად გამიზიაროთ…

ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცვენი ყველანაირი სწავლა მიზანდაკარგული და აზრსმოკლებულია, თუ თავისუფლებაზე და პროგრესზე ვიტყვით უარს.

მე მიკვირს, რატომ იდგა აქციაზე მხოლოდ 70-მდე სტუდენტი და 20-ჯერ ან 40-ჯერ მეტი უფროსი, ასაკოვანი თუ პენსიონერი?! ნუთუ ძალადობა მისაღებია თქვენთვის? ნუთუ მეხუთე კოლონის არსებობა მისაღებია თქვენთვის? ნუთუ არაფერს გრძნობთ, როცა სისხლით მორწყული რუსთაველი გახსენდებათ? მთავარი უბრალოდ სოლიდარობაა, ამაზე მეტი ალბათ არცაა შესაძლებელი ამჟამად…

ნუ იქნებით უკომპრომისო კარიერისტები, კონფორმისტები, ”სულ ერთია” ადამიანები, თქვით თქვენი სათქმელი… მაშინ ნურც მხოლოდ ფეისბუქზე სტატუსებში სიბრძნეებად გადმოიღვრებით…

დაიცავით და შეეწიეთ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას…

ნუ ვიქნებით საზოგადოების ბოლო და უკანასკნელ რიგებში…

ყოველთვის გვახსოვდეს და ვიბრძოლოთ უკეთესი და თავისუფალი საქართველოსთვის!!!!!!

Advertisements

4 thoughts on “სტუდენტური გამოღვიძების დასაწყისი … (?!)

  1. ეს სწორედაც რომ პოლიტიკური აქცია იყო – კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანების (მემარცხენეების, სოციალ-დემოკრატების) მიერ ორგანიზებული და შესაბამის იდეებზე დაფუძნებული. ზოგადად ”პოლიტიკური აქცია” არ ნიშნავს ცუდ რამეს, მაგრამ ვინც ამ ადამიანების იდეებს არ იზიარებს, მათი ადგილი მაგ აქციაზე არაა.

    • მემარცხენეები სადაც გამოჩნდებიან, არ ნიშნავს იმას, რომ ეს აქცია მათი ორგანიზებულია. თავისი აზრის დაფიქსირების უფლება კი ყველას აქვს.

  2. თავიდან –ბოლომდე მართალი ხარ! მაგრამ… მაინც არის მაგრამ . ის მაგრამ, რომ შიშის ფაქტორის უგულვებელყოფა არ შეიძლება. კომფორმიზმს– შიშის ტრანსფორმაცია იწვევს და ბოლოს საამაყო ინდეფერენტულობაში გადადის. ვამაყობ იმ 70 მდე სტუდენტით და მრცხვენია საკუთარი თავის! 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s