”დებილი თაობა” (?!)

დღეს საკუთარი თვალით შევესწარი თუ ლამის როგორ ჩაქოლეს 2 გოგონა მუნიციპალურ ტრანსპორტში იმის გამო, რომ მათ უკმაყოფილება გამოთქვეს აქციებთან დაკავშირებით და ოპოზიციის ორიოდ ლიდერზეც გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. მაგრამ ყურადსაღები აქ ის იყო, რომ ამას ახალგაზრდების ლანძღვა და უვიცობაში დადანაშაულება მოჰყვა უფროების მხრიდან.

”თქვენ ისტორიის რამე გესმით გოგონავ? რამე გაგეგებათ? არაფერი არ განაღვლებთ, ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ფიქრობთ, თორემ აქციაზე იდგებოდით დღეს! ” … ”უვიცები ხართ!” … ამ ადამიანებს ის ვერ გაუგიათ, რომ აქციაზე დგომა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს ვერ მოაგვარებს და დაკარგულ მიწებს ვერ დაგვიბრუნებს…

ყოველთვის მაინტერესებდა , რითი შეიძლება გაიზომოს ადამიანის ცოდნა ? ან კი ვის ვუწოდებთ მცოდნეს? აი დღეს ”გავიგე”, რომ თურმე ისტორიის ცოდნა, რამდენიმე გაზუთხული თარიღით იზომება. მიზანში ამოყვანილ გოგონას, უფროსი თაობის წარმომადგენელმა, ეგზომ ”ჩამჭრელი” კითხვა დაუსვა და პასუხი რომ ვერ მიიღო, დაასკვნა, რომ ჩვენს თაობას ისტორიის არაფერი გაეგება : ”იცით ვინ მეფობდა 1014-1027 წლებში?” -სვამს ამ კითხვას შუახნის მამაკაცი და უშნოდ იქნევს ხელებს- ”რომელ წლებში აშენდა სვეტიცხოველი? გეუბნებით არაფერი გაგაგებათ! ახალგაზრდებს ისტორია აღარ გაინტერესებთ, გართობის მეტი აღარაფერი გინდათ…” ატყდა ვაი-ვუი და თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულმა უფროსებმა , რომ ჩვენ ”დებილი თაობა” ვართ, ამაყად დაუწყეს ლანძღვა გოგონას და მის მშობელს, (გოგონამ თქვა, რომ დედა თსუ-ში ისტორიის ლექტორი ყოფილა), რომ ასეთი ხალხის გამო ინგრევა უნივერსიტეტი და ის , ვისაც თავისი შვილი ”რომ კაცად ვერ აღუზრდია”, ვერავისაც ვერ აღზრდის და გაანათლებს…

ბოლო ხანებია, რაც განსაკუთრებულად ვერ მოსდით თვალში ახალგაზრდების განათლების დონე. მაპატიეთ, მაგრამ არც ერთ თაობაში არ არის ყველა გენიოსი და ყველაფრის მცოდნე და უფროსი თაობის წარმომადგენელი არაფრისმცოდნეებიც ხშირად მინახავს. რატომღაც ძალზე პოპულარულია ახალგაზრდების ლანძღვა, განსაკუთრებით თუ გაიგებენ, რომ ეს ახალგაზრდა თსუ-ელია. პირველი ასოციაცია, რაც უჩნდებათ, რომ ჩვენთან საკუთარი უნივერსიტეტის პირველი რექტორი , პეტრე მელიქიშვილი არ იციან. რა თქმა უნდა, ესეც გაიხსენეს და ”წამოგვაძახეს”… ენას ძვალი არ აქვს როგორც იტყვიან, ჩვენს ბევრ ჟურნალისტს კი ჭკუა, რომ რეპრეზენტატული კვლევები ჩაატარონ. ყველაფერს ცალმხრივად უდგებიან და დრამატიზებას მიმართავენ.

ალბათ მართლა არ მოდის სრულყოფილი ადამიანების თაობა, ალბათ ბევრი არ ვიცით და სიცოცხლის ბოლომდეც კი შესაძლოა ბევრი რამე დაგვრჩეს შესამეცნები, მაგრამ დაანებეთ თავი ამ ახალგაზრდებს, შეეშვით დემაგოგიას და ლანძღვას! შეეშვით უნივერსიტეტელების კრიტიკას, თუ მაინცდამაინც ინტერნეტში წინა გამოცდების შედეგებს გადახედეთ, ან გაზეთი იყიდეთ და გადახედეთ, ჩვენ იმედისმომცემი თაობა ვართ!!!

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არც ჩემში მომწონს და რაღაცები არც ჩემს თაობაში, მე მაინც იმედი მაქვს ახალი თაობის, ამ თაობას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, შეუძლიათ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც თქვენ ”დებილ თაობას” ეძახით…

Advertisements

15 thoughts on “”დებილი თაობა” (?!)

  1. ცოდნა შემდეგნაირად იზომება: “მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.”–ალბერტ აინშტაინი. 🙂
    რაც შეეხება უფროს თაობას გეთანხმები, რომ ხშირად უსაფუძვლოდ წუწუნებენ თანამდეროვე ახალგაზრდების და ზოგადად სამყაროს მიმართ, მაგრამ ოტიუს არ დაგავიწყდეს რომ მეც და შენც იმედია გავხდებით ძველი თაობა და დარწმუნებული იყავი– ვიწუწუნებთ მომავალი თაობების გამო.
    უბრალოდ ვთვლი, რომ ახალგაზრდებს ყოველთვის აკლდათ მიმტევებლობის გრძნობა.
    კი უფროს თაობას ის თითქმის არ ააქვს, მაგრამ თუ ახალგაზრდობაშივე არ აღზარდე საკუთარ თავში ყველაფერი რაც სიყვარულზე და შესაბამისად მოთმინებაზეა დამყარებული, მომავალ “დიდობაში” ვეღარაფერს შეცვლი.
    მოკლედ გვიყვარდეს რაა ერთმანეთი მარტივად და ხანდახან იმაზეც დავეთანხმოთ უფროსებს რომ მათ თაობასთან შედარებით ცუდები ვართ. შედეგი დარწმუნებული ვარ საპირისპირო და ყველასთვის სასიამოვნო იქნება.
    🙂

    • მე ჩემ თაობაზეც ვწუწუნებ, რა თქმა უნდა, მინდა უკეთესები ვიყოთ, ბევრ ცუდს ვხედავ ჩემშიც და სხვებშიც, მაგრამ მუდმივად ახალგაზრდების განათლებაზე საუბარი და ლანძღვა, ამოვიდა ყელში… ბოლო ბოლო განათლებაზე ექსპერიმენტებს უფროსები ატარებენ. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც ბევრი რამე უფროსი თაობის ბრალია. ყველაზე მეტად კი ის არ მომწონს,რომ სტუდენტებს ლანძღავენ, თუ თსუ-ში და კიდევ 2-3 უნში არა, მაშ სადღაა განათლებული ახალგაზრდობა?

  2. 🙂
    შეიძლება ბევრ რამ იცოდე მაგრამ სწრაფად ვერ აღიქვა….
    ეგრე შეფასება არ შეიძლება და ყოველთვის ძველ დროზე ტირილი… ჩვენ შევიცვლებით, ჩვენ კარგი თაობა ვიქენბით!!!
    გვქონდეს იმედი….. :):):)

    • კაცო ტირილსაც ხომ თავისი საზღვარი აქვს და კრიტიკასაც? თან ამ სტუდენტებს რომ არ უკბინოპნ და უნივერსიტეტს არ შეუძლიათ…

  3. იმდენჯერ შევსწრებივარ ეგეთ შემთხვევებს.
    რამდენჯერმე ავტობუსიდანაც ჩავედი, რადგან გაოფლიანებულენებიანი ხალხის მოსმენის თავი აღარ მქონდა. ეს ახალგაზრდობა რამეში რომ შეწინააღმდეგება, იმ წუთშივე გადადიან, თუ როგორი უზრდელები არიან, რა ოჯახში გაიზარდნენ და ვაი, მათ პატრონს. რა უბედურებაა..

    • ”უზრდელი ხარ”-ს მეტი რა ისმოდა ? … ხანდახან ისეთ ”მარგალიტებს” გაიგონებ, გაგიჟდები…

  4. სხვათაშორის საკმაოდ კარგი ახალგაზრდობა ხართ,ჩემი აზრით,განათლებასაც არ უნდა უჩიოდეთ.უბრალოდ ერთ რაღაცას დავაკვირდი.თქვენი თაობა პოლიტიკურ ვითარებას ცოტა სხვაგვარად აღიქვამს,ზოგ რამეში მეტად მწვავედ,ზოგში კი ზედაპირულად–ეგ გამოუცდელობის ბრალია.იმ თაობას კი ისეთ დროს აქვს ცხოვრება გავლილი,რომ მყარი სტაბილურიდან დაწყებული,ომით და არეულობით დამთავრებული ყველაფერი უნახავთ და თავიანთი გადმოსახედიდან თვლიან ამ ახალგაზრდობას ნაკლებად გარკვეულებად,რაც ასეც არის,მაგრამ სამწუხაროდ ზედმეტად მკვახედ გამოხატავენ ამას.ასე არ უნდა იყოს!მაგრამ უბრალოდ ნერვებს ვეღარ იოკებენ და შეიძლება ’ჯავრსაც კი იყრიდნენ’ .თან მარტლა არ არიან შეპასუხებას მიჩვეულები.ერთს გირჩევთ,რაც შეიძლება თავშეკავებულად უპასუხეთ,ზედმეტად რომ არ გამოიწვიოთ მათი გაღიზიანება,სხვა რა გზაა 🙂

  5. პოლიტიკა არ გვაინტერესებსო? მათ აინტერესებთ და რას იგებენ? ფსიხოზს და ოსტრეოქონდროზს იუარესებენ. პოლიტიკა ვისაც ესმის, ის დღეს სათავეშია და მე თუ მკითხავთ ღირსეულადაც. უცოდინრები ვართ ჩვენ? ბოდიშით რომ არ ვიცით სკკპ-ს 12 სხდომის შედეგები და ათასი სისულელე. მართალია ყველა გენიოსები ვერ იქნებიან, მაგრამ არ დაავიწყდეთ პატივცემულ უფროს თაობას, რომ ჩვენ ის თაობა ვართ ვინც მაგათ პენსიებს, ევროპენსიამდე გაზრდის და ვინც მასწავლებელის შრომა დააფასა. ბოდიში ახლა თუ ოდესაში ვერ გულაობენ და “ტაგანკაზე” თუ ვეღარ ბლატაობენ. თუ ვინმეს რამე აკლია, ეს პირველ რიგში მისი ბრალია და არა თაობის და თუ მათ რამეში არ გაუმართლათ ეს მთელი სამყაროს ბრალი არ არის. მიშა მაგარია…

  6. გამოხმაურება: ეიჯიზმი ჩვენში, ანუ: “ვაი, შენს პატრონს!” « Prodigycow is shouting in crowd

  7. გამოხმაურება: ეიჯიზმი ჩვენში, ანუ: “ვაი, შენს პატრონს!” « Prodigycow is shouting in crowd

  8. გამოხმაურება: ეიჯიზმი ჩვენში, ანუ: “ვაი, შენს პატრონს!” « Prodigycow is shouting in crowd

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s