გაზაფხულის ბოლო დღეების ზმანება

((( სანამ კითხვას დაიწყებდე, ჩართე პოსტის ბოლოს მიმაგრებული ვიდეო …)))
აივანზე გავდივარ, ბევრს ვერაფერს ვასწრებ და ყავას მაინც დავლევ-თქო გავიფიქრე.
””ცოტათი გრილოდა, როგორც დილას ახასიათებს ხოლმე. მაქსიმუმ ხუთი წუთიც და ყავაც დავლიე. ოთახში შესვლა მაინც არ მინდოდა და უაზროდ დავიწყე აქეთ-იქით ცქერა, ხან შორეულ მთებს გავცქეროდი, ხანაც მეზობლად აყუდებულ კორპუსებს. ხალხის ფაცი-ფუცმა ოდნავ კარგ ხასიათზე დამაყენა, ზოგი საით მიდიოდა ალბათ, ზოგი საით… შორიდან ჩიტების თუ მერცხლების ჭიკჭიკი ისმოდა, დეპრესიაში თუ ვარ ოდნავ მამშვიდებს ხოლმე. უაზრო აზრები და ფიქრები ამეკვიატა, რაზე აღარ დავიწყე ფიქრი, მერე ფიქრებმაც დამღალეს და თავიც დამანებეს. ჰმ, რა მიმზიდველია ზოგჯერ მაღალი სართული.. ზოგჯერ… ისე ასეთი ”ზოგჯერ” მცდელობა სამჯერ მქონდა და არც ერთხელ გამომივიდა. სამაგისოდ სუსტი ვარ გავრისკო და იმდენად ძლიერიც, რომ არ გავაკეთო… სკამი გავიტანე აივანზე , ფეხები მეორე სკამს შემოვაწყვე და კითხვა დავიწყე, გული ვერ დავუდე ამ წიგნს და მეორე დავიწყე. მერე ისევ პირველს დავუბრუნდი, იმიტომ რომ მეორე პირველზე მეტად ”უკარება” აღმოჩნდა ამ დილით. მოკლედ, ბენედიქტელთა ბიბლიოთეკაში ”ვიმოგზაურე” გმირებთან ერთად, რომ მომწყინდა სახლში შევბრუნდი , ლეპტოპი ჩავრთე, ცოტა ნერვები მომეშალა, თითქმის ორი თვე რომ ძველი ‘Windows’ არ გადავაყენებინე. მაგრამ ეგ არაფერი, ბლოგზე შევიარე,აქაც ბევრი არაფერი ხდებოდა საინტერესო, უფრო სწორად მე არ მომიხდენია არაფერი… მერე ეგ ფანჯარაც ჩავკეცე, ვერც ფბ-მა დამაინტერესა, რამდენიმე უაზრო შეტყობინება დიდი არაფერი, ორი უცნობი მეგობრობას მთავაზობს, ვაიგნორებ, მიკვირს ჩემგან რა უნდათ და ფბ-ს ვხურავ.
სახლი ჩაიხუთა, ვეღარ ვძლებ და დაბლა , ეზოში ჩავდივარ, იქვე რომელიღაც ხის, (მგონი ცაცხვის) ძირში სახელდახელოდ გაკეთებულ სკამზე ვჯდები, თუ მანქანამ გაიარა მანქანას ვუყურებ, თუ არადა ისევ ტელეფონში უაზროდ ვიყურები, თითქოს ვიღაცის მესიჯს ველოდები, მაგრამ ვიცი, რომ არც არავინ მომწერს. დიდად არც მე მსიამოვნებს, იციან და ალბათ მაგიტომაც. ზემოთ, მაღლა თვითმფრინავს ვხედავ, მეც იმ თვითმფრინავს მივყვები ოცნებით და ვიმედოვნებ, მალე იქ მეც ვიქნები. სად არ ვიცი, მაგრამ ცოტა ხანი აქ არ მინდა, ეგ ვიცი.
სკოლიდან ბავშვები ბრუნდებიან, ალბათ გაკვეთილები დაუმთავრდათ, დიდი ჩანთები ზურგზე აქვთ მოკიდებული…. მერე ჩემი თავი მახსენდება, სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინ, როცა მეგონა, რომ ის დრო არ დამთავრდებოდა, არადა მინდოდა რაც შეიძლება მალე გასულიყო, დიდობა მინდოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყოველდრე ვბერდები და არ მომწონს. ყოველ წუთს, ყოველ წამს რაღაც მაკლდება და ვიცი ამას უკან ვერ დავაბრუნებ. ცოტა გული მწყდება, მერე თავს ვამხნევებ, რომ დიდხანს არაფერი ღირს, მით უმეტეს ეს ტკბილ-მწარე ცხოვრება… ””

ტელეფონში მაღვიძარა რეკავს, გაღვიძების დროა, უკვე 7 საათი გახდა, 9-ზე საინტერესო ლექცია მაქვს და არ მინდა დავაგვიანო… სწრაფად ვიცვამ, ყავას ვიდუღებ, აივანზე გავდივარ და ისევ ვეძლევი არეულ ფიქრებს….

Advertisements

7 thoughts on “გაზაფხულის ბოლო დღეების ზმანება

  1. სიზმრები, სიზმრები..
    მეც მაქვს ერთი პოსტი ჩემს სიზმარზე, თემატიკა რადიკალურად სხვა არის.
    ჰოდა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმა დაამშვენებდა ამ პოსტს. ^^

  2. სიზმრებში ვის არ უმოგზაურია, მაგრამ ყველა შორს მიდის რატომღაც… :):)
    მეც მაგ დროს მაღვიძებს მაღვიძარა, როცა საინტერესო ეტაპზე მივდივარ :დ

    • ასლან, ეგ სიზმარი არც კი ყოფილა, მე გადავწყვიტე სპეციალურად ბლოგისთვის შემეთხზა:))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s