ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

დღეს 17 მაისია, ანუ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე აღინიშნება 2004 წლიდან და ამ ინიციატივის მიზანია ებრძოლოს ჰომოფობიას და დისკრიმინაციას , რომელსაც ადგილი აქვს გლბტ ადამიანების მიმართ. ამ თარიღის არჩევა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

2003 წლიდან კანადური ”Foundation Emergence” აღნიშნავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნულ დღეს, რომელიც აღინიშნებოდა 1-ელ ივნისს, თუმცა 2006 წლიდან ისინიც საერთაშორისო მოძრაობას შეუერთდნენ.

ჰომოსექსუალობა 80-ზე მეტ ქვეყანაში არალეგალურად მიიჩნევა, ხოლო 7 ქვეყანაში ჰომოსექსუალობა სიკვდილით დასჯადია.

Advertisements

10 thoughts on “ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

    • ამ შემთხვევაში ბრძოლა იარაღებს და ტანკებს არ გულისხმობს 🙂 ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის და ცნობიერების მცირედით მაინც შეცვლა, რისთვისაც ბევრი რესურსის მოძიება შეიძლება…

  1. რას ერჩის ეს ხალხი ერთმანეთს? და საერთოდ რა არის ჰომოსექსუალიზმი? სექსუალური გემოვნების გამო ადამიანების ჯგუფებად გადანაწილება სირცხვილია და მეტი არაფერი. ავდგეთ მაშინ და ვისაც საცივი ურჩევნია სუშის ისინიც სუშისტებად მოვიხსენიოთ! აფსურდიიი!!!
    და ჰომოფობიას როგორ ვებრძოლო? კარგი, მეც მყავს მკვეთრად ფემინიზებული და ემანსიპირებული გოგო–ბიჭები მეგობრებში, ხვალ ჩავეხუტები და სურათის გადაღების ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ ჯგუფურად….. ჰო მართლა და ჯგუფური სექსის მოყვარულებს და მათ მოძულეებს რა ქვიათ ჰა?! 🙂

    • აქსიომ, მოდი ერთი რამე ვთქვათ, სწორია ”ჰომოსექსუალობა” და არა ”ჰომოსექსუალიზმი” , ”იზმ-ები” უფრო პოლიტიკურ იდეოლოგიებს შეეფერება და არა სექსუალურ ორიენტაციას.

      როგორც შენ ამბობ, ”სექსუალური გემოვნება” ძალზე განსხვავდება გასტრონომიული გემოვნებისგან. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ვის რა კერძი მოსწონს, მაგრამ სხვისი სექსუალური ორიენტაციით ბევრი ინტერესდება. ჰომოფობიასთან ბრძოლაც შეიძლება, იმიტომ რომ ჰომოფობიაა ავადმყოფობა და არა ის, რისი შიშიც თუ სიძულვილიც ჰომოფობებს აქვთ…მე ასე ვფიქრობ!…

      აი , ჯგუფურ სექსს რაც შეეხება, ეგ მაინც განსხვავებული რამაა საზოგადოებისთვის და რადგანაც მისი ”მოშიშარი” ხალხის აღსანიშნავად სპეციალური ტერმინი არ არის ჯერ, მე მაინც ქსენოფობებად მოვისხენიებდი 🙂

      გაგეცი პასუხები? 🙂

      • ტერმინის სწორად გამოთქმას რაც შეეხება: მრავალ უცხო ენაში “იზმები”–თაც მოიხსენიებენ და იზმების გარეშეც–ანუ ორივე ვარიანტი სწორია და მაგ შესწორებას არ მივიღებ!
        გასტრონომიული და სექსუალური გემოვნებას რაც შეეხება, გემოვნების გამო დაობენ ზოგადად ადამიანები და ერთის მნიშვნელობის დაკნინება მეორეს მიმართ არ გამოვა, სხვა თუ არაფერი თუნდაც მოდის აქტუალურობას იგივე გემოვნების კრიტერიუმებით აფასებენ გარკვეული ჯგუფები და სხვების ფსიქოლოგიურ დისკრიმინაციასაც ეწევიან. ანუ ეს არგუმენტიც მიუღებელია!
        რაც შეეხება ჯგუფური სექსის მიმართ შიშს და სიძულვილს, რადგან მისი აღმნიშვნელი ტერმინი მე და შენ არ ვიცით– ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლევს ქსენოფობია ვუწოდოთ!
        კი პასუხები გამეცი. მადლობა. 😉

  2. ყველას თავისი ცხვრება აქვს და რა უნდათ ერტმანეთისგან..იმენა “არამკითე მოამბეო”–ს პონტია…

    • საქართველოში უმრავლესობას სხვისი საქმეები უფრო ადარდებს, ვიდრე თავისი…

  3. P.S. რაც შეეხება ამ ჩემი აზრით უაზრო დღეს, ეს პირიქით ჰომოფობიის პრინციპული გამწვავების ხელშემწყობი უფროა ვიდრე მისი აღმოფხვრის საშუალება. ძალადობას –ძალადობით ვერ აღმოფხვრი. ( თვითონ ტერმინი “ბრძოლა” უკვე ძალადობას ნიშნავს და აგრესიას იწვევს, რაც ამ დღის სახელის ავტორებს ძალიან კარგად ესმით.) და საერთოდ უნდა შეწყდეს განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანების მიმართ, მათი განმასხვავებელი ნიშნის გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა! რატო აგიხსნა? იმიტომ რომ თუ ნაცემ ჰომოსექსუალისტს იმიტომ კი არ დაიცავ, რომ ის ჰომოსექსუალისტია, არამედ იმიტომ რომ ის უბრალოდ ადამიანია და მისი ადამიანური უფლებები შეილახა შედეგად საზოგადოების გაღიზიანებას არ მიიღებ! დაიცავით ყველა ადამიანის ადამიანური უფლებები და პრობლემაც მოგვარდება. რისთვის უსვამთ ხაზს მის სექსუალურ მიდრეკილებებს საჯაროდ? ამას ვერ ვხვდები! იქნებ მე საწოლში თავდაყირა ვდგავარ– რა საჭიროა ამის საჯაროდ განხილვა და იმის ხაზგასმა რომ მე ამის უფლება მაქვს? ადამიანს– ადამიანური უფლებები საკუთარი საწოლის სურვილისამებრ გამოყენების საშუალებასაც აძლევს!. იმედი მაქვს გასაგებად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი და ამაზე კამათს არ ვაპირებ. ეს აქსიომაა. 😉

    • ირანში, საუდის არაბეთში,არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ნიგერიაში, მავრიტანიაში, სუდანსა და იემენში ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s