I Love EYP =>> ჩემ კომიტეტელებს და არა მარტო მათ

მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ამ პოსტს დიდი სიყვარულით ვუძღვნი EYPer-ებს :

თსუნივერსალურ სესიაში მონაწილეობამდე ამ ორგანიზაციის შესახებ მეგობრებისგან მსმენოდა და მათივე თხოვნით და ჩემი დაინტერესების გამო აპლიკაცია გავაგზავნე, არცთუ ისე ადვილი ინტერვიუც გავიარე და პირველად მოვხვდი EYP-ის საუნივერსიტეტო სესიაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დამღლელად მეჩვენა, არაჩვეულებრივი იყო და ალბათ დიდ ხანს დამამახსოვრებს თავს. რაღა დავმალო და ბევრჯერ ნახსენები PED-ის შემეშინდა და სესიის დამთავრების მეორე დღესვე , უნიდან მობრუნებულმა რუსთავის რეგიონულ სესიაზე შევავსე აპლიკაცია. ორ დღეში მომწერეს, რომ მიმიღეს , რამაც ძალიან გამახარა… ვიცოდი, შევხვდებოდი ახალ ადამიანებს, რაც მთავარია საინტერესო და უშუალო ადამიანებს და ცოტათი ჩემ უნარ-ჩვევებსაც წავეშველებოდი 🙂

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა… რუსთავის სესიამ კი თსუ-ს სესიას თავისი სიხალისით, გიჟობებით და მხიარულებით…

მე ძალიან საინტერესო კომიტეტში ვიყავი, ტურიზმის და ტრანსპორტის განხრით… ჩემთან ერთად კი იყვნენ ძალიან საინტერესო და საყვარელი ადამიანები, რომლებმაც ის დღეები გამიხალისეს და უკვე თავიც მომანატრეს :

თამარი,
კესო (იგივე ქესო ))
ანა,
მარიამი,
სოფოო,
ნანუკა,
ნინიკო,
ქეთი
ხატია &
გიორგი …

გვყავდა ყველაზე, ყველაზე ”ჩეარი” , კაცი ძაბვა და ენერგია გვეტოო 🙂 (როგორც თვითონ აღნიშნა, ერთადერთი ‘გვეტო’ მთელს მსოფლიოში )

პირველივე დღის შემდეგ მივხვდი, რომ სესიის დასრულების შემდეგ დამეწყებოდა ”პედ” და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი 🙂

ძალიან მიხარია ახლაც, რომ ჩემზე უმცროსი ასაკის ადამიანები, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ასე კარგად და გამართულად აზროვნებენ… გულწრფელად მიხარია და ვამაყობ კიდევაც , რომ გიცნობთ ჩემო საყვარლებო! ვიმედოვნებ კიდევ ხშირად შეგხვდებით და არაერთ მხიარულ წუთს გავატარებთ ერთად!

დიდი სიყვარული ჩემგან ”CULT”-ს, ”LIBE”-ს, ” DEVE”-ს, ”SEDE”-ს ბავშვებს და რა თქმა უნდა, ”TRAN”-ს!!!

მე უკვე EYP-ზე შეყვარებული გავხდი და მე უკვე მჭირს ”PED” (post EYP depression)…

არ დამავიწყდება ის უმაგრესი სპექტაკლები, ”ელისაბედ მეორეები ”, ეკატერინეები, ”ცხენები” და კიდევ აქ არ დავასახელებ რა :)) არ დამავიწყდება ჩვენი სიგიჟეები …. არ დამავიწყდებით თქვენ და ალბათ კიდევ ბევრჯერ დავწერ თქვენზე…

მანამდე კი მომდევნო სესიას დაველოდები და იმედს ვიტოვებ, ისევ შეგხვდებით…

მიყვარხართ, გაფასებთ, მენატრებით!!!

I love EYP!

P.S. Who made the session ROCK?!?

Advertisements

13 thoughts on “I Love EYP =>> ჩემ კომიტეტელებს და არა მარტო მათ

  1. ვაიმე :)) რა სასიამოვნო წასაკითხი იყო :)) მეც იგივე შემიძლია ვთქვა ყველაზე :)))
    ეს სამი დღე იყო ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო სამი დღე :))
    და საუკეთესო ჯგუფი, საუკეთესო ლიდერი და ყველაზე საინტერესო, ყველაზე მხიარული მომენტები :))

    • ხატია :* ჩემთვისაც სასიამოვნო დღეები იყო, გამორჩეული : )) მენატრებით უკვე : ))

    • არ მითხრა ეხლა, ვერ წარმოგიდგენდი ბლოგერადო 🙂 მაინც რამ გაგაოცა? :))):)

    • ყველას პედ ჭირს ახლა : ) შენ ეროვნულზე გელოდებიან უკვე :)) იმედია იქ შეგხვდები :პ

  2. ფრიად მესიამოვნა ამ პოსტია წაკითხვა 😀 მეც მომენატრა უკვე EYP!
    who let you rock the session ?! DEVE DEVE DEVE :DDDD
    love you all :* :* :* ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s