ფსევდო ”მე”, კრიტიკოსები და ვაი მართლმადიდებლები

ბოლო პერიოდში რომ გავზარმაცდი, კარგად შეამჩნევდით ერთხელ მაინც თუ შემოგიჭყეტიათ აქ. რაღაც აღარ მეწერება, თითქოს პრობლემები არ მაწუხებს , არადა იმდენია, მაგრამ არ ვიმჩნევ. ჰოდა რაზე უნდა დამეწერა? თბილისი რომ ამწვანდა თუ იმაზე, რომ ახლა საშინელი ქარი უბერავს და ხეებს მიწამდე აწვენს?
მოკლედ, ყველაფერს შევეგუე. უსაფუძვლო კრიტიკასაც, ლანძღვასაც, ათეისტის იარლიყსაც (არ ვიცი, რატომ მაკრავენ) და ფსევდო ლიბერალად მოხსენიებასაც. ალბათ ამაზე არ ვისაუბრებდი, მაგრამ , როგორც იტყვიან , ყელშია რა.
დიახ, მე ვაზროვნებ ლიბერალურად, მაქვს ლიბერალური შეხედულებები და არ ვემხრობი ვინმესთვის რაიმეს დაძალებას და უაზრო აკრძალვებს. მე არ ვამართლებ ადამიანებზე რაიმე სახის ღირებულებების თავსმოხვევას, ან ამ ღირებულებების არ ქონის ან ნაკლებობის გამო ადამიანების ლანძღვას და კრიტიკას. ადამიანი თვითონ უნდა ირჩევდეს რა არის მისთვის ღირებული და ფასეული, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. დიახ, მე არ მომწონს, სხვისი საცვლების დარაჯად რომ იქცა ბევრი ჩემი თანამოქალაქე, არაა თქვენი და ჩემი საქმე ვის ვისთან ძინავს და ვისთან ერთად იღვიძებს დილით. დიახ, მე არ მომწონს, ჩემი თანატოლები ქართველში მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს რომ მოიხსენიებენ. ჩემთვის ქართველია ყველა, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია და არ აქვს მნიშვნელობა, ის მუსლიმანია თუ კათოლიკე ქრისტიანი.

დიახ, მე ვერ ვუყურებ სერიოზულად იმ აზრს, რომ საქართველოში ათეიზმი ან თუნდაც ჰომოსექსუალობა მოდაშია შემოსული. გადახედეთ ქართველ ჰომოფობიურად განწყობილ საზოგადოებას და მერმე დაასკვენით, ვინმე ნორმალურს თუ გაუხარდება საქართველოში გეობა , თუ ის ისედაც არ არის ჰომოსუქსუალი. გადახედეთ ეკლესიებს და და იმ ადამიანთა ნაწილს, ეკლესიაში რომ დადის და უკან დაბრუნებული ათას ცოდვას ჩადის… დაინახეთ ისინი, ტაძრებში ტანსაცმლის გამოსამზეურებლად ან მეზობლების დასანახად რომ დადიან, იმის სათქმელად, რომ ”მე ვმარხულობ” და რომ ამით მაგარი ტიპია. გადახედეთ და დარწმუნდით, რომ მორწმუნეობა და ფსევდო მართლმადიდებლობაა მოდაში დღეს და არა ათეისტობა. მე მაღიზიანებს, საღამოს შვიდზე მეტროში ვიღაც დილის ლოცვებს რომ კითხულობს და მეტანიის წაბაძვისამებრ ვაგონის იატაკს რომ ურტყამს თავს.

დიახ, მე არ მომწონს, აღდგომის ღამისთევაზე, მღვდელი ამბიონიდან ერთი წალუღლუღებით ყველას რომ ვითომ ცოდვას შეუნდობს და ეგრე აზიარებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ”ყველას აღსარების ჩაბარება მომდევნო აღდგომამდე გასტანს”… ჰო, მე არ მომწონს მამაოს რომ წვერზე ღვინის ამყრალებული სუნი ასდის. მე ვერ დავბრმავდები და ვიტყვი, რომ ეკლესიაში ყველაფერი წესრიგშია. მაპატიეთ, რომ მე არ ვარ თვალებახვეული და აზრდახშული ფანატიკოსი. მე ალბათ არ შევალ სალოცავად იმ ეკლესიაში, სადაც წინამძღვარი მესანთლეს ”ეკეჩავება” (ბოდიში ამ სიტყვისთვის) და ძველბიჭური ტონით რომ უხსნის, რომ კედლებიდან სანთლის ნამწვავების მოფხიკვა მისი საქმე არ არის. ასეთი ადამიანი ჯოჯოხეთისკენ თუ წარგიძღვება მხოლოდ, თორემ სამოთხეზე ზედმეტია ლაპარაკი 🙂 კიდევ კარგი, ჩემი პირველი შესვლა არ ყოფილა ეკლესიაში, თორემ ალბათ სამუდამოდ ამიცრუვდებოდა გული ყველაფერზე.

დიახ, მე არ მომწონს ” კბილი კბილის წილ” და ”ჩემი დედა… ” მართლამდიდებლები, არც მე ვარ ანგელოზი , მაგრამ ის არასდროს მიქადაგია, რისიც ბოლომდე არ მწამდა და მესმოდა.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს მომავალში თეოლოგიური განათლებაც მივიღო, ზოგს გაგიკვირდებათ ვიცი, მაგრამ სურვილი მაქვს. მერე მაინც ”ვიყო იქნებ რელიგიასთან კარგად” 🙂

მანამდე კი ღრმად იყავით დარწმუნებული, რომ ვიღაცების შეხედულებები პირადი შინაგანი მრწამსია და არა ადგილის და ქალაქების მონაცვლეობის შედეგი…

მაპატიეთ, მაგრამ ასე განვეწყობი იმათ მიმართ ვინც ამ პოსტის კრიტიკას დაიწყებთ…

Advertisements

31 thoughts on “ფსევდო ”მე”, კრიტიკოსები და ვაი მართლმადიდებლები

  1. ‘მანამდე კი ღრმად იყავით დარწმუნებული, რომ ვიღაცების შეხედულებები პირადი შინაგანი მრწამსია და არა ადგილის და ქალაქების მონაცვლეობის შედეგი…’

    ეს კარგი იყო 😀

    • Katiee.Ge : ვიცი რომ ცოტათი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ არიან ისინი, ვინც ეგრე ფიქრობენ :):)

  2. ოთო, ვკითხულობ ხოლმე შენ პოსტებს (მთელი ოჯახით, ჯოუქ) და საააავსებით გასაგებია შენი შეშფოთება/აღშფოთება, არც მე დავინდობდი ზოგ-ზოგებს, აზრი რომ დამენახა კრიტიკის, მე ხელჩაქნეული ნიჰილისტი ვარ (ასე მნათლავენ), ჰოდა ზოგჯერ ვამართლებ კიდეც ზედმეტსახელს. ძალიან მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, შეიძლება შენი და შენნაირი ადამიანებისგან წამოსულ ჯანსაღ კრიტიკას რაიმე შედეგი მოჰყვეს, ვიღაცა დააფიქროს, გამოსწორების სურვილი გაიუჩინოს etc? იქნებ იმ გამოსავალზეც გესაუბრა, რაც შენი აზრით არსებობს? და თუ არ არსებობს, აქვს თუ არა აზრი კრიტიკას? : ))

    • სოფო, პირველ რიგში დიდი მადლობა კომანტარისთვის 🙂
      არ ვიცი, ვისთვის რამდენადაა ჩემი კრიტიკა ჯანსაღი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ვერაფერს შეაგნებინებ და რომლებიც მუდამ სტერეოტიპებით იცხოვრებენ…

      გამოსავალი ალბათ სხვების აზრების პატივისცემაა, ასე რომ ვცდილობთ და ვერ გვისწავლია…

  3. ოთო შენი თავი არასდროს არ ამოიცნო იქ სადაც შენ არავის უგულისხმებიხარ და ცრუ პანიკებსაც ნუ დათესავ ვითომ შენზე წერს ყველა და რამე:))))და “პასუხის პასუხი” და “მამების და შვილების” ბრძოლა არააა საჭირო:))

  4. ”ჩემთვის ქართველია ყველა, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია და არ აქვს მნიშვნელობა, ის მუსლიმანია თუ კათოლიკე ქრისტიანი”
    – აბსოლუტურად გეთანხმები 🙂

  5. გარკვეულწილად გეთანხმები.
    ისე კი, ჩემთვის ორივე გამაღიზიანებელია – ტრადიციას დაქვემდებარებული მართლმადიდებლობა და განსხვავებულობის სურვილით ‘მიღებული’ ათეიზმი. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ.. მარხვას დაიცავ თუ არა, ყოველ დღე ილოცებ თუ კვირაში ერთხელ და ა.შ. ეს ბევრად მეტია და ამას ძიება,გაგება სჭირდება.
    პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც შ ე გ ნ ე ბ უ ლ ა დ არის მისული გარკვეულ აზრამდე, იყოს თუნდაც რელიგია.

  6. ეეეჰ, რამდენი ხანია მაგ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რამდენი ხანია დგას ასეთი წვერზე ღვინის სუნის და დაზეპირებული დოგმების მქონე სამღვდელოება ჩვენსა და ღმერთს შორის, რომლებსაც უფალთან სიახლოვე მხოლოდ თეორიაში გაწაფვა ჰგონიათ და არა მარტო სამღვდელოება, ბრმად მორწმუნეთა მთელი არმია, რომლებსაც რომ ჩაეძიო დაზუსტებით ვერც გეტყვიან ვისი ან რისი სწამთ და მარხვაზე იმიტომ არიან, რომ სხვებს გააგებინონ ეს ამბავი და კიდევ იმისთვის, რომ მარხვა თურმე დიეტური ყოფილა… ვაიჰ…

    ძალიან კარგი თუ გინდა თეოლოგიური განათლების მიღება, ვის ან რატომ უნდა გაუკვირდეს? რომც გაუკვირდეთ რა მერე, გაიკვირვონ და იარონ მერე ასეთმა გაკვირვებულებმა 🙂 ეს მხოლოდ შენი საქმეა და დედამიწის ზურგზე სხვას არავის ეხება 🙂

    • პირველ ნაწილში +1 ნათი :))

      თეოლოგიური განათლება რო ვახსენე, ასე მიპასუხეს : კონსერვატორიაში უფრო წარმოგვიდგენიხარ, ვიდრე სემინარიაშიო 🙂 სასულიერო პირობას არ ვაპირებ ნამდვილად, მხოლოდ კარგი თეოლოგიური განათლება მინდა ! 🙂

  7. ” ჩემთვის ქართველია ყველა, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია და არ აქვს მნიშვნელობა, ის მუსლიმანია თუ კათოლიკე ქრისტიანი”

    ძნელია, ამას არ დაეთანხმო.

    ჩემთვის ფასეულია ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ თვლის და საკუთარი სახელმწიფოსთვის შრომობს. ეროვნებას და მითუმეტეს, აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს.

    • მოლი ბლუმ, გამიხარდა შენი კომენტარი. 🙂
      ”ჩემთვის ფასეულია ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ თვლის და საკუთარი სახელმწიფოსთვის შრომობს. ეროვნებას და მითუმეტეს, აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს.” +1

  8. “რაღაც არ მეწერინება, თითქოს პრობლემები არ მაწუხებდეს” ალბათ, მარტო პრობლემებზე წერაც არ ღირს… ოთოო, ისე, რაც ჩამოთვალე თითოეული მათგანი მართლა დიდი პრობლემაა და ყველას განსაკუთრებული განხილვა სჭირდება… მაგრამ მგონია, რომ ბევრ საკითხთან მიმართებაში ლიბერალური მიდგომა არ ამართლებს, ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული დირექტივების მიცემაა…

    • მაინც რაში არ ამართლებს შეგიძლია მითხრა? სხვის აზრს და თავისუფლებას პატივი რომ უნდა სცე მაგას არ სჭირდება ლიბერალური მიდგომების და თეორიების ცოდნა… ვერც დირექტივებზე დაგეთანხმები, არავის უნდა დააძალო რამე, მით უმეტეს რწმენა…

  9. გულახდილი წერილია და როგორ ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს ბლოგს. უბრალოდ მინდა საკუთარი პოზიციის დაცვა სხვისი შეხედულებების გაზიარებით დაიწყო და ნახავ როგორი ტოლერანტული ნოტა შეეპარება შენს წერილებს.
    ის რომ მამაოს წვერს ღვინისსუნი…. კაჩაობენ… ეკლესიიის შემდეგ სცოდავენ… ჰომოფობია ჭირთ…!!!!
    ეკლესიაში სამწუხაროდ ვერ დავდივარ, მაგრამ როგორ გგონია სხვა , თუნდაც შენს მიერ აღწერილი ადამიანები ვერ ხედავენ ამას ყველაფერს? ყველაზე ადვილი კრიტიკაა– ყველაზე ძნელი მოწინააღმდეგის პოზიციის გაზიარება.
    ეცადე სხვა თვალით შეხედო ყველაფერს, მართლმადიდებლობა რელიგია არ არის. მართლმადიდებლობა– ჭეშმარიტებაა! გისურვებ და ძალიან გამიხარდება თუ საკუთარ თავში მონახავ ძალას და ლიბერალი კი არა– მართლმადიდებელი იქნები, თუნდაც ისეთი რომელიც ეკლესიაში არ დადის და არც ღვინის სუნიანი მამაო და არ მისი ცოდვილი მრევლი არ მოწონს.
    რატომღაც მგონია, რომ იმაზე დიდი სულის მონე პიროვნება ხარ ვიდრე შენი საზოგადოებრივი იმიჯი დაიტევს კიდეც.
    ჰო! და კიდევ: ძალიან მიყვარხარ! 😉

    • აქსიომა, გმადლობ საინტერესო აზრებისთვის.

      პირველად გეტყვი იმას, რომ ლიბერალობა და მართლმადიდებლობა სულაც არაა ერთმანეთთან შეუთავსებელი… ტოლერანტობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ეკლესიაში ვისწავლე და არა ლიბერალი თეორეტიკოსების ნაშრომებში 🙂

      ალბათ ის ადამიანები ხედავენ იმ ყველაფერს, მაგრამ მაინც მგონია , რომ არ უნდათ დაინახონ, არ უნდათ აღიარონ. რატომღაც არ ფიქრობენ იმას, რომ პრობლემის დამალვა გამოსავალი არ არის. მე მესმის ამ ადამიანების, რომლებიც მაკრიტიკებენ და მათიც მესმის, რომლებსაც ჩემზე მეტად რადიკალური პოზიცია აქვთ სხვადასხვა საკითხზე. უბრალოდ, არ მიყვარს , ცილს რომ გწამებენ და ჭორაობენ…
      ” მართლმადიდებელი იქნები, თუნდაც ისეთი რომელიც ეკლესიაში არ დადის და არც ღვინის სუნიანი მამაო და არ მისი ცოდვილი მრევლი არ მოწონს.” – ასეთი ისედაც ვარ რა ხანია… ცოდვილი ალბათ ყველა ვართ, მარა ფარისევლებს და მოჩვენებით ადამიანებს ვერ ვეგუები…

  10. “და იმ ადამიანთა ნაწილს, ეკლესიაში რომ დადის და უკან დაბრუნებული ათას ცოდვას ჩადის… დაინახეთ ისინი, ტაძრებში ტანსაცმლის გამოსამზეურებლად ან მეზობლების დასანახად რომ დადიან, იმის სათქმელად, რომ ”მე ვმარხულობ” და რომ ამით მაგარი ტიპია.” >>>>>>>> შენ გაიხარე შენ.. ზუსტად იგივე მეც დავწერე ჩემს სააღდგომო პოსტში… აი ძალიან კარგია, რომ მასე ფიქრობ და ამ ყველაფერს ხედავ
    შენისანიშნავი პოსტი გამოგივიდა – სულის კივილია

    საღოლ 🙂

  11. “ჩემი თანატოლები ქართველში მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს რომ მოიხსენიებენ. ჩემთვის ქართველია ყველა, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია და არ აქვს მნიშვნელობა, ის მუსლიმანია თუ კათოლიკე ქრისტიანი.” >>> გაიხარე :)) მე არ ვარ ქართველი, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ..დ ა თავს დავდებ, რომ ეს ქვეყანა ძალიან ბევრ “ნამდვილ ქართველზე” მეტად მიყვარს.. მე ქართველი ვარ 🙂

  12. შენ ღმერთი ეძებე და რას უყურებ ცოდვილ მოკვდავებს? როგორ უნდა დაგაბრკოლოს ადმიანმა როდესაც ღმერთისკენ მიისწრაფი?! მეც ვამჩნევ “ამ ყველაფერს და კიდევ მრავალსაც”, მაგრამ მათზე საუბარს მირჩევნია ღმერთს მივანდო ყველაფერი და უფალი იესო ქრისტეს მცნებებით ვისწავლო ცოხვრება… რაში მაინტერესებს მე ცოდვილს ჩემს ირგვლივ ვინ რას სცოდავს, თუ მისი დახმარება არ შემიძლია რათქმაუნდა…. და კიდევ შეიძლება ადამიანმა მეტროში უფრო გულწრფელად ილოცოს, ვიდრე “მღვდელმა” საკურთხეველში… ნუ გაგაღიზიანებს ის, რაშიც არ ხარ დარწმუნებული ღმერთისგანაა თუ ბოროტისაგან… (უამრავია სათქმელი და სასაუბრო ამ თემებზე, მაგრამ მე არ ვთვლი მიწანშეწონილად აქ საუბარს მათზე…) P.S. ჩემი მეგობარო, გულწრფელად გირჩევ, ქრისტეს მცნებებით იცხოვრე, ისწავლე მისი სიყვარული და მერე მიხვდები, რომ ასეთ “კრიტიკას” და შეიძლება განკითხვასაც… ან დუმილი აჯობებს ანდაც იმ ადამიანების მხილება, რომელთა საქციელი არ მოგწონთ თუ გაღიზიანებთ….

    • თორნიკე, გმადლობ კომენტარისთვის.
      არ ვიცი, რატომ დაგრჩა შთაბეჭდილება,რომ მე ღმერთს არ ვეძებ. უფრო სწორედ ვიპოვე, მაგრამ ეს ალბათ არცაა საკმარისი. ქრისტეს მცნებებით ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ როცა უსამართლოდ გლანძღავენ გაჩუმდე. რა თქმა უნდა, ადამიანი ლანძღვის გამო არ უნდა ”შეაჩვენო” და ხაზი არ უნდა გადაუსვა, უბრალოდ უნდა შეასმინო, რა მნიშვნელობა აქვს ამას აქედან გააგებინებ თუ საიდან?
      ვერ ვხვდები ”აქ საუბარი” რატომაა მიუღებელი შენთვის? ღმერთს და ბოროტს არ ვეძებ ნაცნობში, რომელმაც შეიძლება გამაღიაზიანოს, ასე რომ, დარწმუნებაც არ მჭირდება რა ღმერთისგანაა და რა ბოროტისგან.
      დაბრკოლებას რაც შეეხება: როცა ძლიერი არ ხარ რწმენაში, ბევრი რამე გაბრკოლებს მერწმუნე. შენ ან ძლიერი ხარ შენს რწმენაში იმდენად, რომ ვერაფერი გაბრკოლებს, ან საერთოდ არ გწამს მაშინ.

      გმადლობ პოსტკრიპტუმისთვის და რჩევებისთვის,მაგრამ … შენ ნამდვილად არ იცი ჩემი სიყვარულის შესახებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s