პირველი ‘EYP’ და დაგვიანებული ნაჩქარევი პოსტი

ასეთი სიზარმაცის პერიოდი ამ ბლოგს არ ახსოვს. 2 კვირაზე მეტია არ დამიპოსტავს. ჯერ იყო და უნივერსიტეტში მომხდარი ამბები, მერე დღესასწაულები, ამის მერე კოლოქვიუმები და ა. შ. მოკლედ, ვერ მოვიცალე, თუ როგორცაა, მაგრამ იცოდეთ , რომ აქ ვარ 🙂
ახლა ისეთი დაღლილი ვარ, კომპიდან ადგომის თავიც არ მაქვს. EYP-ის (ახალგაზრდული ევროპარლამენტი) საუნივერსიტეტო სესიის პირველი დღე მქონდა , უთენია სახლიდან გასულმა, ეს ესაა ძლივს შემოვაღწიე. ჯერ იყო და ”ზულუ” თამაშით და გართობით ვიჯერეთ გული, მერმე რეზინასავით პიცის ჭამაში დამატყდა კბილები (თუ სად, სახელს და გვარს არ დავასახელებ)… შიმშილს რა ვუთხარი, თორემ იმის ჭამა იქნებოდა? 🙂 მთელი შუადღე-საღამო ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ”ვმსჯელობდით” და ვდებატობდით… მოკლედ, თავი მტკივა და თან სერიოზულად. საღამოს ჩაკ ნორისის როლიც მოვირგე, საკუთარ ცელქ ცხვარ ჯუმბერ ბიბერს რომ ეძებდა და ბოლოს ქორწილში რომ გადაეყარა . 🙂 ერთი რამ ვიცი, დაღლილი ვარ, მაგრამ სასიამოვნოდ თუ უსიამოვნოდ ჯერ ვერ გამირკვევია.

ჰო, კარგი ბავშვები გავიცანი, (ნუ მე ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში) და წინ კიდევ ორდღიანი თავგადასავლები გველოდება.

თბილისში წვიმს, არც უჩანს დამთავრების პირი. ”ცივი და მიუსაფარი” ამინდები არ გვანებებენ თავს.

აღდგომის დღეებში მშობლიურ იმერეთში ვიყავი, ერთ-ორ იქაურ ფოტოს აქაც ავტვირთავ თქვენის ნებართვით :

ჰოო, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ ბლოგი ცოცხალია და განაგრძობს არსებობას 🙂 ჩვენ ყოველთვის გელოდებით :))))))

Advertisements

5 thoughts on “პირველი ‘EYP’ და დაგვიანებული ნაჩქარევი პოსტი

  1. ბლოგი ცოცხალია?? 😀 როგორ გავს ჩემს პოსტს რომელიც დიდი პაუზის შემდეგ გამოვაცოცხლე ბლოგი :)) კარგი პოსტია. ეტყობა დაღლილობა აშკარად 😀

    • მთლად ცოცხალიც არ ჰქვია, ისეა როგორც ახლა მე :)) ანუ არაფხიზელ მდგომარეობაში :)) მახსოვს შენი პოსტიც 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s