”თარგმნეს” პრეზენტაცია , თვითმმართველობა და ცემა-ტყეპა ”თეთრი ტაძრის” მაღალ კედლებში

რამდენიმე დღეა სხვადასხვა სოციალური ქსელიდან აქტიურად გვესმოდა ”თარგმნეს” შესახებ. უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა შეგვახსენა ”რიდერების” და არაქართული ლიტერატურით სწავლების შესახებ უნივერსიტეტში. საღამოთი, სადღაც სტენდზე წავაწყდი წარწერას, რომ დღეს იმართებოდა ”თარგმნეს” საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი პრეზენტაცია და მათი ნამოღვაწარის წარდგენა სტუდენტებისა და სხვათა წინაშე. ეს პრობლემა დიდი ხანია მაწუხებს და ვიფიქრე, რომ შემდეგ აუცილებლად დამეწერა ბლოგზე ამასთან დაკავშირებით. თუმცა ის, რაც შემდეგ მოხდა და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც და აწი კიდევ მოხდება, ”რიდერებზე” წერის სურვილი საერთოდ დამიკარგა და სხვა პრობლემაზე უნდა დავწერო.

შეხვედრა თავიდან საკმაოდ კორექტულად და მშვიდად მიდოდა, თუმცა სათარგმნი წიგნების თემამ გვერდი ვერც ჩვენს თვითმმართველობას აუარა. უნივერსიტეტელმა და ჩემმა ახლობელმა, წარმოთქვა დაახლ. მსგავსი შინაარსის ფრაზა, რომ ”…ტაშ-ფანდურებს და გართობას , იმ ფულის დახარჯვა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, აჯობებდა ამ სახსრებით წიგნები ეთარგმნათ….” შემდგომშიც რამდენიმე სტუდენტი შეეხო თვითმმართველობას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს იყო უბრალოდ კრიტიკა და არა პიროვნული ლანძღვა ვინმესადმი. როგორცა ჩანს, თვითმმართველობიდან ეს სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღეს , რასაც ჯერ დარბაზში ოპონირება და დებატები მოჰყვა, ხოლო შემდეგ , ისე როგორც ეს ქართველებს შეგვეფერება, საქმის განხილვამ კორიდორებში , ხელით და მუშტით , გადაინაცვლა.

მას მერე, რაც ჩემმა ნაცნობმა დატოვა დარბაზი და წავიდა, თუ არ ვცდები ორმა პიროვნებამაც ,საჩქაროდ დატოვა პრეზენტაცია. ხუთიოდე წუთის შემდეგ , აუდიტორიის წინ ყვირილის და მამაპაპური შეძახილების ხმა გაისმა და აუდიტორიაში თვალჩალურჯებული სტუდენტი შემოვარდა. (ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ ხუთ წუთში კიდევ სხვებიც გავიდნენ გარეთ)

მოკლედ, რამდენიმე სტუდენტი ერთმანეთს თავგამეტებით ურტყამდა, იქვე აუდიტორიის წინ. ჩემ მეგობარს შევეხმიანე, მაინტერესებდა მას ხომ არ შემთხვევია რამე, თუმცა ხმაურში წესიერად ვერაფერი გავიგე და გულდამშვიდებულმა, რომ ის კარგად იყო, პრეზენტაციას მივუბრუნდი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბ-ნი ბერძენიშვილის სიტყვის პარალელურად, დაპირისპირებულმა მხარეებმა ჩხუბი არ შეწყვიტეს… ამ დროს, აუდიტორიაში სახეგაფითრებული, პიჯაკშემოხეული და ნაცემი ჩემი მეგობარი შემოვარდა, მე რომ სამშვიდობოს დავიგულე და მიკროფონთან განაცხადა , რომ მისივე სიტყვებისდა გამო მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეგობრებო, ჩემო თვითმმართველობის პატივცემულო წევრებო, გოგონებო და ბიჭებო, უნივერსიტეტის სტუდენტებო! სირცხვილია, სირცხვილია უნივერსიტეტელი სტუდენტები ერთმანეთს ცემა-ტყეპით , ხელჩართული და ფეხჩართული ჩხუბით, ფიზიკურად გაუსწორდეთ ვინმეს განსხვავებული აზრისდა გამო, კრიტიკის გამო. უნდა გახსოვდეთ, თქვენ არც ქრისტეს ნაცვლებად ხართ მოვლინებულნი უნივერსიტეტში და არც შეუმცდარი ადამიანები. ნაცვლად იმისა, რომ თქვენივე კრიტიკოსები შეირიგოთ და აუხსნათ, რომ თარგმნა და სილაბუსების მოწესრიგება თქვენი საქმე არ არის, ყველას ცემა-ტყეპით და მუშტებით უსწორდებით. ეს არის ვაჟკაცობა? არ ვარ არც დეკანატის, და მით უმეტეს არც თვითმმართველობის წინააღმდეგი, დიახ , მე ვიცი , რომ სტუდენტს გართობაც სჭირდება , ტაშ-ფანდურიც , ინტელექტუალური თამაშიც და ქუჩის კალათბურთიც. მეც, რაღაცებში ვირებ მონაწილეობას, მაგრამ ეგ გაძლევთ კიი იმის უფლებას, რომ საკუთარი შეცდომები, ვერ დაინახოთ და მით უმეტეს ვიღაცებს ფიზიკურად გაუსწორეთ? თქვენგან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან უნდა იღებდნენ მაგალითს ადამიანობაში, ”სიკარგკაცეში” და რაციონალურად აზროვნებაში და არა წიხლების რტყმევაში. სირცხვილია, ადამიანს დაესიოთ, როგორც სვავები ლეშს და ურტყათ გამეტებით. რომ არა უნივერსიტეტის დაცვა, რომელიც გადაეფარა ”ტაშ-ფანდურის” მთქმელს, ალბათ აფექტში შესულები სასიკვდილოს გაიმეტებდით. ვფიქრობ, უნივერსიტეტელები უნდა ვიყოთ როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრები და რაღაც სისულეებისდა გამო, თუნდაც კრიტიკის გამო, თქვენივე თანაკურსელების წინააღმდეგ ხელით არ უნდა მიდიოდეთ. მგონი შეუფერებელია თქვენს სტუდენტის სტატუსთან ეს ყველაფერი. კონცერტებიც გვინდა, ნათარგმნი ”რიდერებიც” და ექსკურსიებიც, არც არავინ ძულს და ეზიზღება პირადად მერწმუნეთ, არც ჯინში გიდგათ ვინმე და მით უმეტეს თვითმმართველობის კრიტიკით არავინ იპიარებს თავს, უბრალოდ სათქმელს ყოველთვის იტყვიან. ამხელა ერთეულს, (თვითმმართველობს) ყოველთვის გეყოლებათ ვინმე კრიტიკოსი, ვინც არასასურველს იტყვის თქვენზე, მაგრამ ქუჩის იდეოლოგიით და ქურდული შეგნებით ამას არ უნდა ებრძოდეთ.

ისე კი გახსოვდეთ, სადაც ინდულგენციებს ყიდიან, იქ რეფორმაციაც მალე იწყება ხოლმე 🙂

არ გინდათ რა ცემა – ტყეპა, ძველ ბიჭური მეთოდებით უნივერსიტეტში ხელმძღვანელობა. სირცხვილია!!!

76 thoughts on “”თარგმნეს” პრეზენტაცია , თვითმმართველობა და ცემა-ტყეპა ”თეთრი ტაძრის” მაღალ კედლებში

  1. რა კოშმარია, და ესენი თავიანთ თავს თსუ-ს სტუდენტებს და ”მომავალ თაობას” უწოდებენ და კრიტიკა ვერ აუტანიათ. სირცხვილია უბრალოდ, რომ ვიღაცას კრიტიკის გამო ცემა დაუწყო უნივერსიტეტის შენობაში (სადაც ”განათლებას” იღებენ ვითომ). ამ ხალხს უნდა ვუთხრათ, გამოფხიზლდით, გამოიღვიძეთ და გაიაზრეთ, რომ 21ე საუკუნეში ვცხოვრობთ და კრიტიკასა და განსხვავებულ აზრთან შეგუება ისწავლონ
    P.S. ისე ამ თვითმმართველობის ხალხს ახლა ვერ აუტანია კრიტიკა (ჯანსაღი) და თავ-პირს ალეწავენ ყველას, ვინც რამეს ეტყვის და ეგენი რომ მართლა სადმე მაღალ თანამდებობებზე დაინიშნონ მომავალში…..მტრისას…..მივიღებთ დიქტატურას 😀

    • ნინო, იცი რა, საქართველოში სადაც პატრიარქს ლანძღავენ , იქ ნებისმიერმა თვითმმართველობამ უნდა აიტანოს კრიტიკა რა. გვერდზე გაყვანები და ასეთები უნდა წარსულს ჩაბარდეს. ამხელა ხალხი ვართ ბოლო-ბოლო. მართლა ქუჩა ხო არაა, უნივერსიტეტია, სადაც ცოდნას უნდა იღებდე და არათუ ჩხუბს სწავლობდე.

  2. გაიხარე ოთო! უკვე ძალიან დიდი სირცხვილია რაც უნივერსიტეტში ხდება, არ შეიძლება რა, ისეთი ხალხია შემოყრილი შიგნით, რომ არ იციან უნივერისიტეტის ფასი და ჩვენც გვაზიანებენ მაგით. უნდა მივხედოთ მაგ საკითხს

    • ნამდვილად, მასეთი ხალხის წინააღმდეგ პროტესტი უნდა გამოვთქვათ, თუმცა ეჭვი მაქვს, ცემის მეთოდს კვლავ მიმართავენ 😦

    • სირცხვილზე მეტია, მე ეგრე მგონია. პირდაპირ უნივერსიტეტის კედლებში, მე უკვე მართლა მრცხვენია და აღარ მინდა აქ სწავლა … ერთ დაყინულ წრეზე ვტრიალებთ და არანაირი პროგრესი და აინსვლა არ გვეტყობა.

  3. ეეეჰ, სად არ ვიყავი, არადა ვგეგმავდი მისვლას, მაგრამ 7-ზე არ მეცალა 😦

    ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მსგავსი რამ თუ მოხდებოდა, მეგონა ყველაფერი კარგად დასრულდებოდა და ლიტერატურის თარგმნასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ჩაეყრებოდა საფუძველი ასე თუ ისე.

    ეს რა საშინელება მომხდარა, რა ცუდია 😦

    • არა რა ნათია, უკვე აღარ მჯერა უნივერსიტეტში კარგად რამის დასრულების. რა უბედურებაა ამდენი ჩხუბი და დაპირისპირება სტუდენტებში, ბრაზი და ბოღმის ნთხევა ერთმანეთზე. კარგი ჰქენიო რომ არ მოხვედი. იმ სირცხვილს მაინც არ შეესწრებოდი რა…

  4. მოკლედ, მგონი მოძრაობა უნდა დავიწყოთ მასეთი სტუდენტების წინააღმდეგ რა 😀 რომ მიეჩვივნონ კრიტიკის მიღებას და ეგერევე ცემაზე არ გადავიდნენ, თუ სამართლიანად ეუბნებიან რამეს, და სიმართლე სიტყვით დაამტკიცონ.
    ჩვენივე სირცხვილია, მასეთი ხალხი თსუ-ს სტუდენტი რომაა და ”პროგრესული ახალგაზრდობის” იმიჯი აქვთ. და ჩვენი თვითმმართველობა რომ ქვია.
    ისე ერთი კითხვა მაქვს, თვითმმართველობის გადარჩევა არ შეიძლება?

    • მე არ ვიცი, მეეჭვება გადარჩევით და აღცევნებით რამე შეიცვალოს 😀 ვინ ვინ და ქუჩურად მოაზროვნენი არ არიან და ვერც ვერასდროს იქნებიან პროგრესულები ნინო 🙂

  5. მე რომ ვაპირებდი გასვლას, მაშინ მოუნდათ ცემა ტყეპა : ( :დ ლამის გადამიარეს გამშველებლებმა

    • შენ როდის გადიოდი, ეგაა მთავარი, ეგენი დიდხანს ჩხუბობდნენ … კევანა, შენ უნივერსიტეტელი ხარ?

  6. ახლა შენ ცუდ რამეს შეესწარი და ცხელ გულზე ამბობ მაგას, რაღაცეები სრულდება კარგად, უბრალოდ, უმეტესობა რომ სრულდება ცუდად ეგაა საშინელება 😦

    იმედი მაქვს, ეს პრობლემაც მოგვარდება, იმიტომ რომ მთარგმნელობითი საქმიანობის წამოწყება ათასჯერ მნიშვნელოვანია იმაზე, თვითმმართველობის რომელიმე წევრს რამე ეწყინა თუ არა. აქ პრობლემა იმაშია, რომ ზოგი ვერ აცნობიერებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრობლემის მოგვარებას მის წყენა-არწყენასთან შედარებით!

    • თარგმნა რომ დაპირისპირებაზე მნიშვნელოვანია, მაგას ვამბობ კაი ხანია. მე კონკრეტულად არავის ვუპირისპირდები, არც ზოგადად არაფერს ამ შემთხვევაში, მე ცემა – ტყეპა არ მომწონს და ყველაფრის ქუჩურად გარჩევა

  7. არა, სტუ–ელი…
    მაგრამ ეგ საკითხი მაწუხებს და მოვედი.. და ისე, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გგონია გეპეი გამონაკლისია და ფრთიანი ანგელოზია? მანდაც ხდება რაღაც–რაღაცეები :spy:

    • რა თქმა უნდა, არც ”გეპეი”-ში იქნება უკეთესი მდგომარეობა. ყველას ერთნაირი სენი გვჭირს , როგორც სჩანს…

  8. როდესაც ადამიანს კრიტიკის მიღება არ შეუძლია , ასეთ ღონისძიებებს თვას უნდა არიდებდეს… ერთეულების გამო ამდენი ადამიანი ვარდება სამარცხვინო სიტუაციაში …

    • არ ვიცი, როგორც გავიგე დარეკეს, მაგრამ რომ დაერეკათ ხომ უნდა მოსულიყვნენ?

  9. ho, ratomgac didad ar gamkvirvebia msgavsi ambavi ro datrialda, vinaidan imave sakitxze wina shexvedrazec ramis tav piri daalewes ertmanets !!!! magram yvelazedidi ubedureba isaa rom AMXELA XALXS AR SHEUDZLIA WYNARAD SAUBARI DA KONSESUSAMDE MISVLA!!!!! SASACILO IQNEBODA SATIRALI ROM AR IYOS!!! STATIIS AVTORS SRULIAD YVELAPERSHI VETANXMEBI !!!!

  10. amixsenit ratom ar unda ecemat? fizikuri dapirispireba ritia cudi?

    tan ragac gmonia es posti subieqturi gadmosaxedidanaa dawerili da tvitmmartvelobis im wevrebs rom vkitxot absoluturad sxva ambavs moyvebian : ))

    • შოთა, არ მგონია ფიზიკური დაპირისპირება კარგი იყოს, მაგით პრობლემა კი არ გვარდება, მწვავდება უფრო. ადამიანები ვართ და არა ტყეში მობინადრე არსებები. მოლაპარაკება და გაანალიზება ყოველთვის აჯობებს.

      რა თქმა უნდა, სუბიექტურია, მაგრამ სიმართლესთან ძალიან ახლო დგას. მით უმეტეს აქ ფაქტებია ძირითადად აღწერილი, ბოლოსკენ ჩემი სურვილი , ხოლო შეფასებას მაინცდამაინც არ ვაკეთებ, ეგ მკითხველმა გააკეთოს თავად…

  11. fizikuri dapirispirebit araferi ar gvardeba? : )) aba im erebze geografiis maswavleblebi gvatyuebdnen,? garshemo yvelaferi rom aaoxres, sxvebi gadaashenes, samagierod ki tavianti problemebi moagvares – sidzliere sheinarchunes da agmavloba gaaatmages? : )) is msoflio liderebi, romlebzec ase xshirad vdaobt da vmsjelobt xolme, mxolod gonebriv agresias eweodnen tu fizikursac? : ))

    is, visac tavis dacva ar sheedzleba, yoveltvis daichagreba da am westan shewinaagmdegebas arasodes azri ar eqneba. es bunebis kanonia : ))

  12. მოიცა ეხლა, აქ სოციალური დარვინიზმის სწავლებას ნუ დამიწყებ 🙂

    ერები ერები არიან და უნივერსიტეტის სტუდენტები სხვა ამბავია კიდევ. ერები ომებს იწყებენ ერთმანეთში ტერიტორიების ან რესურსების ვერ გაყოფის გამო. თვითმმართველობა რას იგებს იმით ვინმე თუ სცემეს, მე ეგ მაინტერესებს…
    მსოფლიოს ქარიზმატულ ლიდერებს ნუ შეადარებ თვითმმართველობის ზოგიერთ წევრს (ზოგიერთს პირადად ვიცნობ , მეგობრები არიან) შენი ჭირიმე რა 🙂

    და ბოლო სიტყვებს რასც შეეხება შენსას, ჰობსის ”ლევიათანში” წერია ასეთი რამ : ” თვით ყველაზე სუსტებსაც კი შეუძლიათ ძლიერები დაამარცხონ გონებრივი ან სხვა ხრიკების მეშვეობით”-ო… ასე რომ , მთლად ხელ-ფეხზე და მუშტებზე ნუ დავიყვანთ ადამიანს. ხელის მოქნევა ალბათ ყველას შეუძლია, მაგრამ ბევრი არ იკადრებს მაგას…

  13. kadreba ar kadreba : )) ra dros aseti sityvebia, roca sashualebis ugulebelyofas qadageben masobrivi gavlenis sashualebebi?
    “rac zemot – is qvemot.” rac erebis doneze xdeba, igive xdeba calkeuli dajgufebebis donezec da adamianebis donezec.
    yvelaze susti gonebrivadac da xrikebis mofiqrebashic sustia : )) ase rom eg fraza ar gamogadgeba.
    tvitmmartveloba tavis meobas usvams xazs da acxadebs – “chven vart.” cnobilia, rom tvitmmartveloba gonebrivi mxarit moqmedebs da zogjer isic chirdebat, rom tavianti fizikuri mxaris sidzlieresac gausvan xazi. tan aq aramgonia “tvitmmartveloba vs studentebi” yofiliyos dapirispireba : )) ubralod vigac tips ar daevasa es kritikosi, tan chxubis xasiatze iyo, moralma ar daushala, mravalricxovani dzmakacebi shekriba da galaxa : )) cxovrebis wesi – susti daichagra : ))

    tu tqven amas problemas edzaxit, mashin amis mogvarebis gzebis mosadzebnad dzalian didi shroma mogiwevt. amis agmosafxvrelad adamianis cxovelur bunebastan dapirispirebaa sachiro da mistvis meti adamianurobis minicheba, rasac uzarmazari kvleva unda da shemoqmedebiti goneba. masobrivi gavlenebis sashualebebit swori politikis gatareba : )) es im shemtxvevashi tu adamianis instinqtebtan dapirispireba gindat : ))

  14. ნუ წერთ ტენდენციურ კომენტარებს

    როგორც პოსტის ავტორმა ჩათვალა, რომ ეს იყო უბრალო კრიტიკა, ისე ჩათვალეს იმათმა, რომ ეს იყო პირადი შეურაცხყოფა

    და ადგნენ და ცემეს

    ბოდიშით ყველაზე თქვენსავით კაკაოზე და პეჩენიაზე გაზრდილი ინტელიგენტი რომ არაა

  15. კი მაგრამ დაცვა რას აკეთებდა ამ დროს? :/ ან პატრული?
    ვინ იყვნენ ისინი , ვინც ჩხუბი წამოიწყო? ეს ამბავი ასე გაურკვეველი არ უნდა დარჩეს. ამ სტუდენტების ადგილი უნივერსიტეტში არაა. უნდა გაირიცხონ. თუ ცემა-ტყეპა, “ძველბიჭობა” და ქუჩური გარჩევები უნდათ, უფრო შესაფერისი ადგილი მოძებნონ.

  16. ხალხო, მართლა სირცხვილია ეს ამბავი, თან პირველად არ ხდება და არც უკანასკნელი იქნება დარწმუნებული ვარ.

    ამონარიდი თვითმმართველობის დებულებიდან:
    სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია:
    ვ) ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;
    (ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: http://www.tsu-tvitmmartveloba.ge/ge/self_government.php?subaction=showfull&id=1283972595&archive=&start_from=&ucat=15&amp😉

    სტუდენტური თვითმმართველობა თავის უფლებამოსილების ფარგლებში:
    ა) იცავს და წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
    ბ) უზრუნველჰყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების განხორციელებას;

    იქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ:
    სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველია:
    დ) უნივერსიტეტის წესდების ან სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებული წესების დარღვევა;

    ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ უნივერსიტეტში ის დელეგატი რომელიც საკუთარ წესდებას არღვევს, სულ მცირე თავისი “თანამდებობიდან” გათავისუფლდებოდა.

    მეგობრებო, კარგი იქნება თუ ოდესმე ვისწავლით კანონის მიხედვით მოქმედებას და კანონისავე მიხედვით საკუთარი უფლებების დაცვას. რაც შეეხება ზედა კომენტარს, ფრიად საინტერესო კომენტარია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან სრულიად შეუსაბამო :)))

  17. იცი რა მაინტერესებს? ნუ საქმის საკუთარი პოზიციის და ღირსების მუშტებით დაცვას რომ დავანებოთ თავი–რაიმე გადაწყვეტილება ან საერთოდ შედეგი თუ მოყვა მაგ პრეზენტაციას? 🙂

    • მაგ პრეზენტაციის მიზანი იყო დაენახებინა სტუდენტებისთვის არსებული პრობლემა და ეთქვა, რომ “იცი, შენ შეგიძლია ხმა ამოიღო, გააპროტესტო, მოითხოვო, რადგან ეს შენი უფლებაა”…

      აი, რამდენად შედეგიანი იქნება, ეგ აღარ ვიცი. გავიდეს დრო და გამოჩნდება 🙂

    • თავისთავად პრობლემის დასმა და რიდერებზე ყურადღების გამახვილება კარგი საქმეა უკვე, კონკრეტულ შედეგს არც არავინ მოელოდა ალბათ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო იდეა კი გაჟღერდა. 🙂

  18. tvitmartvelobam daiwyo tu ara chxubi egec gasarkvevia da provocireba vin moaxdina egec ar iqneboda urigo gagvego an tviton egiarebina: ) mag prezentaciis mizani rac iyo yvelam natlad dainaxaa( ra tqma unda “tqveni sainiciativo jgufis ” da tqveni momxre “seqtantebis” garda) , studentebis problema romelic martla arsebobs ar sheizleba gamoyenebul iqnas piradi miznebistvis , bavshvic ki mixvdeboda gushindel spektakls. cota dafiqrdit gaanalizet, dagegmet da mere dadgit: )))

    • დარვინ, ცემზე თუ ამბობ, მე საერთოდ არ მქონია შეხება საინიციატივო ჯგუფთან, და არც არავის სექტაში ვირიცხები. სრულიად შემთხვევით , პრეზენტაციამდე ნახევარი საათით ადრე გადავწყვიტე წასვლა, მე რიდერების პრობლემებზე მოსასმენად ვიყავი იქ მისული.

  19. მოდი რა ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ, ვერავისგან მივიგებთ არაობიექტურ და დაუსაბუთებელ კიტიკას, მითუმეტეს რომ არ მოგვცეს პასუხის გაცემის საშუალება, ვერავისგან ავიტანთ ირონიას, მე არ ვარ ჩხუბის მომხრე და არც პრობლემას ვწყვეტ მუშტებით, მაგრამ ყველას აქვს ნერვები, მე პირადად ბოლომდე მოვუსმინე რამდენიმე ინტრიგანს რომელიც თვითმმართველიბის საქმიანობის აზრზე არ იყო და საკმაოდ უსაფუდძვლოდ ილანღებოდა, კომკავშირელებიც კი გვიწოდეს, მაგრამ როდესაც პასუხის გასაცემად ავდექი რატომღაც მაშინ მოუნდა შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს ჩემთან ერთად საუბარი, დამეთანხმებით ეს საკმაოდ გამაღიზიანებელია და საერთოდ რატომ გასცდა შეხვედრის ხასიათი იქ დასმული პრობლემის ფარგლებს და რატომ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის უსაფუძვლო ლანძღვის სახე? რატომ არაფერი იღონეს ორგანიზატორებმა შეხვედრის თავდაპირველ კალაპოტში დასაბრუნებლად? ეს ყველაფერი გავდა კარგად დადგმულ პროვოკაციას თვითმმართველობის წინააღმდეგ, შეფუთულს წიგნების თარგმნის პრობლემით

    • შეხვედრის ორგანიზატორებზე ვერაფერს გეტყვი, არ ვიცნობ მათ. მეც ვფიქრობ, რომ საუბრები და გამოსვლები აცდა შეხვედრის ტემას და ეგრე არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ყაყანად გადაქცეული დებატების კალაპოტში ჩაჯენა შეუძლებელია.

      ვერ გავამართლებ თქვენზე კომკავშირელების და სხვა რამეების წოდებას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ცემა არ იყო გამოსავალი. საქართველოში სადაც ილია მეორეს და ეკლესიას ლანძღავენ თავგამოდებით, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ სტუდენტს თვითმმართველობა არ მოეწონება. მოუსმინეთ ყველას , თუნდაც იმ ინტრიგანებს და პროვოკატორებს თქვენ რომ ფიქრობთ და ეგრე უფრო შეიცვლიან აზრს თქვენზე მერწმუნე.

  20. მარტივ გამოსავალს შემოგთავაზებთ. ვინც თვლის რომ “უსამართლოდ” მოხვდა ხელი ადგეს და უსამართლოდ დამრტყმელს დაახიოს ეგ უთარგმნელი რიდერები თავზე ეს ისე უბრალოდ რომ დაინახოს ხალხმა მარტო “პეჩენიაზე” გაზრდილი ინტელიგენტები რომ არ ხართ მერე იკადრებენ და მოგისმენენ. თორემ ის პიროვნებები რომელთაც ჰგონიათ რომ კაკაოზე გაზრდილი ინტელიგენტები ხართ არ ერთ ყურში შეუშვებენ ნათქვამს და მეორედან გამოუშვებენ, შიგადაშიგ კი თავში წამოგარტყამასაც არ მოერიდებიან. როცა თვითონაც რომ ერთი ორჯერ ცხვირშიც მოხვდებათ და გემრიელ პანღურსაც მიიღებენ მერე დაფიქრდებიან. ეგრე აჯობებს მემგონი.

  21. რა თქმა უნდ,ა ის ვინც გაბედა და გააკრიტიკა თვითმმართველობა, ინტრიგანები და პროვოკატორები იყვნენ :დ მათ თავად წამოიწყეს ჩუხბი და თვითმმართველობის წევრებიც ცემეს :)))

  22. გამოხმაურება: თვითმმართველობის პასუხი “თარგმნეს” პრეზენტაციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით « Dreamar

  23. გამოხმაურება: თვითმმართველობის პასუხი “თარგმნეს” პრეზენტაციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით « Dreamar

  24. Mec mivichnev rom “tash-pandurashi” pulis xarjvas jobs readerebi itargmnis normalurad da tu es tvitmmartvelobis konpetenciashi ar shedis mashin normalurad agvixsnan. ara mgonia im students, romelic scemes, es scodnoda da miuxedavad amisa gamoetkva pretenziebi. rac sheexeba cemasa da civlizebul mokcevas, sadac saubari ar chris ik ukve mushti unda charto. 😀 😀 😀 😀 sheidzleba im momentshi marto iyo da gcemon, magram meore dgec uechvelad gatendeba guduniebo 😀

  25. ლოლ, “რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ” პონტში მოგივიდათ 😀
    ყველამ იცოდა რეებიც არიან, აი არ მიგეცათ საშუალება რომ თქვენიანი ეცემათ და დავინახავდით თქვენ ვინ ხართ :/

    ცუდია რომ ფბ-ს არქონის გამო ვერ გავიგე ასეთი შეხვედრის არსებობა 😐 თან თქვენი ფაკულტეტის სტუდნტი არ ვარ მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა 😀 იდეაში გეთანხმებით

  26. გამოხმაურება: ცემა–ტყეპა და ერთად თავმოყრილი ინფორმაცია « სიყვარულოვნას ბლოგი

  27. უკვე აქტიურად მესმის გარშემო მყოფებისგან,რომ ” თარგმნეს ” აქციაში ჩაბმა, პირდაპირპროპორციუალია პრობლემებთან ადამინისტრაციასთან და არა მარტო მათთან… ამიტომ უნდა მოვერიდოო მათთან შეხებას… იქნებ მე არ ვიცი და ხომ ვერ მეტყვით,რამე არაკანონიერეს ითხოვენ ეს სტუდენტებიი…?!

    • არანაირ ”პირდაპირპროპორციულობას” არ აქვს ადგილი… ნუ მე ეგრე მგონია. ვიღაცებმა დააფიქსირეს აზრი და ამან მიიღო მერე სხვაგვარი სახე. მაგრამ ის ინიციატივა, რაც იმ ბავშვების მხრივ გაკეთდა , ჩემი აზრით მისასალმებელია. თარგმნის პრობლემა დიდი ხანია დგას, როგორც იტყვიან, არახალია -ძველია…
      შენი გარშემო მყოფების დამოკიდებულება კი ძალიან ცუდია , ჩემი აზრით…

  28. სასაცილო ხალხო… სასაცილოა ის, რომ დღეს თქვენ იჯერებთ ამ ვიღაც სუბიექტის სუბიექტურ მოსაზრებას. სასაცილოა ის, რომ თითქოს ვერ ხედავთ ამ შეხვედრის და ზოგადად ამ ჯგუფის მიზანს. სასაცილოა ის, რომ მართლა სასაცილოები ხართ ვისაც ამის გჯერათ… მე, როგორც ერთერტი სტუდენტი აღნიშნული უნივერსიტეტისა ძალიან მკაფიოდ ვხედავ ამ სექტას დამსგავსებული ჯგუფის აბსურდულ მისწრაფებას დაუპირისპირდეს სტუდენტურ თვითმმართველობას. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, მე ასე ვიტყოდი: “იქნებ ერთხელაც არწივი ქათამზე დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათამი არწივზე მაღლა ვერ გაინავარდებს..”

    • heppy dreamer : 3 კაცს, ვინც თვითმმართველობა გააკრიტიკა სექტას ეძახი?
      შენი მოსაზრებაც ისევე სუბიექტურია, როგორც ჩემი. 🙂 გააჩნია სიმართლე საით დგას იმას :))

      “იქნებ ერთხელაც არწივი ქათამზე დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათამი არწივზე მაღლა ვერ გაინავარდებს..”
      +1 …

  29. სიმართლე გითხრათ გულწრფელად მეცოდებით ამდენ ენერგიას რომ ხარჯავთ უნიჭო პროვოკაციული სცენარების შეთითხვნაში. თქვენ თუ ხალხმრავალ შეკრებებს ეძებთ დაგროვილი შხამის გადმოსანთხევად და უსაფუძვლო პროვოკაციული განცხადებების გასაკეთებლად და ამას მიიჩნევთ საქმედ, მაშინ საკითხავი ხდება ვინ ”ტაშპანდურობს” და ვინ ჭეშმარიტად ირჯება სტუდენტთა სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რეალურად არაფერი გაინტერესებთ გარდა პროვოკაციული შოუს შექმნისა და ამ ყველაფრით ყურადღების მიქცევისა, რომელიც მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებებს ამრავლებს თქვენდამი. მერწმუნეთ, სხვა უფრო რაციონალური გზებითაც შეიძლება ყურადგების მიქცევა. საუკეთესო მაგალითია თვიმმართველობის მიერ ორგანიზებულ გონისძიებებში ჩართვა. იმდენად ხართ გახვეულნი ნეგატიურ ემოციებში, რომ კარგის დანახვის უნარიც დაკარგეთ, ჯერ ახალგაზრდები ხართ და ასე არ შეიძლება.:) 😀 😀

    • ერთ რამეზე შევთანხმდეთ მეგობარო, შეხვედრამდე 10 წუთით ადრე გადავწყვიტე ამ პრეზენტაციაზე დასწრება, იმიტომ რომ ეგ პრობლემა მეც მაწუხებდა და ასე რომ, ამას ნუ უწოდებთ ”შეთითხნილ” , ”კარგად დაგეგმილ” და ასე შემდეგ პროვოკაციებს. კრიტიკა არის სწორედ რაციონალური გზა და არა ჩხუბი. 🙂
      და კიდევ, იმდენ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და ვიღებ კიდეც, ყველა აღარც მახსოვს. 🙂 ასე რომ, ნეგატივი შორს იყოს, მე ვეძებ პოზიტივს 🙂

  30. გადავიკითხე კომენტარები და სიმართლე გითხრათ რამდენიმე ადამიანის სუბიექტური აზრის გარდა ვერ დავინახე ლოგიკური მსჯელობა და განხილვა იმ კონკრეტული სიტუაციისა, რომელიც შეიქმნა აუდიტორიაში. ფაქტი ერთია:თუ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა წიგნების თარგმნასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისთვის, ლოგიკურია კამათი და დებატები უნდა გამართულიყო კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ. ნაცვლად ამისა პირადად მე რაც მოვისმინე კამათი გადავიდა თვითმმართველობის უაზრო , ალოგიკურ, და შეურაცხმყოფელ ლანძღვაში, ზოგიერთ მათგანს გაეცა სათანადო პასუხი, თუმცა დაპირისპირებული მხარე აშკარად და ჩემი მოსაზრებით, სრულიად უსაფუძვლოდ, ცინიზმით აგრძელებდა თვითმმართველობის წევრების პროვოცირებას:) ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ,რომლებიც მოსულები ვიყავით მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვესმინა კონკრეტული გადაჭრის გზები წიგნების თარგმნასთანდაკავშირებით, დაგვრჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გარკვეული ჯგუფი ცდილობდა ” ძალით ეცემა თავი” და ეს გამოეყენებინა კონკრეტული მიზნებისთვის:) – და კიდევ ერთი , აქ ნახსენები იყო კამათი და განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათო: უკაცრავად მაგრამ კამათში 2 მხარე უნდა იყოს ჩაბმული, კამათი არ უნდა გადავიდეს პირად შეურაცხყოფაზე და თუ კამათით შედეგის მიღება, საკუთარი აზრის სწორად დაფიქსირებ გინდა – დამამცირებელი ცინიზმი მგონი მიუღებელია( თუ, რა თქმა უნდა, არ გამოძრავებს გარკვეული მიზნები: მაგალითად სხვისი პროვოცირება, “თავის ცემა” და შემდეგ დაპირისპირებული მხარის დამნაშავედ გამოცხადება 🙂

    • 1 ) ცუდია, რომ კამათი გაცდა აღნიშნულ პრობლემას და მართლა ცუდი სახე მიიღო
      2 ) ცინიზმს, როგორც შენ ამბობ, აჯობებდა ცინიზმითვე და სიტყვებითვე გაცემოდა პასუხი და არა ჩხუბით.
      3 ) ”ძალით თავის ცემა” მგონი ნორმალურ ადამიანს არ უნდა უხაროდეს. 🙂 არ მჯერა ამის 🙂
      4 ) მეც კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზების ‘საძებნელად’ ვიყავი მოსული, თუმცა როგორც დამთავრდა , ვნახეთ…

  31. shens tavze ratom miige eg namdvilad ar vici,sheni problemaa, me T-ebshi vlaparakobdi da yvela provokaciul da matdagvar gamomsvlels moviazrebdi, torem piradad T-ebit ki ar mogmartadi 😀 sheni aqtivoba studentur gonisdziebebshi namdvilad sasiamovnoa, ase gaagrdzele: ))) aq saubaria zogadad cinikur, provokaciul, usapudzvlo gamosvlebze. nutu ar daigalet????????

  32. ოთიუს—ოთიკო კობახიძე ვინმე რამეს გაბრალებს???!!! ან ვინ გავალებს ყველა კომენტარს პასუხი გაეციო?!… თან ამბობ მე არაფერ შუაში ვარო… >>>აი ასეთი ლოგიკის პატრონები ერთად რო შეიკრიბებიან საინტერესოა ამათგან უკეთესს რას უნდა ელოდო?! შეურაცხყოფას არავის გაყენებთ, მაგრამ ცოტა დაფიქრდით, სანამ ყველანაირ “სიბრძნეს” აქ “გადმოანთხევდეთ”…

    • საერთოდ , როცა ბლოგზე გიკომენტარებენ, ვალდებული ხარ პასუხი გასცე ადამიანს. ჩემი აზრით ასეა.

  33. ოთიუს—ოთიკო კობახიძე ვინმე რამეს გაბრალებს???!!! ან ვინ გავალებს ყველა კომენტარს პასუხი გაეციო?!… თან ამბობ მე არაფერ შუაში ვარო… >>>აი ასეთი ლოგიკის პატრონები ერთად რო შეიკრიბებიან საინტერესოა ამათგან უკეთესს რას უნდა ელოდო?! შეურაცხყოფას არავის გაყენებთ, მაგრამ ცოტა დაფიქრდით, სანამ ყველანაირ “სიბრძნეს” აქ “გადმოანთხევდეთ”… მე დავფიქრდებოდი…

  34. მოდი ასე ვთქვათ: არ ვიცი ვის რა გაუხარდათ მაგრამ-ჩემზე პირადად უნიჭო სპექტაკლის შთაბჭდილება დატოვა და კიდევ ბევრ ჩემს მეგობარზე.

  35. გოიმი “ნათელაშვილები” ხართ !! მუდმივი ბოღმით ივსებით! და აი რეალიზაცია მოუხერხეთ თითქოს! მააგარი გამოვიდა, საააგოლ!! :))) მართლა უნიჭოებო 😀

  36. უკვე გავგიჟდით და გადავირიეთ?!ეს ამბავი რომ გავიგე მართლა გაოგნებული დავრჩი..

  37. გამოხმაურება: “აწეული თრახი” და “ვაი-სადღეგრძელოების” პოპური

  38. ნამდვილად არ გამიკვირდება თსუ–ში განვითარებული მოვლენები. ეს ერთი ხელწერაა. იგივე ხდება ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობაშიც. გაივსო უწიგნურებით უნიოვერსიტეტის თვითმმართველობა და ტაშ–ფანდურში და ალაურშეტებში იყრება დიდი თანხები, ნაცვლად რეალური სტუდენტური საჭიროებისა. იგივე ხდება როგორც ჩანს თსუ–შიც. ნეტა ამ ყველაფრის რეჟისორი ვინ არის???????

  39. თავს უფლებას ვაძლევ ჩემი , სასუფეველში გადასული, მიშოს აზრები დავდო კომენტარებში,რომელიც 2009 წლის 26 მარტს, თსუ-ს ფორუმზე “მაღლივის თვითმართველობის ” თემაში საუბრობდა. მაშინ მიშოს ჯერ მხოლოდ 4თვე ქონდა უნივერსიტეტში გატარებული, მაგრამ საკუთარ აზრს ყოველთვის გამოხატავდა. ზუსტად ვიცი, მიშო აუცილებლად იქნებოდა თქვენთან….

    აქ მხოლოდ მიშოს პასუხებია დაკოპირებული.

    “მაღლივის თვითმმართველობა”
    ————————————–

    mikhail

    Mar 26 2009, 0:41

    კაი რა. თეორიულად ვიცოდი რომ არსებობდნენ, მაგრამ ნამდვილად არცერთი აქტივობა არ მახსოვს მაგათ რომ მოეწყოთ. ერთის გარდა (თუ არ ვცდები მაგათი ხელიც ერია) სთრით ბოლის შეჯიბრება რომ იყო.

    არაფრის გამკეთებლები თქვენ არ ხართ.!!!

    Mar 26 2009, 3:43

    რაღა გვიჭირს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

    Mar 26 2009, 15:30

    კაი რა, ამ ხტუნვა თამაშის გარდა რომელიმეს გამოგითქვამთ პროტესტი, იმაზე რომ საწყალი ინფორმატიკის ლექტორი EXCEL-ს დაფაზე ხსნის. ან დაფა მაინც იყოს ნორმალური, 80-იანი წლების მერე კიდია და ცარციც აღარ წერს ისეა გაპრიალებული.

    Mar 26 2009, 23:09

    თუ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს გასცემთ კარგი იქნება. არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ან ვინ აირჩია ეს ხალხი, (ან რატომ ჰგონიათ რომ შავ-თეთრი სათვალე არსებობს? ცალი შავია მეორე თეთრი? თუ ორივე ოღონდ ნახევრებზე?)

    Mar 27 2009, 18:50

    ინფორმატიკაზე, დაფაზე და საწყალ ლექტორზე გამცეთ ჯობია პასუხი.

    .

    აბა რაო? არ გისმენდით კარგად და ეტყობა გამომრჩა ამას პასუხი რომ გაეცით.

    Mar 30 2009, 22:20

    Mikhail : ინფორმატიკაზე, დაფაზე და საწყალ ლექტორზე გამცეთ ჯობია პასუხი.

    mikhail

    მე არ მითქვამს თქვენ იყიდეთ მეთქი პროექტორი. ახლა არ მითხრათ “თვითმმართველობისთვის წესდების შესაბამისად განსაზღვრული უფლებები” კრძალავს პროტესტის გამოთქმასო. ჯავახიშვილის “დაბალ დონეზე” ყოფნა მარტო იმის ბრალია რომ ყველა აბიტურიენტს ღებულობენ თითქმის და მათ შორის უმრავლესობას ყველაფერი კიდია, რაც მას არ ეხება. მე თუ ვიკისრე ხელმოწერების შეგროვება და საქმის გაკეთება, თქვენ ვინღა იქნებით. მე ვყოფილვარ მაშინ თვითმმართველი სტუდენტების “წინამძღოლი”

    Mar 30 2009, 22:54

    და თუ ვთვლი რომ უფლებები არ ირღვევა მაგრამ უკეთესი იქნებოდა პროექტორი გვქონოდა…

    P.S. ჩემი პოსტის პირველი წინადადება კარგად წაიკითხე, ზუსტად მაგი მიწერია არ მითქვამს თქვენ უნდა იყიდოთ მეთქი, ვთქვი საპრობლემო საკითხებზე უნდა ფიქრობდეთ მეთქი

    Mar 31 2009, 2:36

    მე არა. აღარვარ “მაღლიველი” ღვთის წყალობით

    Apr 6 2009, 19:45

    ციტატა(tako_kakabadze @ Apr 5 2009, 6:49)

    ჩისტა რადი ლ’უბაპიტსტვა-მეგრელი ხარ?

    mikhail

    არა!
    რა ვგავარ?

  40. საინტერესოა რომელი გაიმარჯვებს 🙂 მე მგონია რომ იდეოლოგიურად ეს ორი მხარე აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, აქედან გამომდინარე, ან თვითმმართველობა უნდა შეიცვალოს, ან ამ საინიციატივო ჯგუფმა უნდა დათმოს, მაგრამ საკუთარი პოზიციის დათმობას რომ არავის აპირებს ამაშია საქმე და ვინ იცის რა მოჰყვებ ამ ყოველივეს, კიდევ რამდენი ცემა და რამდენი შერაცხოფა…

    ორივე მხარეს აქვს საკუთარი პრინციპები, რომლებიც ცალ–ცალკე აღებული სწორი შეიძლება იყოს, მაგრამ თანხმობაში ვერასდროს მოვლენ…

    ყველაფერი რომ მოგვარდება ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ როგორ მოგვარდება ესაა საკითხავი… წყლის ნაყვაა უკვე მეათასედ ერთი და იგივეს გამეორება, მეც წყალს ვნაყავ ახლა, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე და კვლავ ვაკომენტარებ…

    • აქა ვარ, თან არც ვარ… მოკლედ, აქაურობისთვის ვეღარ მოვიცალე : (( დავბრუნდები მალე 🙂

Leave a reply to otius კომენტარის გაუქმება