აყვავებული ატმები და თოვლი თბილისის ქედებზე

დავიღალე, დავიღალე და ისევ დავიღალე!!!

ცივა, ქარი ქრის, გუშინ კიდევაც გვათოვდა… მთებზე ვგონებ ახლაც თოვს…

როგორც იქნა , მცენარეები აყვავდნენ, ტყემალიც გადათეთრდა, ყვავილებმაც გაალამაზეს ბაღები და ეზოები… თითქოს დათბა, უკვე გაზაფხულს ვზეიმობდი, მაგრამ ისევ ჩამოთოვა…

გაზაფხული მინდა, ნამდვილი გაზაფხული! სითბო და მაისის ვარდები. მომწყინდა ფანჯრიდან რომ გავიხედავ და თეთრად მზირალ, შვიდ წყებად ჩარიგებულ ქედებს ვუყურებ…

სიმწვანე, სიმწვანე მინდა! ყვავილებს ვხედავდე… ოქროსფრად აელვარებულ მზეს ვხედავდე მინდა! ლურჯ და უძირო თბილისის ცის ყურებით ტკბობა მინდა!

სითბოში, სიწყნარეში ვიხეტიალებდი…. გინდ ქალაქში, გინდაც მთაში… ოღონდ მალე დათბეს… ოღონდ ატმის სურნელმა დამათროს და ღამის ყინვამ არ შეიწიროს მისი ვარდისფერი ყვავილები…

ხვალ რომ გავიღვიძებ, ნეტავ თბილოდეს, ნეტავ გაზაფხული ვიგრძნო, ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების საამო შრიალი…

გაზაფხული მინდა!!! ❤

პ.ს. ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი…

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

Advertisements

15 thoughts on “აყვავებული ატმები და თოვლი თბილისის ქედებზე

  1. ეეეჰ 😦 ახლა სწორედ facebook-ზე ვწუწუნებდი სტატუსის სახით მაგას 😦

    • აი ძალიან, ძალიან მინდა გაზაფხული რა : ))))))) თითქოს ზამთარი მარადისობად გადაიქცა 😦

  2. ისე ცუდად ვგრძნობ ამ სიცივის გამო თავს, ლამის არის ვიტირო… :(( მაგრამ ვიცი რომ ძალიან მალე დათბება… მალე დათბეს რაააა 🙂

    • დათბება აბა რას იზამს 🙂 მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი რა… მგონი შეისმენს ბუნება ჩვენს თხოვნას :))

    • მსგავსი სურვილებია აშკარად! 🙂 ხოდა მოვიდეს რაა, რაღას გვალოდინებს ამდენ ხანს! 😀

  3. სასიამონოდ განვრცე პოსტი.
    ძალიან ვისიამოვნე.
    თითქოს გაზაფხულის ნიავმ დამკრაო ისეთი შეგრნება მქონდა, ლექსის კითხვა რომ დავამთავრე.
    მშვენიერი სურათიც შეგირჩევია.
    კარგია, კარგი. )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s