წითელი ქხმერები და პოლ პოტი

ამ პოსტში მოგაწვდით ინფორმაციას და ფოტოებს წითელი ქხმერების შესახებ, რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და მკვლელ რეჟიმად და რომელმაც 2 000 000 -მდე ადამიანი შეიწირა.

პოლ პოტი დაიბადა 1925 წელს ცენტრალურ კამბოჯაში, რომელიც მაშინ საფრანგეთის მიერ კონტროლირებადი ინდოჩინეთის ნაწილი იყო. 1949 წელს პოტი გაემგზავრა პარიზში, რათა მიეღო განათლება რადიო-ელექტრონიკაში, მაგრამ იგი მარქსიზმმა გაიტაცა და სწავლას თავი დაანება. ის 1953 წელს კამბოჯაში დაბრუნდა და იატაკქვეშ მოქმედ კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. მომდევნო წელს კამბოჯამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სათავეში მონარქი ჩაუდგა.
1962 წელს პოლ პოტი კამბოჯის კომუნისტური პარტიის ლიდერი გახდა და იძულებული შეიქნა, ჯუნგლებისთვის შეეფარებინა თავი. მან იქ ჩამოაყალიბა ძლიერი და შეიარაღებული მოძრაობა, რომელიც ”წითელი ქხმერების” სახელით გახდა ცნობილი.
1970 წელს პრინც სიჰანოუკის ამერიკელთა მიერ ჩამოგდების შემდეგ, პრინცი ყოფილ მტერს, პოლ პოტს უკავშირდება კამბოჯის ახალ მთავრობასთან საბრძოლველად.
1969-დან 1973 წლამდე აშშ აღმ. კამბოჯაში თავშეფარებულ ჩრდილო ვიეტნამელებს ბომბავდა. ამან კი 150 000 კამბოჯელი გლეხის სიცოცხლე შეიწირა. შედეგად, კამბოჯელმა გლეხებმა პროვინციები და პერიფერია მიატოვეს და დედაქალაქ პნომ პენში გადასახლდენენ.
ყველაფერმა ამან კამბოჯის სამხედრო და ეკონომიკური დესტაბილიზაცია მოახდინა და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო პოლ პოტის ხელისუფლების სათავეშ მოსვლას. კამბოჯის მთავრობა კორუფციაში და არაკომპეტენტურობაში ამხილეს და ამერიკელებმაც ზურგი აქციეს მათ. უპირატესობა მოიპოვა პოლ პოტმა და მისმა ”წითელმა ქხმერებმა” მარში მოაწყვეს პნომ პენზე და 17 აპრილს ხელთ იგდეს კონტროლი დედაქალაქზე.
მაო ძედუნის იდეებით შთაგონებულმა პოლ პოტმა წამოიწყო რადიკალური ექსპერიმენტები , ცდილობდა ”აგრარული უტოპიის” შექმნას. მან ქვეყანას სახელიც კი შეუცვალა და კამპუჩიის დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდა.
პოლ პოტი ამბობდა, რომ საზოგადოება უნდა ”განეწმინდათ.” კაპიტალიზმი , დასავლური კულტურა, ქალაქის ცხოვრება, რელიგიური თუ ყოველივე უცხოური გავლენა უნდა გამქრალიყო.
ამიტომაც, ყველა უცხოელი გაასახლეს, საელჩოები დახურეს, უარი თქვეს უცხოეთიდან ყოველგვარ დახმარებაზე, აკრძალეს უცხო ენები, გაზეთები და ტელევიზიები დახურეს, მოახდინეს მოსახლეობაში რადიოსა და ველოსიპედების კონფისკაცია, ფოსტისა და ტელეფონის გამოყენება აიკრძალა, აკრძალეს ფულიც კი. ბიზნესი მთლიანად მოსპეს, გააუქმეს ჯანდაცვის სისტემა და აკრძალეს რელიგია. კამბოჯის ყველა ქალაქიდან დაიწყეს მოსახლეობის გამოსახლება. იარაღის ძალით, პნომ პენიდან 2 მილიონი მცხოვრები გამოყარეს და ფეხით, პროვინციების გზას გაუყენეს. 20 000 ადამიანი გზაშივე დაიღუპა.
მილიონობით ქალაქის ცხოვრებას შეჩვეული ახალა იძულებული შეიქნა პოლ პოტის ”სასაკლაო მინდვრებში” ემუშავა, სადაც ისინი ზედმეტი შრომისაგან, შიმშილისაგან და ავადმყოფობებისაგან იხოცებოდნენ. თითოეული ადამიანის 2 დღის რაციონი 180 გრამი ბრინჯით განისაზღვრებოდა.
სამუშაო დღე დილის 4 სთ-ზე იწყებოდა და ღამის 10 სთ-მდე გრძელდებოდა. დამშეულ ხალხს ნებას არ აძლევდნენ საკუთარი მოყვანილი ხილი ან ბრინჯი ეჭამათ.
10-დან 15-მდე ოჯახი ერთ ჯგუფად ცხოვრობდა, ”ზედამხედველის” ქვეშ. ყოველი მეათე დღე იყო დასვენების და ასევე დასვენების 3 დღე არსებობდა წითელი ქხმერების ახალი წლის ფესტივალთან დაკავშირებით.

ქხმერები ცდილობდნენ ამოეძირკვათ ”ძველი საზოგადოება” : განათლებულნი, მდიდრები, ბუდისტი ბერები, პოლიცია, ექიმები, ადვოკატები , მასწავლებლები… ექს-ჯარისკაცებს ცოლებთან და შვილებთან ერთად კლავდნენ ან ნაჯახით უსწორდებოდნენ.
20 000 -მდე ადამიანი ყალბი კონფესიების აღიარებისათვის აწამეს. უმეტეს შემთხვევებში ეჭვმიტანილთ დაკითხვისა და გასამართლების გარეშე ხოცავდნენ.

ვიეტნამელებს , ჩინელებს თუ მუსლიმანებს სასტიკად უსწორდებოდნენ. 1975 წელს, კამბოჯაში მცხოვრები 425 000 ჩინელიდან
ნახევარი შეიწირეს. წითელი ქხმერები ასევე აიძულებდნენ მაჰმადიანებსაც, ეჭამაღ ღორის ხორცი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხვრეტდნენ.

1978 წლიდან ვიეტნამელებმა დაიწყეს ბრძოლა კამბოჯის წინააღმდეგ. 7 იანვარს, 1979 წ. პნომ პენი დაეცა , პოლ პოტი კი ჩამოაგდეს.
პოტმა უკან დაიხია, თუმცა 17 წლის განმავლობაში აგრძელებდა ბრძოლას კამბოჯის ახალი მთავრობის წინააღმდეგ. 1990-იან წლებში კი მან საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ყველაფერზე…

1998 წ. აპრილში, 73 წლის ასაკში პოლ პოტი დაკავების შემდეგ ,გულის შეტევით გარდაიცვალა.

წითელი ქხმერებმა 2 მილიონამდე კამბოჯის მოქალაქე გაანადგურეს, რაც მთელი მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა. ასეთი სისხლიანი რეჟიმი , საკუთარი მოქალაქეებისადმი მსოფლიოს არ ახსოვს…

ეს კი სურათები, რომლებიც წიტელი ქხმერების 4წლიან ”ნამოღვაწარს” ასახავს :












ასეთი მძიმე პოსტის შემდეგ, ვეცდები მომავალი პოსტი ცოტათი მხიარული და სახალისო იყოს, არ მინდა ჩემ ბლოგზე შემოსვლამ ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ…

Advertisements

10 thoughts on “წითელი ქხმერები და პოლ პოტი

    • მეც მაგ კითხვაზე ვეძებ პასუხს დიდი ხანია, მაგრამ მეეჭვება ვინმემ გაგვცეს პასუხი :((((

    • ძალაუფლების მოყვარული ცხოველები, რომლებსაც ღმერთმა შეცდომით მიანიჭა აზროვნების უნარი და ამით მისცა ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა.
      ანტილოპებისთვის აპირებდა ამ ნიჭის მიცემას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
      არადა, რა უწყინარი იქნებოდა სამყარო, ანტილოპები რომ ყოფილიყვნენ ჩვენს ადგილას 😀

      • ”ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად”… მაგრამ ეს შემთხვევა გარყვნაზე მეტი იყო… და რა იცი, რომ ანტილოპები უარესს არ იზამდნენ? 🙂 მაგრამ გეთანხმები, ადამიანს სიმხეცეში ვერც ერთი მხეცი ვერ შეედრება 😦

    • Mallorie ძალიან დიდი მადლობა :* შენც ჩემ ბლოგ სამეზობლოში დაიმკვიდრებ კუთვნილ ადგილს ამიერიდან :)))))

    • არ ვიცი, ალბათ ეგრეა,… თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი ყველაზე მეტად აგრესიულია საერთოდ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s