აქ ისევ დღეა…აქ ‘შუაღამე დნება…’

დაღამდა… დაღამდა კარგა ხანია. ცოტათი ცივა, როგორც ზამთარში ისე არა, მაგრამ მაინც ცივა… თითქოს წვიმს და თან არც წვიმს… მე კი ისევ უაზრო ფიქრები მეძალება… მაგრამ არ ვიცი, ის მეძალება თუ მე ვეძალები პირიქით… რას გაიგებ?! ვამბობ ”უაზროს”, თორემ სწორედ ფიქრი გხდის აზრიანს… რას იზამ, როცა მარტო ხარ, მხოლოდ ფიქრები თუ გიმსუბუქებენ მარტოობის მძიმე ხვედრს… თან მარტოობაცაა და მარტოობაც… ფიზიკურიც და სულიერიც… თითქოს ორივემ ერთად დაივანა ჩემში. იმედია, დროებითია, ოდესმე მჯერა, ერთ-ერთს მაინც დავაღწევ თავს… თუ ვერ დავაღწევ, არც ეგ გამიჭირდება, ისე შევეგუე…
მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ წვიმს… წვიმა კიდევ ბავშვობიდან მიყვარს.. მიყვარს როგორ, თუ სახლში ვარ და ფანჯრიდან ვიყურები, აი მაშინ მიყვარს… წვიმის წვეთებიც მიყვარს მინაზე, ცოტათი შეორთქლილი ფანჯარაც… წვიმასთან ერთად, ნისლიც … ნისლი ხომ ყველაფერია თითქოს… კეთილიცაა და ბოროტიც, დემონიც და ანგელოზიც, გაურკვევლობაცა და სისპეტაკეც… ”ნისლს შიგნით ვარ , ჩემ შიგნით კი ნისლის მსგავსი არის რაღაც”…. არის და იყოს… ის ვარ, რაც ვარ…

ვინ ვარ ეგ რომ ვიცოდე, ალბათ ბედნიერი ვიქნები, ყველაზე ბედნიერი. არა უშავს, ამის ცოდნის გარეშეც გავძელი 18 წელი…
შუაღამე გადავიდა, მე კი ისევ არ მეკარება ძილი და ამიტომაც ბლოგს ვუზივარ და ვწერ… კაცმა არ იცის რას… ვწერ იმას, რაც მოდის და არც კი ვუკვირდები აზრიანია რამე რასაც ვწერ, თუ -არა… მოკლედ, ზედმეტი სიყალბისა და შელამაზების გარეშე… უბრალოდ… ჩემთვის… მაგრამ ალბათ სხვისთვისაც, რადგან აქ ვწერ…ჩემი და ჩემთვის ის ორასი გვერდი დავიტოვე, მთელი წელი რომ ვწერდი… დღიურებს და დღესაც არ ვიცი, რატომ ვწერდი… ალბათ იმასაც მარტოობა მაწერინებდა… მერე იმასაც თავი მივანებე იმიტომ, რომ ისიც მომწყინდა, (რომ ვაკვირდები დიდხანს ვერაფერს ვუძლებ, სწავლის გარდა. მიკვირს, ესეც რომ არ მივატოვე)…
წინ კიდევ ბევრი წასაკითხი მაქვს, იქნებ რამე მოვასწრო … დილას უთენია უნდა გავიღვიძო, მაგრამ უძილო ღამეებმაც მიჩვევა იცის თურმე… მეყოფა ისედაც ძილში ‘გადაყრილი’ მესამედი სიცოცხლის…
მალე მაისი მოვა და კიდევ ერთი წლით დავბერდები… მეცინება, რა დროს დაბერებაა , მაგრამ ყველაზე იდეალისტურად შეხედვითაც კი ერთი წლის მოკლება დაბერებას ნიშნავს… ძალიან კი შევტოპე და ვპესიმისტობ, მაგრამ…

ეს ყველაფერი კიდევ მარტოობას მოვაყოლე… ღამეა… გაზაფხულის ღამე… წვიმიანი და სევდიანი…
რამდენი ვიბოდიალე… არ მინდოდა, მაგრამ მაინც ასე გამომივიდა… არა უშავს, მეც ვისწავლი შეცდომებზე : )

აქ ისევ დღეა… აქ ”შუაღამე იწვის”…

Advertisements

8 thoughts on “აქ ისევ დღეა…აქ ‘შუაღამე დნება…’

  1. otius ფეისბუქის გვერდი გააცოცხლე და შემოგვიერთდი რამდენიმე ბლოგერს ნეო ბლოგერების ჯგუფში. დარწმუნებული ვარ შენთვისაც საინტერესო იქნება იქ სხვების შეხედულებების გაცნობა. ძალიან გთხოვ. 😛

    • ”ნეო ბლოგერები” მომეწონა, საინტერესოა : ) დავბრუნდები გპირდები, აი თუნდაც მაგ ჯგუფისთვის 🙂

  2. მეც მსგავსი განცდები მიპყრობენ ხშირად, მესმის შენი… წვიმითა და სევდით სავსე გაზაფხულის დღეები… ფანჯრიდან დანახული ღრუბლიანი ცა და წვიმის წვეთები მინაზე… მიყვარს…

    ძველი დღიურები, რომლებსაც ხშირად ვავლებ თვალს, მაგრამ აღარ ვწერ იქ ახალს არაფერს… ნუთუ იმიტომ რომ ამოვიწურე და აღარ მაქვს იდეები, ოცნებები, ემოციები… არ ვიცი…. მოკლედ კარგი პოსტია, დიდი სიამოვნებით წავიკითხე, იმედია ახალსაც მალე ვიხილავთ 🙂

    • არა მგონია ნათი იდეები ამოგწურვოდა, ისინი ისევ შენთან არიან და სულ შენთან იქნებიან ბოლომდე, უბრალოდ ზოგჯერ ხვდები, რომ წერა აღარ გინდა.
      მიხარიხარ, ჩემნაირი რომ ხარ 🙂

  3. მაპატიე, გვიან გპასუხობ, როგორც იქნა მოვაღწიე wordpress-ამდე… და კიდევ ერთხელ გადავიკითხე პოსტი 🙂

    ჰოო, იდეების ერთი დიდი საწყობი ვარ, მაგრამ მთავარი ხომ მათი რეალიზებაა და რა ქონა…

    გმადლობ, მეც მიხარია ასეთი რომ ხარ…

  4. აბა, ეს ნახე თუ მოგეწონება, ამ პოსტს უხდება რაღაცნაირად, სევდიანია… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s