კაცი ნაიარევით

გთავაზობთ სომერსეტ მოემის კიდევ ერთი საინტერესო ნოველის თარგმანს …

კაცი ნაიარევით

იგი პირველად ნაიარევის გამო შევამჩნიე, რადგან ფართო და წითელი იარა თხემიდან ნიკაპამდე სწვდებოდა. ეს იარა მეტყველებდა რაღც საშინელ ჭრილობაზე და მე მიკვირდა, თუ რისგან იყო ის გამოწვეული, ხმლისგან თუ ყუმბარის ნამსხვრევისგან. მის მრგვალ და კეთილშობილ სახეზე ასეთი ნაჭრილობევის დანახვა მოულოდნელიც კი იყო. ჰქონდა თხელი ნაკვთები და სახე, რომელიც უცნაურად ერწყმოდა მის დიდ , ზორბა სხეულს. იგი საშუალოზე მაღალი, ამასთან ძლიერი კაცი იყო. მე არასოდეს დამინახავს სცმოდეს რამე , ნახმარი ნაცრისფერი კოსტუმის, ხაკის ზედატანის და ძველი სომბრეროს გარდა. სისუფთავისა არაფერი ეცხო. იგი გვატემალა სითის ”Palace Hotel”-ში დადიოდა ხოლმე ყოველდღიურად, კოქტეილის დროს და ამაოდ ცდილობდა ლატარიის ბილეთები გაეყიდა. არ მახსოვს, ვინმეს ეყიდოს ისინი, თუმცა მას ყოველთვის სთავაზობდნენ სასმელს, რომელზედაც უარს ვერასოდეს ამბობდა. იგი დადიოდა მაგიდებს შორის, თითოეულ მათგანთან ჩერდებოდა და ხალხს ღიმილით სთავაზობდა ბილეთებს. ხოლო , როცა ყურადღებას არავინ მიაქცევდა, ისეთივე ღიმილოთ გააგრელებდა გზას.
ერთ საღამოს, ნაცნობთან ერთად ბართან ვიდექი, როცა ნაიარევი კაცი მოგვიახლოვდა. მე თავი გავუქნიე, რადგან ჩამოსვლის მერე, უკვე მეასედ მთავაზობდა იმ ლატარიის ბილეთებს. მაგრამ ჩემი კომპანიონი მას გულკეთილად მიესალმა:

– ”როგორ მიდის საქმეები გენერალო?”
– ”არც ისე ცუდად. საქმეები არც ისე კარგადაა, მაგრამ უარესადაც ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო?”
– ”რას ინებებთ გენერალო?”
– ”კონიაკს”.

მან სასმელი დალია, ჭიქა ბარზე დადო და ჩემს ნაცნობს თავი დაუქნია: ”გმადლობ”.
შემდეგ ჩვენ გვერდით მსხდომთ მიუახლოვდა და ახლა უკვე მათ გაუწოდა ბილეთები.

”ეს არის შენი მეგობარი?” – ვკითხე ნაცნობს, – ”მას ხომ სახეზე ასეთი საშინელი დამღა აქვს”.
”ეგ ნაჭრილობევი არაფერს სძენს მის სილამაზეს, არა? იგი ნიკარაგუიდანაა გადმოსახლებული. რა თქმა უნდა, ბანდიტი და ავაზაკია, მაგრამ არამც და არამც ცუდი ადამიანი.დროდადრო ცოტ-ცოტა პესოსაც ვაძლევ ხოლმე. ადრე ამბოხებაში მონაწილეობდა, აჯანყებული ჯარების გენერალი იყო. საბრძოლო მასალები რომ არ გამოლეოდა, მთავრობასაც გადააგდებდა და დღეს ლატარიის ბილეთების გაყიდვის ნაცვლად, სამხედრო მინისტრი იქნებოდა. თანამებრძოლებთან ერთად შეიპყრეს და სამხედრო სასამართლოში გაასამართლეს. იმქვეყნებში ასეთი საქმეები ცვეულებრივ მალე წყდება და მასაც განთიადზე დახვრეტა მიუსაჯეს. მგონი, როცა შეიპყრეს, მან უკვე იცოდა ,რაც ელოდა. სხვებთან ერთად ღამე მანაც საპატიმროში გაატარა, სულ ხუთნი იყვენ და დრო პოკერის თამაშში გაჰყავდათ და ნაცვლად ფსონებისა, ასანთის ღერებს დებდნენ. მან მითხრა, რომ ისეთი უიღბლობა თავის ცხოვრებაში არ ჰქონია : იგი ყველაფერს კარგავდა, მთელ დროს. როდესაც ირიჟრაჟა და სატუსაღოში ჯარისკაცები მივიდნენ სიკვდილმისჯილთა წასაყვანად, მან იმაზე მეტი ასანთი დაჰკარგა, ვიდრე ადამიანი მთელ თავის სიცოცხლეში იყენებს.
”მათ ციხის შიდა ეზოსკენ გაუძღვნენ და ხუთივენი გვერდი-გვერდ , გაცეცხლებული რაზმის პირისპირ, კედლის წინ დააყენეს. ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა და ჩვენმა მეგობარმა ათეულის კომანდირს ჰკითხა, თუ რა ჯანდაბისდა გამო ალოდინებდნენ ამდენ ხანს. ოფიცერმა უპასუხა, რომ ჯარების გენერალს უცდიდნენ, რომელსაც სიკდილით დასჯაზე დასწრება სურდა. და რომ ისინიც მის ჩამოსვლას ელოდებოდნენ.

”ესე იგი მე დრო მაქვს, რომ ახალ ღერს მოვუკიდო” – თქვა ჩვენმა ნაცნობმა.
”მაგრამ მან ძლივს მოუკიდა სიგარეტს მაშინ , როცა ეზოში უკვე შემოსულიყო გენერალი.

ფორმალურ მხარეთა შესრულების შემდგომ, გენერალმა ჰკითხა სიკვდილმისჯილებს, თუ ჰქონდათ რამე სურვილი, მათთვის ეგზეკუციამდე რომ შეესრულებინათ. ოთხმა კაცმა თავი გააქნია, ხოლო ჩვენმა მეგობარმა რაღაც თქვა:
”კი, მე მსურს ჩემ ცოლს გამოვემშვიდობო”.
”კარგი” – თქვა გენერალმა, – ”საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. და სადაა ის?”
”ის საპყრობილის კართან იცდის.”
”მაშინ ეგ ჩვენ ხუთი წუთითაც არ შეგვაყოვნებს.”
”არც მაგდენს, სენიორ გენერალო.”
”გამოუშვით!”

”ორმა დაწინაურებულმა ჯარისკაცმა და მათ შორის მყოფმა მეამბოხემ ნაჩვენები ადგილისკენ გასწიეს. მეხანძრეთა ოფიცერმა გენერლის თავის დაკვრის შემდეგ, ბრძანება გასცა და ოთხი კაცი ჩაიკეცა. ისინი დაეცნენ უცნაურად, არა ერთდროულად, არამედ ერთმანეთის მიყოლებით, თითქმის სასაცილო მოძრაობებით ისე, თითქოს თეატრის თოჯინები ყოფილიყვნენ.ოფიცერი მიუახლოვდა ერთ-ერთს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავისი რევოლვერიდან დაახალა ტყვია. ჩვენმა ნაცნობმა ამასობაში ის ღერიც მოსწია.
ჭიშკარი ოდნავ შეირხა. ციხის ეზოში ქალი შემოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით, ხელი გულზე ჰქონდა მიბჯენილი, როცა უცაბედად შეჩერდა. იგი აქვითინდა და გაშლილი ხელებით გაიქცა წინ.

”დასწყევლოს” – თქვა გენერალმა.

”ქალი შავებით იყო მოსილი, თავზე პირბადე გადაეფარებინა, სახე მკვდარივით გათეთრებოდა, გოგონაც ძლივს ეთქმოდა, თხელი ქმნილება იყო, დახვეწილი ნაკვთებით და დიდი თველებით. მისი სიყვარული იმდენად ძლიერი ჩანდა, რამდენადაც გულქვა ჯარისკაცებსაც კი მისი სირბილით ცოტათი გახსნილი ტუჩებისა და სახეზე აღბეჭდილი აგონიის დანახვაზე, გაკვირვებისგან სული შეეხუთათ.

” მეამბოხე ერთი თუ ორი ნაბიჯით დაწინაურდა მეუღლესთან შესახვედრად.ქალი მას მკლავებში ჩაუვარდა და ტირილზე : ”ჩემო სულო და გულო”, კაცმა ბაგე მის ბაგეს მიუახლოვა. სწორედ ამ დროს, მეამბოხემ თავისი დახეული ზედატანიდან დანა დააძრო – მე არ შემიმჩნევია თუ როგორ ინახავდა მას – და მეუღლეს ზურგში ჩასცა. გადაჭრილი ვენიდან სისხლმა ამოხეთქა და ქმრის ზედაბოლო მთლიანად შეღება. თავისი მკლავები ქალის მკლავებს შემოხვია და კიდევ ერთხელ , ძლიერად აკოცა ტუჩებში.
”ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ბევრმა ვერც კი მოისაზრა რა მოხდა, დანარჩენები კი შიშისაგან ატირდნენ. ისინი მივარდნენ და შეიპყრეს მეამბოხე. გოგონა კი მიწაზე დააწვინეს და ცქერა დაუწყეს. მეამბოხემ კარგად იცოდა სადაც უნდა ჩაეცა დანა, რომ სისხლისღვრის შეჩერება შეუძლებელი გამხდარიყო. ოფიცერი , რომელმაც ქალის წინ მუხლი მოიყარა, წამოდგა :

”ის მკვდარია” – წაიჩურჩულა მან.
” მეამბოხე თავადვე შეწუხდა”.
”ეს რატომ გააკეთე?” – ჰკითხა გენერალმა
”მე ის მიყვარდა.”

ერთად მდგარმა ჯარისკაცებმა ამოიოხრეს და მკვლელს სახეში მიაჩერდნენ. ამ სიჩუმეში გენერალიც მისკენ იცქირებოდა.
‘ეს კეთილშობილური ჟესტი იყო’ – თქვა გენერალმა, – ‘მე არ შემიძლია სიკვდილით დავსაჯო ეს კაცი. წაიყვანეთ ჩემი მანქანა და საზღვრამდე მიაცილეთ. მე პატივს გცემთ სენიორ ისე , როგორც ერთმა მამაცმა კაცმა უნდა სცეს მეორეს.

”ორ ჯარისკაცს შორის მოქცეულმა მეამბოხემ უსიტყვოდ, სამხედრო ნაბიჯებით გასწია მანქანისაკენ.”

ჩემი მეგობარი შეჩერდა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. უნდა აღვნიშნო, რომ იგი გვატემალელი იყო და ესპანურად მესაუბრებოდა. მისი მონაყოლი ისე ვთარგმნე, როგორც შემეძლო, მაგრამ არც მიცდია მისი მაღალფარდოვანი ენის შეცვლა. სიმართლე რომ ვთქვათ, შეეფერება კიდეც მოთხრობას.

”კი მაგრამ, ის შრამი საიდანღა მიიღო? – ვკითხე მას ბოლოს.
”ოჰ, ეგ იმის გამო, რომ გახსნისას ბოთლის თავი გასკდა. ჯინის ბოთლი იყო.”
”ეგ არც არასოდეს მომწონდა” – ვთქვი მე.

*** THE END***

10 thoughts on “კაცი ნაიარევით

  1. ყოჩაღ! არ ვიცი კიდევ რა დავამატო. მიხარია ქართველი რომ ხარ და მეამაყება შენი ნიჭიერება. მთავარია არ შეეშვა და სერიოზულად გააგრძელო ამ გზით განვითარება.

    • დიდი მადლობა ქ-ნო ნინო, თქვენც ასევე, გისურვებთ წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს :*

      • ოტიუს, ორჯერ წავიკითხე თქვენი თარგმანი, რა თქმა უნდა ორიგინალსაც ვიცნობ. სამწუხაროდ არ მომეწონა. მხატვრულობის ამ თარგმანს არაფერი აქვს. ქუჩის ბიჭის მონაყოლს ჰგავს ნეკროლოგის ფორმატით. უნდა იმუშაოთ თქვენს თავზე, ვეჭვობ რომ ქართული საერთოდ არ იცით. არც ქართული მხატვრული ლიტერატურა. 😦

      • მთარგმნელი არ ვარ, 4 წლის წინ ვთარგმნე, ორი წლის დაწყებული მქონდა ინგლისური და შესაბამისად, დიდი პრეტენზია არ აქვს თარგმანს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s