სიკვდილით დასჯა , ჰომოფობია და ”ბნელი” უნივერსიტეტი

მამათა და შვილთა ბრძოლაზე თქვენც გსმენიათ, ან შესაძლოა თავად იყავით და ხართ ”ჩაბმული” ამ ბრძოლაში. არ ვიცი , რამდენად შეიძლება ბრძოლა ეწოდოს ჩემი და მამაჩემის ყოველდღიურ დებატებს, მაგრამ მე ყოველთვის ვუმტკიცებდისავით, რომ მისმა თაობამ დაანგრია ქვეყანა და მხოლოდ ჩემი თაობა თუ შეძლებდა ‘ბედკრული ივერიის’ ხსნას და თავისუფალი საქართველოს ჩამოყალიბებას. ეს მე მჯეროდა და ნაწილობრივ დღესაც მჯერა, მაგრამ სულ უფრო ეჭვი მეპარება. გადავხედოთ ჩვენ გარშემო საზოგადოებას, ჩვენ თაობას კონკრეტულად. ვგავართ კი ჩვენ რამის ამშენებლებს ან თავისუფალი ქვეყნის ჩამომყალიბებლებს?
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვფიქრობდი, რომ აქ დამხვდებოდა განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა, თავისუფალი თაობა, მაგრამ… განათლება არის, დანარჩენის კიდევ რა მოგახსენოთ. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ არა 21-ე, არამედ სადღაც მე-17-18 საუკუნეების ახალგაზრდას ველაპარაკები, რომლისთვისაც ყოველივე ღირებული ადამიანური და ფასეული უცხოა… არ ვიცი, იქნებ ჩვენი ფასეულობები არ ემთხვევა უმრავლესობის (დანარჩენის) ფასეულობებს…სასწავლო წლის მეორე ნახევარი ამ მხრივ განსაკუთრებული აღმოჩნდა. ლექციებზე, თუ ზოგადად უნივერსიტეტში, მესმის ისეთი მოსაზრებები, რომელთა არსებობაც უნივერსიტეტელებს შორის მართლა ვერ წარმომედგინა… (ვსაუბრობ მხოლოდ უნივერსიტეტზე, თორემ დაყინული ქართული საზოგადოება არ მყავს მხედველობაში).
პირველი , რამაც ძალიან გამაკვირვა, სიკვდილით დასჯისადმი ჩემი ”მეგობრების” დამოკიდებულებაა. კურსის ლამის მესამედი ფიქრობს, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენა აუცილებელია. ერთ-ერთ არგუმენტად კი ის მოიყვანეს, რომ თურმე სახელმწიფოს ამდენი დამნაშავის შენახვა არ შეუძლია და რომ ამ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ქვეყანას საშუალებას მისცემს ფული დაზოგოს. იმ პატიმარს ხომ უნდა ჭამა-სმა, შენახვა და ა.შ. მოკლედ, ძალიან მარტივი ლოგიკაა. პრობლემას კი არ აგვარებ, უბრალოდ იცილებ თავიდან, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია ვის იცილებ, აქ ადამიანზეა საუბარი და არა უსულო საგანზე. მეორე არგუმენტი კი ის აქვთ, რომ ციხეში ჯდომით ადამიანი უფრო დიდ ტანჯვას განიცდის, ვიდრე სიკვდილით… თუმცა არ ამბობენ იმას, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს სიცოცხლეს და მასთან ერთად ყველაფრის უფლებას ართმევ, თვით ტანჯვასაც კი არ ”ანებებ”. ბედის ირონია კი იცით რა არის? ამ იდეებს ისეთი ადამიანები რომ ”ავითარებენ”, მარხვაზე რომ დგანან, საჭმლის ჭამას რომ უკრძალავენ საკუთარ თავს და ამ თავს მორწმუნეობაზე რომ დებენ. მეგობრებო, პირში ჩამავალი კი არ წაბილწავს კაცს, პირიდან ამომავალი, ჰოდა მაგ თქვენ მარხვას რა აზრი აქვს, ამპარტავნებაში თუ ჩავარდით და სხვისი სიკვდილ-სიცოცხლის განსჯა თუ მიანდეთ საკუთარ თავს? თუ ისტორიას ვერწმუნებით, ჯერ კიდევ თამარს გაუუქმებია სიკვდილით დასჯა, თქვენ კიდევ მთელი 9 საუკუნოთ ჩამორჩით ჟამთა სვლას და არც კი გინდათ რომ აღიაროთ…
შემდეგ აუცილებლად შევეხები ჰომოფობიასთან მათ დამოკიდებულებას. მოკლედ, აქაც დიდი პარადოქსების მოწმენი გახდებით… შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ფრედი მერკურის, კითხულობენ შექსპირს, ნეტარებას ეზიარებიან მიშელ ფუკოს წიგნებით და ამ დროს ამაყობენ (დიახ, ამაყობენ) , რომ ჰომოფობები არიან … ამაზე მათ ”განათლებას” თუ შეეცდები, პასუხად მყისვე მოგიგებენ : ” შენ ხო ლიბერალი ხარ და შემწყნარებელი, ხოდა ეს ჩემი აზრიც შეიწყნარე”… მე კი შევიწყნარებ თქვენს აზრებს, მაგრამ თქვენ რა მერე მაგით, დრომორჭმულ დოგმებში ცხოვრობთ და ისევ მასე გააგრძელებთ. უბრალოდ გეტყვით, ლგბტ ადამიანები არ იკბინებიან და სხვებს არ ჭამენ 🙂 არ სჭირდება საქართველოს ამდენი ლადო-ები, ნურც ლიბერალიზმის მაგინებლები იქნებით, მაინც ლიბერალურ საქართველოში მოგიწევთ ცხოვრება. : ) (ერთ-ერთ ნაცნობს კიდევ ჰომოფობია მარტოობის შიში ჰგონია, ვერაფრით გადავარწმუნე და მირჩიეთ რა ვქნა).
ჰოო, ლიბერალიზმი ვახსენე და ბარემ იმასაც გეტყვით, როგორ აიგივებენ ჩვენი ინტელექტით ყოვლად დამშვენებული ახალგაზრდა თსუ-ელები ლიბერალიზმს ათეიზმთან, არ სჯერათ, რომ ლიბერალსაც შეიძლება სწამდეს ღმერთი. იცით რაშია საქმე, თუ რელიგიასთან და ეკლესიისადმი რაციონალური დამოკიდებულება გაქვს, ამას მაშინვე მონათლავენ ათეიზმად. როგორ შეიძლება კრიტიკული აზრი გამოთქვა, ფანატიკოსი და პოპულისტი უნდა იყო, ოქროს ჯვარი კარგად უნდა გამოაჩინო ფასი რომ დაედოს შენს პიროვნებას… ეკლესიაზე და იქ თბილად მოკალათებულ, ხშირად ქსენოფობიურად განწყობილ ადამიანებზე ”აუგი” როგორ უნდა თქვა, მაშინ ღმერთი დაგსჯის, როგორც იაპონიას აი ისე. (არადა მეორე რუის-ურბნისიც ვერ უშველის დედაეკლესიას)…
თქვენ ალბათ არ ის იცით, რომ ”ტაქსისტები, მძღოლები და მუშები მონები არიან”… საიდან უნდა იცოდეთ, ასეთი აზრები და მოსაზრებები ხომ მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეიძლება აწუხებდეთ… (ეგეთ დასკვნებს აკეთებენ არისტოტელეს ”პოლიტიკიდან”)…

მგონი ძალიან გამოგრძელდა ჩემი გულისნადების გადმოცემა. რომ არ დამეწერა არც შემეძლო. ამ პოსტს კიდევ ბევრი დავაკელი. ცუდია, რომ ასეთ სტაგნაციას აქვს მოცული სტუდენტთა დიდი ნაწილის აზროვნება, არანაირი პროგრესი, არავითარი თავისუფლება, არაფერი ახალი…(!_ წინ მხოლოდ დიადი ტრადიციებისკენ ! 🙂

P.S. უნივერსიტეტში ბნელი შუა საუკუნეების ეპოქა დგას… სად ხართ განმანათლებლებო???!!!

Advertisements

39 thoughts on “სიკვდილით დასჯა , ჰომოფობია და ”ბნელი” უნივერსიტეტი

  1. ომ მისმა თაობამ დაანგრია ქვეყანა და მხოლოდ ჩემი თაობა თუ შეძლებდა ‘ბედკრული ივერიის’ ხსნას და თავისუფალი საქართველოს ჩამოყალიბებას – მართლა ასე ფიქრობ? მეტი არც წამიკითხავს?:შ

  2. დედა დედა რა ნაცნობი სიტუაციაა. :)) კი მაგრამ საერთაშორისოს ყველა გამოშვებაზე ასეთი მდგომარეობაა? ჩემ დროსაც ასე იყო (ანუ შარშან)

  3. ასეა ასე … ”უფროსებიდან” დაწყებული უმცროსებით დამთავრებული. შარშანდელ ნაკადსაც ვიცნობ , ასე თუ ისე, ჰოდა იმათზე უარესია ეხლა. კონსერვატორ-ტრადიციონალისტების ბუმია, ბუმი :)))

  4. ჩემი აზრით, დიდი პასუხისმგებლობაა ყველა პირველკურსელს მოსთხოვო სათანადოდ აზროვნებდნენ მსგავს საკითხებში 🙂

    არა, იმის თქმა კი არ მინდა რომ 17-18 წლის ასაკში მგავსი რამეები ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ მასებზე, მაშინ ყველა რომ ერკვეოდეს მსგავს საკითხებში და ჩამოყალიბებული იყოს ავშენებულვართ და ეგაა 🙂

    სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით თანდათან შეიცვლიან აზრს, რას ნიშნავს იყო ჰომოფობია მაგასაც გაიგებენ, რა განსხვავებაა ათეიზმსა და ლიბერალიზმს შორის მაგასაც ისწავლიან, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის 🙂

    ახლა პირველ კურსზე რომ ვიხსენებ საკუთარ თავს, მეცინება, აბსოლუტურად სხვანაირი ვიყავი, აქ სწავლის 4 წელი იმდენად ცვლის ადამაინები, ყველანი შევიცვალეთ… 🙂 ამას მაშინ მიხვდებით, მეოტხეზე რომ იქნებით ან როცა დაამთავრებთ მაშინ 🙂

    • ნათია, აი მასას რომ ახსენებ, ვერ დაგეთანხმები, ჩვენ აქ იმ ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ… თავისი ასაკის შესაბამისად განათლებულ სტუდენტებზე. ..
      მეც დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ შევიცვლებით, მაგრამ რაღაც ეჭვი მაინც მეპარება.

  5. სიკვდილის დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სადღას მგონია რომ საჭიროა (ჩემი თეორია მაქვს ამასთან დაკავშირებით და ზემოთ ნახსენები “არგუმენტები” არ შედის მასში 😉 ) ; ჰომოფობი არავარ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია “გაუკუღმართებული” ორიენტაციის ადამიანები; ლიბერალური ვერ ვიქნები “ცრუ მორწმუნეებისა” და “ძალით მორწმუნეების” მიმართ… ათეიზმი კიდევ ყველა ჩვენთაგანში არის მცირე თუ დიდი დოზით… 😉

    P.S. რა განათლებაზეა საუბარი, ხალხმა რუსთაველი არ იცის ვინ იყო…

    • კარგია თუ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ხარ, კარგია თუ არ ხარ ჰომოფობი და მიხარია თუ ლიბერალური არ ხარ ”ცრუ მორწმუნეებისადმი”… 🙂
      რუსთველს რაც შეეხება, ეგ ჩვენი სამწუხარო რეალობაა…

  6. momewona…
    როგორ შეიძლება კრიტიკული აზრი გამოთქვა, ფანატიკოსი და პოპულისტი უნდა იყო, ოქროს ჯვარი კარგად უნდა გამოაჩინო ფასი რომ დაედოს შენს პიროვნებას… ეკლესიაზე და იქ თბილად მოკალათებულ, ხშირად ქსენოფობიურად განწყობილ ადამიანებზე ”აუგი” როგორ უნდა თქვა, მაშინ ღმერთი დაგსჯის, როგორც იაპონიას აი ისე. (არადა მეორე რუის-ურბნისიც ვერ უშველის დედაეკლესიას)…
    gansakutrebit es monakveti 🙂

  7. გმადლობ გიორგი, ხომ იცი , შენ შიგნიდან საქმეში ჩახედული პიროვნება ხარ და შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია 🙂

  8. სიმართლე რომ ვთქვა, როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, აბსოლუტურად სხვანაირი წარმომედგინა აქაურობა, მართლა მეგონა რომ განათლებისგან ლამის თავზე შარავანდედდადგმული სტუდენტები იყვნენ მხოლოდ აქ და აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე რომ აღმოვჩნდი, შოკში ვიყავი…

    პირველ ლექციაზე ვიღაც ბიჭმა რომ ვიღაც გოგოს წიგნი ჩაარტყა თავში და ეს გოგო რომ დები,,ლ”ო, დები,,ლ”ოს ძახილით გაეკიდა უკან, მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… ეს კიდე ერთ-ერთია იმ ზღვა მაგალითებიდან, რომელთა მოყვანაც შემიძლია…

    • წარმომიდგენია შენი რეაქცია 🙂
      კიდევ კარგი მასეთი რაღაცები არ ხდება ჩემ გარშემო 🙂 ბევრი ვერ აცნობიერებს , რომ სკოლაში აღარაა და ეგეც მაგის შედეგია სწორედ.

  9. ჰოოო, სკოლა რომ უნივერსიტეტისგან მკვეთრად განსხვავდება ამის გააზრება რთულია ბევრისთვის 🙂 მშობლებთან ერთად რომ მოდიან ხოლმე ეგაა მარაზმი კიდევ…

  10. ramdenn sakitxshiii davinaxee chemii tavii…gansakutrebit marxvas rac sheexeboda…mand namdvilad me vigulisxmebodiii…………………momwons shenii shemartebaaa……………………gvacadee erti 4 welii iqnebb odesmee chvens azrovnebashi an tundac shensashii shemoagwios ”ganmanatleblobis” natelma sxivebma :DDDD

    • ჭკვიანი გოგო ხარ და დაინახავდი, აბა რა :)) ბევრ რამეში დაინახავ კიდევ, ეჭვი მაქვს 🙂

  11. ცისფერებზე და ვარდისფერებზე ჭკუა მეკეტება, ათეისტები მეცოდებიან, მორწმუნეებს პატივს ვცემ (მათი აღმსარებლობის მიუხედავად). ტრადიციების უმეტესობა მომწონს და ერთადერთი რადიკალიზმს ვერ ვეგუები. რატომ უკრძალავენ ადამიანები ერთმანეთს ინდივიდუალიზმს?!!!!!!!!!

  12. ჩვენთან გაბატონებულია ასეთი შეხედულება, რომ რაც უმრავლესობას მოსწონს, ის უნდა მოგწონდეს, როგორც სხვები იქცევიან ,ისე უნდა იქცეოდე… თითქოს ადამიანს არ ანებებენ გამოავლინოს საკუთარი თავი, ჰქონდეს განსხვავებული აზრი. მეც დიდ პატივს ვცემ მორწმუნე ადამიანებს, მაგრამ აი ”მოდას აყოლილ” მორწმუნეებს ვერ ვეგუები, სხვის დასანახვებლად რომ დადიან ეკლესიაში… ათეისტი ალბათ არც არასოდეს ვიქნები, მაგრამ მათაც პატივს ვცემ, მათი ნებაა იწამებენ თუ არ იწამებენ…
    ჩვენი ტრადიციების უმეტესობა კი რადიკალიზმში გადაიზარდა და უკიდურესი ფორმები მიიღო.

  13. yvalapershi getanxmebi imis gamoklebit rom sikvdilit dasjis ukan dabruneba movitxovet… me ubralod vtqvi rom zogi individi romelic araadamianad aris qceuli, rogoric mag. chikotilo an hitleria ubralod mosaklavebi ariam!!!! ara tqven girchevniat sheviwyalot da rogorc es praktikashi moxda rom niumbergis processis xalxi sheiwyales da mat ki ganagrdzes tavisi sashineli experimentebi da saprangetshi, espanetsa da inglisshi miusapar bavshvta saxlebis saxelis ukan damalulni chadiodnen atasgvar sibindzures da sheiwires 300 mde udanashaulo bavshvi… tqven tu msgacvs sazogadoebashi girchevniat cxovreba ar gedavebit… me ubralod vambob rom msgavsi adamianebi an ar unda arsebobdnen an ise iyvnen gakontrolebulni magalitad rkinis nigabshi chasmulni rom mat sicocxles sikvdili jobdes !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • მარიამ, ჯერ ერთი, შეეშვი ძახილის ნიშნებს, არ შეგეფერება შენ ეგეთი კატეგორიულობა. 🙂 შეწყალებაში არ ვიცი რა იგულისხმე, თუ დაპატიმრებული ჰყავდათ, როგორ განაგრძეს ეგ საშინელი ექსპერიმენტები, საინტერესოა, ან ვინ მიუშვათ უდანაშაულო ბავშვებამდე… მე არ ვამბობ, რომ არ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, უბრალოდ სიკვდილით დასჯას არ ვემხრობი… დასჯისთვის არსებობს ციხე, საპატიმრო… აი ციხიდან თუ დამნაშავე გამოიქცევა და კიდევ განაგრძობს უდანაშაულობების ჩადენას, ეგ უკვე არა მარტო კრიმინალის, არამედ იმათი ბრალიცაა, რომლებმაც ვერ აღკვეთეს მისი ციხიდან გამოქცევა. მასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც ეკისრება, ჩემი აზრით და ე.ი. ისინიც უნდა დაისაჯონ , რომლებმაც დამნაშავეები ვერ შეაჩერეს…
      აი ჰიტლერი კი გერმანელმა ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში თავის დროზე და მისი ქმედებების და დანაშაულებების სიმძიმე იმ ხალხზეც ნაწილდება, ამ ლოგიკით, მთელი გერმანია უნდა სიკვდილით დაესაჯათ, რაც დამეთანხმე, რომ აბსურდია და შეუძლებელი…

  14. ჰომოფობი არავარ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია “გაუკუღმართებული” ორიენტაციის ადამიანები – ეს გამოთქმა არის თუ არა ჰომოფობია!

  15. აბსოლუტურად გეთანხმები. წესით და კანონით, უნივერსიტეტი უნდა იყოს ახალი იდეებისა და თავისუფალი ადამიანების ფაბრიკა, წინ უნდა მიუძღვებოდეს საზოგადოებას. ჩვენთან კი პირიქითაა – უნივერსიტეტი ძლივს მიჩანჩალებს საზოგადოების უკან.

    • გმადლობ მეგობარო! 🙂 სრულ სიმართლეს რაღადებს შენი სიტყვები… მაგრამ… როგორც ჩანს, ამ პოსტის გამო მალე ჩამქოლავენ 🙂 🙂

  16. ჩემო ოთარ,
    პირველ რიგში იმას გეტყვი, რო მაგარი პოსტი დაწერე და ნიჭიერი კაცი ხარ,ე გ შენც იცი მაგას არ უნდა ბაზარი.
    მეორე კიდე, ლიბერალი=ათეისტს ამ თემას შევეხები. საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას ან საზოგადოებრივ წარმონაქმნს, მოკლედ იმას რაც ჩვენ გარშემო გვარტყია, ორი დიდი პრობლემა აქვს: პირველი, ეს არის ის რომ ამ “საზოგადოების” ყველა ინდივიდი ყოველთვის მართალია და სხვა დანარჩენები მასთან ტყუიან. ყველა ფუტკარია და სხვები ბუზები. სხვისი აზრი არ აინტერესებთ და არც ცდილობენ რომ მოისმინონ. მოსმენა მაგათთვის ასოცირდება დამარცხებასთან, რადგან ჰგონიათ, რომ მაშინ ეს აზრი უნდა გაითვალისწინონ. მეორე პრობლემა,რ აც უშუალოდ ამ თემას ეხება არის სტერეოტიპული აზროვნება. ჩემთვის ეს ყველაზე გამაღიზიანებელია. ლეპტოპის ჩანთა თუ გკიდია იაღოველი ხარ, პირსინგი თუ გაქვს ბოზი, მხედველობის სათვალე თუ გიკეთია “ბოტანიკი” და ასე შემდეგ. ეს დეგრადირებული აზროვნების შედეგია. ადამიანს არ უნდა უბრალოდ “იაღოვლის ჩანთის” იქით სხვა რამე დაინახოს. მაგას ხო ტვინის დაძაბვა სჭირდება და რატო უნდა დაძაბოს ტვინი, ხო იცის რო ეგეთი ჩანთები ჰკიდიათ იაღოველებს? ზნაჩიტ სენც იაღოველი ხარ რა. მარტივი ლოგიკა.
    აი, წეღან სახლში რო მოვდიოდი უნივერსიტეტიდან, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. სამი სურვილი რო მქონდეს პირველი ორი ამ ორი იდიოტობა თვისების გაქრობა იქნებოდა.
    უნივერსიტეტის სტუდენტები კი, როგორც სხვა დაწესებულებები ამ ჩვენი საზოგადოების ანარეკლი. მე არ ვამბობ, რომ ყველა ასეთია, მაგრამ უმრავლესობა გახლავსთ.
    ჰომოფობიას რაც შეეხება. საერთოდ, სიკვდილით დასჯის აკრძალვას უამრავი დამცავი და საწინააღმდეგო არგუმენტი აქვს, ისევე როგორც აბორტს. აი “დევიდ გეილის ცხოვრება” ნახე ფილმი. სიკვდილით დასჯაზეა ზუსტად. აქ რომ შეცდე და უდანაშაულო კაცი დასაჯო, ეს ხომ ორმაგი ტრაგედია იქნება.

    • მთავარი სწორედ ისაა გიო, რომ უდანაშაულო შეიძლება დაისაჯოს, საქართველოა მაინც ეს ქვეყანა… ნუ მე ეგრე ვფიქრობ …
      ეგ ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად 🙂 ისე კი მინდა გითხრა, შენ გესმის გიო და ეგრე გაგრძელებას გისურვებ :* გმადლობ 🙂

      • ოთო, რაღაცას გეტყვი ეხლა და მე ამ რაღაცის მჯერა.
        აი ტორაძემ გვითხრა დღს ჟურნალისტიკის ისტორიის სემინარზე მაგარი რამე.
        ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც დინების წინააღმდეგ მიედინებიან. დინება ძალიან ძლიერია და ისინიც ცოტანი არიან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სწორედ ისინი ცვლიან საზოგადოებას და არა დანარჩენი უდიდესი უმრავლესობა რომელიც დინებას მიჰყვება.
        ასე რომ, გული არ გაიტეხო და რაოდენობამ არ შეგაშინოს 😀

  17. ძალიან მაგარი სიტყვებია … ალბათ ქვეცნობიერად სულ ვეთანხმებოდი მაგ აზრს… თუმცა ჩამოყალიბებული არ მსმენია აქამდე. ბრავო შენ და შენს ლექტორს . :))) და მადლობა თანადგომისათვის. :*

  18. ეგ რა არის, თსუ-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა იცით რა თქვა? იაპონელები ღირსები იყვნენ რაც დაემართათო, ყველა იმას იღებს, რასაც დაიმსახურებსო 🙂 არადა იურისტია და მომავალში დაჩაგრული ხალხი უნდა დაიცვას

    • ვაა, მაინტერესებს ვინაა ეგ ”გამორჩეული” სტუდენტი, იქნებ კი ვიცნობ 🙂
      და რაო მერე, ქართველები ანგელოზები ვართ და იაპონელები ზნედაცემულებიო , არა? 😐 მართლა ”ბედნიერი ერი” ვართ…

  19. სიკვდილით დასჯა ამერიკის ერთ-ერთ შტატში იმიტომ გააუქმეს, რომ მეტი იხარჯებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი პატიმრის შენახვას უნდებოდა. ასე რომ ცოტა ახალ ამბებსაც მიაქციონ ყურადღება. ამათ ჰგონიათ სასამართლო სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანს და მეორე დღეს დასჯიან? ზოგჯერ სასჯელის აღსრულებას 10-ობით შლები სჭირდება.
    რაც შეეხება ჰომოფობიას, არა მგონია, ეს საკითხი ერთ ან ორ თაობაში გადაწყდეს. ვიდრე რომელიმე მღვდელი გამოვა და იტყვის რომ ჰომოფობია კარგია, მისი მრევლიც მას დაუჯერებს.
    უნივერსიტეტი ვერ მისცემს ადამიანს იმის განათლებას, რომ იცოდე რაა კარგი და რა ცუდი, ეს უნარ-ჩვევებია და უნივერსიტეტამდე უნდა ჩამოგიღალიბდეს.
    ზოგიერთი ფიქრობს, თუ ისე მოიქცევა როგორც მასა და არა ისე როგორც თვითონ მას სწამს უკეთესად იცხოვრებს, არავისგან დამცირებული არ იქნება.

    • გიორგი, გამიხარდა შენი კომენტარი. როგორც წესი, ჭკვიანურს წერ ხოლმე.
      ჰომოფობიაზე გეთანხმები, მაგრამ ყველა თაობამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას ამის გამოსწორებისკენ. ცუდი ისაა, რომ უნივერსიტეტში პროგრესული ადამიანების პოვნა ჭირს. პროგრესულში არ ვგულისხმობ განათლებულობას და ნაკითხობას, უბრალოდ , ჩემი აზრით, როცა ლექციიდან დაწყებული კორიდორებით დამთავრებული ყველგან ერთი და იგივე გესმის, ძნელია აზროვნება განგივითარდეს მაგ მხრივ. (საერთო ლექტორებიც გვყავს ალბათ და მგონი უცხოს არ უნდა ვამბობდე)…
      ბოლო აბზაცში კიდევ 100% მართალი ხარ, არიან ჩემ გარშემო ადამიანები, ხმამაღლა საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას ერიდებიან, ჰგონიათ სხვისთვის სულ თავის დაქნევით უფრო დაფასებულები და მიღებულები იქნებიან . მე მასეთი ხალხის არ მწამს…

  20. საინტერესო თემაა, ბევრია ამაზე ნაფიქრი და ნასაუბრალი სხვადასხვა ჯგუფებსა და ადამიანებს შორის, ჩემი აზრით არის რამდენიმე ფაქტორი რამაც განაპირობა საუნივერსიტეტო აზროვნების ის დონე რაზეც საუბარია ამ ბლოგში: 1) უნივერსიტეტის როლის ცვლილება – საბჭოთა პერიოდის ეროვნული მოძრაობის აკვნიდან დიპლომების “ცეხად” ტრანსფორმირება. მიზნის დაკარგვა – როგორც აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ინიციატორებისთვის დამოუკიდებელი ქვეყანა მხოლოდ ” საქართველოს სსრ-დან” “საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკა”დ გადარქმეული “ტრაფარეტი” იყო… გავთავისუფლდით, სისხლი ვღვარეთ და მივხვდით, რომ….. დროა ფულის კეთების 😦 უნივერსიტეტი ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო კონვეიერი სახელმწიფო იდეოლოგიით მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქეებისა, აღმოჩნდა ბოლოსწინა რიგებში როგორც ერთერთი რიგითი კოოპერქტივი… როგორ უნდა “გაზარდოს” უნივერსიტეტმა ტოლერანტი და თანამედროვე სტუდენტი, როდესაც მის კედლებში რემონტის მიუხედავად კომუნიზმის ქარი ზუზუნებს? ადამიანები “ეჰ რა დრო იყოს” ბურტყუნით დაცუნცულებენ დერეფნებში და ლექციაზე სტუდენტებთან ნეტარი სახით იხსენებს 78-79 წლებში გავლილ პრაქტიკას, რა იოლი იყო ცხოვრება და როგორ იოლად შეიძლებოდა ორი კაპიკი გეშოვა კაცს,,, ამის ნასწავლი არ გაიშვას კარში :):):):):):):) სიკვდილით დასჯას რაც შეეხება, ეკონომიკური მიზნებით არ ვამართლებ მაგრამ რამდენიმე კატეგორიას კი გავუხეხებდი რამეს, ეს ჩემი პირადი აზრია და იმედია ცუნამი არ დამატყდება. რაც შეეხება ჰომოფობიას, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე სასიამოვნოდ ვერ წარმომიდგენია როცა ვიღაც 2 მეტრიანი მუტრუკუ ვნებიანი თვალით შემოგხედავს :D:D:D:D როცა ვიძახი რომ რაღაც არ მომწონს არამგონია დასაძრახი იყოს :):):)მეორეც, როცა გაზრდილ-აღზრდილი ხარ სხვა აზროვნებით და სხვა გარემოში, ძნელია შეეგუო რაღაც ახალს, რაც შენთვის ამორალობათ ითვლება. რაღაცას იტყვი და შარია , არატოლერანტი ხარო :):):):) ვერ გადავყვები მაგათ თან და რა ვქნაა? :):):):)
    P.S.იმედია რამე აზრს დაინახავთ, ნაუცბათევათ დაწერილია და….. :):):):):)

  21. ნამდვილი მორწმუნე წინააღმდეგია სიკვდილით დასჯის. ისინი კი რომლებიც მაგას ემხრობიან ისეთივე ურწმუნოები არიან როგორიც შენ. ის რომ ზოგიერთი ვითომ მარხულობს სულაც არ ნიშნავს რომ მორწმუნეა და თუ შეიძლება დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებით ჩირქს ნუ სცხებ მართმადიდებლობას

    • ჰაჰ, გამაცინე 🙂 ურწმუნო და ათეისტი ნამდვილად არ ვარ 😛

      წაკითხულის გააზრების პრობლემა :ს

  22. შენ ჩემი რეაქცია უნდა გენახა, როცა თანაკურსელმა პატარა, საყვარელმა გოგომ მითხრა ჰიტლერი სწორად მოიქცა გერმანელები რომ ამოჟუჟაო. არგუმენტი კი ის იყო, რომ თურმე ებრაელები მთელ მსოფლიოს მოედნენ, ჰიტლერმა კი საკუთარი ერის წმინდა გერმანული სისხლის შენარჩუნება შეძლო.

    მომენტში საშინლად მომინდა დამეხრჩო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ “ლიბერალი ვარ და მისი უგნურებაც უნდა შემეწყნარებინა” 😐

    • მგონი სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის მაგ მხრივ ჩემთან, თუმცა ისევ ისე ბნელა მაინც.
      გოგონები განსაკუთრებით რადიკალური იდეებით გამოირჩევიან ხოლმე. 😐

  23. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ეს ტექსტი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის

  24. მურთაზობაში ვინმე კრედიტებს რომ იძლეოდეს ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით :)))
    მგონი აზრია რა აქვს იმას რომ შეეცადო ახალგაზრდობა “გაანათლო” მაგ მხრივ. ერთადერთი რაც ლიბერალებს შეგვიძლია (თავი ლიბერალად მაინც არ მიმაჩნია :P) ის რომ შვილები გავზარდოთ ისე რომ მერე იმათ თავიანთი შვილები გაზარდონ უკეთ. გავა საუკუნე და საქართველო ან ისევ იმ შუა საუკუნეებში იქნება ანდ რამენაირად დავეწევით დროს. ისევ ჩვენზეა დამოკიდებული ეგ. ხალხს ეგრე ვერ შეცვლი, ერთადერთი რაც შეგიძლია არის ის რომ შვილი გაზარდო სწორად და იმისი იმედი გქონდეს რომ სხვაც სწორად გაზრდის შვილს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s