საერთაშორისოს ლექტორულ – ქართული ლექსიკონი

ურიგო არ იქნებოდა, ჩემ ლექტორებს, ენას რომ იმტვრევენ ინგლისურ-რუსულ-ჯანდაბური სიტყვებით, შევთავაზო მათ მიერ ხშირად გამოყენებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები… მაშ ასე :

ფრუქტი –  (არს.)  ხილი

აი-ქონთაქთი – თვალისმიერი კონტაქტი

ქეფესითი – შესაძლებლობა

ქეისი – შემთხვევა

გაიდი –  გიდი, ექსკურსიამძღოლი

პროსტო – უბრალოდ

ფულ – თაიმ ჯობი – სრულგანაკვეთიანი სამხსახური

ბლაგა – სიკეთე

პრევენტორი – თავიდან ამრიდებელი, ხელის შემშლელი

ფრეზენთეიშენი – პრეზენტაცია

სთეით ოვ ნეიჩა -ბუნებითი მდგომარეობა

დიარზ – ძვირფასებო

ინსპირაციონი – შთაგონება

ზიროუ სამ გეიმ – ნულოვანჯამოვანი თამაში

პრეფერენცია – უპირატესობა

აიდენთითი – იდენტურობა, ინდივიდუალობა

 

 

 

გაგრძელება იქნება  – to be continued

 

P.S. ჩემო ღრმად პატივცემულო ”ლ”ექტორებო, ვიცი, რომ თქვენც ადამიანები ხართ და შეცდომები მოგდით, მაგრამ  გთხოვთ, ყურებს ნუ მატკენთ და ენას ნუ ა(ი)მახინჯებთ…

Advertisements

6 thoughts on “საერთაშორისოს ლექტორულ – ქართული ლექსიკონი

  1. ძალიან მომეწონა…. მართლა შესამჩნევად მომრავლდა ბარბარიზმების გამოყენება ქართული სიტყვების ნაცვლად, ძალიან მაღიზიანებს ასეთი ხალხი. არც მე ვარ ანგელოზი,ხანდახან მეც ვიყენებ ასეთ სიტყვებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და ამ ხალხს რომლებმაც უკვე იმდენი ისწავლეს რომ უკვე სხვებს ასწავლიან უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ უმცროსი თაობის მიმართ. :)))

    • მადლობა შენ ჩემ ბლოგზე შემოჭყეტისთვის :)) კეთილი იყოს შენი პირველი მობრძანება (იმედია ბოლო არ იქნება:)

      ხო, ცუდი ტენდენციაა. მესმის, შესაძლოა წამოგცდეს რამე სიტყვა, ან შესატყვისი არ მოგეძევებოდეს შენს ენაზე, მაგრამ ზოგჯერ მართლა საშინელებაა. აი ყური მტკივა მართლა.

      ბლოგზე უნდა გესტუმრო, დაგათვალიერებ ერთი 🙂

    • სალომე, არ ვიცი , ზოგადად ჩემი თაობის ადამიანები , ალბათ უსვამენ მაგით ხაზს განათლებას, მაგრამ ისინი რატომ იმტვრევენ ენას, გამიჭირდება თქმა. ეგეც ”სვეცკობაა; ალბათ 🙂

      ეგ კი არა, ერთმა 28 წლის ლექტორმა ასე უთხრა ჩემ ჯგუფელებს , ”თქვენი ხნის ინგლისურის სტაჟი მაქვსო” )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s