მარტოობის 1 დღე, ანუ 24 საათი facebook-ის გარეშე

შარშან, ჯერ კიდევ შუა აბიტურიენტობისას გადავწყვიტე facebook-ზე დავრეგისტრირებულიყავი და ყბადაღებული ადნაკლასნიკების მერე , ცუკერბერგის გამოგონების მომხმარებელი გავმხდარიყავი. ჩემმა ”მოღვაწეობამ” ფეისბუქის ცისფერ სამყაროში მხოლოდ 13 თვეს გასტანა და გუშინ დაასრულა არსებობა. დიდი ხანი ვფიქრობდი, გამეუქმებინა თუ არა, მაგრამ , ასე ვთქვათ, ვერ ვრისკავდი, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არა ერთ კარგ ადამიანს დავტოვებდი… მაგრამ ბოლო თვეების და განსაკუთრებით კვირების შემდეგ , არა მარტო ფეისბუქი, არამედ იქაური ქართული ”საზოგადოებაც” ყელში ამომივიდა და ბოლო მოვუღე იქაურობას 🙂

სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ძალიან ცოტა ადამიანს  თუ ვიცნობდი , ვინც ამ ქსელში იყო დარეგისტრირებული. მერე იყო უნივერსიტეტელი ნაცნობებიც ”შევიძინე” და უფრო ღრმად ჩავეფლე ვირტუალურ ცხოვრებაში… მეგობარს მეგობარზე ”ვიმატებდი” და ამ ”ჭაობში” უფრო ღრმად ვეფლობოდი… კაცმა რომ თქვას, ინფორმაციის დიდ ნაწილს ფეისბუქიდან მოვიპოვებდი , უნივერსიტეტის ამბებით (ღონისძიებებით) დაწყებული, არაბულ სამყაროში დატრიალებული მოვლენებით დამთავრებული.  მეც ჩემ წილ ინფორმაციას გავცემდი და არ დავიტრაბახებ, ხშირად გაჭირვების ტალკვესადაც ვევლინებოდი თსუ-ს არეულობით დაბნეულ არა ერთ სტუდენტს.

მოკლედ, ვიღაცებს მე  ვაწუხებდი (ალბათ), ვიღაცები მე მაწუხებდნენ, ზოგიერთს იმდენადაც კი, რომ მერე თავიანთ სტატუსებზე ჩემ ლანძღვაში სიბრძნედ იღვრებოდნენ… ლამის არც ერთი ფეისბუქური დებატი არ მთავრდებოდა (და არ მთავრდება) პოზიციების დაახლოებით, პირიქით ჩვენი სოლომონ ბრძენი ქართველები უფრო და უფრო სცილდებოდნენ ერთმანეთს… ქართველი რისი ქართველია, თუ ბოლომდე არ იქართველა და შესაბამისად , არა ერთ გინებასა და წყევლა-კრულვიან საკითხავსაც ხშირად წააწყდებით იქ …

ფეისბუქი – ადგილი, სადაც ხარობს ქართული რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ”კაი ბიჭური” თვითშეგნებით შეზავებული, ადგილი , სადაც ყვავის ფსევდო ლიბერალიზმი და ვითომ ლიბერალები , პატრიარქის ლანძღვა (და არა კრიტიკა) რომ ჰგონიათ ჭეშმარიტი ლიბერალიზმი… ფეისბუქი არის ადგილი, სადაც ლიბერალიზმსა და ათეიზმს შორის უზარმაზარ ტოლობას სვამენ, რომელსაც მათი შეზღუდული გონება ვერ ”გააახტება”… იმის აღნიშვნა მავიწყდებოდა, რომ ქართველ გამო -FACEBOOK – ებულებს ლიბერალიზმი და ჰომოსექსუალიზმი იდენტური ცნებები ჰგონიათ. ლოგიკა არის მარტივი და პრიმიტიული გონებისთვის ადვილად ასათვისებელი :  ლიბერალი = ჰომოსექსუალი = ათეისტი… 🙂

დღესაც არ ცხრება კამათი დეკანოზ ქვლივიძის ქადაგებაზე, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის ზეციურ მიზეზებსა და მოტივებზე, განგაშის ზარებს არისხებენ და ფეისბუქთან ჯდომით ტრაკგასქელებული ვითომ მორწმუნენი (რომელთაც კაცმა რომ თქვას, წირვაზე ალბათ 1 საათიც არ დაუხანებიათ) , მონანიებისაკენ და თვითგვემისკენ მოგვიწოდებენ, თუმცა იმედებსაც არ კარგავენ , რომ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა სასჯელს გადარჩება და ჩემნაირ  ”რელიგიასთან კარგად ვერ მყოფ” ”ურჯულოებს” ‘იტოგში’ წმინდათაწმინდა ქართულ ენაზე განგვიკითხავენ…

 

მოკლედ, დამღალა ამ ყველაფერმა, დამღალა უაზრო კამათმა, დამღალა იმან, დღეში 10 სურათს რომ გიწონებენ და მეორე დღეს უნივერსიტეტის ეზოში გამარჯობას არ გეუბნებიან…

ეს ყველაფერი ისე არ გამიგოთ, თითქოს ამ ხნის მანძილზე, რამე კარგი არ მომხდარიყოს ”პირწიგნაკში”… სწორედ აქ გავიცანი რამდენიმე კარგი ადამიანი, ბევრთან მქონდა კავშირი სწორედ ამ გზით და ბევრ ნორმალურ ადამიანთან დავახლოვდი…  ბევრი არტისტი, ხელოვანი თუ უბრალოდ ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინე ფეისბუქზე და მათი თაყვანისმცემელი გავხდი… არა ერთს და ორს კი დავეხმარე რაღაცებში, ისე როგორც ვიღაცები მეხმარებოდნენ და არ ზარდებოდნენ ჩემთვის… 🙂

და ბოლოს, მადლობა მათ, რომლებიც ხშირად ყოველდღიურობას მავიწყებდით და ვირტუალურ დღეებსა თუ საღამოებს მილამაზებდით, ვინც მაშხამებდით იმათაც დიდი მადლობა, ღმერთს ვთხოვ , პრობლემები არ დამილიოს და არ მომადუნოს, ასე რომ თქვენც დიდი წვლილი შეიტანეთ ჩემ პიროვნულ ზრდაში… :)))

ვინც არ დაზარდება, აქ შეუძლია ჩემი გვერდი ნახოს ფეისბუქზე, სადაც ძირითადად ბლოგისეულ პოსტებს მოვუყრი თავს. l …

პ.ს. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ღადაობა ფეისბუქზე მოვისმინე : თურმე მეტროში ჩასვლას ქალიშვილობის დაკარგვა ცოდნია… იცოდით ეს ?

ეგ რომ ეგრე იყოს, ბარეორს მეტროდან ვერ ამოათრევდი 🙂

Advertisements

7 thoughts on “მარტოობის 1 დღე, ანუ 24 საათი facebook-ის გარეშე

    • არა მარტო თამამი, არამედ ლომკის მომგვრელიც ShikO 🙂 მაგრამ გადავიტან 🙂

  1. მეც მიფიქრია პროფილის გაუქმებაზე, მაგრამ ყოველთვის ვიკავებდი თავს. FB-ს მეშვეობით რამდენიმე კარგი ადამიანი გავიცანი და ჩემთვის იქ შესვლა ყოველთვის შვების მომტანია. საღამოობით მიყვარს ლიმნიანი ჩაით ხელში კომპთან მოკალათება და FB-ზე ძრომიალი 🙂

    და თუკი ადამიანს არ უნდა რომ უსიამოვნო დებატებში მიიღოს მონაწოლეობა, ნუ მიიღებს, ასევე ნურც იმ გვერდებს დაათვალიერებს და დაალაიქებს, სადაც ფსევდოლიბერალები, პატრიარქის მაგინებელნი თუ მადიდებელნი და ა.შ. და ა.შ. იკრიბებიან 🙂

    • ეჰ, ეჰ : ( რამდენი საღამო გვახსოვს ერთად მე და ფეისბუქს, მეც მიყვარდა , ოღონდ ყავით ხელში 🙂
      ფსევდო ლიბერალებს რაც შეეხება, ზოგჯერ გვიწევს მათთან კამათი, დებატი… უსიამოვნო დებატები არ არსებობს, უბრალოდ ადამიანები არიან ”უსიამოვნოები”, თორემ დებატებს და აზრთა გაცვლა- გამოცვლას რა სჯობს… 🙂 ყველაზე სასაცილო კი ისაა, ამ დებატებზე მერე უნივერსიტეტში ვდებატობდით 🙂

  2. მართალი ხარ, კამათი ყოველთვის საინტერესოა თუ, ასე რომ ვთქვათ – წყლის ნაყვაში არ გადადის ხოლმე, მსგავსად კი უამრავი კამათი გრძელდება ხოლმე ჩვენს რეალობაში…

    მეც ვკამათობ ხოლმე ინტერნეტ-სივრცეში, მაგრამ, როგორც კი ვხვდები რომ ეს უაზრობაში გადადის, ვჩერდები. ადრე ვერ ვჩერდებოდი, ბოლო დროს ვისწავლე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s