მაიას ტომის კალენდარი

როდესაც მათემატიკაზე, დროსა და კალენდარზე ვსაუბრობთ, უდავოა, რომ გამორჩეული ადგილი აქ მაიას ხალხს უკავია. ამ საქმეში ისინი ნამდვილი გენიოსები იყვნენ. სჯეროდათ რა, რომ დრო ციკლურად მეორდებოდა,ისინი ორი სახის კალენდარს იყენებდნენ: ერთს რელიგიური რიტუალებისა და ასტროლოგიური პროგნიზებისათვის, ხოლო მეორეს მზის კალენდარს უწოდებდნენ. კალენდარული სისტემა აქ ემყარებოდა იმ გათვლას, რომ წელიწადი შედგებოდა 365 დღისა და რამდენიმე საათისაგან და ამით მაიას კალენდარი გაცილებით უფრო დახვეწილი და ზუსტი იყო, ვიდრე თვითონ გრიგორიანული კალენდარი… მზის , მთვარის და ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვებით, მათ შეეძლოთ ისეთი ფენომენების დადგენა და წინასწარმეტყველება, როგორებიცაა დაბნელებები, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა და ა.შ.  მათი რიტუალური კალენდარი ტზოლკინი შედგებოდა 260 დღისაგან… რიცხვები 1-დან 13-მდე ”ნაწილდებოდა”  20 დღეზე… ეს დააახლოებით ისე, როგორც დღეს,   მაგ: 1-იმიქსი (როგორც დღეს, ორშაბათი პირველი დღე), მას მოჰყვებოდა 2-იკი(როგორც სამშაბათი მეორე დღე ) და ა. შ. როდესაც ეს 13 დღე ჩამთავრდებოდა, ათვლა იწყებოდა ხელთავიდან მაგ: 1-იქსი, 2 – მენი და ასე ხდებოდა მანამ, სანამ არ დადგებოდა ისევ 1-იმიქსი. ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, კალენდრის შემობრუნებას დასჭირდებოდა 260 დღე,  (13* 20 = 260 ).  ეს კალენდარი ძალზე წააგავდა ჩვეს კალენდარს.  არსებობდა 20 სხვადასხვა სახელი დღეებისა, ყოველი მათგანი თავისი უნიკალური სიმბოლოთი გამოირჩეოდა. დღეები ინომრებოდა 1-დან 13-მდე , ხოლო 13-ის მერე მოდიოდა ისევ 1,2,3 და ა.შ.   სავარაუდოა, რომ კალენდრის ეს სისტემა, მეზოამერიკაში ჯერ კიდევ დამწერლობის გამოგონებამდე არსებობდა.

მაიას კალენდრის დღეები & მნიშვნელობები
იმიქსი Waterlily ჩუვენი ბაყაყი
იკ’ ქარი ებ თავის ქალა
აკ’ბალ ღამე ბენ სიმინდის ღერო
კ’ან ხორბალი(მარცვალი) იქს იაგუარი
ჩიკჩანი გველი მენ არწივი
კიმი ”მკვდარი” თავი კიბ ნიჟარა
მანიკი ხელი კაბან მიწა(დედამიწა)
ლამატ ვენერა ეთზ’ნაბ კაჟი
მულუტ წყალი კავაკ შტორმის ღრუბელი
ოკ ძაღლი აჰავ ლორდი

 

მაიას ტომი ასევე იყენებდა მზის კალენდარსაც, რომელიც შედგებოდა 365 დღისაგან. და რადგანაც მათ არ შეეძლოთ ათწილადებით ანგარიში, მეოთხედი დღე, რომელიც ყოველ წელს, 365დღეს უნდა დამატებოდა წელიწადში,  ყოველი მეოთხე წლის აქტიურ წლად გამოცხადებას იწვევდა.  ქვემოთ მოცემულია ამ თვეების სახელწოდებები. ირველად  0-იც და 19-იც ათვლის მიხედვით იყო ‘პოფჰი’, ხოლო მეორე წრეზე უკვე 0 იქნებოდა ”ვო”.

Month Names and Meanings
პოჰფი Mat? იაქს მწვანე ??
ვო ?? ზაკ თეთრი??
სიპ ?? კეჰ წითელი ? ?
სოთზ’ ღამურა მაკ ??
სეკ ?? კ’ანკ’ინ ??
ქსულ ძაღლი მუვან ბუ
იაქსკ’ინ ახალი მზე პაქს ??
მოლ წყალი კ’აიაბ კუ
ჩ’ენ შავი?? კუმკ’უ ??

 

18 ძირითად თვესთან ერთად, მაიას ჰქონდა კიდევ 5დღიანი ციკლი, რომელიც შედგებოდა უსახელო და ნავსი დღეებისაგან. მათ ჰქვიოდა 1 იმიქსი, 2 პოჰფი, 2 იკი, 1 პოჰფი.

მაიას ტომებს ჰქონდათ ”ვინალები”, 20 დღიანი პერიოდები, რომლებსაც თვეებად მოიხსენიებენ. ტუნი იყო 360 დღიანი წელიწადი, ხოლო კ’ატუნი იყო 20 წლიანი პერიოდი,თითოეული შემდგარი 360 დღისაგან. ასეთი კ’ატუნების დამთავრებას მაიას ხალხი აღნიშნავდა დიდი ზეიმით. მაია ასევე ითვლიდა  400 წლიან ციკლებს ბაკტუნებს. ასეთ პერიოდებს მაიას ტომი იყენებდა ე.წ. ”long count”-ებისთვის. დღესდღეობით ტიპური long count თარიღი ჩაიწერებოდა ასე : 9.14.12.2.17.  ესაა 9 ბაკტუნი, 14 კ’ატუნი , 12 ტუნი, 2 ვინალი და 17 კ’ინი…

 

სამხრეთ მექსიკაში კვლავაც არიან სასულიერო პირები, ისინი იყენებენ 260 დღიან ციკლებს და მისდევენ შამანურ საქმიანობას.  ადრეც, ამ ცივილიზაციის არსებობისას, მთავარი სიტყვა სწორედ ამ სასულიერო პირებს და ქურუმებს ეთქმოდათ , რადგან თავის მხრივ ასეთი რთული კალენდრის გაგება და გამოყენება მხოლოდ ღრმად განსწავლულ ადამიანებს შეეძლოთ…

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

6 thoughts on “მაიას ტომის კალენდარი

  1. იტოგში ეს კარგი ინფოა, ბათ მერე კიდევ დაწერე ერთი აპოკალიფსის ამბებზე, ათასი რამე მესმის მაგრამ თუ აქვს რამე საფუძველი ამ თეორიებს? გვეშველება რამე? 😀

    • სამწუხაროდ არ ვიცი რა დაწერე, მაგრამ თუ დამილინკავ წავიკითხავ :)) მკიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა მაიას ტომებისადმი, 2012-ზე მათ აზრს რაღაც ვერ ვიზიარებ :)) 2013-ს ერთად შევხვდეთ ახალ წელს :დ გეპატიჟები :დ

  2. 2012-ის არა მაგრამ 2013-ის ნამდვილად მეშინია.
    მაიას ტომებს კი დიიიდ პატივს ვცემ : ))) ვყვარობ ძალიან

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s