იდეოლოგიების პირველი სემინარი და ოთხოსანი ლიბერალი

მეორე კვირაა უნივერსიტეტში საასწავლო პროცესი დაიწყო და სწავლაც, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში გადადის… ზე-აქტიურ ფაზაში გადადის ქართველი ”ინტელექტუალების”, ერისა და ბერის დებატებიც იაპონიაში მიმდინარე მოვლენებსა თუ 2000 წლის წინ ნაწინასწარმეტყველებ მეორედ მოსვლაზეც… რაც დრო გადის მემარჯვენესაც და მემარცხენესაც თავისი წილი რადიკალიზმი ემატება და უკვე facebook-ზე დახანება აუტანელი ხდება (ისედაც ასეა კარგა ხანია)… მოკლედ, ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში ვიწყებ პოლიტიკური იდეოლოგიების (ჩემ მიერ ”ჯანდაბოლოგიებად” წოდებულის) შესწავლას და საფუძვლიანად გააზრებას…
ჰო, დღეს (უფრო სწორედ, გუშინ) პირველი სემინარის ბედნიერებაც მქონდა… სემინარის პროცესის რა გითხრათ და სემინარისთვის მომზადება უფრო მომქანცველი და შრომატევადია ხოლმე… მით უმეტეს, როცა ბევრი ბოდიალით გაჯერებულ წიგნს კითხულობ და ”იზუთხავ”… გადაწყვეტილი მქონდა სემინარისთვის კვირას მოვმზადებულიყავი თუმცა… იმდენად მომქანცველი დასავლური ”ვოიაჟის” შემდეგ, წიგნის დაჭერა და ხელიდან გავარდნა ერთი იქნებოდა… მოკლედ, ”დღემეხვალია” კაცივით სასწავლი ორშაბათისთვის გადავდე… (წაკითხული აქამდეც ორჯერ მქონდა, მაგრამ რა ხეირი )… ორშაბათს კიდევ გეოგრაფია შემექნა სასწავლი (თურმე არ მქონია, მე კი მეგონა გამომკითხავდნენ), ეგეც გავახალტურე და იდეოლოგიებიც, მხოლოდ 6 გვერდი ვისწავლე და დანარჩენის სწავლა სამშაბათისთვის გადავდე… თანაც რაღა დაგიმალოთ და ადვილი მეჩვენა და ვიფიქრე, ხვალაც თავისუფლად ვისწავლი მეთქი… წარმოიდგინეთ ჩემი სამშაბათათის საღამო… დაღლილ-გადაქანცულ-გათანგული ლექციებიდან მისულმა არ ვიცი რა ვქნა, ჯერ ვისწავლო და მერე დავისვენო , თუ პირიქით… არადა ძილიც ისე მეკიდება, მეტი აღარ შეიძლება და ერთი ჩათვლემა მთელი ნეტარებაა… 3 საათი წავიძინე, ღამის 00:30-ზე ავდექი და ხელში ჰეივუდის ”ჯანდაბოლოგიები” მოვიმარჯვე….. ვამხნევებ საკუთარ თავს და კაცმა რომ თქვას, ჩემი გამხნევებისავე არ მჯერა… მოკლედ, მთელი ოთხი საათი ასეთ ”ტანჯვაში” გავატარე და დილის 8-მდე ტაიმ-აუტი ავიღე… ყველაფერი მინდოდა მომესწრო, ჰოდა ჩაი ისე ჩქარა დავლიე, ლამის პირი დავითუთქე და სწავლა განვაახლე… რა მექნა, სამ საათზე მეტხანს სახლში მარტო, ჰეივუდის წიგნთან ვეღარ გავჩერდი, სადღაც 12-ზე ტანსაცმელი გავიმზადე და უნიში გამოვწიე… (ვიფიქრე, იქ კიდევ წავიკითხავ რამეს , თან ბავშვებთან გულსაც გადავაყოლებ მეთქი)… შენც არ მომიკვდე, ვერც ვერაფერი წავიკითხე წესიერად, ვერც ვიმეცადინე და ალალ ბედს მინდობილი მივნებდი სემინარების ბერძნულ ღმერთს (ჰოო, ეგეც მე მოვიგონე, მაგრამ ჯერ სახელი არ დამირქმევია)… პირველმა სასემინარო საათმა ჩემთვის მშვიდად ჩაიარა… აი , მეორე საათზე კი ჩემი გვარ-სახელის გაგონებამ (სახელიც იმიტომ, რომ მეგვარეც მყავს ს.უ.-ზე) ჩემეული წინასწარმეტყველება გაამართლა და მეც, ლიბერალიზმის ქადაგად გავარდნილი ადამიანი, ზოგისთვის ჭირივით საზარელ ტრიბუნასთან აღმოვჩნდი 🙂 ვილაპარაკე თუ ვიბოდიალე ზუსტად არ მახსოვს, მერმე საკამათო მოსაზრებაზე დებატები გაიმართა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასაც შეეხო.. მეტწილად, ჩვენს ფსევდო ლიბერალ საზოგადოებას, რომელიც ხშირად განსხვავებულ აზრს თვითონვე ვერ იტანს… დებატებმა მოიცვა მრავალი სფერო, დაწყებული დეკანოზ ქვლივიძის ქადაგებით , დამთავრებული ქართული ლიბერალიზმის ”გატოტალიტარიზირებულობით”…:) და მე აღმოვაჩინე, რომ თითზე ჩამოსათვლელ ჭეშმარიტ ქართველ ლიბერალთა რიცხვში შევდივარ 🙂 (მადლობა ამისთვის ლექტორს) 🙂 როდის იყო, როდის -არა, თხრობა-ბოდიალი გავაგრძელე და ჩემი ბოდიალის ზარმაც ჩამოჰკრა მალევე… ნათქვამია, ”სტუდენტი ბჭობდა, ლექტორი იცინოდაო”, ჰოდა მეც ოთხიანი ”ავირტყი” და მომდევნო კვირამდე ფრიად დასვენებული ვიქნები (რა დასვენებულიც ვარ, ეტყობა პოსტის დაწერის დროსაც)…

გულისფანცქალით და ატოკებული ნერვებით ველოდები იდეოლოგიების (”ჯანდაბოლოგიების” ) შემდეგ სემინარს და ხმაურიან დებატებს, რა იცი, იქნებ აქ მაინც აღმოვაჩინო დაკარგული ჭეშმარიტება (მეეჭვება, მგონი მარტოსული ლიბერალი ვარ) …

პ.ს. მანამდე კი კბილებს ავილესავ დებატებისთვის და იქნებ რამე ვისწავლო კიდეც 🙂

Advertisements

4 thoughts on “იდეოლოგიების პირველი სემინარი და ოთხოსანი ლიბერალი

  1. არცოდნის დაფარვის ყველაზე კარგი გზაა პოლემიკის წამოჭრა 🙂 უნდა წაიკითხო ერთი აბზაცი სემინარის წინ ან სანამ შენს გვარს ამოიკითხავენ, მერე უნდა თქვა ყოველივე ის, რაც დაგამახსოვრდა და ბოლოს დაამატო: იცით, აი, მე ასე არ ვფიქრობ, ჩემი აზრით ეს სულ სხვაგვარად იქნებოდა აი, ამ კუთხით რომ განგვეხილა…:) მერე სხვებიც ჩაერთვებიან და შეიძლება ამასობაში ზარიც დაირეკოს…
    ისე, აზრზე მოსული ლექტორი კი უნდა მიხვდეს განსხვავებას ასეთ პოლემიკასა და ჭეშმარიტ ინტერესს შორის 🙂 🙂

    • არცოდნა ხმამაღალი ნათქვამია 🙂 რა თქმა უნდა, ვიცოდი… ისე პოლემიკა არც მე წამომიჭრია, ეგ , ასე ვთქვათ, ბუნებრივად მოხდა… :)) ისე ლექტორსაც გააჩნია როგორი გყავს, ჩემ შემთხვევაში ”აზრზე მოსულზე” მეტია, ასე რომ… :დ

  2. დროა თსუ-მ ილაუნის მსგავსად შეიმუშავოს რაღაც ეთიკის კოდექსის მსგავსი, რათა მანდ ისეთი ლექტორები არ მოხვდნენ რომელზეც პოსტშია საუბარი (მერე რა რომ ეთიკის კოდექსს იურიდიული ძალა არა აქვს)

    • ცივისელო, არ ვიცი ილიაუნმა რა შეიმუშავა, მაგრამ როგორც ამბობენ, უნივერსსიტეტი ისედაც ”ენთუზიასტებზე დგას” . 🙂 უკეთესი თუ ვინმე გყავს და გეგულება გამოუშვი :დ რას იზამ, ყველაფერს ეჩვევი ისე ადამიანი… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s