ამაოება ამაოებათა…

რა არის ადამიანის სიცოცხლე? ამ კითხვას ხშირად ვუსვამდი და ვუსვამ საკუთარ თავს… ბავშვობაშიც, როცა ნორმალურად ფიქრიც არ შემეძლო და ახლაც… დღითი დღე მიჩნდება განცდა, რომ ადამიანი არაფრისთვის ცოცხლობს.. არაფრისთვის ვარსებობთ… იქნებ შემედავოთ, არ ვიცი, თქვენი ნებაა… ისე კი , ალბათ ყველას ჩვენ-ჩვენი მისია გვაქვს, რაღაც გასაკეთებელი… ზოგი ახერხებს ამ მისიის შესრულებას, სხვებიც მეტ-ნაკლებად… ყველა თავისებურ კვალს ტოვებს ამ ცხოვრებაში… განსხვავება კი ალბათ ისაა, რომ ზოგიერთის დანატოვარი კვალი, უფრო მკაფიოა და ღრმა, სხვების კიდევ ძნელად შესამჩნევი… ცხოვრება და სიცოცხლე, რომელიც ეს ესაა დაიწყო, მალე სრულდება და თვალის დახამხამებასაც კი ვერ ასწრებო თითქოს… და ყველანი იმ ”სამუდამო მხარეში” მივდვართ , სადაც ”მხოლოდ სიმწუხარეა”… სადღაც მსმენია: ადამიანი რომ დაიბადება- ტირის, გარშემო მყოფნი კი მხიარულად არიან… და უნდა იცხოვრო ისე, რომ შენივე სიკვდილის ჟამს, შენ იცინოდე, სხვები კი შენს დაკარგვას მისტიროდნენო… ალბათ, ასე ცხოვრებაც ძნელია.. და მაინც, რა არის ადამიანის ბოლო გზა?… იქნება ტირილი, ცრემლთა ღვრა, ალბათ თავში ხელის შემორტყმაც… ღრმა სამარე, რომელიც ყველამ თავისი წილი უნდა ამოავსოს… ყვავილები… წითელი თუ თეთრი… ალბათ, მგალობელთა გალობაც იქნება… ბოლო გზა… გამოთხოვება… სამარეში ჩასვენება… ჰოო, მანამდე ”სასახლეს” დაახურავენ ზემოდან… მერე კიდევ ნიჩბით 1, 2, 3, თუ 100 ბელტი მიწისა, რომელიც სამუდამო მხარიდან გამოსასვლელს გიკეტავს თითქოს… ამ დროს ყველაზე მარტო რჩები… მარტო, სულ მარტო….. სხვები ალბათ ქელეხის სუფრაზე რაც შეიძლება მეტ სადღეგრძელოს შესვამენ, შეთვრებიან და მერმე ანეკდოტებსაც მიაყოლებენ… ვისღა ახსოვხარ… სხვები ცხოვრებას აგრძელებენ, იქ კი მხოლოდ შენ რჩები და გრძნობ, რომ თურმე აღარავის ახსოვხარ… დრო ყველაფრის მკურნალი, შენზე დარდებსაც მოუშუშებს ყველას… არც სიცოცხლეა ლამაზი, არც სიკვდილი… მაინც ”რაღაც სხვაა” თითქოს საჭირო… მიღმიერი და არაამქვეყნიური… იქ…იქ… ადგილი, რომელსაც ფიქრი უბრალო მოკვდავისა ვერც კი მისწვდება…

პ.ს. იმედია , გიჟად არ შემრაცხავთ… ზოგჯერ პესიმიზმის დროც დგება ცხოვრებაში… მაშინ კი ალბათ ყველაზე გულწრფელები ვართ ადამიანები…

Advertisements

3 thoughts on “ამაოება ამაოებათა…

    • დეპრესია ხშირად მაქვს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ… როცა ახლობელ ადამიანს კარგავ მაშინ უფრო გეძალება ხოლმე ადამიანს…

  1. is “ragac sxva” gmertia,wminda cxovreba..adamianma mteli cxovreba locvasa da uplis didebashi unda ganvlos,albat vcdilobt ragac dozit mainc,magram samwuxarod ver vaxerxebt…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s