სომერსეტ მოემი – საუზმე

მას თვალი მოვკარი სპექტალზე და მისალმების საპასუხოდ, შესვენებისას გვერდით მივუჯექი. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი ბოლოს ვნახე და ვიღცაას მისი სახელი რომ არ შეეხსენებინა, მგონი , ვეღარც კი ვიცნობდი. კარგად მიმიღო.
– ”მრავალი წელია, რაც ერთმანეთს პირველად შევხვდით. როგორ გარბის დრო! უკვე აღარა ვართ აალგაზრდები. გახსოვს პირველად რომ დაგინახე? მაშინ საუზმე მთხოვე.”
გამახსენდა…
ეს იყო 20 წლის წინ., როცა პარიზში ვცხოვრობდი. პატარა ბინა მქონდა ლათინურ კვარტალში და იმდენს გამოვიმუშავებდი, თავის გასატანადაც ძლივს მყოფნიდა. მას ჩემი წიგნი წაუკითხავს და სწორედ ამაზე მომწერა. მეც ვუპასუხე, ამდლობა გადავუხადე და ახალი წერილიც მივიღე, რომ პარიზში მოდიოდა და რომ ჩემტან საუბარი სურდა. მგრამ ცოტა დრო ჰქონდა და მხოლოდ მომდევნო ხუთშაბათისათვის ეცალა. მკითხა, ”ფოიოტში” ლანჩით თუ გავუმასპინძლდებოდი. ”ფოიოტი” რესტორანია, სადაც ფრანგი სენატორები სადილობენ და ის იმდენად აღემატებოდა ჩემს ფინანსებს, რომ იქ წასვლაზეც კი არასოდეს მიფიქრია. მაგრამ ახალგაზრდასთან ერთად მლიქვნელიც ვიყავი, ქალისთვის რომ უარი მეთქვა. თვის ბოლომდე 80 ფრანკი უნდა მემყოფინებინა და უბრალო ლანჩი 15 ფრანკზე მეტი არაფრით დამიჯდებოდა. თუ სამაგიეროდ ორი კვირა ყავას არ დავლევდი, ყველაფერს კარგად გავწვდებოდი.
მივწერე, რომ ფოიოტში ხუთშაბათს, პირველის ნახევარზე შევხვდებოდი.
ქალი არც ისე ახალგაზრდა ჩანდა, მე რომ მოველოდი. გარაგნობაში მოხდენილობა უფრო სჭარბობდა. თეთრი დიდი კბილები ჰქონდა. იყო ჭორიკანა, მაგრამ რადგანაც ჩემთან სასაუბროდ განწყობილი ჩანდა, მოვემზადე, რათა ყურადღებიანი მსმენელი ვყოფილიყავი. შევშინდი, როცა მენიუ შემოიტანეს, რადგან ფასები იმას ბევრად აჭარბებდა, ვიდრე წარმომედგინა. მაგრამ მან დამაწყნარა :
”მე არაფერს მივირთმევ საუზმეზე, -თქვა მან.
”ო, არ გინდა, ეგ არ თქვა!” – ვუპასუხე გულუხვად.
”მე არაფერს ვჭამ გარდა ერთისა. ვფიქრობ, დღეს ხალხი ბევრზე ბევრს მიირთმევს. პატარა თევზი ალბათ. გამიკვირდება ამათ ორაგული რომ ჰქონდეთ. ”
წლის დასაწყისი ორაგულისთვის საკმაოდ ადრე იქნებოდა და არც კი ჰქონდათ მენიუში, თუმცა მიმტანს ვკითხეთუ ჰქონდათ. დიახ, მათ ჰქონდათ მშვენიერი ორაგული, ეს უპირველესი რამ იყო, რაც მათ მოეპოვებოდათ. მეც შევუკვეთე იგი ჩემი სტუმრისათვის. ოფიციანტმა ქალბატონს ჰკითხა ორაგულის მომზადებამდე თუ მიირთმევდა რამეს…
”არა,”- უპასუხა მან. ”მე არ მივირთმევ ააფერს გარდა ერთისა. თუ , რა თქმა უნდა, თქვენ გექნებოდათ მცირეოდენი ხიზილალა. მე ვერასოდეს ვამბობ მასზე უარს.”
ჩემი გული ცოტათი ”ჩაიძირა.” ვიცოდი, ვერ შევძლებდი ხიზილალას ყიდვას, მაგრამ ამას მას ხომ ვერ ვეტყოდი. ოფიციანტს ვთხოვე ხიზილალა მოეტანა, ჩემთვის კი უიაფესი კერძი შევუკვეთე მენიუდან, ეს იყო ცხვრის ხორცის კატლეტი.
” მგონი შენ სულელი ხარ, ხორცს რომ ჭამ, ” -თქვა მან. ”არ ვიცი როგორ აპირებ მუშაობის გაგრძელებას ისეთი მძიმე რაღაცების მიღების შემდეგ., როგორიც კატლეტია. მე არასოდეს ვტვირთავ ჩემ მუცელს.”
შემდეგ სასმელის შეკვეთის დროც მოვიდა.
– ”მე არასოდეს ვსვამ რაიმეს ლანჩზე” – მითხრა მან.
– ”არც მე” – ვუპასუხე სწრაფად.
– ” გარდა თეთრი ღვინისა,” – მითხრა როცა გავჩუმდი.
– ”ეს ფრანგული ღვინო ისეთი კაშკაშაა, მშვენიერია მონელებისთვის.”
– ”კიდევ რას ინებებთ?” -ვკითხე ქალს.
– ”ექიმი არაფრის დალევის ნებას მაძლევს, გარდა შამპანურისა.”
ვფიქრობ, ცოტათი გავთეთრდი. ნახევარი ბოთლი შევუკვეთე. ჩემზე კი აღვნიშნე, რომ ექიმმა ყველაფრის დალევა ამიკრძალა.
– ” აბა მაშინ რას დალევ? ”
– ”წყალს”.
იგი შეექცეოდა ხიზილალას და ორაგულს, მხიარულად საუბრობდა ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე. მაგრამ მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენი შეიძლებოდა მოსულიყო გადასახადი. როცა კატლეტები მომოიტანეს, ქალმა მითხრა :
– ”ვხვდები, რომ მძიმე ლანჩს ხარ მიჩვეული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომაა. რატომ არ მომბაძავ და მხოლოდ ერთი რამით არ დაკმაყოფილდები? დარწმუნებული ვარ, თავს ასე ბევრად უკეთ იგრძნობ.”
-”მე ვაპირებ მხოლოდ ერთი რამ ვჭამო, ” -ვთქვი მე, როცა ოფიციანტი ისევ მენიუთი მოვიდა.
ქალმა ხელი დაუქნია რაღაც მსუბუქი ჟესტით.
-” არა, არა, მე არასოდეს ვჭამ რამეს ლანჩზე, მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქად, არასოდეს მინდა რაიმე ამაზე მეტი. მე არ შემიძლია რამე მეტი ვიგემო თუ არ გექნებათ ცოტაოდენი სატაცური. ვინანებდი ისე დამეტოვებინა პარიზი, რომ ის არ დამეგემოვნებინა.
ჩემი გული ბოლომდე დაიძირა. სატაცური მაღაზიაში მინახავს და ვიცოდი, რომ ძალიან, ძალიან ძვირი ღირდა. მათი ყურებისას, ხშირად ნერწყვი მადგებოდა.
– ”ქალბატონს სურს გაიგოს თუ გაქვს სატაცური?” -ვკითხე ოფიციანტს.
ვიმედოვნებდი, რომ იგი ”არას” იტყოდა. მისი სახე კი ბედნიერმა ღიმილმა მოიცვა და დამამშვიდა, რომ დიდი, ჩინებული და ისეთი რბილი სატაცური ჰქონდათ, რომ ეს პირდაპირ სასწაული იყო.
– ”მე ძალიან მშიერიც არ ვარ,” – ამოიოხრა ჩემმა სტუმარმა. ”მაგრამ თუ შენ დაიჟინებ, უარს არ ვიტყოდი ცოტაოდენი სატაცურის გასინჯვაზე.”
მე შევუკვეთე სატაცური.
-”კიდევ აპირებთ რამეს მირთმევას?”
-” არა, მე არასოდეს მივირთმევ სატაცურს.”
-” ვიცი, არის ხალხი, რომელსაც არ უყვარს ის.”
სანამ სატაცურს მოამზადებდნენ, ორივენი ვიცდიდით. პანიკამ შემიპყრო. კითხვაც არ სჭირდებოდა, რამდენი დამრჩებოდა ჩემი პირისათვის შემდეგში. მხოლოდ ამ გადასახადისთვისაც არ მეყოფოდა. საშინელება იქნებოდა აღმომეჩინა, რომ 10 ფრანკი მაკლდა და რომ იძულებული გავმხდარიყავი იგი ცემი სტუმრისგან მესესხებინა. ამას ძალითაც ვერ გამაკეთებინებდნენ. ვიცოდი რამდენიც მქონდა და თუ ანგარიში ზედმეტი აღმოჩნდებოდა, გადავწყვიტე ჯიბეში ხელს ჩავიყოფდი და დრამატული ტირილით ვიტყოდი, რომ ფული მომპარეს. თუკი ქალს საკმარისი ფული არ ექნებოდა გასასწორებლად, ერთადერთი რაც უნდა გამეკეთებინა, ჩემი საათი დამეტოვებინა, მოგვიანებით მოვსულიყავი და ყველაფერი გადამეხადა.

***THE END***

P.S. თქვენ წაიკითხეთ სომერსეტ მოემის ერთ-ერთი ნოველა, რომელიც უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე, გამოცდების ციებ-ცხელებისგან განტვირთვისთვის ვთარგმნე… იმედი მაქვს მოგეწონათ. 🙂

Advertisements

5 thoughts on “სომერსეტ მოემი – საუზმე

  1. ეს ძალიან ადრე ინგლისურად წავიკითხე..
    მახსოვს, ორი დღე გაბრაზებული დავდიოდი.. არა, გაბრაზებას ხანდახან გაოცება ენაცვლებოდა.
    ძალიან კარგი თარგმანი იყო. რამდენიმე ფრაზა ზედმეტად ხელოვნური მომეჩვენა, უფრო სწორედ პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი.

    • მოკლედ, რატომღაც ამაზე ცუდად დავაკომენტარე, ვიფიქრე მეორე ნოველაზე ვწერდი 🙂

      მე ცოტათი გამამხიარულა თავიდან, მერე რომ დავუფიქრდი, მეც გავბრაზდისავით …
      სიტყვა-სიტყვით თარგმანში გეთანხმები, ზოგჯერ ჭირს მოემის ენას ქართულიდან რამე მიუსადაგო. ნუ ერთ-ერთი პირველი ეს ვთარგმნე , ამიტომ ეტყობა კიდეც 🙂

      • არა, კაცმა რომ წაიკითხოს, გამოცდილი მთარგმნელი ეგონები.
        ასე რომ, მშვენიერია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s