გუსტავ კლიმტი

გუსტავ კლიმტი ავსტრია უნგრეთის იმპერიის ქალაქ ვენის გარეუბან ბაუმგარტენში დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს.ერნსტ კლიმტისა და ანა ფინსტერის ოჯახში შვიდი ბავშვი იზრდებოდა. მოკრძალებული სოციალური მდგომარეობის მქონე კლიმტები შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდნენ. კლიმტების სამივე ვაჟმა გამოავლინა შემოქმედებითი მონაცემები. მასწავლებლებისა და მშობლების რჩევით,
14 წლის გუსტავი ვენის ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლაში შევიდა. მან წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდა, კლასიკური ქანდაკების ქალის თავის თაბაშირის ასლი გააკეთა და სწავლისათვის საჭირო სტიპენდია მოიპოვა. მოგვიანებით, მისის ძმებიც, გეორგიცა და ერნსტიც იმავე სასწავლებელში ჩაირიცხნენ.
ტრადიციული სამხატვრო სკოლებისაგან განსხვავებით, 1867 წელს დაარსებული ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლა ისეთ შემოქმედებით განათლებას იძლეოდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული , ისეთ ტექნიკურ დისციპლინებთან, როგორებიცაა არქიტქტურა,დეკოდირება,სცენოგრაფია , ოქრომჭედლობა თუ სამრეწველო ნახაზი. ასეთი მრთულება განაპირობა ვენის ლიბერალური ბურჟუაზიის მზარდმა გავლენამ.
კლიმტმა კარგად შეისწავლა ხაზვა, ხატვა, ასლების ზუსტად გადაღება და ორნამენტული დეკოდირება და კლასიკური ქანდაკებებების თაბაშირის ასლების დამზადება , რაც წინ უძღოდა ცოცხალ ნატურაზე მუშაობას.
ხატვის ნიწით დაჯილდოებულმა კლიმტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასწავლებლად მუშაობა გადაწყვიტა, მასწავლებლებზე და როცა 1879 წელს , სწავლების პირველი ციკლის დასრულებისას, ხატვის მასწავლებლად მუშაობა გადაწყვიტა, სასწავლებლის დირექტორმა, ხელოვნებათმცოდნე რუდოლფ ფონ აიტელბერგრმა შეჰყვირა : ”როგორ, თუ ხატვის მასწავლებელი? შენ მხატვარი უნდა გამოხვდე!” იმხანად, ვენაში მეტად
პოპულარული იყო ისტორიული თემატიკის სურათები. ამავე სტილში ხატავდა ვენის ყველაზე სახელგანთქმული და მდიდარი ფერმწერი ჰანს მაკარტი.კლიმტი აღტაცებული იყო ამ მხატვრით და სურდა მის კვალს გაჰყოლოდა. ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლაში კლიმტი 1876 წელს დაუმეგობრდა ფრანც მატშს (1861-1942). 1877 წელს, როცა სკოლაში ერნსტ კლიმტიც ჩაირიცხა, მატშსა და უფროს ძმას ისიც შეუერთდა.
1880 წელს ლაუფერბერგმა ამ სამ ახალგაზრდას რეკომენდაცია გაუწია ვენის ერთ-ერთ არქიტექტურულ ფირმასთან, რომელიც ჰაბსბურგთა მთელი იმპერიის,ბალკანეთისა და გერმანიის თეატრების კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობდა. ფირმამ ძმებსა და მატშს ოთხი ალეგორიული სურათი შეუკვეთა, რომელთაც ვენის ქაღალდის ფაბრიკის მფლობელის სასახლე შტურანის ცენტრალური დარბაზი უნდა დაემშვენებინა. ამ შეკვეთას მოჰყვა კურორტ
კარლსბადის კურჰაუსის ჭერის მოხატულობა ”ერების მუსიკა” და ქალაქ რაიხენბერგის თეატრის მორთულობა. ახალგაზრდა მხატვართა კლიენტებს შორის იყო რუმინეთის მეფე კაროლ პირველი, რომელმაც მათ 1883 წელს წინაპრების პორტრეტები დაუკვეთა პელეშის საზაფხულო რეზიდენციისათვის. (სინაია, რუმინეთი ).
მაკარტის სტილის მიმდევარმა ამ სამმა მხატვარმა ”მხატვართა ამხანაგობა” დააარსა . მათ მოიპოვეს რუდოლფ ფონ აიტელბერგერის კეთილგანწყობა და 1884 წ. მათ თავადმა რეკომენდაცია გაუწია არქიტექტორ კარლ-ფონ ჰაზენაუერთან. იგი იმპერატორის მეუღლის სასახლეს ამთავრებდა და მხატვრებს სასახლების მოხატვა დაავალა. მომდევნო ორ წელიწადში მათი ნამუშევრები უკვე ამშვენებდა რიეკის, ბუქარესტისა და კარლსბადის
თეატრებს. ფონ ჰაზენაუერის შუამდგომლობით ”მხატვართა ამხანაგობამ” პირველი სამუშაო მიიღო ვენაში,- ახალი ბურგთეატრის ვესტიბიულისა და კიბის პლაფონების მოხატულობა. ეს სამუშაოები თვით ფრანც-იოზებ პირველმა დააფინანსა.
გუსტავ კლიმტს ბერძნული კლასიკური თეატრის , შუა საუკუნეების მისტერიისა და რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილის ილუსტრირება შეუკვეთეს. ამ უკანასკნელში ვხვდებით მის ერთადერთ ავტოპორტრეტს: მხატვარი შექსპირის ეპოქის დროინდელ მაყურებლებს შორისაა გამოსახული. ამ სამუშაოს ჯგუფმა 2 წელიწადი მოანდომა, რაც ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის დიდი სახელმწიფო ჯილდოთი-ოქროს ჯვრით დაგვირგვინდა. 1890
წლის აპრილში გ. კლიმტმა იმპერრატორის პრიზი დაიმსახურა ნამუშევრისთვის ”ვენის ძველი ბურგთეატრის დარბაზი”. ამ ტილომ მყისვე გაუთქვა სახელი მხატვარს და პორტრეტი მისი მეორე სპეციალობა გახდა. ”მხატვართა ამხანაგობას” ბედი უღიმოდა, მაგრამ ოჯახის თავზე შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი. 1892 წელს გუსტავს ჯერ მამა, შემდეგ კი ძმა გარდაეცვალა. ძვირფასი ადამიანების სიკვდილმა გუსტავს დიდი ტკივილი მიაყენა.
სულიერმა დრამამ მის სტილზეც იმოქმედა. მიუხედავად წარმატებებისა, კლიმტმა თავი დაანება ისტორიულ მხატვრობას. ბელგიელი ფერნან კნოპფისა და მიუნხენელი ფრანც ფონ შტუკის ნახატებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კლიმტის შემოქმედებით განვითარებაში. დასავლური ხელოვნების სხვა გამოფენებზე კი მას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა მაქს ლიბერმანის, მაქს კლინგერის, არნოლდ ბიოკლინის, ფელისიენ როპსისა და ფრანგი
მოქანდაკის ოგიუსტ როდენის ნამუშევრებს…
1894 წელს მხატვართა ამხანაგობა დაიშალა, რადგანაც კლიმტი უწინდელი ინტენსიურობით ვეღარ მუშაობდა. 1895 წელს კლიმტი მუშაობას შეუდგა იმ განზრახვით, რომ ადრინდელი სტილით აღარ ეხატა.ტენდენციის ცვლილება ნათლად გამოჩნდა ნამუშევრებში : ”სიყვარული”, ”ტრაგედია”, ”სკულპტურის ალეგორია”… მათ სიმბოლისტური ესთეტიკის ბეჭედი აზის. 1897 წლის მარტში კლიმტმა და სხვა მხატვრებმა,
– კარლ მოლმა და იოზეფ ენგელჰარტმა ”მიუნხენის სეცესიონის” მიხედვით დააარსეს ავსტრიის სახვითი ხელოვნების ოსტატთა კავშირი. ეს იყო ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც ”ხელოვნების სკოლის”მოდერნიზება წარმოადგენდა. საპასუხოდ, ”ხელოვანთა სახლის” მესვეურებმა ახალი ორგანიზაციის წევრები თავიანთი რიგებიდან გარიცხეს.
ამრიგად შეიქმნა ”ვენის სეცესიონი’, რომელსაც ”ხელოვნების სკოლის” 50 წევრი შეუერთდა. ახალი ორგანიზაციის, რომლის სათავეშიც კლიმტი იდგა, მიზანი იყო ახალგაზრდა, თავისუფალ ხელოვანთა ნაწარმოებების გამოფენა, ვენის საზოგადოებისათვის უცხოელ მხატვართა ნამუშევრების გაცნობა და ჟურნალის მეშვეობით ახალი შემოქმედებითი ტენდენციების პოპულარიზაცია. ორგანიზაცია სწრაფად ვითარდებოდა და მე-19
საუკუნის დამლევს, 1899 წელს მასში ოტო ვაგნერის (ვენის დაგეგმარების ავტორი) შესვლა”ხელოვნების სახლზე” სეცესიონის გამარჯვებას ნიშნავდა.
1898 წელს კლიმტის ფერწერაში ყველაზე მეტად იჩინა თავი მისმა ინდივიდუალიზმმა. მაისში ვენის უნივერსიტეტისათვის წარადგინა ”ფილოსოფიისა” და ”იურისპრუდენციის” ესკიზები. ბუნდოვანმა ალეგორიულმა კომპოზიციებმა და ქალის სხეულის სიშიშვლემ შემკვეთთა შეშფოთება გამოიწვია, თუმცა კლიმტი არად აგდებდა ბრალდებებს და თავგამოდებით იცავდა კომპოზიციის იდეას. ქალის შიშველი სხეული სულ უფრო მეტად
ადგილს მის ნამუშევრებში, როგორც შემოქმედის თავისუფლების გამოხატულება. ტილოზე ”დინება” და ილუსტრაციაზე ”თევზის სისხლი” კლიმტი გამომწვევად წარმოაჩენს შიშველქალს, რომელსაც საუკუნის დასასრულის ლიტერატურაში, თეატრსა და ფერწერაში გავრცელებულდა სიმბოლოდ გადაქცეულ ქალს ანათესავებს ნერეიდების, სფინქსის , ევასა თუ ვერაგი სალომეას მეშვეობით. მისი”ათენა პალადა” , რომელიც სეცესიონის მფარველად
ითვლებოდა,უნდობლობითა და მუქარით აღსავსე ქალის ახალ სახეს პოულობდა. კლიმტის შემოქმედებაში კი ის წელი ორი სიახლით გამოირჩეოდა: მხატვარმა პირველად დახატა ქალის სურათი შეკვეთით ”სონია კნიპსის პორტრეტი” და საევე პირველი პეიზაჟი.
კლიმტს დიდი მექალთანის სახელი ჰქონდა. მენატურეების გარდა, მის საყვარლებს შორის ზოგიერთი მაღალი წრის ქალბატონიც იყო, რომლებიც მათთვის ხშირად პოზირებდნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილია ადელე ბლოხ-ბაუერი. კლიმტის სიკვდილის შემდეგ 14 პირი აცხადებდა პრეტენზიას მის შვილობაზე. ასე იყო თუ ისე, მას სასიყვარულო ურთიერთობათა მაძიებლის რეპუტაცია ჰქონდა.

This slideshow requires JavaScript.


1907-08 წლებში კლიმტის პროფესიული ცხოვრება ოფიციოზის გემოვნებასთან დაპირისპირებით გამოირჩეოდა, რაც ვენის უნივერსიტეტის ფრესკებთან იყო დაკავშირებული. გასულ წელს გამოქვეყნებული კრიტიკული გამოხმაურებების საპასუხოდ, რაც მის ესკიზებს : ე.წ. ფაკულტეტურ კომპოზიციებს ”ფილოსოფიასა” და ”იურისპრუდენციას” შეეხებოდა, კლიმტმა გამოფინა ალეგორიული ნაწარმოები : ”Nuda Veritas” (1899)
სადაც გამოხატა თავისი შემოქმედებითი პოზიცია, 1901 წელს კი კამათმა კვლავ ახალი ძალით იფეთქა, როცა საზოგადოების სამსჯავროზე მესამე კომპოზიცია : ”მედიცინა” გამოფინა.
კლიმტის ნამუშევრებს ვენაში აკრტიკებდნენ, მაგრამ პარიზის 1900 წლის გამოფენაზე მისმა ”ფილოსოფიამ” საერთაშორისო აღიარება და საუკეთესო უცხოური ნამუშევრისთვის დაწესებული ოქროს მედალი მოიპოვა.
კუნსტშაუ იმპერატორ ფრანც-იოზეფ პირველის ტახტზე ასვლის მესამოცე წლისთავისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი რონისძიება იყო.საზოგადოებამ აქ გაიცნო იმ არქიტექტორების , მხატვრებისა და გრაფიკოსების ხელოვნება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ვენის აღორძინებაში. ამ ყველაფრის გვირგვინი კი იყო კლიმტის ”ოქროს პერიოდი”, რამაც სახელი გაუთქვა როგორც ავსტრიაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
მიუხედავად ამისა, კლიმტის ფერწერა თითქოს მაინც ჩრდილში ექცეოდა თანამედროვე ავსტრიელ მხატვართა ახალი ძიებების ფონზე, რომელთა შორისაც ექსპრესიონისტები ოსკარ კოკოშკა და ეგონ შილე იყვნენ. პარადოქსია, მაგრამ სწორედ კლიმტი უჭერდა მათ მხარს 1908-1909 წლების კუნსტშაუზე. კლიმტის ელვარე ფერწერა გზაჯვარედინზე – წარსულსა და მიომავალს შორის მოექცა. ახალგაზრდა მხატვრებთან, განსაკუთრებით
კი ეგონ შილესთან სიახლოვემ და ტულუზ ლოტრეკის, მუნკისა და მატისის ნახატების გაცნობამ კლიმტის პალიტრა კიდევ უფრო გაამდიდრა. მან ოქროს სტილს თავი გაანება და ახალი ფერებით, მუქი ტონებით იწყო ხატვა, კოკოშკასა და შილესგან განსხვავებით, კლიმტის ფერწერა არასოდეს აღდგომია წინ დეკადანსის გზაზე დამდგარი სამყაროს ტკივილს.
1917 წელს ვენისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებმა საპატიო წევრად აირჩიეს. ოფიციალური შეკვეთების გარეშე დარჩენილი კლიმტი ქალთა პორტრეტებზე მუშაობას შეუდგა, რომლებშიც ოქროს ბრწყინვალებას ყვევილოვანი დეკორი ჩაანაცვლა და უკიდურესი აღმოსავლეთის ხელოვნებით შთაგონებული ტილოები შექმნა. კლიმტს აღმოსავლური ნიმუშების მდიდარი კოლექცია ჰქონდა.
1915 წელს დედის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მიაყენა კლიმტს, რომლის ოჯახური ურთიერთობა დედასა და გაუთხოვარ დებთან ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. ამ დღიდან მისიმისი ნახატების ქრომატული გამა კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და მხატვარმა, რომელიც როგორც ჩანს, ნანობდა, რომ დედის პორტრეტი არასოდეს შეიქმნია, ახლაბარბარა ფლიოგესა და შარლოტე პულიცერის პორტრეტები შექმნა.
1918 წლის 11 იანვარს კლიმტს ტვინში სისხლი ჩაექცა, რამაც მარჯვენა მხრის პარალიზება გამოიწვია. მხატვარი საავადმყოფოში გადაიყვანეს , სადაც 6 თებერვალს , 55 წლის ასაკში , ფილტვების ანთებით გარდაიცვალა….

2 thoughts on “გუსტავ კლიმტი

  1. ძალიან დიდი მადლობა დათო ამ შენიშვნისათვის. თავსი დროზე ეს ტექსტი ‘ვორდ’-ში ავკრიფე და მერე გადმოვიტანე აქ და ეგ კი გამომრჩა მხედველბიდან .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s