საინტერესო რამე-რუმეები…

როგორ აღმოაჩინეს პირველი ქართველი კინოვარსკვლავი

ერთხელ, ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ვიტრინაში გამოფენუილ სურათებთან შეჩერებულიგამხდარი, შუახნის კაცი დიდი გულმოდგინებითა და გულისყურით სინჯავდა ფოტოებს. უცბად, ერთ მათგანზე გამოსახულ ლამაზ ქალიშვილს დააცქერდა და წამოიძახა: ვიპოვე აღმოვაჩინეო! იქვე მყოფნი გაკვირვებით შესცქეროდნენ და ვერ გაერკვიათ თუ რა აღმოაჩინა მან.
როდესაც გახარებული კაცი ქაღალდის ნაგლეჯზე პატარა ჩანაწერით ფოტოატელიედან გამოვარდა, იქვე კინოსტუდიის ნაცნობ თანამშრომლებს გადაეყარა და ყველაფერი აუხსნა მათ: ვიპოვე აღმოვაჩინე! მალე ამობრწყინდება ეკრანებზე ახალი კინოვარსკვლავი და თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ მე ზაქრო ბერიშვილი არ ვყოფილვარო., – გულზე მჯიღი დაირტყა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
ზაქრო ბერიშვილმა გურჯაანში მიაკვლია სურათზე გამოსახულ გოგონას, გაესაუბრა და მალე თბილისში, კინოსტუდიაში ორი ფილმის გადაღებაზე დაიბარა. ასე აღმოჩნდა მთავარ როლებზე სწორედ ეს ახალგაზრდა , ნიჭიერი და მომხიბლავი მსახიობი, რომელიც მალე კინოს ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
ეს მსახიობი ნატო ვაჩნაძე გახლდათ.

როგორ ‘’ერთობოდა’’ ბატონი ელჩი ფერწერით
მე-17 საუკუნის ფერმწერი პიტერ პაულ რუბენსი თავისი ეპოქის უგანათლებულესი ადამიანი იყო. მას ძალიან უყვარდა და ღრმად ჰქონდა შესწავლილი ხელოვნების მრავალი დარგი, კარგად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.
ქვეყნის მმართველები აფასებდნენ მხატვრის შესაძლებლობებს და ხშირად სხვადასხვა ქვეყნებშიც კი აგზავნიდნენ საგანგებო მოლაპარაკებებისათვის, თუმცა რუბენსისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე მთავარი ყოველთვის ხელოვნება იყო.
ერთხელ, ერთ-ერთ დიდებულს მეფის კარზე უნახავს საგანგებო დავალებით მოვლენილი ელჩი – რუბენსი , რომელიც მოლბერტთან იდგა ფუნჯით ხელში და გატაცებით ხატავდა. გაკვირვებულ დიდებულს მორიდებითა და მოკრძალებით უკითხავს რუბენსისათვის : ‘’ ნუთუ ბატონი ელჩი ფერწერით ერთობა?’’ რუბენსს კი ჩვეული ენამოსწრებულობით უპასუხნია: ‘’პირიქით, მხატვარი ერთობა ზოგჯერ ელჩობით’’.

ზოგი რამ რენუარის ცხოვრებიდან
რენუარს ძალიან უყვარდა ყვავილები, განსაკუთრებით კი ვარდები. მან თავად გააშენა სახლის წინ ვარდების ბაღი. ამ ბაღში მუშაობა მისთვის უდიდესი სიამოვნება იყო.
რენუარის ეს გატაცება ბევრ ნამუშევარში გამოვლინდა. მათში იგრძნობა განსაკუთრებული დამოკიდებულება არა მხოლოდ ყვავილებისადმი, არამედ , საერთოდ ხელოვნებისადმი.
სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე ავადმყოფობის შედეგად რენუარს უჭირდა ხელის მოძრაობა, ძნელად ახერხებდა ფუნჯის დაჭერასაც კი, მალე თითებსაც ვერ ამოძრავებდა, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა მხატვარზე, მას ხომ კვლავ ჰქონდა განზრახული ბევრი საინტერესო ჩანაფიქრის ხორცშესხმა, ახალი ნაწარმოებების შექმნის უდიდესი სურვილი.
რენუარმა ხერხს მიმართა, ფუნჯს იმაგრებდა ხელზე და კვლავ და კვლავ მუშაობდა. მან, მართლაცდა, შეუძლებელი შეძლო – არათუ დაამთავრა აწყებული ნამუშევარი, არამედ შექმნა არაჩვეულებრივად ღირებული და საინტერესო სხვა გენიალური ტილოები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s