”ფსევდო გაზაფხული”…

დღეს გაზაფხული დადგა… არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაზაფხული ძვალში გამჯდარ სიცივეს და ცივ წვიმას ეწოდოს, მაგრამ მაინც… მეოცე გაზაფხულსაც მოვესწარი… თითებზე ჩამოვთვალე, არ ამერიოს მეთქი… გამიკვირდასავით ‘’20’’. ორჯერ ორივე ხელის თითების ბოლომდე ‘’ დაჭირვება’’ გამიკვირდა. ჯერ ისევ პატარა მგონია თავი… როგორც ჩანს, წელთა ‘’სიმრავლე’’ თავისას ჯერ ვერ შვრება…
წელს რაღაც უცნაურად გაზაფხულდა… არ მახსოვს, ზაფხული მოსულიყოს და ჩემი სახლის ეზოში, გაზაფხულამდე ტყემალი თეთრად არ აყვავებულიყოს და მერე
აღმოსავლეთის ქარს ეგ თეთრი ყვავილი მთელ არემარეზე არ მოეფინოს… არადა რა სასიამოვნო სურნელს აყენებდა ეზოში… ახლა კი არც აყვავებული ტყემალი მინახავს სადმე და არც – გადათეთრებული ეზო… როგორც ჩანს, დროცა და ამინდიც იცვლებიან…
მიყვარს გაზაფხული, მიყვარს სითბო… მიყვარს გადამწვანებული მთების მზერა… მიყვარს მაისში მონაბერი თბილი სიო… მიყვარს მაისის ბოლოს, ოდნავ აწითლებული ალუბალი… გაზაფხული და გაზაფხულზე ყველაფერი ორმაგად მიყვარს… მეც გაზაფხულის ‘’შვილი ვარ’’… ვარდობისთვეში მოვევლინე ქვეყანას… ახლა ვუკვირდები, როგორ დიდად იცვლება ადამიანი წლიდან წლამდე, გაზაფხულიდან გაზაფხულამდე… ბევრ ძველს ვივიწყებთ (თუ გვავიწყდება), ბევრ ახალს ვეცნობით… რაღაც ძალიან უცნაურია ეს ცხოვრება… ისე, მე ცხოვრებას გაზაფხულზე ვიწყებ… არ მითხრათ ახლა, ‘’სხვა დროს არ ცხოვრობო?’’ … კი ბატონო, შესაძლოა მასეცაა, მაგრამ გაზაფხულზე მაინც სხვანაირად ვცხოვრობ… სხვა განცდები და გრძნობები მეუფლება… თითქოს სხეული ახალი სიცოცხლით ივსება, სოცოცხლით, რომელიც მოწყენილ შემოდგომასა და პირქუშ ზამთარს აგრერიგად გაკლდა…
არ იფიქროთ, რომ ყველაფერი იცვლება… არის სურვილი და ჩანაფიქრი, რომელიც როგორც წინა გაზაფხულზე, ახლაც სურვილად თუ ჩანაფიქრად რჩება… ალბათ არც ჩვენ ვიცვლებით შინაგანად, უბრალოდ ახალ-ახალ ნიღბებს ვირგებთ, ყველასთან განსხვავებულ როლებს ვთამაშობთ და ვფიქრობთ, რომ ვიცვლებით, შინაგანად კი ისევ ისეთებად ვრჩებით და ის გარეგნული გადასხვანაირება შინაგანი ცვლილება გვგონია… ან იქნებ არც არავის ჰგონია და მხოლოდ მე მგონია ასე…რას იზამ…
მე მაინც დაველოდები , როდის მოძლიერდება გაზაფხული… როდის ‘’შემაწუხებს’’ იასამნის და ზამბახის ნაზი სურნელი აპრილში… და როდის შევასრულებ ‘’19’’-ს… ალბათ მალე, თუმცა მანამდე მაინც ბევრია…

პ.ს. პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, ერთი ასეთი ლექსი მყვარებია:
‘’ჩიტუნამ თქვა გაზაფხული,
როდის მოვა? როდის?
სიომ ყურში ჩასჩურჩულა:
‘’მოდის! მოდის! მოდის!’’

იმედია, მოვა და ჩემ გაყინულ გულს ამ გაზაფხულზე მაინც გაათბობს!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s