25 თებერვალი, 1921

ხვალ საქართველოს გასაბჭოება-გაწითლებიდან 90 წელი სრულდება. ალბათ ისეთს ვერაფერს დავწერ, რაც აქამდე არ დაწერილა, მაგრამ როგორც რიგითმა ქართველმა საჭიროდ ცავთვალე, ორიოდე სიტყვით შევხებოდი ამ თემას.
ზოგჯერ, სიმართლე გითხრათ, უფროსი თაობის წარმომადგენელთა ”გარდარეული სიყვარული” და ნოსტალგიები საბჭოეთისადმი, მაღიზიანებს და ამ დროს ისეთი კამათი და დებატები იმართება, დიახაც რომ ენატრება ჩვენს მინავლებულ პარლამენტს… მიკვირს, მაგრამ წესით არცაა გასაკვირი, მათ ხომ ასე ასწავლეს ყველაფერი. სსრკ მათთვის ის უძლეველი ქვეყანა იყო (და არის), რომელმაც საქართველო ”ბოროტი კაპიტალიზმისა” და დასავლური ფასეულობებისაგან ”გადაარჩინა”… არადა ყველაფერი პირიქითაა. ის 70-წლიანი საბჭოური ტყვეობა აუნაზღაურებელ დანაკლისად იქცა საქართველოსთვის და ქართველების შეცვლილ-დამახინჯებულ მენტალიტეტზე უარესი ისაა, რომ ამან უკან დაგვხია, პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც და თქვენ წარმოიდგინეთ, კულტურულადაც კი. ბევრს აღარ ჩამოვთვლი და ვიტყვი, რომ თუნდაც ბოლშევიკთა მიერ განადგურებული ინტელიგენციის ”საფასურს” დღემდე ვიმკით…
90 წლის წინათ, ჩემი ტოლები, 18-19 წლის ახალგაზრდები, იუნკრები, იბრძოდნენ საქართველოსთვის. შეიძლება ითქვას, სწორედ მათნაირების დამსახურებაა დღეს რომ საქართველოში ვცხოვრობ და რომ საქართველოს მოქალაქე მქვია. არადა, მათი საფლავებიც არ ვიცით, რომ სათანადო პატივი მივაგოთ… საბჭოელებმა ამაზეც იზრუნეს და რაოდენ სიმბოლურ-ირონიულიც არ უნდა იყოს, მათ საფლავებზე ”მთავრობის სახლი”, ახლანდელი პარლამენტი, დააშენეს… და იცით, რა არის ყველაზე სამწუხარო და სამარცხვინო? მეთერთმეტე არმიას რუსი , სომეხი ან აზერბაიჯანელი კომუნისტი კი არ მოუძღოდა, არამედ ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე, დირექტივებს კი შორეული მოსკოვიდან ”დიდი სტალინი” იძლეოდა… არ ვიცი, რა დევს ჩვენში, ქართველებში ასეთი, მაგრამ ღალატი რომ გვახასიათებს, უტყუარი ჭეშმარიტებაა. მაშინაც და დღესაც, ყორღანაშვილ-ორჯონიკიძე-ჯუღაშვილისნაირებს არ სძინავთ და ასე განსაჯეთ, ძირს გვითხრიან…
ეს კი მარო მაყაშვილის ფოტოა, ახალგაზრდა იუნკერისა, რომელიც ქართველ ჯარისკაცთა მხარდამხარ იბრძოდა საქართველოსთვის


იგი იყო პოეტ კოტე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის (ეკატერინე გაბაშვილის შვილი) ქალიშვილი. სწავლობდა უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, თუმცა ბოლშევიკების შემოჭრისას, ფრონტზე წავიდა, წითელ ჯვარში ჩაეწერა და კოჯრისაკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ყუმბარის ნამსხვრევმა 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრა კეფაში, ეს მოხდა 19 თებერვალს.
ესეც ფრაგმენტი მაროს დღიურიდან : 17 დეკემბერი

***

…მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს… დაგვანებონ თავი…
…აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება….

მარო მაყაშვილის დღიურის ფრაგმენტები,

7 thoughts on “25 თებერვალი, 1921

  1. საბჭოურმა ტყვეობამ უკან დაგვხია ”თქვენ წარმოიდგინეთ, კულტურულადაც კი”.
    მე არ ვიზიარებ ამ აზრს, გაიხსენე საბჭოთა კავშირის დროს გადაღებული უამრავი ქართული ფილმი, ისპექტაკლი…

    • ar Sevcdebi albaT Tu vityvi, rom ara erTi saxelovani artisti gvyavda sabWoTa kavSiris dros … magram saqarTverlos rom damoukideblad arseboba gaegrZelebina, ra speqtaklebs ar dadgamdnen da kinoebs ar gadaiRebdnen? eg iqneboda namdvili xelovneba, romelic Tavisufali iqneboda yovelgvari cenzurisa da kontrolisagan… Torem veravin uaryofs, rom bevri kargi filmi gadaiRes maSin…

      • ”saqarTverlos rom damoukideblad arseboba gaegrZelebina, ra speqtaklebs ar dadgamdnen da kinoebs ar gadaiRebdnen?”
        ამაზე საუბარს ეხლა არანაირი აზრი აარ აქვს ვინაიდან ეს არც შენ იცი დანამდვილებით და არც მე.
        ცენზურის დროს რომ იღებდნენ ფილმს მაგაშია მერე მისი ღირსება სწორედ, მარტო თენგიზ აბულაძის ”მონანიება” რად ღისრს…

        ნამდვილი და ტყუილი ხელოვნება რას ნიშნავს?
        ან არის ხელოვნება ან არა 🙂

        მოდი ეხლანდელი ნებისმიერი ფილმი მითხარი, ბოლო 20 წელიწადში გადაღებული რომელიც მოგწონს და ყოველ ნახვაზე სიამოვნებას განიჭებს 🙂

  2. ”ცენზურის დროს რომ იღებდნენ ფილმს მაგაშია მერე მისი ღირსება სწორედ, მარტო თენგიზ აბულაძის ”მონანიება” რად ღისრს…”… exla nu metyviT, rom Tavisufal safrangeTsa da italiaSi im dros gadaRebuli filmebi nakleb ”Rirseuli” da araTviTmyofadi iyo…
    xelovnebaze Tu visaubrebT, unda SevTanxmdeT, rom maSIndel bevr filmSi igrZnoba komunisturi propaganda, rac me sulac ar mimaCnia xelovnebad… monaniebaze +1 🙂
    ”gaRma napiri” momewona am bolo xanebSi gadaRebuli :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s